imedi /  16 იანვარი 2020, 16:52 / სანდო წყარო

მიხაილ მიშუსტინი რუსეთის პრემიერმინისტრი გახდა

მიხაილ მიშუსტინი

მიხაილ მიშუსტინი

რუსეთის სახელმწიფოს სათათბირომ ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე მიხაილ მიშუსტინი დაამტკიცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. 

მის კანდიდატურას მხარი 383-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. BBC-ს რუსული ბიუროს ინფორმაციით, კენჭისყრის შემდეგ მიშუსტინის დანიშნვას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

მანამდე მიშუსტინის კანდიდატურას მხარი პარტია „ედინაია რასიამდაუჭირა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიშუსტინი გრიგორი ლეპსს მუსიკას უწერდა

ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროში რუსეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ქვეყნის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის ხელმძღვანელის, მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა 15 იანვარს წარადგინა.

იმავე დღეს რუსეთის მთავრობა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივის გაჟღერების შემდეგ გადადგა.  

რუსეთის პრეზიდენტმა დღეს ფედერალურ კრებას მიმართა, რა დროსაც კონსტიტუციის რეფორმის ინიციატივა წარადგინა. რომელიც გულისხმობს, პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილის პარლამენტისთვის გადაცემას, საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის მოთხოვნების გამკაცრებას და რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართალის პრიორიტეტულობის შეზღუდვას.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2020, 08:40

საზოგადოება

დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18-წლამდე მოზარდები, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ

დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18- წლამდე ასაკის მოზარდები, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ.

01 აპრილი 2020, 08:30

COVID19

ბოლო 24 საათში StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა

ბოლო 24 საათში, „სტოპ კოვ ფონდში“ ჩარიცხული თანხა 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა. ფონდში უკვე 19 მილიონ 935 ათასი ლარია ჩარიცხული. ფონდი COVID19-ის წინააღმდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.

01 აპრილი 2020, 08:20

COVID19

დღეს ბულგარეთიდან სამშობლოში სპეციალური ავიარეისით საქართველოს ასამდე მოქალაქე დაბრუნდება

საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად, დღეს ბულგარეთიდან სპეციალური რეისი შესრულდება. ქალაქ ბურგასიდან, საქართველოში ასამდე მოქალაქე დაბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარი ავტომანქანებით გამომგზავრების უფლება არ მისცა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 -წუთზე დაეშვება.

01 აპრილი 2020, 08:12

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან წალენჯიხის საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გადმოიყვანეს

წალენჯიხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთის ფახულანი-საბერიოს ეგრეთ წოდებული საზღვრიდან, კიდევ ერთ პაციენტი გადაიყვანეს. „ქრონიკის “ინფორმაციით, შუახნის ქალს მაღალი ტემპერატურა და ხველა აღენიშნება. ის ოკუპირებულ აფხაზეთში მაღაზიის გამყიდველია.

01 აპრილი 2020, 08:05

COVID19

სოფელ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი განთავსდა

სოფელ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი განთავსდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსულები თერმოსკრინინგს გაივლიან. ექიმები შემოწმების შემდეგ განსაზღვრავენ, მოქალაქეებს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ, თუ სამედიცინო დაწესებულებაში.

01 აპრილი 2020, 04:14

COVID19

დონალდ ტრამპი: რომ არა მკაცრი ზომები, აშშ-ში კორონავირუსით დაახლოებით 2.2 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა

რომ არა მკაცრი ზომები, აშშ-ში კორონავირუსით დაახლოებით 2.2 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ენტონი ფაუჩი

01 აპრილი 2020, 03:34

COVID19

ენტონი ფაუჩი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა შესაძლოა 100 ათასს მიაღწიოს

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა შესაძლოა 100 ათასს მიაღწიოს, - განაცხადა ამერიკის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2020, 02:58

COVID19

დონალდ ტრამპი ამერიკელებს: მომდევნო ორი კვირა ძალიან რთული და მტკივნეული იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ მომდევნო ორი კვირა ყველაზე რთული და მტკივნეული იქნება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ორანგუტანგი წავები

01 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ბელგიის ზოოპარკში ორანგუტანგები და წავები დამეგობრდნენ. ფოტო

ზოოპარკ Pairi Daiza-ში ცხოველები ერთად ცხოვრობენ. ეს პროგრამა იმისთვის შეიქმნა, რომ დატყვევებულმა პრიმატებმა თავი კარგად იგრძნონ. ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, მათ მუდმივი გართობა და საქმიანობა სჭირდებათ, რადგან ამას დადებითი გავლენა აქვს მათ მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.

იერუსალიმი

01 აპრილი 2020, 00:50

COVID19

Jerusalem Post: წმიდა ცეცხლის რიტუალი შეზღუდვებით შესრულდება

ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებულ ცერემონიას დაუშვებს, თუმცა კორონავირუსის გამო შეზღუდვები იმოქმედებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Jerusalem Post ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

თეა წულუკიანი

01 აპრილი 2020, 00:41

COVID19

თეა წულუკიანი: 800 თანამშრომელი დარჩა ციხეში პატიმრებთან ერთად, ეს არის უპრეცედენტო

ჩვენ კვირას დილით, რაკი ვნახეთ, რომ შიდა გავრცელება დაიწყო, ჩვენს ქვეყანაში, გადავედით ციხეების მართვის ახალ ეტაპზე, ჩვენ ეს მანამდე შევიმუშავეთ. შერჩეული გვყავდა საკადრო რესურსიც და მოწყობილი გვქონდა სახელდახელოდ თითოეულ დაწესებულებაში საყაზარმე სივრცე - - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საუბრისას განაცხადა. თეა წულუკიანმა განმარტა, რომ პატიმრები ციხეში თავს დაცულად გრძნობენ. მისი თქმით, ეს უწყების გამართულად მუშაობის ნიშანია.

01 აპრილი 2020, 00:40

ტაბლოიდი

ცნობილმა ანიმაციურმა პორნოვებგვერდმა უფასო სერვისის ამოქმედების შემდეგ დატვირთვას ვერ გაუძლო

პოპულარულმა ინგლისურენოვანმა ანიმაციურმა პორნოვებგვერდმა Fakku დროებითი ყველა მსურველს უფასო სერვისი შესთავაზა. Vice-ს ცნობით, როცა უფასოდ დაშვების მომსახურება სრულად ამოქმედდა ვებგვერდმა დატვირთვას ვერ გაუძლო და მუშაობა შეწყვიტა.

მტრედი

01 აპრილი 2020, 00:27

COVID19

გერმანიის ქალაქებში მცხოვრებ მტრედებს კარანტინის გამო შიმშილი ემუქრებათ

ბონში ჩამოყალიბებულ ცხოველთა კეთილდღეობის გერმანულ ასოციაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინი ასობით ათასი მტრედისთვის შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს, რადგან ისინი საკმარის საკვებს ვერ პოულობენ. ჩვეულებრივ, ქალაქებში მობინადრე ველური მტრედები ადამიანების ნარჩენებით იკვებებიან, ახლა კი, როცა გერმანიის მოსახლეობა თვითიზოლაციაშია, შიმშილობენ.

ფრიდონ შუბითიძე

01 აპრილი 2020, 00:13

COVID19

მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე: ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობის თეორია კვლევებმა უნდა დაამტკიცოს

იმის მიხედვით, თუ რომელ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, ან რა გარემოში ვცხოვრობთ, ჩვენი იმუნური სისტემა შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს მზად სხვადასხვა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ თეორიაა, მიდის კვლევები და ალბათ, რამდენიმე ხანში გვექნება საშუალება, უკვე მონაცემებზე დაყრდნობით ვისაუბროთ, მართლაც ასეა თუ არა.

მარინა ენდელაძე

01 აპრილი 2020, 00:09

COVID19

მარინა ენდელაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ნამდვილად იქნება ეფექტური

ეს ნამდვილად კარგი მეთოდია და ჩვენთან ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. არის რაღაც ნაბიჯები გადადგმული და სწორედ გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ნამდვილად იქნება ეფექტური. იმიტომ, რომ აქ ​ჯი-კლასის ანტისხეულები უკვე გამომუშავებულია, პაციენტი რა თქმა უნდა შესწავლილი იქნება. გამოჯანმრთელებულ იმუნოკომპეტენტურ პიროვნებას უკვე უვითარდება ანტისხეულები და პლაზმასთან დაკავშირებით, ნამდვილად იქნება ეფექტური და ამისათვის ნაბიჯები უკვე გადადგმულია და დაწყებულია მუშაობა ამ საკითხზე და მალე გვექნება გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმა მარაგში - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

01 აპრილი 2020, 00:09

COVID19

კორონავირუსის გავრცელების გამო ნიუ-იორკში 900 პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო ნიუ-იორკში 900 პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახენ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა. „30 მარტის მდგომარეობით ციხეებიდან 900 პატიმარი გავათავისუფლეთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

კახა კალაძე თბილისი

01 აპრილი 2020, 00:08

COVID19

კახა კალაძემ მოსახლეობას აჩვენა როგორია თბილისის ე.წ. კომენდანტის საათის დროს. ვიდეო

„რა თქმა უნდა, უჩვეულოა ქალაქის ამ სიტუაციაში ნახვა. ქალაქის, რომელშიც 24 საათის განმავლობაში სიცოცხლე და ცხოვრება იგრძნობოდა. მაგრამ ძალიან მალე დავუბრუნდებით ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ რეალობას და იმ ძველ რითმს, რაც ხდებოდა თბილისში“, - აღნიშნა მერმა.

ანდრია ჯაღმაიძე

01 აპრილი 2020, 00:02

COVID19

ანდრია ჯაღმაიძე: ზოგიერთ ადამიანს ერთი სული აქვს, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი

ეკლესიის წინააღმდეგ ნებისმიერი საბაბით ბრძოლა გრძელდება. ერთი და იგივე ხალხი წუხს იმაზე, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა რუსეთის ეკლესიას, და იმაზეც, რომ არ დაემთხვა. ძალიან სამწუხარო განწყობებს ვამჩნევ, წინასწარ აანონსებენ, რომ დაავადდა სასულიერო პირი, ერთი სული აქვთ, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

კორონავირუსი კარანტინი სერბეთი ხე

31 მარტი 2020, 23:55

COVID19

სერბეთში ხედ გადაცმული კაცი დააკავეს, რომელიც კარანტინის რეჟიმს არღვევდა

სერბეთში დააკავეს კაცი, რომელიც კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს ხედ გადაცმული არღვევდა. ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა. ადგილობრივი ბლოგერების ცნობით, ასეთი კამუფლაჟის დახმარებით კაცი კომენდანტის საათის დროს ქუჩაში 3 დღე გადაადგილდებოდა, თუმცა მოსიარულე ხემ სამართალდამცველების ყურადღება მაინც მიიპყრო.

თენგიზ ცერცვაძე

31 მარტი 2020, 23:39

COVID19

თენგიზ ცერცვაძე „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინებზე: სანამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდება, ეს მხოლოდ მითია

იცავს თუ არა „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინა კორონავირუსისგან, ვრცელდება თუ არა დაავადება ჰაერით, შესაძლებელია თუ არა ორთქლის აპარატებით კორონავირუსის განადგურება, - ამ და სხვა გავრცელებულ მითებზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.