2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ფოტო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა კოპიტნარის აეროპორტის ტერიტორიიდან გამომავალი არხებისა და კოლექტორების წმენდითი სამუშაოები, ასევე, მოეწყო მილხიდი. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 536 377 ლარს შეადგენს.
დაგეგმილია ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთისა და გამანაწილებლების რეაბილიტაცია. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 8 მილიონი ლარია. მისი დასრულების შედეგად, სამტრედიაში 2 545 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 2026 წელს იმერეთში ჯამში 2.8 მილიონი ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება, რომელთა შედეგად, 4 775 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 პროექტი - დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და მაგისტრალური არხის საწყისი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასევე, ხოდაბუნის სარწყავი სისტემისა და აჯამეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია/მოდერნიზაცია.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის გარდა, იმერეთში განხორციელდება 2 600 120 ლარის ღირებულების კიდევ 2 პროექტი: ვარციხის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და ეწერის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. შედეგად, 1 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისთვის, კაპიტალურ პროექტებთან ერთად, იმერეთში საექსპლუატაციო სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს. გაიწმინდა და მოწესრიგდა 148 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები, შეიცვალა და შეკეთდა სხვადასხვა ტიპის 110 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.
ფერმერებისთვის საიმედო წყალმომარაგების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ახორციელებს სამშენებლო-სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოებს.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 11:58
ეკონომიკა
კახეთის მასშტაბით 12,4 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
გადამუშავებული ყურძნიდან 6,8 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა რქაწითელი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 400-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მერი გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 სექტემბერი 2026, 11:56
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე : რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ
„რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, რუსთავში სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ, რომლის მთავარი კონცეფცია არის - სპორტი ყველასთვის. მალე დავიწყებთ საფეხბურთო სტადიონის მშენებლობასაც და ვემზადებით ბავშვთა რაგბის აკადემიის გასახსნელად. ჩვენი რუსთავი, რომელმაც ქვეყანას უამრავი საამაყო სპორტსმენი გაუზარდა, უნდა გარდავქმნათ ქალაქად, სადაც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ქალაქური ცხოვრების სტილი იქნება“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
17 სექტემბერი 2026, 11:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების მინისტრთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული სამეცნიერო ფესტივალის გახსნას დაესწრო
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად შეუერთდა.
17 სექტემბერი 2026, 11:53
მსოფლიო
POLITICO: ფრიდრიხ მერცის პოლიტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა - რა სცენარები განიხილება გერმანიაში
გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს თანამდებობიდან გადაყენების საფრთხე შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას დაემუქროს - ხელისუფლებაში მოსვლიდან 16 თვის შემდეგ. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 11:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია, ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს - მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერც ერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანეს
მას შემდეგ, რაც ჩატარდა პარტიული ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და იმ მომენტიდანაც წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა, რომ ბოლომდე ჩაგვეხედა ყველაფერში და გადაგველაგებინა ვითარება გუნდში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.
17 სექტემბერი 2026, 11:49
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული უსაფრთხოება თეორიული მიზანი არ არის, ეს არის ეროვნული ამოცანა
ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაფასოთ ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობა და ავღნიშნოთ იმ ადამიანების როლი და დამსახურება, რომელთა ყოველდღიურ თავდაუზოგავ შრომასა და პროფესიონალიზმზეც დგას ეს მნიშვნელოვანი დარგ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდა.
17 სექტემბერი 2026, 11:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი, ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში
„წინასწარი პროგნოზით წელს გვექნება რეკორდული მოსავალი, შარშანდელიც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებლით დასრულებული, თუმცა წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი. ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში. რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე. ამაზე მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ არის სამზადისი გაწეული და ყველანაირად მზად იქნება სამინისტრო იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ჩაატაროს რთველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17 სექტემბერი 2026, 11:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი
იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
17 სექტემბერი 2026, 11:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაფასოთ ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობა და აღვნიშნოთ იმ ადამიანების როლი და დამსახურება
„დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ ვიცით, სად მივდივართ. გვაქვს მკაფიო ხედვა, გეგმა და გვაქვს ამბიცია, რომლის მასშტაბიც საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების რეალურ პოტენციალს შეესაბამება. ამ ხედვის პირველი საყრდენი არის გენერაცია. 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
17 სექტემბერი 2026, 11:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი
ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირებისას, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს.
17 სექტემბერი 2026, 11:35
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ანტიდემოკრატიული და რადიკალური ძალები გახსნილობასა და ღიაობას სათავისოდ იყენებენ. სწორედ ამიტომ არსებობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია - არ შეიძლება, სუვერენულ სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესი ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს
ის ფაქტი, რომ ამერიკაში კიდევ განახლდა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ თავის დროზე მართლები ვიყავით, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ფარული გავლენებისგან დასაცავად ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
17 სექტემბერი 2026, 11:34
პოლიტიკა
პრემიერი: არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ. ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს
„ამას ვამბობდით ჩვენ ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ალიანსი შეიქმნებოდა. არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ. ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს. ამის შედეგად გადასული არიან ერთმანეთის ლანძღვაზე, ერთმანეთის კრიტიკაზე, ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
17 სექტემბერი 2026, 11:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე, მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს
„ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანურ კაპიტალს. პროფესიონალების ცოდნა არის ჩვენი წარსული წარმატების და ჩვენი სამომავლო წარმატების უმთავრესი გარანტი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გონივრულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ჩვენი რესურსები, ჩვენი პოტენციალი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ამ სფეროში. ასევე გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაფასოთ ჩვენი ღირსეული პროფესიონალები, თითოეული ის ადამიანი, რომელიც ემსახურება ენერგეტიკის სისტემას და ენერგეტიკის სისტემის განვითარებას საქართველოში. მადლობას გადაგიხდით თითოეულ ენერგეტიკოსს თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის, თქვენი ღირსეული საქმიანობისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანის ძალისხმევაზე დგას ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ქვეყნის მიღწევები. გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17 სექტემბერი 2026, 11:23
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: სიმბოლურია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ სწორედ იმ ღამეს დაუჭირა მხარი, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მომზადებული კანონპროექტის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
17 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება
„გასული თვეების განმავლობაში, წელიწადზე მეტია, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით და ამ ცვლილებებმა უკვე მოიტანა კონკრეტული ხელშესახები შედეგები, თუმცა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ეს ყველაფერი მომდევნო წლებში, როდესაც შეიქმნება ახალი ენერგეტიკული ობიექტები და თვისებრივად ძლიერდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. იცით, რომ განხორციელდა ოპტიმიზაცია მრავალი მიმართულებით და საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
17 სექტემბერი 2026, 11:18
ეკონომიკა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი სიახლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ნინო თანდილაშვილთან ერთად განიხილეს.
17 სექტემბერი 2026, 11:07
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.
17 სექტემბერი 2026, 11:06
პოლიტიკა
თენგო თევზაძე: ოპოზიციური ალიანსი რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არ არსებობს
ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური, - განაცხადა პარტია „ახალის” გენერალურმა მდივანმა, თენგო თევზაძემ, გადაცემაში „დღის თემა”.
17 სექტემბერი 2026, 11:04
მსოფლიო
FT: ევროპელი ავტომწარმოებლები იაფი ჩინური ავტომობილების შედინების ფონზე სამუშაო ადგილებს მასობრივად ამცირებენ
ევროპელი ავტომწარმოებლები მასობრივად ამცირებენ სამუშაო ადგილებს, მაშინ როდესაც ჩინეთში წარმოებული იაფი ავტომობილები ევროპულ ბაზარზე სულ უფრო დიდი რაოდენობით შედის. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.


