imedi /  15 თებერვალი 2020, 09:45 / სანდო წყარო

პეკინში დაბრუნებული ყველა ადამიანი 14-დღიან კარანტინს გაივლის

კორონავირუსი

ჩინეთის დედაქალაქის, პეკინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ქალაქში დაბრუნებული ყველა ადამიანი 14-დღიან კარანტინს გაივლის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მათთვის, ვინც რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, საჯარიმო სანქციებია გათვალისწინებული. პეკინის მოსახლეობა 20 მილიონ ადამიანს აჭარბებს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა იაპონიაში. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა. 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

ყველა სიახლე

07 აპრილი 2020, 20:52

COVID19

ექიმებს რომელთაც ინფიცირებულ ინფექციონისტთან ჰქონდათ კონტაქტი განმეორებითი ტესტირება ხვალ ჩაუტარდებათ

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 მედიკოსს, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ინფექციონისტთან, კიდევ ერთი საკონტროლო ტესტი ხვალ ჩაუტარდება. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არცერთ მათგანს აქვს, თუმცა ისინი კვლავ იზოლაციაში რჩებიან. ქოვიდ-19 დიაგნოზით კლინიკაში 3 პაციენტი მკურნალობს. ყველა მათგანთან დაავადება ამ ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. საჩხერის კარანტინიდან დღეს 4 მოქალაქე გაეწერა და კარანტინში მხოლოდ 12 პირი იმყოფება.

07 აპრილი 2020, 20:48

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 604 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 880 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1555 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

პოლიცია

07 აპრილი 2020, 20:46

სამართალი

ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობაში მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია

ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობაში მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 20:30

COVID19

ამერიკელი მეცნიერების პროგნოზით ევროპაში COVID 19-ით 151 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპება

IHME-ს შეფასებით, ლეტალური შემთხვევების უდიდესი ნაწილი დიდი ბრიტანეთში დაფიქსირდება, სადაც აგვისტომდე სავარაუდოდ 66 ათასი ადამიანი დაიღუპება, სიკვდილიანობის პიკი კი 17 აპრილს არის მოსალოდნელი. ინსტიტუტში ასევე აცხადებენ, რომ სოციალური დისტანციის მხრივ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა სიტუაციას გაართულებს, მეორე ტალღის რისკის შესამცირებლად კი მასობრივი ტესტირება, ინფიცირებულების კონტაქტების გამოკვლევა და კარანტინია აუცილებელი.

მაიკ პომპეო

07 აპრილი 2020, 20:24

COVID19

აშშ-მა მსოფლიოში კორონავირუსთან საბრძოლველად 225 მილიონი დოლარი გამოყო

შეერთებულმა შტატებმა მთელ მსოფლიოში კორონავირუსთან საბრძოლველად ჰუმანიტარული, სამედიცინო და ეკონომიკური დახმარების სახით 225 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. „მზად ვართ დამატებით 225 მილიონი დოლარი გამოვყოთ პანდემიასთან ბრძოლის გააქტიურებისთვის. ეს იქნება დამატება 274 მილიონიან დახმარების პაკეტზე, რომელიც მსოფლიოს 64 ქვეყნისთვის უკვე გამოიყო,“ - აღნიშნა პომპეომ.

ოსლო

07 აპრილი 2020, 20:14

COVID19

ნორვეგიაში კორონავირუსის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვის მოხსნა დააანონსეს

ნორვეგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვის მოხსნა დააანონსა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Local-ი ავრცელებს. 20 აპრილიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები, 27 აპრილიდან - საჯარო სკოლები. ასევე 27 აპრილიდან ნაწილობრივ ამუშავდება მომსახურების სფეროს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის სილამაზის სალონები.

Google

07 აპრილი 2020, 20:02

ტექნოლოგიები

Google-მა აკრძალა შეთქმულების თეორიის შემცველი რეკლამები, რომლებიც კორონავირუსს ტექნოლოგია 5G-ს უკავშირებს

კომპანიაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიდ ბრიტანეთში სულ მცირე 20 სატელეფონო ანძას ცეცხლი წაუკიდეს. ეს თეორიის გავრცელების შემდეგ მოხდა.

დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2020, 19:57

COVID19

დონალდ ტრამპი: მიუხედავად იმისა, რომ ჯანმოს ძირითადად აშშ აფინანსებს, იგი ჩინეთზეა ძალიან ორიენტირებული

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, ძირითადად აშშ-ის მიერ ფინანსდება.

ზაალ მიქელაძე

07 აპრილი 2020, 19:49

COVID19

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დღის განმავლობაში 47 ტესტია აღებული, აქედან 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დანარჩენი 27 ანალიზის პასუხი ხვალ იქნება ცნობილი. გამოსაკვლევ ანალიზებს შორისაა 14 მოქალაქის ტესტიც, რომლებსაც ახლო კავშირი ჰქონდათ ბათუმში ინფიცირებულ 60 წლის ქალთან. მას ვირუსი დღეს დაუდასტურდა და ინფიცირების წყაროც უცნობია.

07 აპრილი 2020, 19:29

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ე.წ. მთავარმა ექიმმა ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 19:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სომხეთმა და აზერბაიჯანმა მასობრივი ტესტირებით ჩვენზე უკეთეს შედეგს ვერ მიაღწიეს

ბევრ ტესტში საქმე არ არის, საქმე სწორად დაგეგმილ ტესტირებაშია და ტესტირება ჩაუტარო იმას, ვისთანაც ეს ეფექტურია, ვისთანაც ეს საჭიროა და არა ხალხის მოსაჩვენებლად მოაწყო მასობრივი ტესტირება, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ლალი დარახველიძე

07 აპრილი 2020, 19:21

COVID19

ზუგდიდში გადაყვანილი ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ახალი პაციენტი 6 თვის ორსულია. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ განუცხადა. „ჩივილები აქვს სუფებრილურ ტემპერატურაზე, ყელის და თავის ტკივილზე. ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის 3 საათია გაგზავნილია, ველოდებით პასუხებს. ჩვენს კლინიკაში ყველა ცალ-ცალკე ბოქსში წევს. დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. თუ ორსულ ქალს დაუდასტურდა, მას თბილისში გადავიყვანთ, თუმცა იმედი გვაქვს არ დაუდასტურდება“, - განაცხადა დარახველიძემ. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ორსული ქალია დრეს გადაიყვანეს. პაციენტს ცხელება და ხველა აღენიშნებოდა.

კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 19:13

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 19:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: 72 წლის ვარ და საქართველოში ასეთი სოლიდარობა არ მინახავს

„ეკონომიკური კრიზისი რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ მე ისეთ აღმაფრენას ვხედავ თქვენში, ადამიანებში, მასმედიაში, ქართულ საზოგადოებაში, მე ასეთი სოლიდარობა 72 წლის ვარ და ჯერ საქართველოში არ მინახავს. ძალიან მინდა ეს სოლიდარობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ტედ კრუზი

07 აპრილი 2020, 19:09

COVID19

ამერიკელი სენატორები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებენ

ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის კომუნისტური პარტიის მორჩილებაში ადანაშაულებენ, ტედ კრუზიც შეუერთდა. „მთელი პანდემიის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ნებას ემორჩილება. ორგანიზაციამ დაკარგა ნდობა, რომელიც საჭიროა ეფექტური მუშაობისთვის“, - წერს სენატორი Twitter-ის გვერდზე. მანამდე Fox News-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიაზე ჩინელი კომუნისტების პასუხისმგებლობის შერბილებას ცდილობს. არიზონელმა სენატორმა მარტა მიკსალომ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადან გერბეისუსი მსოფლიოს მოტყუებაში დაადანაშაულა.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 19:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა 1000-სა და 2 ათასს შორის იქნება

ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-სს, ან იქნება ათასსა და 2 ათასს შორის, მაშინ როდესაც სხვა ჩვენზე პატარა სახელმწიფოებშიც ეს რიცხვი 20-30 ათასზე მეტია, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი ვარაუდით, საქართველოში პიკი ორი-სამი კვირის შემდეგ იქნება და ეს მდორე პიკი იქნება.

07 აპრილი 2020, 19:02

COVID19

ისრაელის მოქალაქეებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება

ისრაელის მცხოვრებლებს მთავრობა პირბადეების ტარებას ავალდებულებს. შესაბამისი განკარგულება ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა. როგორც უწყება განმარტავს, ნიღბები დაინფიცირების რისკს ამცირებს, რის გამოც მათი ტარება აუცილებელია. გამონაკლისი მხოლოდ 6 წლამდე ბავშვებისთვის, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისა და იმ მოქალაქეებისთვის დაიშვება, რომლებსაც პირბადეების ტარება ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის. ნიღბების ტარება არ იქნება სავალდებულო იმ პირებისთვისაც, ვინც სატრანსპორტო საშუალებაში, შენობაში ან ოთახში მარტო ან ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება. ნიღბების ტარება სავალდებულო არ იქნება ტელე ან რადიო გადაცემების მონაწილეებისთვისაც, რომლებსაც პირბადე საუბარში შეუშლის ხელს, თუმცა მათ ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა ევალებათ. ახალი რეგულაცია ძალაში 12 აპრილიდან შევა.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 19:01

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მინდა ხალხმა იცოდეს, რომ მათზე კარგად დღეს შესაძლოა არც ერთი ქვეყნის მოსახლეობა არ იყოს დაცული

მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათზე კარგად დღეს შესაძლოა არც ერთი ქვეყნის მოსახლეობა არ იყოს დაცული, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

სტეფანი გრიშემი

07 აპრილი 2020, 19:01

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა თანამდებობა დატოვა. როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, იგი კვლავ გაუძღვება აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის აპარატს.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 18:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში მეოთხეული გადაცემის საწყისად მარნეულის შემთხვევა ითვლება

საქართველოში მეოთხეული გადაცემის საწყისად მარნეულის შემთხვევა ითვლება. შეიძლება ეს მანამდეც იყო სადღაც, მაგრამ ოფიცილურად მანიფესტაცია ამისი მოხდა მარნეულის შემთხვევით, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.