07 სექტემბერი 2020, 12:37 / სანდო წყარო

ბირმინგემში გამვლელებზე თავდამსხმელი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში დააკავეს 27 წლის კაცი, რომელიც ბირმინგემის ცენტრში გამვლელებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

„ჩვენ გამოვაქვეყნეთ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელზეც ეჭვმიტანილია ასახული. ამას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გაიზიარა ჩვენი მიმართვა და ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას“, - განაცხადა ბირმინგემის პოლიციის მეთაურმა, სტივ გრეჰემმა.

დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემის ცენტრში მომხდარ თავდახსმას 23 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დანით შეიარაღებული თავდამსხმელი 90 წუთის განმავლობაში გადაადგილდებოდა ქალაქის ცენტრში და გამვლელებს ესხმოდა თავს, ამ დრომდე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა შვიდი ადამიანი. მათგან ორის, ქალისა და კაცის მდგომარეობა მძიმეა.

ყველა სიახლე

ლევან კობიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:30

პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი: გლდანის 110-ვე უბანზე ე.წ. დამკვირვებლები ცდილობენ, ფოტოები გადაუღონ ამომრჩევლებს, რაც კანონის უხეში დარღვევაა

110-ვე უბანზე ე.წ. დამკვირვებლები, რომლებზეც ჩვენ წინა დღეებში ვსაუბრობდით, ცდილობენ, მობილური ტელეფონით გადაუღონ ამომრჩევლებს ფოტოები, რაც კანონის უხეში დარღვევაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 14:24

პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.„იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა. თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევის უფრო დიდი რაოდენობა“ - აღნიშნულია ორგანიზაციის იმიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა ოქრიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილის თქმით, მასთან ერთად მყოფი სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები დამკვირვებლები არიან, რომლებმაც უბნები უნდა დაიცვან

თვენახევარი ქარცეცხლში გაგვატარეს აქ და ჩვენი მხრიდან რეაგირება არ იყო, არაფერს ვაკეთებდით. დღეიდან ასე აღარ იქნება. იმედი მაქვს, ჭკუა ეყოფა ყველას, რომ ექსცესები და პროვოკაციები არ დაგეგმონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ დღევანდელი დღე ექსცესების გარეშე ჩაივლის.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩაიშალა დავალება, იქნებ როგორმე გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს

„საცერივით გამოდის ინფორმაციები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩაიშალა დავალება, იქნებ როგორმე გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 14:18

პოლიტიკა

მესტიის მუნიციპალიტეტში, უკვე 3 ათასამდე ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით 3 ათასამდე ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჯამში მესტიაში 8,860 მოქალაქეა რეგისტრირებული. ამომრჩევლები ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით უბნებზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციაა გათვალისწინებული.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა პროვოკაციამ სამგორის 39-ე უბანზე დაპირისპირება გამოიწვია

„სამგორის 39-ე უბანზე ჩვენ ვნახეთ ფიზიკური დაპირისპირების კადრები და თითქოს, იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. აქ იყო განუწყვეტელი ფოტოგადაღება ამომრჩევლებზე, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. მიდიოდა ამომრჩეველი და საათების განმავლობაში, ახლოდან აწარმოებდნენ პროვოკაციულად, ფოტოგადაღებას , თუმცა, როცა ამას არ მოჰყვა ამომრჩევლის მხრიდან რეაგირება, შემდეგ წავიდნენ სიტყვიერ დაპირისპირებაზე, რომ გამოეწვიათ რაიმე სახის კონფლიქტი“.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

31 ოქტომბერი 2020, 14:14

პოლიტიკა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უწყებაში აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიაში ორი გარდაცვლილი პირი – ზვიად და ნოდარ გელოვანები დაფიქსირდა, რომლებიც წინა საარჩევნო სიაში არ იყვნენ.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 14:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: 14:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში

ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. „სამწუხაროდ, რიგ მედია საშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა. 14:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

31 ოქტომბერი 2020, 14:13

პოლიტიკა

ჩუღურეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე: დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა, - ამის შესახებ განცხადება ჩუღურეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ კალმახელიძემ განაცხადა. მისი თქმის 12 საათის მონაცემებით, ჩუღურეთის უბნებში ამ დროისთვის ამომრჩევლის 18% - 10,802 ამომრჩეველი მივიდა.

საუნივერსიტეტო კლინიკა

31 ოქტომბერი 2020, 14:01

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგო გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

დავით ზალკალიანი

31 ოქტომბერი 2020, 14:00

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და თავის არჩევანი დააფიქსირა. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი ქვეყნის სტაბილური განვითარება, მინიმუმამდე იყო დაყვანილი გარე საფრთხეები და აუცილებელია, რომ ქვეყანამ სწორედ ამ კურსით გააგრძელოს გზა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ეკა გიგაური

31 ოქტომბერი 2020, 13:50

პოლიტიკა

ეკა გიგაური შაშკინისა და ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარებაზე: პარტიებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება ამომრჩეველი შეაშინოს

როდესაც ისედაც დაძაბული ვითარებაა, არჩევნები მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება შეაშინოს ამომრჩეველი, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, დიმიტრის შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრი ბარიერი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან პანდემიის პირობებში ტარდება არჩევნები და ნუ შევუქმნით დამატებით განწყობებს, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

31 ოქტომბერი 2020, 13:41

სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ამომრჩეველთა სახის იდენტიფიცირებისა და ფოტოგადაღების საკითხის კანონიერების შესწავლა დაიწყო.

31 ოქტომბერი 2020, 13:33

პოლიტიკა

შალვა კერესელიძე: საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია

პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ საკუთარი არჩევანი დუშეთში, #2 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა. კერესელიძის განცხადებით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანია. როგორც კერესელიძემ განმარტა, მან ქვეყნის წარმატებასა და განვითარებას მისცა ხმა.

ანა მიქელაძე

31 ოქტომბერი 2020, 13:32

პოლიტიკა

ანა მიქელაძე: ბოლნისის 55-ე უბანზე საარჩევნო ყუთი ადგილზეა

როგორც ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი ადგილზეა. რაც შეეხება ყუთის გატაცების მცდელობას, ამასთან დაკავშირებით, ვიძიებთ ინფორმაციას, თუმცა მთავარი არის ის, რომ საარჩევნო უბანზე არის ყუთი, - ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

31 ოქტომბერი 2020, 13:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ზოგიერთები ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას ცდილობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება

„ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთი მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. გიორგი ვოლსკიმ ხმა, ოჯახთან ერთად მისცა.

ანა მიქელაძე

31 ოქტომბერი 2020, 13:29

პოლიტიკა

12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 681 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა

12:00 საათის მონაცემები, საარცევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 681 583 ამომრჩველი მივიდა, - ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 19,41%-მა.

ილია II

31 ოქტომბერი 2020, 13:13

საზოგადოება

ილია მეორე: მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს

მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს, - ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. მისი თმით, ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა.

ზაალ უდუმაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 13:05

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: შესაძლოა, შაშკინს ტანსაცმლის ქვემოდან გამოუჩნდა იარაღი

შესაძლოა, მექანიკურად მოხდა, რომ დიმიტრი შაშკინს ტანსაცმლის ქვემოდან გამოუჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან მას, ან კახა ოქრიაშვილს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ვვარაუდობთ

ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყოველ ერთ საათში შედის „ქართული ოცნების“ შტაბში მონაცემები მათი მხარდაჭერის თაობაზე.