ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა
ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად ჩაიბარა. თანამდებობის გადაბარების ცერემონია ელისეს სასახლეში გაიმართა. ინფორმაციას afp.com ავრცელებს.
საფრანგეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა სასახლე უკვე დატოვა. მაკრონი ელისეს სასახლეში თბილისის დროით 12:00 საათისთვის მივიდა. სასახლესთან მასზე ადრე გამოჩნდა ახალი პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი.
პროტოკოლის თანახმად, ფრანსუა ოლანდმა ემანუელ მაკრონს სახელმწიფო საიდუმლოებებისა და ბირთვული შეიარაღების კოდები გადასცა.
ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საკუთარ მანდატს საფრანგეთის საერთაშორისო პოზიციის აღდგენისთვის გამოიყენებს. „საფრანგეთი იქნება მისაბაძი მთელი მსოფლიოსთვის, ფრანგ ხალხს მომავლის წყურვილს და მათი წარმომავლობის გამო სიამაყეს დავუბრუნებთ“, - აღნიშნა ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა.
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის სიტყვას მთელი მსოფლიო მიაქცევს ყურადღებას. „ჩვენ ერთად დავამარცხებთ ჩვენს შიშს. ჩვენ ერთად ვიქნებით სამაგალითოები იმ ადამიანებისთის, ვისაც სურს დაიცვას საკუთარი ღირებულებები, პრინციპები, დემოკრატია და რესპუბლიკა. მსოფლიოს სჭირდება ის, რასაც ფრანგები მათ ყოველთვის ასწავლიდნენ. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საფრანგეთს საკუთარ ძალებში ეჭვი შეეპარა. თუმცა მსოფლიოს და ევროპას საფრანგეთი სჭირდება ისე, როგორც არასდროს. ჩემს მანდატს გამოვიყენებ საფრანგეთისთვის თვითრწმენის დაბრუნებაში“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასულ კვირას გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ემანუელ მაკრონმა
მოიპოვა. მისი კონკურენტი, „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი იყო.
ფრანსუა ოლანდი პრეზიდენტის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 19:53
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს დაჰპირდა, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის სანაცვლოდ, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შემდგომი რეალიზაციის მიზნით მობილურ ტელეფონებს შეიძენდა, ხოლო ტექნიკის გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალს თანაბრად გაუნაწილებდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს.
28 ივლისი 2026, 19:39
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა კი „მიუღებელია“
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა კი „მიუღებელია“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 19:31
მსოფლიო
ზელენსკი: კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში
კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში - მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის დასაახლოებლად, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
28 ივლისი 2026, 18:49
ეკონომიკა
ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებს
ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს - ჩვენ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე, ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ნაკლები, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის კომპანიებთან გამართული შეხვედრის შესახებ.
28 ივლისი 2026, 18:45
მსოფლიო
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო
თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი იქნება.
28 ივლისი 2026, 18:38
მსოფლიო
აშშ-ის სენატორთა ორპარტიული ჯგუფი ირანისა და რუსული ენერგომატარებლების მყიდველების წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე შეთანხმდა
აშშ-ის სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას კანონპროექტზე, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს, დამატებითი შეზღუდვები დააწესოს რუსული ენერგომატარებლების მსხვილი მყიდველებისა და ირანის წინააღმდეგ.
28 ივლისი 2026, 18:33
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ ძალიან გვინდა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა, თუმცა აშშ ამ ეტაპზე ამის თანხმობას არ იძლევა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ აშშ ხელს უშლის ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებაში. მისი თქმით, ვაშინგტონის ეს პოზიცია ეკონომიკური და ენერგეტიკული შეშფოთებებით არის განპირობებული.
28 ივლისი 2026, 18:28
კულტურა
კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადაგა. განცხადება საქართველოს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.
28 ივლისი 2026, 18:12
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, იქნება 3 000-მდე ვაკანსია
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
28 ივლისი 2026, 18:02
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: ნეიტრალიტეტი განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ექნება ღირსეული, თანაბარუფლებიანი პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირთან
ევროკავშირს, საქართველოს თანაბარ პარტნიორად აღქმაზე უარი დიდი ხანია ნათქვამი აქვს. ყველაზე კარგი მაგალითია ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში რა პროცესებს ვადევნებდით ქვეყნის შიგნით თავს. იყო მათ მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა რევოლუციური მცდელობა და ეს კიდევ ერთხელ არის დამაფიქრებელი იმაზე, თუ რა სურთ მათ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვატო ქიზიყურაშვილმა.
28 ივლისი 2026, 18:02
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას
სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
28 ივლისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, დასახლებაში გაიარონ სტაჟირება
განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, დასახლებაში გაიარონ სტაჟირება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „დღის ქრონიკაში“.
28 ივლისი 2026, 17:56
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! გიორგი ქართველიშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია და ყველა დაეთანხმება და რას შვრება ამ დროს ოპოზიცია, რაზე იჭრიან ვენებს და ეხეთქებიან კედლებს?
უკვირდებით, უკვე ორი დღეა რაზე წიკვინებენ? ესე იგი გამოვიდა ადამიანი, გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც თქვა რომ ეკლესიის გინება, სარწმუნოების გინება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების ლანძღვა-გინება არის მისთვის მიუღებელი და იმისთვის რომ ეს მიუღებლობა უბრალოდ მის აზრად არ დარჩეს, საზოგადოებას აცნობს გადაწყვეტილებას რომ აფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ჯერ ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
28 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას, თუ გავაგრძელებთ ამ ევროილუზიაში ყოფნას
„ის 78-ე მუხლი და ხელისუფლების მიერ გაცხადებული გეგმა ევროკავშირში 2030 წელს ინტეგრაციის შესახებ, ნაკლებად სავარაუდო და რეალისტურია დღევანდელი მოცემულობით, რადგან ვხედავთ, რომ ევროკავშირში ფუნდამენტური ცვლილებები არ ხდება. პირიქით, სიტუაცია სულ უფრო უარესდება, ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხითაც. ასევე, მზარდი მილიტარისტული განწყობები, რაც შეინიშნება უკვე ევროკავშირის პოლიტიკოსებში, ძალიან შემაშფოთებელია და საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას, თუ გავაგრძელებთ ამ ევროილუზიაში ყოფნას“, - აცხადებს ქიზიყურაშვილი.
28 ივლისი 2026, 17:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ევროპაში ამერიკული ჯარის განლაგების გადახედვის პროცესი დაიწყო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეიდან ამერიკის მთავრობამ ევროპაში ამერიკული ჯარის განლაგების გადახედვის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.
28 ივლისი 2026, 17:52
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირში კონსენსუსის პრინციპის გაუქმებაზე: თუ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები არ გაგვაჩნია, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდება
თუ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები არ გაგვაჩნია, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცედურის ცვლილებისა და კონსენსუსის პრინციპის გაუქმების შესახებ საუბრისას.
28 ივლისი 2026, 17:49
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: სარისკო არაფერია თვითონ იდეაში. საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული რა ტიპის ორგანიზაცია შეუძლია შექმნას საქართველოს მოქალაქემ და როდის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ მისი არსებობა
რა თქმა უნდა, სარისკო არაფერია თვითონ იდეაში, ეს ასე უნდათ რომ წარმოაჩინონ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა სახალხო მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით.
28 ივლისი 2026, 17:47
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის საელჩოს პოზიციაზე: შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგის, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული
შეიძლება არასწორად გაიგეს მომხდარი ამბები და არასწორად ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე საკითხებს. ეს საკითხები არის სამართლებრივი საკითხები. ქართველების გამოგონილი არ არის ბულინგთან ბრძოლა, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების და სიძულვილის ენის დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენზე ადრე გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ათასობით საქმე არის წარმართული. ასე რომ ევროპული პრაქტიკაც არსებობს ამასთან დაკავშირებით, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და სადაც ნათქვამია, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამო“.
28 ივლისი 2026, 17:47
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეაპოლის უნივერსიტეტის აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის კათედრის დოცენტ გაგა შურღაიასთან შეხვედრა გაიმართა
მისი მეცნიერული საქმიანობა მოიცავს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ვრცელ კვლევას, ასახულს ასზე მეტ პუბლიკაციასა და ოთხ მონოგრაფიაში. 2019 წელს იტალიის კულტურის ძეგლთა, კულტურულ ღონისძიებათა და ტურიზმის სამინისტრომ გაგა შურღაიას წლის ეროვნული პრემია მიანიჭა მხატვრულ თარგმანში.
28 ივლისი 2026, 17:38
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო. მას 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბერიძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.


