imedi /  15 თებერვალი 2020, 14:20 / სანდო წყარო

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსი

საფრანგეთში კორონავირუსით ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა. Euronews-ის ინფორმაციით, ეს ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

„80 წლის ჩინელი ტურისტი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ჰოსპიტალში 25 იანვარს მოათავსეს, გუშინ საღამოს გარდაიცვალა“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბუზინმა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა იაპონიაში. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა. 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

ყველა სიახლე

ალექსეი ნავალნი

01 ოქტომბერი 2020, 10:13

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი: ჩემი მოწამლვის უკან პუტინი დგას

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამლვის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას. ამის შესახებ მან Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მაიკ პომპეო

01 ოქტომბერი 2020, 10:00

მსოფლიო

ვატიკანმა მაიკ პომპეოს რომის პაპთან აუდიენციაზე უარი უთხრა

ამ ნაბიჯმა აშშ-სა და ვატიკანს შორის გაზარდა დაძაბულობა, რომელიც პომპეოს ჩინეთსა და კათოლიკური ეკლესიის შესახებ განცხადებებმა გამოიწვია. ვატიკანი პომპეოს იმაში ადანაშაულებს, რომ ამ საკითხზე სპეკულაციით, სახელმწიფო მდივანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპისთვის ხმების მიზიდვას ცდილობს.

შსს შეხვედრა

01 ოქტომბერი 2020, 09:52

სამართალი

შსს-ში პროექტის „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გიორგი ხოჯევანიშილი

01 ოქტომბერი 2020, 09:42

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილი: ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობა და ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია

„მიხარია, რომ შეხვედრებზე მოსახლეობა საკუთარ იდეებსა და ინიციატივებს მიზიარებს, ეს ხელს შეგვიწყობს უკეთ გამოკვეთოთ პრიორიტეტები და მათზე მორგებული პროექტები განვახორციელოთ“ - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

პოლიცია კახეთი

01 ოქტომბერი 2020, 09:34

სამართალი

სამართალდამცველებმა ყვარელში ვენახიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბრალდებულები (1993 წელს დაბადებული ვ.ზ., 1996 წელს დაბადებული ნ.ხ., 1986 წელს დაბადებული ბ.მ. და 1956 წელს დაბადებული მ.ბ.) იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მადრიდი ლოკდაუნი

01 ოქტომბერი 2020, 09:18

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მადრიდში კარანტინი გამოცხადდა

ახალი შეზღუდვების მიხედვით, მოქალაქეებს საცხოვრებელი უბნების ტერიტორიის დატოვება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აეკრძალბათ. ასევე დაუშვებელი იქნება 6 ადამიანზე მეტის შეკრება.

შარლ მიშელი

01 ოქტომბერი 2020, 09:01

მსოფლიო

შარლ მიშელი ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

„ღრმა შეშფოთება გამოვთქვი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის დიდი მასშტაბის კამო. დავგმე ძალის გამოყენება და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოვუწოდე. წინ წასვლის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია. მხარს ვუჭერ ეუთოს. სამოქალაქო პირები დაცულები უნდა იყვნენ“, - წერს მიშელი.

სკოლა დაბრუნება

01 ოქტომბერი 2020, 08:51

საზოგადოება

დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში I-VI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან

გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება ყველა კლასის მოსწავლეებისთვის. მთელი აჭარის ტერიტორიაზე კი დღეიდან სასწავლო პროცესი დისტანციურია. თუ მშობელს ურჩევნია, ბავშვმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული.

2012 წელი გამარჯვება

01 ოქტომბერი 2020, 08:35

პოლიტიკა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების არჩევნების გზით პირველი შეცვლიდან 8 წელი გავიდა

ეს იყო პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა და მმართველმა ძალამ მოსახლეობის არჩევანის გაყალბება ვერ შეეძლო. ყოველივე ამას წინ უძღოდა მრავალწლიანი პოლიტიკური დაპირისპირებები იმდროინდელ ხელისუფლებასთან, თუმცა მისი დამარცხება პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ გამოჩენამდე, 9 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო.

ქართული ოცნება

01 ოქტომბერი 2020, 08:14

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამას წარადგენს

პროგრამაში დეტალურად იქნება საუბარი პარტიის ხედვასა და პრიორიტეტებზე. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, მათი მთავარი გამოწვევაა, მსოფლიო პანდემიის ფონზე, მინიმალურ რისკებამდე დაიყვანონ ეკონომიკის რეცესია და სოციალური ფონის გაუარესება.

ცესკო

01 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ცესკოში პარტიების პროპორციული სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენმა მათგანმა წარადგინა ცესკოში პარტიული სია. საარჩევნო სისტემის ცვლილების შედეგად, მოქალაქეები 30 მაჟორიტარ კანდიდატს აირჩევენ, 120 მანდატი კი პარტიული სიით გადანაწილდება.

ზაურ დარგალი

01 ოქტომბერი 2020, 00:41

პოლიტიკა

ზაურ დარგალი: ჩვენ არ გვჭირდება პროვოკაციები, ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ვიგებთ ამ არჩევნებს

ჩვენ ბოლო ერთი თვეა ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვაქვს, - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში“ მარნეულსა და გარდაბანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა ისაუბრა. „მოსახლეობისგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას. თქვენ იცით, რომ შარშან მარნეულში იყო მერის არჩევნები, მე ვიყავი კანდიდატი და ჩვენ დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ. ბოლო ორი დღეა დაიწყო პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ეს მოსალოდნელი იყო. იციან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები. ეს არის, ჩვეულებრივი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ისინი ყოველ არჩევნებზე ცდილობენ, რომ დაძაბონ სიტუაცია. განსაკუთრებით მარნეული არის ეპიცენტრი. ჩვენ არ გვჭირდება პროვოკაციები, ჩვენ ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ვიგებთ ამ არჩევნებს“, ნაციონალურმა მოძრაობამ იცის“, რომ აგებს და ყველაფერზე მიდის“, - განაცხადა კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 00:31

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის გამოვიყენოთ სიფრთხილის ზომები, დავაბალანსოთ ქვეყნის განვითარება და ბუნების საჭიროებები

ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველსაყოფად გამოვიყენოთ სიფრთხილის ზომები და დავაბალანსოთ ქვეყნის განვითარება და ბუნების საჭიროებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 00:16

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობა შეაფასა

„გამოვყოფდი აგრეთვე საარჩევნო რეფორმას, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით განხორციელდა. ამ საარჩევნო კოდექსმა და ცვლილებებმა ყველა პარტიას შესთავაზა თანაბარ, კონკურენტულ გარემოში როგორც წინასაარჩევნო პროცესის წარმართვა, ასევე თანაბარ კონკურენტულ გარემოში ჩააყენა ყველა პარტია. გამოვყოფდი ასევე სასამართლო რეფომის მეოთხე ტალღას, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის მხრიდან შეფასდა, როგორც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი სასამართლო სისტემის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 00:10

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირება და ვიწროპარტიულ ინტერესებში მოქცევა დაუშვებელია

დავით გარეჯისა და ჩვენ მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვრის საკითხი, ეს არის სახელმწიფოებრივი თემა, რომელსაც განსაკუთრებული სიფრთხილით და გონიერებით მიდგომა სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირება და ვიწროპარტიულ ინტერესებში მოქცევა დაუშვებელია.

ანრი ოხანაშვილი

30 სექტემბერი 2020, 23:56

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მართველი პარტიის ხედვას, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, საზოგადოება ხვალ იხილავს

„ქართული ოცნების“, როგორ მართველი პარტიის ხედვას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოება ხვალ იხილავს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ხვალ გვექნება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია. ჩვენ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“, როგორ მართველი პარტიის ხედვას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით. იქნება მთელი რიგი მიმართულებები, რასთან დაკავშირებითაც იქნება კონკრეტული ხედვები, გადაჭრის კონკრეტული ხედვები წარმოდგენილი. ასევე იქნება ანგარიში ჩვენი საზოგადოების წინაშე, „ქართული ოცნება“, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რა მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რა მიღწევები გვაქვს, სად ვართ და როგორ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

30 სექტემბერი 2020, 23:53

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: აზერბაიჯანისა და ჩვენი ქვეყნის საგარეო მინისტრების განცხადებები სავსებით შეთანხმებული იყო

ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად და მეორეს მხრივ, არ უნდა გაჩნდეს არანაირი კითხვის ნიშანი ჩვენს პოზტიურ თანამშრომლობაში, რომელიც აზერბაიჯანთან გვაკავშირებს. ის განცხადებები, რომელის გაკეთდა აზერბაიჯანისა და ჩვენი ქვეყნის საგარეო მინისტრების მხრიდან, იყო სავსებით შეთანხმებული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

30 სექტემბერი 2020, 23:52

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ინდოეთში სკოლები და კინოთეატრები გაიხსნება

კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ინდოეთში სკოლები და კინოთეატრები გაიხსნება. ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6.2 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 97 497-ს აღწევს.

ანრი ოხანაშვილი

30 სექტემბერი 2020, 23:36

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია ვერ შემოდის კონკურენტულ გარემოში და ერთადერთი გამოსავალი დესტაბილიზაცია რჩება

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსია პირველმა „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი. დაუშვებელია სიძულვილის ენა, მიუღებელია დეზინფორმაცია, ტყუილი, ეთნიკური შუღლის ჩამოგდება და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

30 სექტემბერი 2020, 23:26

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დღეს ხელისუფლებაშია გუნდი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს დესტაბილიზაციას

ჩვენმა საზოგადებამ უნდა იცოდეს ერთი მნიშველოვანი რამ: დღეს ხელისუფლებაშია გუნდი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს დესტაბილიზაციას, რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას ამის განხორციელების, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.