imedi /  25 იანვარი 2020, 09:14 / სანდო წყარო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთი მიწისძვრა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 22-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ასობით დაშავებულის დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 400-ზე მეტი სამაშველო ბრიგადა მუშაობს. თურქეთის ბუნებრივი კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ 60 ე.წ. აფტერშოკი დაფიქსირდა.

თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯესთან დაფიქსირდა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

26 თებერვალი 2020, 22:55

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულ პაციენტს საქართველოში კონტაქტი მხოლოდ სპეციალურად ეკიპირებულ სამედიცინო პერსონალთან ჰქონდა

კორონავირუსით ინფიცირებულ 50 წლამდე კაცს ჰქონდა გარკვეული კონტაქტები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, აქ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ სპეციალურად ეკიპირებულ სამედიცინო პერსონალთან, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

26 თებერვალი 2020, 22:39

საქართველო

ამირან გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია

მოსახლეობისადმი მთავარი რეკომენდაცია არის, შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

26 თებერვალი 2020, 22:35

საქართველო

საბაჟოდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი კაცი გადაიყვანეს

ცოტა ხნის წინ, ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით, საბაჟოდან ორი კაცი გადაიყვანეს. ადგილზე ასევე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

26 თებერვალი 2020, 22:25

საქართველო

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 თებერვალი 2020, 22:00

საქართველო

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

მინისტრის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ანალიზი

26 თებერვალი 2020, 21:58

მსოფლიო

პაკისტანსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა

პასკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქალაქ კარაჩიში დაფიქსირდა. საუბარია 22 წლის პაციენტზე, რომელიც აქამდე ირანში იყო ნამყოფი. ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში კი ინფიცირებულია ქალი, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა სამშობლოში.

პრინცი ჰარი

26 თებერვალი 2020, 21:52

ტაბლოიდი

პრინცი ჰარი: უბრალოდ ჰარი დამიძახეთ

პრინცი ჰარი კანადაში გადასვლის შემდეგ პირველად დაბრუნდა გაერთიანებულ სამეფოში. თავის პირველ საჯარო ღონისძიებაზე მან მოითხოვა, რომ მას სამეფო ტიტულის გარეშე მიმართონ. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია თავიანთ სამეფო ტიტულს ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში დაკარგავენ.

ალეკო ელისაშვილი

26 თებერვალი 2020, 21:40

საქართველო

ალეკო ელისაშვილი საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე: ის, რაც მოვისმინეთ, იყო ცანცარი და მეტი არაფერი

არც პირადად მე და არც „სამოქალაქო მოძრაობის“ არც ერთი ლიდერი არ შევთანხმებულვართ არავის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიედერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მარინა ეზუგბაია

26 თებერვალი 2020, 20:43

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 14 პაციენტიდან კორონავირუსი სავარაუდოდ არც ერთს არ აქვს

„სანერვიულო არაფერი გვაქვს, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ნორმალურია, გამორიცხულია პნევმონია, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნებათ და საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, ამ 14 შემთხვევაშიც ტესტის შედეგები იქნება ნეგატიური", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Amazon/eBay

26 თებერვალი 2020, 20:28

მსოფლიო

იტალიის ფინანსური პოლიცია მილანში Amazon-ისა და eBay-ის ოფისებში შევიდა

იტალიის ფინანსური პოლიცია მილანში Amazon და eBay-ის ოფისებში შევიდა პირბადებისა და სადეზინფექციო საშუალებების გაზრდილი ფასებით გაყიდვის საქმის გამოძიების ფარგლებში.

თეირანი

26 თებერვალი 2020, 20:27

მსოფლიო

ირანში კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო 24 ადამიანი დააკავეს

ირანის კიბერპოლიციამ 24 პირი დააკავა ქვეყანაში კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. როგორც კიბერპოლიციის ხელმძღვანელმა ვაჰიდ მაჯიდმა განაცხადა, 24 პირი იმის გამო დააკავეს, რომ ჭორებს ავ რცელებდნენ კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებზე.

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 20:19

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საამაყოა, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პრივატიზების დონე

მოხარულები ვართ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჟურნალ „ეკონომისტის“ ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ლეგენდარულ ეკონომისტს, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს ლეშეკ ბალცეროვიჩს ვმასპინძლობთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე

26 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

გიორგი ვაშაძე: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს

რაც შემეხება მე, მზად ვარ, საერთო გადაწყვეტილება თუ იქნება, მაჟორიტარად დავდგე საქართველოს ნებისმიერ რაიონში და გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, რომ ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი ხმალაძე

26 თებერვალი 2020, 19:55

საქართველო

ირაკლი ხმალაძე: „სითი პარკის" ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით უკვე მივმართეთ პარლამენტს და ვიმედოვნებთ, მოქალაქეებს მოეხსნებათ რამდენიმე მილიონიანი ვალდებულება

ჩვენ სითი პარკს თანხა ნამდვილად გადავუხადეთ, მაგრამ ბიუჯეტის ფული არ გადაგვიხდია, - ამის შესახებ, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში "სითი პარკზე" საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე

26 თებერვალი 2020, 19:47

საქართველო

ირაკლი ხმალაძე: ჩვენი მიზანია კერძო მანქანების მოხმარების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა

„როდესაც მუნიციპალიტეტი ატარებს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომლის მიზანია კერძო მანქანების მოხმარების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაზრდა, რა თქმა უნდა ამ მიზანს მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება მოქალეებისთვის იქნება კომფორტული"- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ზურაბ აბაშიძე

26 თებერვალი 2020, 19:18

საქართველო

ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გამართვაზე: ხაზგასმით ვამბობ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა

„არსებული აჟიოტაჟისა და სპეკულაციების გათვალისწინებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და შესაბამისად, გაგებით შეხვდნენ ამას სტრასბურგში. ხაზგასმით ვამბობ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

26 თებერვალი 2020, 19:07

სპორტი

საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 1 თვით ადრე გაიყიდა. საქართველოსა და ბელარუსს შორის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრა თბილისის „დინამო არენაზე“ 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.

26 თებერვალი 2020, 18:56

საქართველო

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ენგურის ხიდი

26 თებერვალი 2020, 18:52

საქართველო

კორონავირუსის საფრთხის გამო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო ე.წ. სასაზღრო კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

პროკურატურა

26 თებერვალი 2020, 18:50

ძალოვნები

დედისა და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს

დაკავებულს ბრალი 11'-109-მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.