imedi /  02 თებერვალი 2020, 22:37 / სანდო წყარო

ლონდონში მომხდარი თავდასხმის დეტალები გახდა ცნობილი

ლონდონი ტერაქტი

შემთხვევის ადგილი

ლონდონში შეიარაღებული კაცის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანით შეიარაღებული კაცი მაღაზიაში შევიდა, სადაც ორი ადამიანი დაჭრა, შემდეგ კი ქუჩაში გავიდა და ჭრილობა კიდევ ერთ ქალს მიაყენა. 

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის განეიტრალება შეძლებს. თვითმხილველები ყვებიან, რომ სამი გასროლის ხმა გაიგონეს.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. პოლიცია მომხდარს „ტერორიზმთან დაკავშირებულ“ ინციდენტის კლასიფიკაციას აძლევს. 

ინფორმაცია ლონდონში მომხდარი თავდასხმის შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2020, 13:27

საზოგადოება

ავჭალის ტერიტორიაზე საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ავჭალის ტერიტორიაზე საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ტომ კრუზი

23 სექტემბერი 2020, 13:19

კულტურა

ტომ კრუზის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოგზაურობის თარიღი ცნობილია

ფრენის ორგანიზატორები იქნებიან კომპანიები Space X და Axiom Space. მსახიობს და რეჟისორს საერთაშორისო სადგურზე ილონ მასკის ხომალდი Crew Dragon წაიყვანს. კრუზის და ლაიმანის გარდა ბორტზე ასტრონავტი მაიკლ ელადიო ლოპეს-ალეგრია და კიდევ ერთი მგზავრი იქნება, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში ვარაუდობენ, რომ ეს ფილმის ოპერატორი იქნება.

23 სექტემბერი 2020, 13:18

სამართალი

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 სექტემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 90 ბლოკი (18 000 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

23 სექტემბერი 2020, 13:12

COVID19

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდდადებითი შემთხვევებიდან, 7 პედაგოგია, 1 ფსიქოლოგი, 4 კი დამლაგებელი. აღსანიშნავია, რომ აჭარის სკოლებში გაკვეთილები დისტაციურად ტარდება, მათ მოსწვალეებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

23 სექტემბერი 2020, 12:53

ეკონომიკა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.91 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:44

საზოგადოება

თბილისის მერიამ და „ნიუ დეველოპმენტმა“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხზე მემორანდუმი გააფორმეს

დავიწყეთ მუშაობა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით და გავაფორმეთ ხელშეკრულება კომპანია „,ნიუ დეველოპმენტთან“. ახლა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტებზე უშუალოდ სამუშაოები განახლდეს. ამ მშენებლობის დასრულებას 400 ოჯახი ელოდება და 3 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს ეს პროექტი, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

23 სექტემბერი 2020, 12:43

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:42

საზოგადოება

კახა კალაძე: 900-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები უკვე დავუკანონეთ

საცხოვრებლების დაკანონების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში, 900-მდე ოჯახს უკვე დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები და ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 12:34

COVID19

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ბავშვისა და დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კიდევ ერთი საკეისრო კვეთა იგეგმება. სამშობიარო სახლში ჯამში 25 პაციენტია.

მაია ხერხეულიძე

23 სექტემბერი 2020, 12:33

საზოგადოება

პედიატრი: წელს განსაკუთრებული ზამთარი გველის

„წელს განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება, როგორც მშობლებს, ასევე ექიმებს, რადგან ხშირ შემთხვევაში კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებით ბავშვებში, მისი მიმდინარეობა არ განსხვავდება ბანალური, სხვა ვირუსული ინფექციებისგან. დასაწყისში გვეგონა, რომ ბავშვებში ეს ვირუსი არ არსებობს, მერე ვნახეთ რომ თურმე ემართებათ, მაგრამ შედარებით მსუბუქად, შემდეგ ვნახეთ, რომ გართულებაც შესაძლებელია, ანუ გზადაგზა ვსწავლობთ რაღაცებს, ამიტომ ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, - განაცხადა პედიატრმა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:32

საზოგადოება

კახა კალაძე: ოქტომბერში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოვა

ოქტომბერში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოვა, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, 15 ივლისს გამოცხადდა ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე, რათა მიკროავტობუსების ჩანაცვლება მოხდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 18 სექტემბერს გაფორმდა.

ოთარ კახიძე

23 სექტემბერი 2020, 12:23

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას პასუხობს

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ბრალდებას პასუხობს. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, „ევროპული საქართველო“ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე მათი პარტიის სახელს იყენებს.

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2020, 12:11

COVID19

დონალდ ტრამპი: სათანადოდ რომ არ გვემოქმედა, ახლა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2.5 მილიონს მიაღწევდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სირცხვილია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 200 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსი საქართველო

23 სექტემბერი 2020, 12:06

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

შოთა არველაძე

23 სექტემბერი 2020, 12:05

COVID19

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ უზბეკური მედია ავრცელებს.

ბინაზე მკურნალობა

23 სექტემბერი 2020, 12:04

COVID19

ბათუმში კორონავირუსის ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ამოქმედდა

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ბინაზე უკვე რამდენიმე პაციენტი მკურნალობს და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

23 სექტემბერი 2020, 12:04

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, COVID-19-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულებიდან 14 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ხოლო 2 ხაიშის თემის მკვიდრია, ხოლო ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოსული, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა.

რატი იონათამიშვილი

23 სექტემბერი 2020, 12:03

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ეს საარჩევნო კამპანია ძალიან ბევრი პარადოქსით გამოირჩევა

„ზუსტად ამ ჟანრის გაგრძელებაა, როდესაც ადამიანი, რომელიც საკრედიტო პოლიტიკას ეწეოდა ათწლეულების განმავლობაში, დღეს მევახშეების მიმართ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. შარჟია ჩვეულებრივი ეს ყველაფერი და საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ჩვენი მოსახლეობა აირჩევს მას, ვინც ყველაზე მეტად არის ახლოს ჩვენი მოსახლეობის გამოწვებებთან და ვისაც აქვს უნარი საქართველო კიდევ უფრო დააახლოვოს ევროინტეგრაციასთან“, - მიიჩნევს დეპუტატი.

23 სექტემბერი 2020, 11:58

COVID19

სომხეთში კორონავირუსი 210 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 210 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 47,877 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 942 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 43,026.

23 სექტემბერი 2020, 11:58

საზოგადოება

გამოვიყენოთ თუ არა პირბადე 2 წლამდე ბავშვებში

„ჩვენ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ გარშემომყოფებისაც და ამისთვის დღეს რაც გვაქვს და ამაზე უკეთესი დაცვა კორონავორუსისგან ჯერ არ გაგვაჩნია, ეს არის პირბადე“.