imedi /  28 თებერვალი 2020, 16:58 / სანდო წყარო

იენს სტოლტენბერგი: ნატო იდლიბში სირიის რეჟიმისა და რუსეთის საჰაერო დარტყმებს გმობს

იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

ნატო გმობს სირიის რეჟიმისა და რუსეთის საჰაერო დარტყმებს იდლიბში, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერზეა ხელმისაწვდომი.

„ჩვენ მოვუწოდებთ სირიის რეჟიმს და მის მხარდამჭერს რუსეთს შეწყვიტონ თავდასხმები, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს და მხარი დაუჭირონ გაეროს ძალისხმევას სიტუაციის მშვიდობიანად გადაჭრის კუთხით. სახიფათო სიტუაციის დეესკალაცია უნდა მოხდეს, რათა თავიდან ავიცილოთ საზარელი ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში. დღევანდელი შეხვედრა თურქეთთან სოლიდარობის ნიშანია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო განაგრძობს თურქეთის მხარდაჭერას სხვადასხვა ზომებით, მათ შორის საჰაერო თავდაცვით, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სირიიდან მომავალი სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცვას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ.

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2024, 10:14

კულტურა

ბაიარ შაჰინის შვილები 6 მარტს საქართველოში კონცერტს გამართავენ

ცნობილი მუსიკოსის, ბაიარ შაჰინის შვილები, თბილისში კონცერტს გამართავენ. ტრიო „სამი და“ , 6 მარტს, ზუსტად ერთი დღით ჩამოდის საქართველოში და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ორგანიზებით, კონცერტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გამართავს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 10:12

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მკაფიოდ ვიტყვი, რომ არცერთ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, არ მივიღებთ ჩვენს ქვეყანაში და ტყუილად აქვთ ამის იმედი

ორ ქვეყანაში დანერგეს „ვეტინგის“ სისტემა და ძალიან უარყოფითი შეფასება მიიღო საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ვენეციის კომისიის მხრიდან, მაგრამ ჩვენ მაინც მოგვიწოდებენ, რომ ეს სისტემა გადმოვიღოთ. პრაქტიკულად გვეუბნებიან, რომ ქართული სასამართლო სისტემა უნდა დაემორჩილოს უცხოელებს, ან იმ აგენტურას, რომელიც ისევ იმ უცხოელებს ჰყავთ საქართველოში, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი

28 თებერვალი 2024, 10:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსთვის ალბანეთის, მოლდოვის და უკრაინის მაგალითად მოყვანა, იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო

რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემას,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

28 თებერვალი 2024, 10:04

სამართალი

პოლიციამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად, 1976 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ყელის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

ნინო ფოჩხუა

28 თებერვალი 2024, 09:49

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა? - გასარკვევია, ვინ არის და საიდან ფინანსდება ჯგუფი, ვინც ორგანიზებას უწევს პროტესტს

ნინო ფოჩხუა ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: სადამდე უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მშენებლობაში ხელის შეშლა? - გასარკვევია, ვინ არის და საიდან ფინანსდება ჯგუფი, ვინც ორგანიზებას უწევს პროტესტს

28 თებერვალი 2024, 09:41

მსოფლიო

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია

ანკლავში, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. „ცაჰალი“ სახმელეთო და საავიაციო ოპერაციას სექტორის სხვადასხვა რაიონში, პარალელურ რეჟიმში ატარებს.

გიგი უგულავა

28 თებერვალი 2024, 09:17

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები, ჯერჯერობით არც ერთი პარტია ისე არ გამოიყურება

ჩემი აზრით, კოალიციაში იქნება ყველა: ა- ვინც გადალახავს, ბ- ვისთვისაც მკაფიო არის ორი რაღაც: ერთი ის, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას იმისთვის, რომ ბ - მეორე და მთავარი შესრულდეს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპისკენ სვლ, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ ვის ხედავს სამომავლოდ კოალიციაში.

28 თებერვალი 2024, 09:09

რეგიონი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროსა და უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეს მიაკვლიეს

კანონდამრღვევმა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალა დასამუშავებლად, სახერხ საამქროში სატვირთო მანქანით გადაიტანა. საამქროს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

28 თებერვალი 2024, 08:54

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთშია. უკრაინის პრეზიდენტი ტირანაში გვიან ღამით ჩაფრინდა, სადაც შეხვედრებს, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

28 თებერვალი 2024, 08:34

მსოფლიო

სუმისა და დონეცკის ოლქებში რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა არმიამ დასახლებულ პუნქტებზე 60 -მდე იერიში მიიტანა. დრონებით თავდასხმა განხორციელდა ოდესაზეც. ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვას დონეცკის ოლქშიც.

მაკა ბოჭორიშვილი

28 თებერვალი 2024, 08:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობს

მთავარი თემა, საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას, მოლაპარაკებების გახსნასა და ევროკავშირის გაფართოებას ეხება. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური შეცდომა ევროკავშირის მხრიდან გამოსწორებულია, საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და რეფორმების სისწრაფე იქნება მომდევნო წარმატების საფუძველი.

რობინ დანიგანი

28 თებერვალი 2024, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, აშშ-ის ელჩს პირველად მოუსმენენ

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს პირველად მოუსმენენ. საუბრის მთავარი თემა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და ქართულ-ამერიკული მხარეების სტრატეგიული პარტნიორობა იქნება.

ჯონ კირბი

28 თებერვალი 2024, 02:12

მსოფლიო

ჯონ კირბი: უკრაინაში მდგომარეობა ძალიან მძიმეა - უკრაინელები ტერიტორიის დაკარგვას იწყებენ, იმ ტერიტორიის, რომელიც ბრძოლით დაიბრუნეს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ჯონ კირბი

28 თებერვალი 2024, 01:47

მსოფლიო

ჯონ კირბი: პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან

პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

28 თებერვალი 2024, 00:52

კულტურა

რაიან გოსლინგი „ოსკარზე“ I'm Just Ken-ს იმღერებს

გოსლინგი „ბარბიში“ შესრულებული კენის როლისთვის ნომინირებულია კატეგორიაში „საუკეთესო კაცი მსახიობი“, მის მიერ სურათში ნამღერი კომპოზიცია I'm Just Ken კი „საუკეთესო სიმღერის“ ტიტულისთვის იბრძვის.

28 თებერვალი 2024, 00:44

ტექნოლოგიები

ირანში უძველესი ტუჩსაცხი აღმოაჩინეს💄

არსებული ინფორმაციით, არქეოლოგებმა ფლაკონი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ჯიროფტის მახლობლად იპოვეს. ის ქლორიტისგან არის დამზადებული. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კოსმეტიკური ნივთიერების ასაკი 3 600 წელს შეადგენს. კოსმეტიკური ნივთიერების ძირითადი კომპონენტი დაფქული ჰემატიტი იყო.

28 თებერვალი 2024, 00:23

ტაბლოიდი

აშშ-ში, აუქციონზე ჰიროსიმის დაბომბვისას დამდნარი საათი გაიყიდა

ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ საათი თითბრისგან არის დამზადებული. ატომური ბომბის ჩამოგდებისას, 1945 წლის 6 აგვისტოს, საათის კორპუსი ნაწილობრივ დადნა, შუშა კი გაიბზარა. ისინი ჰიროსიმაში ბრიტანელმა ჯარისკაცმა აღმოაჩინა, რომელსაც ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაჰქონდა.

28 თებერვალი 2024, 00:18

პოლიტიკა

მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს „კლიმატის ცვლილების კანონის“ შემუშავების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე.

გიგი უგულავა

28 თებერვალი 2024, 00:04

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ

ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ, - განაცხადა გიგი უგულავამ ტვ პირველის ტოქშოუში „რეაქცია“.

თამარ ჩიბურდანიძე

28 თებერვალი 2024, 00:02

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: რაკი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ და ევროპაშიც მომძლავრდნენ მემარჯვენე პარტიები, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არის ეს დაკვეთა

„ჩვენ ვიცით, წელს ევროპარლამენტის საპარლამენტო არჩევნებია, გარდა ამისა, ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოში არის არჩევნები. ძალიან არის მომძლავრებული მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიები, ანუ პარტიები, რომლებიც უპირველეს აქცენტს აკეთებენ საკუთარი ქვეყნის ტრადიციებზე და ფასეულობებზე. რამ გამოიწვია ეს? უკრაინის ომის ფონზე, ჩვენ ვიცით, რომ თუ ვინმეს დაარტყა უკრაინის ომმა, დაარტყა ევროპას და ევროკავშირს. მათზე მოხდა პირდაპირ ფოკუსირება სოციალური, ეკონომიური თუ სხვადასხვა მიმართულებით. ევროპულ სახელმწიფოებშიც კი, რომლებიც უმთავრესი ეპიცენტრია თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების, მომძლავრდნენ მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიები, რომლებმაც წინა ხაზზე გამოიტანეს ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, ღირებულებები და საკუთარი ნაციონალური თვითგადარჩენის საკითხი“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.