imedi /  02 თებერვალი 2020, 09:56 / სანდო წყარო

ეკვადორის პრეზიდენტმა სექსისტური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

ლენინ მორენო

ლენინ მორენო

ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ ბოდიში მოიხადა სექსისტური განცხადების გამო, რომელიც მან ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

31 იანვარს ქალაქ გუაიაკილში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მორენომ განაცხადა, რომ კაცებს ყოველ წუთს რამეში დადანაშაულების საფრთხე ემუქრება.

„ქალები ამბობენ, რომ მათ ავიწროებენ. კარგია, რომ მათ ამის თქმის არ ეშინიათ, მაგრამ თუ კაცი სიმპათიურია, ქალები არ ჩივიან“, - განაცხადა მორენომ.

ამის შემდეგ მას თავისი განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოუწია.

„ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჩემმა სიტყვებმა შეურაცხყოფა მიაყენა. ვგმობ ქალების მიმართ ძალადობის ყველა ფორმას“, - აღნიშნა ლენინ მორენომ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2020, 12:11

COVID19

დონალდ ტრამპი: სათანადოდ რომ არ გვემოქმედა, ახლა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2.5 მილიონს მიაღწევდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სირცხვილია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 200 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსი საქართველო

23 სექტემბერი 2020, 12:06

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

შოთა არველაძე

23 სექტემბერი 2020, 12:05

COVID19

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ უზბეკური მედია ავრცელებს.

ბინაზე მკურნალობა

23 სექტემბერი 2020, 12:04

COVID19

ბათუმში კორონავირუსის ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ამოქმედდა

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ბინაზე უკვე რამდენიმე პაციენტი მკურნალობს და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

23 სექტემბერი 2020, 12:04

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, COVID-19-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულებიდან 14 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ხოლო 2 ხაიშის თემის მკვიდრია, ხოლო ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოსული, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა.

რატი იონათამიშვილი

23 სექტემბერი 2020, 12:03

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ეს საარჩევნო კამპანია ძალიან ბევრი პარადოქსით გამოირჩევა

„ზუსტად ამ ჟანრის გაგრძელებაა, როდესაც ადამიანი, რომელიც საკრედიტო პოლიტიკას ეწეოდა ათწლეულების განმავლობაში, დღეს მევახშეების მიმართ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. შარჟია ჩვეულებრივი ეს ყველაფერი და საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ჩვენი მოსახლეობა აირჩევს მას, ვინც ყველაზე მეტად არის ახლოს ჩვენი მოსახლეობის გამოწვებებთან და ვისაც აქვს უნარი საქართველო კიდევ უფრო დააახლოვოს ევროინტეგრაციასთან“, - მიიჩნევს დეპუტატი.

23 სექტემბერი 2020, 11:58

COVID19

სომხეთში კორონავირუსი 210 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 210 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 47,877 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 942 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 43,026.

23 სექტემბერი 2020, 11:58

საზოგადოება

გამოვიყენოთ თუ არა პირბადე 2 წლამდე ბავშვებში

„ჩვენ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ გარშემომყოფებისაც და ამისთვის დღეს რაც გვაქვს და ამაზე უკეთესი დაცვა კორონავორუსისგან ჯერ არ გაგვაჩნია, ეს არის პირბადე“.

23 სექტემბერი 2020, 11:52

COVID19

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველა არსებული შემთხვევების კონტაქტია. კონკრეტულად კი ოქროს ბირჟისა და ერთ-ერთი მაღაზიის კონტაქტები, რომელთა ნაწილიც თვითიზოლაციასა და კარანტინში იყო. ამ დროისთვის იმერეთის კოვიდ-კლინიკებში სხვადასხვა რეგიონიდან 288 პაციენტი მკურნალობს, მათგან 150-ზე მეტი შემთხვევა იმერეთშია დადასტურებული.

23 სექტემბერი 2020, 11:43

COVID19

ბოლო 24 საათში აჭარაში 4 000-მდე PCR ტესტი ჩატარდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკებში 480 პაციენტია მოთავსებული. 22 სექტემბერს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა სახლში.

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2020, 11:41

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პოლიტიკაში 47 თვის განმავლობაში უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ბაიდენმა 47 წლის განმავლობაში

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ყოფნისას უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა.

რუსეთი კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 11:40

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსს 150 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 150 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19 799-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 923 699 პაციენტი.

ალექსეი ნავალნი

23 სექტემბერი 2020, 11:32

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან გაეწერა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეს“ სტაციონარიდან გაეწერა. ამის შესახებ კლინიკის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

23 სექტემბერი 2020, 11:31

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი 3,497 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,497 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 184,734 ადამიანს დაუდგინდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 63 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,705-მდე გაიზარდა, ჯამში 81,670 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თბილისის ინფექციური

23 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

თბილისის ინფექციურში 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ

ამჟამად თბილისის ინფექციურში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

23 სექტემბერი 2020, 11:20

ტექნოლოგიები

Tesla უპილოტო ავტომობილებს სამი წლის შემდეგ $25 ათასად გაყიდის

Tesla უპილოტო ავტომობილებს სამი წლის შემდეგ ბაზარზე $25 ათასად გამოიტანს. მის შესახებ BBC კომპანიის ხელმძღვანელზე ილონ მასკზე დაყრდნობით წერს. მასკი აცხადებს, რომ ავტომობილის ელემენტებს თავად აწარმოებს, რომელიც 5-ჯერ უფრო მეტი სიმძლავრის იქნება და გარბენის მოცულობა 16%-ით გაიზრდება.

მაჭახელას ეროვნული პარკი

23 სექტემბერი 2020, 11:19

რეგიონი

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებმა 21-მა ოჯახმა შეშის ალტერნატიული საშუალება მოიმარაგა

თხილის ნაჭუჭს, წვის დროს, სხვა საშუალებებთან შედარებით მინიმალური გამონაბოლქვი აქვს, ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით კი მეტ სითბოს გამოყოფს. შეშის ალტერნატიული საშუალება ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, ტრანსპორტირებასა და მოსახლეობის მომარაგებას ნაკლები დრო სჭირდება და არც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამასთანავე, ბიომასით შეშის ჩანაცვლება საგრძნობლად ამცირებს შეშის მოხმარებას.

პოლიცია

23 სექტემბერი 2020, 11:08

სამართალი

პოლიციამ ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორები დააკავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 11:08

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო

„მთავარი ის იყო, რომ პაციენტი იყო ონკოლოგიური ავადმყოფი. ხორხის კიბოს გამო იყო ახალი ნაოპერაციები და მოთავსდა ჩვენ კლინიკაში უკვე ორმხრივი მძიმე პნევმონიით, სუნთქვის უკმარისობით, მარჯვენამხრივი ტრომბოემბოლიით. ასევე მას ჰქონდა ბულოზური ემფიზემა. კოვიდისგან გათავისუფლდა, თუმცა მდგომარეობა მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო გაუარესდა, ჩამოყალიბდა ფილტვის მძიმე აფსესი და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა ენდელაძემ.

23 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 34 კი თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.