imedi /  09 თებერვალი 2020, 08:20 / სანდო წყარო

ტაილანდელი ჯარისკაცი, რომელმაც 26 ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია

ჯაკრაპანტ ტომა

ჯაკრაპანტ ტომა

ტაილანდელმა სამართალდამცველებმა მოკლეს კაპრალი ჯაკრაპანტ ტომა, რომელმაც 8 თებერვალს ქალაქ ნახონ რატჩასიმაში ცეცხლი გახსნა და 26 ადამიანი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ტაილანდის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის მოტივები ამ დრომდე უცნობია. „არ ვიცით, რატომ ჩაიდინა ეს. როგორც ჩანს, ის უბრალოდ შეიშალა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა კონგჩიპ ტანტრავანიტმა.

32 წლის კაპრალმა ჯაკრაპანტ ტომამ თავის სამხედრო ნაწილში მეთაური და კიდევ 2 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც იარაღი გაიტაცა და სამხედრო ავტომობილით ქალაქის ცენტრში მივიდა, სადაც სროლა გამვლელების მიმართულებით დაიწყო, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა. ის თავდასხმას პირდაპირ ეთერში Facebook-ზე გადასცემდა. ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა და 52 დაიჭრა.

ყველა სიახლე

ბოლნისი

01 აპრილი 2020, 18:46

COVID19

ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ.

პრინცი ჩარლზი

01 აპრილი 2020, 18:45

COVID19

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პრინცმა ჩარლზმა ბრიტანელებს მიმართა

„ეს უცნაური, გამაღიზიანებელი და ხშირად ამაღელვებელია, როცა ოჯახის წევრების და მეგობრების გვერდით ყოფნა შეუძლებელი ხდება, ცხოვრების ჩვეული წესი უეცრად იცვლება. ამ უპრეცედენტო დროს, მე და ჩემი ცოლი გამუდმებით ვფიქრობთ მათზე, ვინც ახლობლები ასეთ რთულ და ანომალურ ვითარებაში დაკარგა და მათზე, ვისაც ავადმყოფობის, იზოლაციის და მარტოობის გადატანა უწევთ“, - აღნიშნა ჩარლზმა.

01 აპრილი 2020, 18:40

COVID19

ჯანმო და FAO: კორონავირუსზე ჩვენმა პასუხმა შიმშილი და საკვების უკმარისობა არ უნდა გამოიწვიოს

უნდა უზრუნველვყოთ, რომ კორონავირუსზე ჩვენმა პასუხმა უნებლიედ არ შექმნას აუცილებელი ნივთების დეფიციტი და არ გაამწვავოს შიმშილი და საკვების უკმარისობა, - ნათქვამია გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორების ერთობლივ განცხადებაში.

„თბილისი ენერჯი“

01 აპრილი 2020, 18:38

ეკონომიკა

„თბილისი ენერჯი“: აბონენტებს, რომლებსაც შეღავათი ეხებათ და გადასახადი უკვე დაფარეს, თანხა სააბონენტო ბარათზე დაუბრუნდებათ

მომხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდებათ- ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აბონენტებს, რომელთაც ეს შეღავათი ეხებათ და თანხა ჯერ არ დაუფარავთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ.

01 აპრილი 2020, 18:31

ვიდეო

დღის ქრონიკა - 1 აპრილი, 2020 წელი

ირაკლი კოხრეიძე 

01 აპრილი 2020, 18:27

COVID19

ონკოლოგი: კორონავირუსის პანდემიის დროს ონკოპაციენტები, რომლებსაც ქიმიოთერაპიის კურსი უტარდებათ, რისკჯგუფს წარმოადგენენ

ონკოლოგიური პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპიის კურსი, კორონავირუსის პანდემიის დროს რისკჯგუფს წარმოადგენენ, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვაზე, რჩებიან თუ არა რისკჯგუფში ის პაციენტები, რომელთაც ქიმიოთერაპიის სრული კურსი აქვს გავლილი და პაციენტები, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ადამიანები რისკჯგუფს არ წარმოადგენენ. რისკჯგუფს წარმოადგენენ პაციენტები, რომლებსაც ქიმიოთერაპიის კურსი უტარდებათ.

01 აპრილი 2020, 18:25

COVID19

მეცნიერი: კორონავირუსი ქალებს კაცებზე უკეთ გადააქვთ

კორონავირუსი ქალებს უკეთ გადააქვთ, ვიდრე კაცებს. ამ დასკვნამდე ჰენრიხ პეტეს სახელობის ექსპერიმენტალური ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტის ექსპერტი მარკუს ალტფელდი მივიდა. მეცნიერის მტკიცებით, ავადმყოფობის დაძლევაზე ბიოლოგიური ასპექტები ახდენს გავლენას. ისევე, როგორც აივ ინფექციის ან ჰეპატიტის შემთხვევაში, დაავადებაზე ქალისა და კაცის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს.

01 აპრილი 2020, 18:16

COVID19

ზუგდიდის გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალები სამართალდამცავებთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებენ

ზუგდიდის გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალები სამართალდამცავებთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ზუგდიდში შესასვლელ ძირითად საკონტროლო გამშვებ პუნქტთან თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებს,- ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან ციხელაშვილი

01 აპრილი 2020, 18:11

COVID19

ქეთევან ციხელაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა

არაერთხელ გამოვხატეთ მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, დღეს უკვე ნაბიჯებს ვდგამთ. იცით, რომ ერთი პაციენტი ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობს. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და არის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. ასევე ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს გუშინ და მათი მდგომარეობა არის ნორმალური. ისინი ამ ეტაპზე არიან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი მეზურნიშვილი

01 აპრილი 2020, 18:06

COVID19

ირაკლი მეზურნიშვილი: შექმნილი გვაქვს საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ეფექტურად ართმევს თავს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენს წინაშე დგას

შიდა ქართლის მასშტაბით შექმნილი გვაქვს საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ძალიან ეფექტურად ართმევს თავს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენს წინაშე დგას. ყველა პრობლემაზე, რაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობის წინაშე წარმოიშვას, ძალიან სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

ქეთევან გოგილაშვილი

01 აპრილი 2020, 18:04

COVID19

რა ცვლილებებია სტომატოლოგიურ მომსახურეობაში კორონავირუსის ფონზე

კორონავირუსის ფონზე სტომატოლოგიურ მომსახურებაში ცვლილებებია. ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში სტომატოლოგთა ასოციაციის დირექტორმა, ქეთევან გოგილაშვილმა ისაუბრა. „ჩამოვთვლი რა არის ის გადაუდებელი ის მწვავე კლინიკური ნიშნები, რითაც პაციენტებმა სტომატოლოგიურ კლინიკებს უნდა მიმართონ. ეს გახლავთ სისხლდენა, მწვავე ტკივილი, შეშუპება, სხვადასხვა ტიპის ტრავმული დაზიანებები როგორც რბილი ქსოვილების ასევე მაგარი ქსოვილების, მაგალითად კბილის მოტეხილობა, ამოვარდნილობა, კბილბუდის მოტეხილობა. რაც შეეხება ყბის მოტეხილობას, ეს უკვე სტაციონარში უნდ გადამისამართდეს. და ბუნებრივია ასეთი პაციენტების მიღება უნდა განხორციელდეს ამბულატორიულ სტომატოლოგიურ დაწესებულებებში.

მარკ ენტონი სპელი

01 აპრილი 2020, 18:01

COVID19

ამერიკელი პასტორი: ეკლესიაში ხალხის შეკრება იმაზე სარისკო არ არის, ვიდრე მაღაზიებში მისული ასობით ადამიანი

ამერიკელმა პასტორმა მარკ ენტონი სპელმა, რომელსაც ბრალი წაუყენეს 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით შეკრების აკრძალვის დარღვევისთვის, განაცხადა, რომ მისი ეკლესიის კარები მაინც ღია დარჩება მრევლისთვის. ტელეკომპანია CNN-თან საუბარში სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ეკლესიაში ხალხის შეკრება იმაზე უფრო სარისკო არ არის, ვიდრე მაღაზიებში საყიდლად მისული ასობით ადამიანი.

თამარ ხუციშვილი

01 აპრილი 2020, 17:53

COVID19

თამარ ხუციშვილი: პანდემიის პერიოდში კვების რაციონში თხილის, ნიგვზის და ნუშის აქტიურად ჩართვა მნიშვნელოვანია

დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე კვირაში დავამარცხებთ პანდემიას და ამისთვის უღრმესი მადლობა ჩვენ ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ინფექციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგმა, თამარ ხუციშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის დასრულების შემდგ, როდესაც ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით, ზედმეტმა კილოგრამებმა რომ არ გაგვიფუჭოს განწყობა, ჯობია საპროფილაქტიკო ზომები მივიღოთ.

01 აპრილი 2020, 17:51

ეკონომიკა

ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები სერვისით „პენსია ჩარიცხვამდე“ დღეიდან უფასოდ ისარგებლებენ

,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ ჩვენს მომხმარებელს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი სოციალური ბარათი, როგორც გადახდის ყველაზე უსაფრთხო საშუალება“, - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

01 აპრილი 2020, 17:48

COVID19

სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან იმპორტი დღგ-ისგან გათავისუფლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა. მათ შორის, ეს ეხება დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეებისა და უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდებასა და იმპორტს.

01 აპრილი 2020, 17:37

COVID19

სამხედრო ექიმები მოქალაქეებს 16 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ამოწმებენ

სამხედრო სამედიცინო ჯგუფის თითო ეკიპაჟი სამი პირისგან შედგება, რომელიც სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. სამხედრო ექიმები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის თერმოსკრინინგს უტარებენ და საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქე საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ.

კიმ ტორა

01 აპრილი 2020, 17:30

COVID19

კატალონიის ლიდერი კორონავირუსისგან განიკურნა

კატალონიის ჟენერალიტეტის ლიდერი COVID-19-სგან განიკურნა. ამის შესახებ გამოცემა 20 Minutos იტყობინება. კიმ ტორას კორონავირუსის დიაგნოზი 16 მარტს დაუდგინეს. კლინიკაში მან 2 კვირა დაჰყო. საავადმყოფოდან კატალონიის ლიდერი უკვე გამოწერეს, მაგრამ ის საკუთარ რეზიდენციაში თვითიზოლაციაში დარჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

პაპ დიუფი

01 აპრილი 2020, 17:29

COVID19

მარსელის „ოლიმპიკის“ ექსპრეზიდენტი პაპ დიუფი კორონავირუსით გარდაიცვალა

მარსელის „ოლიმპიკის“ ექსპრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა. პაპ დიუფი 68 წლის იყო. დაინფიცირების მომენტში დიუფი სენეგალში იმყოფებოდა და ის თვითმფრინავით საფრანგეთში უნდა გადაეყვანათ, თუმცა მისი მდგომარეობა გაუარესდა და ვერ მოხერხდა. პაპ დიუფი „ოლიმპიკის“ პრეზიდენტი 20005-დან 2009 წლამდე იყო.

01 აპრილი 2020, 17:27

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ირანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება. ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კორონავირუსით 138 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ჯამში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3 036-მდე გაიზარდა.

კეი ბელი

01 აპრილი 2020, 17:19

პოლიტიკა

აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში: ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან

ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან მომავალში, – ამის შესახებ აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში კეი ბელი ჰათჩინსონმა განაცხადა. როგორც კეი ბელი ჰათჩინსონმა ​ აღნიშნა, რუსეთმა უნდა მისცეს უფლება საქართველოს და უკრაინას ჰქონდეთ სუვერენული მმართველობა. „ჩვენ ასევე გვინდა, რომ მათ რეფორმები გააგრძელონ, რათა შეძლონ რუსული დეზინფორმაციისა დაძლევა და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ ტერიტორიაზე ბორდერიზაციას. რუსეთმა უნდა მისცეს უფლება საქართველოს და უკრაინას ჰქონდეთ სუვერენული მმართველობა. ამ ქვეყნებმა თავად უნდა აკონტროლონ საკუთარი სუვერენული ტერიტორიები და საზღვრები.