imedi /  18 იანვარი 2020, 08:21 / სანდო წყარო

მეცნიერები: უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 1700-ს აღწევს

ვირუსი ჩინეთი

უცნობი ჩინური ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს გაცილებით აღემატება. ამის შესახებ BBC-ს ბრიტანელმა მეცნიერებმა განუცხადეს.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ლაბორატორიულად ვირუსის 41 შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს. გასულ თვეში უცნობი კორონავირუსით ჩინეთის ქალაქ უხანში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად იაპონიაშიც დაფიქსირდა.

სინგაპური და ჰონგ-კონგი უხანიდან ჩამომსვლელებს აეროპორტში სკრინინგს უტარებენ, ანალოგიური ზომები მიიღო აშშ-ის ხელისუფლებამ სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტებში.

დაავადებულთა შესაძლო რიცხვის დასადგენად მეცნიერებმა მოდელირების მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ვირუსის თავისებურებებს, უხანის მოსახლეობის რიცხვს და ფრენების სტატისტიკას ეყრდნობა.

უხანის საერთაშორისო აეროპორტი 19-მილიონიან ქალაქს ემსახურება, თუმცა საზღვარგარეთ დღეში მხოლოდ 3400 ადამიანი მიფრინავს. მეცნიერთა თქმით, სიტუაციის მოდელირება აჩვენებს, რომ უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 1700-ს უნდა აღწევდეს.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი ვიქტორია ჰორვატი

19 თებერვალი 2020, 19:05

საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა.

ბექა ლილუაშვილი

19 თებერვალი 2020, 19:04

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: საინვესტიციო ფონდები ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს ქმნიან

ბექა ლილუაშვილმა დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც ფონდის შექმნის, დარეგისტრირებისა და მართვის პრინციპებს სამართლებრივად აწესრიგებს, ასევე, განსაზღვრავს ფონდის სხვადასხვა ტიპს.

ირმა ინაშვილი

19 თებერვალი 2020, 18:57

საქართველო

ირმა ინაშვილი: ხელისუფლება პოლიტიკურ სპექტრს რას შესთავაზებს, მისი გადასაწყვეტია

ხელისუფლება, პოლიტიკურ სპექტრს ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ შეხვედრებს შესთავაზებს, ეს არის მათი ინიციატივა და გადასაწყვეტი და ვინ როგორ გამოეხმაურება ამას, ესეც მისი პრეროგატივაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „პატროტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა.

ლევან კობერიძე

19 თებერვალი 2020, 18:48

საქართველო

ლევან კობერიძე: ინდივიდუალურ შეხვედრებს არც საჯაროდ და არც დახურულ ფორმატში არ ვგეგმავთ

„ქართულ ოცნებასთან“ ერთი-ერთზე შეხვედრას არ ვგეგმავთ, არც ვაპირებთ და არც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ეს უნდა იყოს გაფართოებულ ფორმატი. ყველა პოლიტიკური ჯგუფი ინდივიდუალურ რეჟიმს თვითონ წყვეტს და ალბათ, სხდადსხვა ფორმატით გაიმართება“ - აცხადება ლევან კობერიძე.

მიხეილ ყაველაშვილი

19 თებერვალი 2020, 18:44

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სპორტსმენები დესტრუქციული და დეგრადირებული ძალისგან უნდა დავიცვათ

მსურს იცოდნენ ჩვენმა ძლიერმა სპორტსმენებმა, დაწყებული ლაშა ტალახაძით, რომ მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საკურა

19 თებერვალი 2020, 18:27

საქართველო

თბილისის ბოტანიკურ ბაღში საკურას ხეივნის გაშენების ცერემონია გაიმართა

თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, საკურას ხეივნის გაშენების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ბოტანიკურ ბაღში 100 ძირი საკურას ხე-მცენარე დაირგო. საკურას ნერგები დედაქალაქს საჩუქრად იაპონიის საელჩომ გადასცა.

რომან კაკულია

19 თებერვალი 2020, 18:19

ეკონომიკა

რომან კაკულია: ჩვენ საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას ცალ-ცალკე განვიხილავთ და ამას მოჰყვება დანარჩენი პრობლემები

მიდგომა, რომელიც საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკას ცალცალკე განიხილავს, სწორედ ჩვენი „გამშვები დაავადებაა“, რომელიც ჩვენ გვჭირს, და რომელიც, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ გადმოგვცა

სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი 2020, 18:11

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა

პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები“,- წერია პრეზიდენტი.

ავსტრალია ავიაკატასტროფა

19 თებერვალი 2020, 18:10

მსოფლიო

ავსტრალიაში ორი თვითმფრინავის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ინციდენტი ქალაქ მელბურნთან მოხდა. ერთმანეთს ჰაერში მცირე ზომის ორი თვითმფრინავი შეეჯახა. პოლიციაში აცხადებენ, რომ შეჯახება უამინდობამ გამოიწვია - ნისლის გამო პილოტებმა ერთმანეთი ვერ დაინახეს. ორივე ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

დიმიტრი მედოევი

19 თებერვალი 2020, 18:08

საქართველო

დიმიტრი მედოევი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

„ჰუმანიტარული კრიზისი ქართველი პოლიტიკოსების თავებში უნდა ეძებონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოში მოშიმშილე ბაშვებს, რომელთა რიცხვი ზღვარს გადასცდა“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

19 თებერვალი 2020, 18:05

მსოფლიო

ირანში პირველად კორონავირუსით დაავადების 2 შემთხვევა გამოვლინდა

ირანის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქალაქ ყუმში ორ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ეს ირანში პირველი შემთხვევაა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Global News ავრცელებს. აქამდე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ეჭვი არსებობდა აღნიშნულ დაავადებაზე.

19 თებერვალი 2020, 17:59

კულტურა

აზერბაიჯანში გამოფენა „საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან თაობამდე” გაიმართა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 120 მხატვრის 150-მდე ნამუშევარი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენა ასახავდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას თაობიდან-თაობამდე, ორივე ქვეყნის კულტურას, ბუნებასა და ტრადიციებს.

რომან კაკულია

19 თებერვალი 2020, 17:56

ეკონომიკა

რომან კაკულია: პროგრესი ყველა დარგში გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ცუდის დანახვა გახდა ტრენდული

თუ ავიღებთ თითოეულ დარგს, იქნება ეს ენერგეტიკა, ტურიზმი, გზების მშენებლობა თუ საწარმოების მხარდაჭერა, პროგრესი ყველგან არის, მაგრამ ცუდის დანახვის ტრენდი უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

კურტ ვოლკერი

19 თებერვალი 2020, 17:32

მსოფლიო

კურტ ვოლკერი: პუტინი საქართველოს რიტორიკის გამო არ დაესხა, მას საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა სურდა

„სწორი ვერსია: პუტინი საქართველოს რიტორიკის გამო არ დაესხა. მას სურდა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა. სიმართლე ის არის, რომ ის გაბრაზებული იყო რიტორიკით, თუმცა რუსეთის აგრესიას თავისი მიზეზები ჰქონდა“, - დაწერა კურტ ვოლკერმა Twitter-ის გვერდზე.

ეკატერინე მიქანაძე

19 თებერვალი 2020, 17:31

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა იზრდება

საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 10.0 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 262.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარში იმპორტი 4.0 პროცენტით გაიზარდა და 619.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. სავაჭრო დეფიციტი 0.2 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 357.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

19 თებერვალი 2020, 17:31

საქართველო

ოპოზიციის ლიდერები აშშ-ის საელჩოში სენატის საგარეო კომიტეტის აპარტის უფროსს შეხვდნენ

ლიდერების თქმით, ისინი მას საარჩევნო სისტემასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ესაუბრნენ. გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა ჩინოსანმა მათგან ოპოზიციის ხედვა მიიღო. ოპოზიციონერების გარდა, სენატის საგარეო კომიტეტის აპარტის უფროსი დამოუკიდებელ დეპოუტატებსაც შეხვდება.

ავადმყოფობა

19 თებერვალი 2020, 17:23

ტაბლოიდი

BBC: საფრანგეთში მერებმა მოსახლეობას ავადმყოფობა აუკრძალეს

ასეთი სიმბოლური ჟესტით მერებს ჯანდაცვის სფეროში ექიმების უკმარისობაზე უნდათ ყურადღების მიქცევა. კერძოდ, საფრანგეთის დასავლეთით, სარტის რეგიონში სოფლების მერების ხელმოწერილ დეკრეტში წერია, რომ უბედური შემთხვევის ან ავადმყოფობის შემთხვევაში, მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მოთხოვნა ეკრძალება. ასევე კანონი ადამიანს თანდაყოლილი პრობლემებით დაბადებას უკრძალავს.

სერგეი რუმასი

19 თებერვალი 2020, 17:05

ეკონომიკა

ბელარუსის პრემიერ-მინისტრი: ქართული პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება

ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა სტაბილური რჩება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება, - ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა, სერგეი რუმასმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩია

19 თებერვალი 2020, 17:05

საქართველო

იაგო ხვიჩია: ინდივიდუალური შეხვედრებით ოპოზიციურ ერთობას საფრთხე არ ემუქრება, თუ ვინმე ინდივიდუალურად არ მიქარავს

გულწრფელი რომ ვიყო, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არსებული ვითარება არც პარლამენტის თავმჯდომარეს მოსწონს, თუმცა სიტუაციის განსამუხტად რაზე არიან წამსვლელები, ეს არ ვიცი. ოპოზიციურ ერთობას ინდივიდუალური შეხვედრებით საფრთხე არ ემუქრება, თუ ვინმე ინდივიდუალურად არ მიქარავს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

19 თებერვალი 2020, 16:58

საქართველო

საქართველოს დელეგაციამ ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის ურთიერთგაცვლა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცების მიმართულებით მიღწეული პროგრესის, გამოწვევებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.