imedi /  04 მარტი 2020, 00:40 / სანდო წყარო

მექსიკელ ბლოგერს ქალის გატაცებისთვის 50-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გერმან აბრამ ლოერა აკოსტა

გერმან აბრამ ლოერა აკოსტა

მექსიკელ ბლოგერს, რომელმაც 2018 წელს ჩიუაუას შტატში ქალი გაიტაცა, 50-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმან აბრამ ლოერა აკოსტა ერთ-ერთი იყო იმ 6 კაცს შორის, რომლებმაც 33 წლის ადვოკატი ქალი გაიტაცეს და მისი გათავისუფლებისთვის 2 მილიონი პესოს ღირებულების ბიტკოინი მოითხოვეს. 2 დღის შემდეგ ქალი პოლიციამ გადაარჩინა.

პატიმრობასთან ერთად, დამნაშავეებს გატაცებულისთვის 500 ათასი პესოს გადახდა მოუწევთ.

25 წლის აკოსტა მარკეტინგის და დიზაინის კომპანიას ხელმძღვანელობდა და YouTube-ზე ვიდეოებს მარკეტინგსა და ბიზნესზე ტვირთავდა.

ყველა სიახლე

11 მაისი 2021, 19:53

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძემ ესტონეთის პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ონლაინ შეხვედრა გამართა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ესტონეთის პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, აადუ მასტთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელსაც საქართველოს ელჩი ესტონეთში, არჩილ ყარაულაშვილი ესწრებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე პანდემიის პირობებში კულტურის სფეროს წინაშე მდგარ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, ასევე, სახელოვნებო განათლების რეფორმის თაობაზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 19:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, არჩევნებს მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მათი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს. ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატად წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.

ირაკლი ღარიბაშვილი

11 მაისი 2021, 19:36

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar შეისყიდა, დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ

დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar შეისყიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 მაისი 2021, 19:33

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას ომი არ სურს, თუმცა მშვიდობისთვის ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ომი არ სურს, თუმცა მშვიდობისთვის ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია სჭირდება.

საქართველოს საელჩო ისრაელში

11 მაისი 2021, 19:33

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში, ქალაქ ლოდში მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო ისრაელში ქალაქ ლოდში მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს. ქალაქ ლოდში მცხოვრებთა საყურადღებოდ! არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან - დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებისგან. პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის ამ წუთებში შეტაკებაა“, - წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 19:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საერთოდ არ გვაინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არა

„ჩვენთვის ეს არ არის პრინციპული საკითხი, რაც უნდათ, ის გააკეთონ. ჩვენთვის მთავარია, საპარლამენტო რეჟიმში მუშაობა და ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. რადიკალურ პარტიებს სურთ, საკუთარი დესტრუქციული დამოკიდებულება აჩვენონ ქვეყნისა და პოლიტიკური პროცესების მიმართ. რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ვხედავთ, რომ ერთმანეთთან აქვთ მკვეთრი და მწვავე დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია, რადგან ზღვარი იცვლება რადიკალურ და ნაკლებად რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს შორის. საერთოდ არ გვაინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არა. ნიკა მელიას გირაოს გადახდით არაფრის ლუსტრირება არ მომხდარა, მელია რაც იყო, ის დარჩა - არის პოლიტიკური კრიმინალი, შესაბამისად შეუძლია, თავისი გეგმები ჰქონდეს, მაგრამ სახელმწიფოს ექნება თავისი გეგმები ყველას მიმართ, მათ შორის პოლიტ-კრიმინალების მიმართ.

კახა კუჭავა კელი დეგნანი

11 მაისი 2021, 19:19

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის გეგმებზე ისაუბრეს. ელჩმა კახა კუჭავას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 მაისი 2021, 19:08

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ღაზის სექტორზე დარტყმებს გააძლიერებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე დარტყმებს გააძლიერებს.

11 მაისი 2021, 18:54

პოლიტიკა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ნიკა ცხვარაშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილის პოსტზე კი, გიორგი გიორგაძე დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ნიკა ცხვარაშვილი პენიტენციურ სისტემაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრია, რაც უწყებას უფრო ეფექტურს და ადამიანის უფლებების მაქსიმალურ დაცვაზე ორიენტირებულს გახდის.

სირილ რამაფოსა

11 მაისი 2021, 18:47

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი: ვაქცინებზე არათანაბარი წვდომა ვაქცინის აპარტეიდის ტოლფასია

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე არათანაბარი წვდომა ვაქცინის აპარტეიდის ტოლფასია.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 18:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ახალი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, საბაბსაც კი არ დატოვებს არჩევნების გაყალბებაზე

პოზიციები არსებითად იყო შეჯერებული. რჩება რამდენიმე თემა, რაზეც კონსულტაციები გაგრძელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

11 მაისი 2021, 18:45

COVID19

თამთა მეგრელიშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საქართველო სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა

სურვილის შემთხვევაში არ გაგიჭირდებოდათ, სწორი ინფორმაციის მოძიება, მაგრამ დავალება ხომ სიცრუის ტირაჟირებაა?, - ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეკა კვესიტაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველო სიკვდილიანობის შემთხვევებით პირველ ადგილზეა „მილიონ ადამიანზე პირველები ვართ სიკვდილის მაჩვენებლით. სამარცხვინო ქოცები!“, - ეკა კვესიტაძევ, მესმის ფიქრი არ დაგჭირდებოდა ამ შენეული „სიბრძნის“ საჯაროდ გასავრცელებლად, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სიკვდილით აშინებ, სიმართლე უნდა ვუთხრათ.

მიხაელ გალერი

11 მაისი 2021, 18:20

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

ანრი ოხანაშვილი

11 მაისი 2021, 18:19

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დავიწყებთ საკომიტეტო მოსმენებს, მაგრამ არ მივიღებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს სანამ ვენეციის რეკომენდაციები არ გვექნება

დავიწყებთ საკომიტეტო მოსმენებს, მაგრამ არ მივიღებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს სანამ ვენეციის რეკომენდაციები არ გვექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

11 მაისი 2021, 18:17

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ამნისტიის კანონს აუცილებლად მივიღებთ

ამნისტიის კანონს აუცილებლად მივიღებთ. ეს არის „ქართული ოცნებისა“ და სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ აღებული ერთობლივი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ამ ევროპული დოკუმენტით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად მიიღებენ ამნისტიის კანონს.

11 მაისი 2021, 18:11

მსოფლიო

ისრაელმა ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაცია „კედლების მცველი“ დაიწყო

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაცია „კედლების მცველი“ დაიწყო.

ანრი ოხანაშვილი

11 მაისი 2021, 18:10

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეებს კონკრეტულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში შევთავაზებთ

უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეებს კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროგრესს, საპილოტე რეჟიმში შევთავაზებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის ხელმომწერმა პარტიებმა პასუხისმგებლობა აიღეს, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობა გააუმჯობესონ და ამ მიზნით ისინი კაჭრეთში შეიკრიბნენ. ოხანაშვილის განმარტებით, ორი დღეა „ქართული ოცნების“ გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე დისკუსიებს მართავენ. ამ მიზნით მათ ერთმანეთში პოზიციები გაცვალეს.

11 მაისი 2021, 18:09

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის კიდევ 514 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 514 ადამიანს გამოუვლინდა, 1 306 გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 327 601 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4 713 ადამიანი. ვირუსისგან 308 317 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის, 14 571 ადამიანია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ანრი ოხანაშვილი

11 მაისი 2021, 17:58

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა იყო იმის დემონსტრირება, რომ სააკაშვილს უჩვენეს წითელი ბარათი

„გირაოს გადახდა იყო იმის დემონსტრირება, რომ სააკაშვილს უჩვენეს წითელი ბარათი, რომ მის მიზნებს - განახორციელოს საქართველოში დესტაბილიზაცია რუსული სცენარით ნიკანორ მელიას ინსტრუმენტად გამოყენებით - არ ექნება პერსპექტივა. სწორედ ეს გააკეთა ევროკავშირმა, ევროპულმა ინსტიტუციებმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ განიცადა თვითლუსტრაცია, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. აქ საბოლოოდ გაშიშვლდა მათი რეალური სახე. რაც შეეხება მათ მიზნებს, ფაქტია, მათ აქვთ მიზანი, რომელიც არ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ისინი მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, თუმცა, არც „ქართული ოცნება“, არც ჩვენი საზოგადოება და არც სტრატეგიული პარტნიორები ამ დესტრუქციულ ჯგუფებს არ აძლევენ გასაქანს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ჯანლუიჯი ბუფონი

11 მაისი 2021, 17:55

სპორტი

ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსს“ ტოვებს

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის „იუვენტუსს“ ტოვებს. ამის შესახებ Eurosport-ი წერს.