imedi /  19 იანვარი 2020, 18:25 / სანდო წყარო

ბეირუთში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებისას 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

შეტაკება ბეირუთი

ლიბანის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ლიბანის წითელმა ჯვარმა სამედიცინო დახმარება 220 ადამიანს გაუწია, 80 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია კი 114 დაშავებულს დაეხმარა. 

ბეირუთში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება 18 იანვარს მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, მომიტინგეებმა კი მათ ქვები და ხის ტოტები დაუშინეს.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში უკვე 3 თვეა არ წყდება. კრიზისთან საბრძოლველად მთავრობამ ეკონომიკური რეფორმების პაკეტი შეიმუშავა. მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ქვეყნის პრემიერმინისტრმა საად ჰარირიმ თანამდებობა დატოვა

ყველა სიახლე

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

07 აპრილი 2020, 12:35

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 მედიკოსი იზოლაციაში იმყოფება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 მედიკოსი, ვისაც უშუალო კონტაქტი ქონდა ინფიცირებულ ინფექციონისტთან, იზოლაციაში იმყოფება - ამის შესახებ ჟურნალისტებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა განუცხადა. მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაავდებისთვის დახასიათებელი არც ერთი სიმოტომი აღენიშნებათ, ისინი კლინიკაში, პალატებში იმყოფებიან.

გიორგი გახარია

07 აპრილი 2020, 12:32

COVID19

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება.

07 აპრილი 2020, 12:23

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ორსული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორისა ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული ორი ორსულის ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კარლ ჰარცელი

07 აპრილი 2020, 12:22

საზოგადოება

კარლ ჰარცელი მედიცინის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

„ჯანმრთელობის მსოფლიო დღე შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ სამედიცინო სფეროს ყველა იმ მუშაკის მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა და დაუღალავად შრომობს კლინიკებში, საავადმყოფოებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლაბორატორიებში. დიდი მადლობა დაუღალავი შრომისა და მონდომებისთვის, რომლითაც ცდილობთ, გადაგვატანინოთ ეს ურთულესი კრიზისი“, - ამბობს კარლ ჰარცელი.

07 აპრილი 2020, 12:21

COVID19

დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. როგორც imedinews-ს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

მეუფე დიმიტრი

07 აპრილი 2020, 12:19

საზოგადოება

ხარების დღესასწაულზე ლიტურგია აჭარაში მოქმედ ყველა ტაძარში ჩატარდა

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია აჭარაში მოქმედ ყველა ტაძარში ჩატარდა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ბათუმის ღვთსმშობლის შობის ტაძარში, სადაც მსაურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა. მრევს შორის დაცული იყო დისტანცია. ზიარება კი ჩვეუნებრივი წესით ჩატარდა.

07 აპრილი 2020, 12:13

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედპერსონალს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკის მედპერსონალს ჩაუტარდა კვლევა და კორონავირუსზე ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

07 აპრილი 2020, 12:11

COVID19

ანაკლიის საკარანტინე ზონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორსული გადაიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ორსული ქალია გადაყვანილი. პაციენტს ცხელება და ხველა აღენიშნება. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს პაციენტის კვლევა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

07 აპრილი 2020, 12:03

COVID19

7 აპრილიდან საქართველოს ეროვნული არქივი ყველაზე მოთხოვნადი 8 სერვისის დისტანციურად გაცემას იწყებს

საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 7 აპრილიდან საქართველოს ეროვნული არქივი იწყებს ყველაზე მოთხოვნადი 8 სერვისის დისტანციურად გაცემას, - ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ დასახელებულია 8 ყველაზე მოთხოვნადი სერვისი, რომელთა მიღებასაც მოქალაქეების სისტანციურად შეძლებენ.

07 აპრილი 2020, 11:56

COVID19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება

ჩვენთან 66 პაციენტია, 52 შემთხვევაში კორონავირუსი დადასტურებულია. რეანიმაციაშია 6 პაციენტი, აქედან 3 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამი კი სპონტანურ სუნთქვაზეა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალიტებს განუცხადა.

ლაშა დარსალია

07 აპრილი 2020, 11:56

COVID19

ლაშა დარსალია: მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს, არ მოახდინონ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება

მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს, არ მოახდინონ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარი რთული გამოწვევების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომელმაც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის დახმარების საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მაქსიმალურად შეძლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სათანადო ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.

07 აპრილი 2020, 11:55

COVID19

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 1 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

7 აპრილის მონაცემებით, რუსეთის 43 რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 1 154 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამ დროისთვის დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7 497-ს აღწევს, მათგან ყველაზე ბევრი შემთხვევა მოსკოვში დაფიქსირდა. დაიღუპა 47 ადამიანი.

07 აპრილი 2020, 11:52

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

07 აპრილი 2020, 11:50

COVID19

კახეთის რეგიონიდან გაგზავნილი 14 მოქალაქის ტესტის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია

ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 14 მოქალაქის ანალიზის პასუხი covid-19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა .

ქუთაისის ცხელების ცენტრი

07 აპრილი 2020, 11:45

COVID19

ქუთაისის ცხელების ცენტრში 7 პაციენტიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქუთაისის ცხელების ცენტრს 22-მა მოქალქემ მიმართა. მათგან საეჭვო სიმოტმების გამო კორონავირუსზე ანალიზი 7 პაციენტს გაუკეთეს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ცხელების ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში კიდევ 8 ახალი პაციენტია შესული, მათ ბიოლოგიურ ნიმუშებს კვლვისთვის ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გააგზავნიან. ცხელების ცენტრი 1 კვირის წინ გაიხსნა და ამ ხნის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებას 120 -მა პაციენტმა მიმართა.

07 აპრილი 2020, 11:39

COVID19

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადაეცა

კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია “ბადაგონმა” 5000 ცალი სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა. სპეციალური ხსნარები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

07 აპრილი 2020, 11:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსს 74 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 1 348 430 კი დაინფიცირდა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 74 795-ს მიაღწია. მსხვერპლთა თითქმის ნახევარი კვლავინდებურად 2 ქვეყანაზე მოდის. ესენია იტალია (16 523) და ესპანეთი (13 341). აშშ-ში ამ დროისთვის 10 943 ადამიანი გარდაიცვალა, საფრანგეთში 8 911, ჩინეთში კი- 3 331. მსოფლიოში ვირუსით დღეის მონაცემებით, სულ 1 348 430 ადამიანი დაინფიცირდა, 286 567 კი გამოჯანმრთელდა.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

07 აპრილი 2020, 11:28

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამჟამად 43 პაციენტია, კვლევაზე 34 ანალიზი იყო გაგზავნილი და აქედან 2-ის პასუხი დადებითი მოვიდა. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმე პაციენტი არ გვყავს“. - აღნიშნა დეპარტამენტის უფროსმა.

07 აპრილი 2020, 11:28

COVID19

საქართველოს საელჩოებმა ბელარუსსა და ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეები დროებითი თავშესაფრით უზრუნველყვეს და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას

საქართველოს საელჩოებმა ბელარუსსა და ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყვეს პირველადი საჭიროების დახმარებით, დროებითი თავშესაფრით და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას, ამის შესახებ ინფორმანციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ხელშეწყობას.

თამარ ივერი

07 აპრილი 2020, 11:26

COVID19

როგორია თვითიზოლაცია შინაური ცხოველებისთვის. სახალისო ვიდეო

როგორია თვითიზოლაცია შინაური ცხოველებისთვის, ამას „იმედის დილის“ ეთერში გასული ამ სიუჟეტიდან შეიტყობთ. კორონავირუსის პანდემიამ არა მარტო ადამიანების, მათი შინაური ცხოველების ცხოვრების სტილიც შეცვალა, რადგან მათ კარანტინის პერიოდის გავლა თავიანთ პატრონებთან ერთად მეტწილად შინ უწევთ. სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებელი არა ერთი სახალისო ვიდო გამოქვეყნდა. ტომი საქართველოში პირველი ცუგაა, რომელიც თვითიზოლაციაში პატონთან ერთად იმყოფება. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი კი ვიდეოს თავისი დაუმორჩილებელი კატის შესახებ აქვეყნებს, რომელიც ქუჩაში გაპარვას მაინც ახერხებს.