imedi /  08 ოქტომბერი 2019, 14:09 / სანდო წყარო

მასობრივი პროტესტის გამო ეკვადორის მთავრობამ დედაქალაქი დატოვა

საპროტესტო აქცია ეკვადორი

საპროტესტო აქცია კიტოში

მასობრივი პროტესტის გამო ეკვადორის მთავრობამ დედაქალაქი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

კიტოდან ქალაქ გუაიაკილში მთავრობის გადასვლის შესახებ ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ ტელემიმართვაში განაცხადა. მან წინამორბედი რაფაელ კორეა და ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ეკვადორში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.

მადურომ და კორეამ დესტაბილიზაციის გეგმა აამოქმედეს. საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ მომიტინგეთა მხრიდან ვანდალიზმი და მაროდიორობა იმაზე მიუთითებს, რომ მათ კონსტიტუციური წესრიგის დამხობა სურთ“, - განაცხადა მორენომ.

დედაქალაქისკენ მსვლელობით სულ მცირე 20 ათასი ფერმერი და მკვიდრი ხალხების წარმომადგენელი მიემართება. მომიტინგეთა პირველი ჯგუფები დედაქალაქში 7 ოქტომბერს გამოჩნდნენ. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, მათ სამართალდამცველების დაჯავშნილ ავტომობილსა და პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებას ცეცხლი წაუკიდეს.

მანიფესტანტების ძირითადი ნაწილი დედაქალაქში 8 ოქტომბერს ჩავა, 9 ოქტომბერს კი ეკვადორის მკვიდრი ხალხების კონფედერაციის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართება.

საპროტესტო გამოსვლები ეკვადორში საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო, რაც თავის მხრივ, სახელმწიფო სუბსიდიების გაუქმებით იყო გამოწვეული. ოქტომბრის დასაწყისიდან საწვავის ფასმა ორჯერ მოიმატა. ლენინ მორენომ 60 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გერმანიაში ვიზიტი გააუქმა.

მასობროვი აქციების ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 477 ადამიანია დაკავებული. ამასთან ერთად, ეკვადორის მკვიდრი ხალხების კონფედერაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რამდენიმე ათეული სამხედრო და პოლიციელი ჰყავთ დაკავებული. პროტესტის დაწყებიდან გარდაიცვალა 1 და დაშავდა 77 ადამიანი.

საწვავის სახელმწიფო სუბსიდირება ეკვადორში 1970-იან წლებში დაიწყო, ბოლო წლებში სუბსიდირების პროგრამაზე ბიუჯეტიდან 1,3 მილიარდი დოლარი იხარჯებოდა.

ყველა სიახლე

ჰარვი ვაინშტეინი

22 თებერვალი 2020, 01:04

მსოფლიო

Reuters: ჰარვი ვაინშტეინის მიმართ ბრალდებების ორ პუნქტზე ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულები ვერ შეთანხმდნენ

ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების ორ პუნქტზე ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა საერთო აზრამდე ვერ მივიდა. ამის შესახებ Reuters წერს.არსებული ინფორმაციით, საუბარია ბრალდების იმ პუნქტებზე, რომელი გაუპატიურებას ეხება. იმ შემთხვევაში თუ ვაინშტეინს ამ პუნქტებით გაასამართლებენ, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს მოსთხოვა განხილვები გააგრძელონ

როჯერ ვიკერი

22 თებერვალი 2020, 00:50

მსოფლიო

როჯერ ვიკერი: ეს იყო შეთავაზება მეგობრის მხრიდან, რომ საქართველომ გააგრძელოს წინსვლა

„მე არ შემიცვლია პოზიცია. დავწერე წერილი როგორც მეგობარმა, ვისაც ესმის, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ და ასეა ჩემს ქვეყანაშიც“, - ეს განცხადება „ქრონიკასთან“ სენატორმა როჯერ ვიკერმა გააკეთა.

22 თებერვალი 2020, 00:40

თემა

არის თუ არა თვითმფრინავისა და ფრინველის შეჯახება სეზონური

თვითმფრინავისა და ფრინველების შეჯახების პრობლემა სათავეს ავიაციის დაბადებიდან იღებს. Bird strike-ის შესახებ პირველად 1905 წელს ძმები რაიტებიდან ერთ-ერთმა განაცხადა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ოჰაიოდან მომავალმა სიმინდის ყანებს გადაუფრინა. შვიდი წლის შემდეგ კი პირველი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა: სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე ერთმანეთს თვითმფრინავი და თოლია შეეჯახნენ. ამ დროისთვის ბორტზე ერთადერთი ადამიანი - პილოტი იმყოფებოდა და ის გარდაიცვალა. მეოცე საუკუნის შუახანებიდან რეაქტიული ძრავების ეპოქა დაიწყო, რამაც სამგზავრო ავიაგადაზიდვებს მძლავრი ბიძგი მისცა. IATA-ს ცნობით, 1980 წლისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით 18 მილიონი ავიარეისი სრულდებოდა, უკვე 2018 წლისთვის კი-46 მილიონი. სტატისტიკის მიხედვით, ზედიზედ მეხუთე წელია, რაც მსოფლიოს ავიაკომპანიები დღეში 100 000-ზე მეტ რეისს ახორციელებენ. თუ თქვენ გახსნით აპლიკაცია Flightradar24-ს, გაგაოგნებთ თვითმფრინავების ის რაოდენობა, რომელიც სწორედ ამ მომეტშია ჰაერში.

22 თებერვალი 2020, 00:31

ტექნოლოგიები

მედია: WhatsApp-ის პრივატული ჯგუფები ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ამ ჯგუფებში გაწევრიანებული არ არის

WhatsApp-ის პრივატული ჯგუფები იოლად ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ამ ჯგუფებში არ არის გაწევრიანებული. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარი ჟურნალისტის გამოკვლევაზე დაყრდნობით გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. WhatsApp-ში ჯგუფში ბმულის მეშვეობით მოწვევის ფუნქცია ნიშნავს, რომ პირებს საშუალება ეძლევათ სხვებს გაუზიარონ წვდომა თავიანთ პრივატულ ჯგუფებზე.

ევროკავშირი

22 თებერვალი 2020, 00:18

ეკონომიკა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2021-2027 წლების ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მოლაპარაკებები გართულდა 60-75 მილიარდი ევროს ოდენობის გარღვევის გამო, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ შეიქმნა. „ჩვენ ბეჯითად ვმუშაობდით ბოლო დღეების განმავლობაში. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ ეს შეუძლებელია. გვჭირდება დრო“, - განაცხადა მიშელმა.

22 თებერვალი 2020, 00:16

თემა

იურისტი, ექსტროვერტი და ხელოვნების მოყვარული. ვინ არის საბერძნეთის პირველი ქალი პრეზიდენტი

საბერძნეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, 63 წლის ეკატერინი საკელაროპულუ საბერძნეთის პრეზიდენტი გახდა. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. უპარტიო ეკატერინი საკელაროპულუმ შეცვალა კონსერვატორი პროკოპის პავლოპულოსი, რომლის ხუთწლიანი ვადა მარტში იწურება. ახალი პრეზიდენტის კანდიდატურა პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა წამოაყენა. მას მხარი დაუჭირეს როგორც მმართველმა პარტიამ - ახალმა დემოკრატიამ, ასევე,რადიკალური მემარცხენე ძალების ოპოზიციამ და სოციალურმა პარტიამ - ცვლილებების მოძრაობა.

გიგი წერეთელი

22 თებერვალი 2020, 00:05

საქართველო

გიგი წერეთელი: რუსეთი აქტიურად მოქმედებს, მისი მიზანია საქართველოს განვითარების შეფერხება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, "ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის" ფრაქციის თავმჯდომარის გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთო-ს ფორმატში საქართველოზე საუბრისას აქცენტი კონფლიქტებზე გაკეთდა. „თუმცა დემოკრატიის მიმართულებითაც ეუთო-ს აქვს სერიოზული ფუნქციები და ინტერესი საქართველოში, მაგრამ დღეს ბრძოლის ხაზი გადის იქ, სადაც ჩვენი ტერიტორიებია ოკუპირებული“, - განუცხადა გიგი წერეთელმა „ქრონიკას“.

21 თებერვალი 2020, 23:53

თემა

არის თუ არა ევთანაზია მკვლელობა

თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და ურთიერთწინააღმდეგობრივი თემაა ევთანაზია. ეს პრობლემა სხვადასხვა დისციპლინის დიდ კომპლექსს მოიცავს. აქ არის მედიცინა, იურისპრუდენცია, რელიგია, ფილოსოფია. ამიტომაცევთანაზიის სრულფასოვანი განხილვისთვის, აუცილებელია თითოეული ამ სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობა. ევთანაზია არის არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ამ გადაწყვეტილებას თავად პაციენტი ან მისი ახლო ნათესავი იღებს. პროცესში მონაწილეობს ექიმიც, რომელიც აქტიურად ან პასიურად ადამიანის უკანასკნელ ნებას ასრულებს. ამასთან დაკავშირებით ისმის კითხვა: არის თუ არა ევთანაზია ჰუმანური ქმედება? რა არგუმენტები აქვთ მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს? რას ფიქრობენევთანაზიაზე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები? არის თუ არა ევთანაზია საქართველოში ლეგალური?

Google

21 თებერვალი 2020, 23:45

ტექნოლოგიები

Google-მა ანტიმონოპოლიური საგამოძიებო კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა

კომპანია Google-მა უარი თქვა დოკუმენტაციის მიწოდებაზე, რომელიც აშშ-ის 48 შტატის, კოლუმბიის ოლქისა და პუერტო-რიკოს პროკურორებისგან შემდგარმა კომისიამ მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ელისაბედ მეორე

21 თებერვალი 2020, 23:41

ტაბლოიდი

დედოფალ ელისაბედ II-ის ბავშვობის ჩანახატები იპოვეს

წიგნში „შოტლანდიის ნაციონალური სამხედრო მემორიალი“ (Scottish National War Memorial) ნაპოვნია ფანქრით შესრულებული ჩანახატები, რომელიც სავარაუდოდ, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს ეკუთვნის. ამის შესახებ Daily Mirror წერს. ორ ნახატზე გამოსახულია ქალი პროფილში. ექსპერტების შეფასებით, ეს დედოფლის გუვერნანტი მერიონ კროუფორდია. ნახატს მეორე მხარეს აწერია „ელისაბედი“.

ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2020, 23:19

მსოფლიო

ჰილარი კლინტონი ტრამპზე: პუტინის მარიონეტი კვლავ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს

The New York Times-ის ცნობით, ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატის თანამშრომელმა, შელბი პირსონმა 13 თებერვალს დახურული ბრიფინგი გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის სპეციალური კომიტეტის წევრებისთვის და განუცხადა, რომ მოსკოვი აშშ-ის საარჩევნო პროცესებში ერევა, რათა ტრამპის მეორე ვადით არჩევას შეუწყოს ხელი.

პრინცი ჰარი მეგან მარკლი

21 თებერვალი 2020, 22:58

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა მეგობრებს განუცხადა, რომ ელისაბედ მეორე მას Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენებას ვერ აუკრძალავს

სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა თავის მეგობრებს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მას Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენებას ვერ აუკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express-ი ავრცელებს.

ვახო ხუზმიაშვილი

21 თებერვალი 2020, 22:30

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ საკონკურსო საბჭომ ვახო ხუზმიაშვილი აირჩია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. ვახო ხუზმიაშვილი წარსულში ტელეკომპანია "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო.

21 თებერვალი 2020, 22:15

ტაბლოიდი

ავსტრალიაში 9 წლის ბიჭმა, რომელსაც ჯუჯობისთვის აბულინგებდნენ, ჰოლივუდის ვარსკვლავების მხარდაჭერა მიიღო

9 წლის ავსტრალიელმა ბიჭმა, რომელსაც სკოლაში ჯუჯობის გამო აბულინგებდნენ, ჰოლივუდის ვარკვლავების გამოხმაურება და მხარდაჭერა მიიღო, ამის შესახებ CNN წერს. ქუოდენ ბეილის დედამ სოციალურ ქსელებში ატვირთა ვიდეო, სადაც მისი შვილი ტიროდა რომ ჯუჯობის გამო სკოლაში ბულინგის ობიექტი გახდა.

ვლადიმერ პუტინი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21 თებერვალი 2020, 22:10

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იდლიბში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იდლიბის პროვინციაში ექსტრემისტების აგრესიული ქმედებების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ვაჟა მარგველაშვილი

21 თებერვალი 2020, 21:58

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პირველ წრეში მარგველაშვილმა ალჟირელ ვაილ ეზინეს სძლია, შემდეგ კი ჩეხი პაველ პეტრიკოვი დაამარცხა. 1/8-ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იპონით ყაზახ იერლან სერიკჟანოვს, 1/4-ფინალში კი აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს სძლია. ნახევარფინალში მარგველაშვილი რუს იაკუბ შამილოვს შეხვდა და ისიც იპონით დაამარცხა.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2020, 21:37

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მედიაში გამოქვეყნებულ მასალას არჩევნებში რუსეთის მის სასარგებლოდ ჩარევაზე დეზინფორმაცია უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის სასარგებლოდ ერევა „დეზინფორმაციის მორიგი კამპანია“ უწოდა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

21 თებერვალი 2020, 21:10

საქართველო

სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვა. მისი თქმით, ეს ადამიანები სხვადასხვა მიზეზებით სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

თამარ იოსელიანი

21 თებერვალი 2020, 21:09

საქართველო

აფრიკაში გემის გატაცებისას მომხდარი სროლის დროს ქართველი მეზღვაურები არ დაშავებულან

გემზე მყოფი და გატაცებული მეზღაურებიდან გასროლის დროს არავინ დაშავებულა,- ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. თამარ იოსელიანის თქმით, გემთმფლობელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 საქართველოს მოქალაქეა.

დავით ზალკალიანი

21 თებერვალი 2020, 20:53

საქართველო

დავით ზალკალიანმა ჟოზეპ ბორელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.