imedi /  09 თებერვალი 2020, 09:08 / სანდო წყარო

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანი არჩევნები

აზერბაიჯანის პარლამენტი

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

125 საარჩევნო ოლქში განთავსებული 5573 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათზე დაიხურება. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის უფლებით 5 329 460 ადამიანი სარგებლობს.

125-მანდატიან პარლამენტში მოსახვედრად 1314 კანდიდატი იბრძვის, მათგან 246 პოლიტიკური პარტიებმა, 11 კი საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს, დანარჩენები დამოუკიდებელი კანდიდატები არიან.

საპარლამენტო არჩევნებზე 77 790 ადგილობრივი და 883 უცხოელი დამკვირვებელია აკრედიტებული.

ყველა სიახლე

დოროთი და რალფი

21 სექტემბერი 2020, 00:03

ტაბლოიდი

აშშ-ში 100 წელს გადაცილებულმა წყვილმა ქორწინების 85 წლის იუბილე აღნიშნა

„როცა პრობლემები გვქონდა, მე ყველაფერში ვეთანხმებოდი დოროთის, ეს გამოსავლის პოვნის ყველაზე კარგი საშუალებაა“, - განაცხადა რალფმა.

მადრიდი საპროტესტო აქცია კორონავირუსი

20 სექტემბერი 2020, 23:35

COVID19

მადრიდის ნაწილში კარანტინის დაწესება ასობით ადამიანმა გააპროტესტა

შეზღუდვები ქალაქში ორშაბათიდან ამოქმედდება და მადრიდის მოსახლეობის 13%-ს, ანუ დაახლოებით 850 ათას ადამიანს შეეხება. მათ საკუთარი უბნების დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, ბავშვების სკოლაში მისაყვანად ან სამედიცინო დახმარების მისაღებად ექნებათ. ჩაკეტილ ზონაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, თუმცა დაიკეტება პარკები, მაღაზიები, ბარები და რესტორნები კი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებენ. აიკრძალება 6 ადამიანზე მეტის შეკრება.

რთველი

20 სექტემბერი 2020, 23:18

რეგიონი

კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, გადამუშავებულია 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენი

არსებული მონაცემებით, 2012 წელს საქართველოდან ექსპორტზე 23 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 75 მლნ დოლარის ღირებულების იყო; 2019 წელს კი 94 მლნ ბოთლი ღვინო, ღირებულება - 237 მლნ დოლარს შეადგენდა. საერთო ჯამში 2013-19 წლებში, ექსპორტზე 1,2 მილიარდი დოლარის ღვინო გავიდა.

თბილისი მეტრო

20 სექტემბერი 2020, 23:04

საზოგადოება

ხვალიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 სექტემბერი 2020, 22:45

რეგიონი

წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის უფლება 246-მა სტუდენტმა მოიპოვა

საბოლოოდ, სასწავლებელში არსებული მაღალი ბარიერი მხოლოდ 246 სტუდენტმა გადალახა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულების მიხედვით ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნომერ პირველი საჯარო უნივერსიტეტია საქართველოში.KIU მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. უცხოელი ლექტორები სწავლის დაწყებას მოუთმენლად ელიან და აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტების პროგრამა მოამზადეს.

მიხეილ ჩხენკელი

20 სექტემბერი 2020, 22:30

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი სურვილია, რომ 1-ელ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში

„ჩვენი ყველასი სურვილია, რომ 1-ელ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ბუნებრივი გარემო სასწავლო პროცესისთვის არის სწორედ სკოლაში, სასწავლო პროცესი არის საკლასო ოთახებში. შესაბამისად, ამას რომ მივაღწიოთ,ყველამ უნდა გააცნობიეროს იმის მნიშვნელობა, რომ საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა“,- განაცხადა ჩხენკელმა.

კახა ოქრიაშვილი

20 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი: არანაირ უხერხულობას არ მიჩენს მე არც 5-იანი და არც სხვანაირი ნომერი

„ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი გეგმები აქვს, ემთხვევა ჩემ გეგმებს. აღიარა მიშამ და ახლა ბოდიშებს იხდის. “, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

20 სექტემბერი 2020, 21:43

რეგიონი

ბოდბის მოსახლეობა წმინდა ნინოს დედათა მონასტერზე გავრცელებულ ცილისწამებას უარყოფს

მონასტერში თითოეულ გოჯ მიწაზე ზრუნავენ და უვლიან. ყველაფერი 25 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა პატრიარქის კურთხევით ბოდბის დედა მონასტრის წინამძრღვრობა იღუმენია თეოდორას დაევალა. დანგრეული კედლები, გაუმართავი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ასეთი მონასტრის წინამძღოლობა ხვდა წილად იღუმენიას. იქაურობის ნამდვილ წალკოტად გადაქცევა მარტივი არ იყო. ამ ყველაფერს 25-წლიანი შრომა დასჭირდა. შრომობენ ახლაც, მაშინ როცა ერს სძინავს მონაზვნები ცისკრის ლოცვას იწყებენ. ლოცულობენ საქართველოსა და თითოეული ადამიანისთვის. ამუშავებ მიწებს, მისდევენ მეურნეობას.

გიორგი ღარიბაშვილი

20 სექტემბერი 2020, 21:28

საზოგადოება

რა მოუყვა „იმედის კვირას“ საკალმახე „ადმირალის“ და „ვილა ალგეთის“ მფლობელმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ადვოკატის ვიზიტზე

როგორც „იმედის“ გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, „ვილა ალგეთინ“ არა სასტუმრო, არამედ გიორგი ღარიბაშვილის კუთვნილი კერძო სახლია, სადაც ის ოჯახთან - მეუღლესთან, ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ, სახლის მიმდებარე ტერიტორია თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ადვოკატებთან ერთად დაათვალიერეს. მასპინძელს იმაშიც არწმუნებდნენ, რომ გარდაცვალების შემდეგაც კი, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მის კუთვნილ ავტოფარეხში მალავდა. არადა, ადგილზეც ვამოწმებთ, რომ ავტოფარეხი მოქმედი დიდი ხანია არ არის, კარები ნახევრად იღება ისე, რომ მანქანა შიგნით ვერ შევა. სწორედ მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო გიორგი ღარიბაშვილის ოჯახი სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

ბეჟან წაქაძე

20 სექტემბერი 2020, 21:13

პოლიტიკა

ბეჟან წაქაძე: ვამაყობ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი გამოწვევა მუნიციპალიტეტში, რის გადალახვაშიც ჩემი მოკრძალებული წვლილი არ შემეტანა

მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაში და შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ, ზესტაფონში წარდგენაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

20 სექტემბერი 2020, 20:58

რეგიონი

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა პარლამენტის თავმჯდომარემ დაათვალიერა

სრულად რეაბილიტირდა 1 000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა. შესაბამისად, საბაზო, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე, თანამედროვე სტანდარტების თანახმად მოწყობილ შენობაში განთავსდნენ. შშმ პირთათვის ადაპტირებულ შენობაში სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო, სპორტული დარბაზები და ღია სტადიონი მოეწყო.

მინსკი აქცია

20 სექტემბერი 2020, 20:55

მსოფლიო

ბრესტში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაშლა ცრემლსადენი გაზის და გამაფრთხილებელი გასროლის მეშვეობით სცადეს. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, აქციის მონაწილეები აგრესიულად იქცეოდნენ და სამართალდამცველებს თავს ესხმოდნენ.

ირაკლი ჩიქოვანი

20 სექტემბერი 2020, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს

,,დღევანდელ შეხვედრებზე ჯუმსა და ახალსოფელში ადგილობრივებთან იმ პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც მათ სოფელსა თუ უბანში გვაქვს. თუმცა, ყველას ბევრად მეტი გვინდა და ამისთვის ერთობლივ მუშაობაზე შევთანხმდით. კომუნიკაციის ამ ფორმას უპირატესობას სწორედ იმიტომ ვანიჭებ, რომ მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს. ამ სოფლებში ჩვენი ხელისუფლების პირობებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია განხორციელებული და სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კორონავირუსი აფხაზეთი

20 სექტემბერი 2020, 20:09

COVID19

​ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ამ დროისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 939 შემთხვევა დადასტურდა, 7 პაციენტი გარდაიცვალა, 255 კი გამოჯანმრთელდა.

მამუკა მდინარაძე

20 სექტემბერი 2020, 20:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: წარმატება საქართველოს საფირმო ნიშანი უნდა გახდეს

„ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნომერ პირველ პრიორიტეტად აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ეს საამაყოა. ამაყი ხარ, როცა იცი, რომ შენმა გუნდმა მინიმუმ ერთი პროგრამის გამო, C ჰეპატიტის პროგრამის მეშვეობით, 50 ათასამდე ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ბაღდათში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზაალ დუგლაძე

20 სექტემბერი 2020, 19:54

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხაშურსა და ქარელში, ზაალ დუგლაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ზაალ დუგლაძე ამჯერად ორივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს სურამში შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატმა ახალგაზრდებს პროფესიული და უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზეც ესაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.

ანდრია გვიდიანი

20 სექტემბერი 2020, 19:51

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: სააკაშვილისგან უტიფრობა არ მიკვირს, თუმცა მაინც ყველაფერს აქვს საზღვარი მით უმეტეს, როცა ეს უტიფრობა ფაქტობრივ უზუსტობებზე და ტყუილებზეა აგებული

„რაღაცების ბოდვა დაიწყო საქართველოს გავაბრწყინებთო და ეგეთების და მაგის შეფასებას უბრალოდ არ ვიკადრებ. დასკვნები თავად გამოიტანეთ, ყველა რიცხვზე და წერტილ-მძიმეზე პასუხისმგებელი ვარ”,- აცხადებს ექსპერტი.

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2020, 19:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიაა

მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი გადამწყვეტი დღეა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულსა და ძალადობას და ავირჩიოთ ნათელი მომავალი, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, მზრუნველი და ეფექტური გუნდი, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბაღდათში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენაზე განაცხადა.

WeChat

20 სექტემბერი 2020, 19:35

ტექნოლოგიები

აშშ-ის სასამართლომ WeChat-ის აპლიკაციების მაღაზიებიდან წაშლის შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკა

ვაჭრობის დეპარტამენტის განკარგულებით, WeChat-ი ონლაინ-მაღაზიებიდან 20 სექტემბრის ბოლომდე უნდა წაშლილიყო. მესენჯერი WeChat ჩინურ IT-გიგანტს Tencent ეკუთვნის, რომელსაც თეთრი სახლი ამერიკელებზე შპიონაჟში და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგადის გავრცელებაში ადანაშაულებს.

გიორგი გახარია

20 სექტემბერი 2020, 19:19

პოლიტიკა

გიორგი გახარია ბაღდათში: დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, ჯერ ბუნებას გავუფრთხილდეთ და შემდეგ ეს კუთხე სულ უფრო მიმზიდველი გავხადოთ

ამ უნიკალურ ბუნებაში, ამ უნიკალურ გარემოში, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, ჯერ ბუნებას გავუფრთხილდეთ და შემდეგ, ეს კუთხე სულ უფრო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბაღდათში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე განაცხადა.