imedi /  03 მარტი 2020, 21:15 / სანდო წყარო

ჯანმო: კორონავირუსს მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე სეზონურ გრიპს

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

ჯანმოს დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შედეგად სიკვდილიანობა უფრო დიდია, ვიდრე სეზონური გრიპისგან. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის Twitter-ზე გავრცელდა.

„გლობალურ დონეზე კორონავირუსით ინფიცირებულის დაახლოებით 3.4% გარდაიცვალა. შედარებისთვის, სეზონური გრიპის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, 1%-მდე“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ.

მისივე თქმით, კორონავირუსის სეზონური გრიპისგან მთავარი განსხვავება ის არის, რომ ახალი ვირუსი უფრო მწვავე დაავადებებს იწვევს.

„სეზონური გრიპისადმი უამრავ ადამიანს იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული, ხოლო COVID-19 ახალი კორონავირუსია, რომლისადმი იმუნიტეტი არავის აქვს“, - დასძინა მან.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

ყველა სიახლე

26 ნოემბერი 2020, 13:42

COVID19

ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში ახალი კორონავირუსული ინფექცია 101 წლის ქალმა დაამარცხა. საუკუნის ქალბატონი, რომელიც ქუთაისის მკვიდრია, სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს მოხვდა. პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

დისნეილენდი

26 ნოემბერი 2020, 13:19

ეკონომიკა

პანდემიის გამო Disney 32 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

ამ გეგმების შესახებ კომპანიაში ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადეს, თუმცა მაშინ საუბარი მხოლოდ 28 ათას სამუშაო ადგილზე იყო. ამასთან, Disney-ს 37 ათასი თანამშრომელი იძულებით შვებულებაში იმყოფება.

გიორგი კანდელაკი

26 ნოემბერი 2020, 13:13

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი: არ ვიღებთ საპარლამენტო დაფინანსებას, მაგრამ ეს თანხა რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად გვჭირდება

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხმაურება. კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველო“ არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას, თუმცა, როგორც კანდელაკმა აღნიშნა, გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა პარტიას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად.

26 ნოემბერი 2020, 13:01

პოლიტიკა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ ღია წერილს ავრცელებს

უმნიშვნელოვანესია, რომ არაერთ გამოწვევას კონსოლიდაციის გზით გავუმკლავდეთ. არსებული პოლარიზებული გარემო კი ამის შესაძლებლობებს პრაქტიკულად არ ქმნის. ამჟამად ამ მიზნის მიღწევა თანაბრად მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის კონსტრუქციული ჩართულობით ერთობლივი და რეალურად ქმედითი გამოსავლის პოვნას, - ამის შესახებ ღია წერილს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

26 ნოემბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არასწორია - აიღო ფული იმაში, რის კეთებასაც არ აპირებ

გამორიცხულია ჩვენ პოზიცია შევცვალოთ, ჩვენ თანხას არ ავიღებთ! - ამის შესახებ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან იოსელიანმა ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

ნაპოლი სტადიონი

26 ნოემბერი 2020, 12:52

სპორტი

„ნაპოლის“ სტადიონს დიეგო არმანდო მარადონას სახელი დაერქმევა

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ სტადიონს „სან პაოლოს“ დიეგო არმანდო მარადონას სახელი დაერქმევა. ამის შესახებ Twitter-ზე გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

სერგო ჩიხლაძე

26 ნოემბერი 2020, 12:52

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: პარტიული დაფინანსება პარლამენტში შესვლასთან არ არის დაკავშირებული

„ამიტომ ეს ბმაში არ არის. ჩვენ უფრო მეტი გვეკუთვნის დაფინანსება, ორჯერ მეტი იმიტომ , რომ მოგვპარეს ეს ხმები მაგრამ რაც არის ამაზე უარის თქმა იქნება საჩუქარი ხელისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის რომ საერთოდ აღარ არსებობდეს ოპოზიციური პარტიები და ასეთ საჩუქარს არ გავუკეთებთ. ეს არის კანონით გაწერილი. ეს არავის ფული არ არის. ეს არ არის ივანიშვილის ან ქართული ოცნების ფული. დიახაც პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის , დიახაც, იმისთვის რომ უკეთესად გავითვალისწინოთ ჩვენი ამომრჩევლის ინტერესები და უკეთესად შევებრძოლოთ არსებულ რეალობას და ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, ოპოზიციურ ფრონტზე დაფინანსება საჭიროა პარტიისთვის და ჩვენ და კიდევ 9 პარტია დიახაც ვიღებთ ამ დაფინანსებას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

26 ნოემბერი 2020, 12:51

საზოგადოება

თბილისის მერია დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრებს იწყებს

დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება. პირველ შეხვედრაზე მოქალაქეებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ და პირადი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცათ.

26 ნოემბერი 2020, 12:50

მსოფლიო

დიეგო მარადონას ცხედარი არგენტინის საპრეზიდენტო სასახლეში გადაასვენეს

დიეგო მარადონას ცხედარი არგენტინის საპრეზიდენტო სასახლეში (Casa Rosada) გადაასვენეს. სასახლის წინ ასობით ადამიანი გამთენიისას შეიკრიბა და ისინი დიეგოს სახელს სკანდირებდნენ. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენო AFP-ი ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, სახალხო პანაშვიდი ბუენოს აირესის დროით დილის 6 საათზე (თბილისის დროით, 13:00) დაიწყება. აღსანიშნავია, რომ დიეგოს ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეში სამი დღის განმავლობაში იქნება დასვენებული. მანამდე, არგენტინის მთავრობამ დიეგოს გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 12:25

COVID19

ქუთაისის ინფექციურში 2 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

„გარდაიცვალა ორი პაციენტი 81 წლის კაცი და 75 წლის ქალი. 81 წლის კაცი კლინიკაში 24 ნოემბერს შემოიყვანეს, მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 78 წლის ქალი 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო ორმხრივი პნევმონია, არტერიული ჰიპერტენზია მისი მდგომარეობა დამძიმდა და გუშინ გვიან გარდაიცვალა. ამ დროისთვის კლინიკაში გვყავს 78 ინფიცირებული პაციენტი მათ შორის 3 მძიმე“, - აღნიშნა მაღლაფერიძემ.

ანზორ მელია

26 ნოემბერი 2020, 12:19

COVID19

„გულის“ გენდირექტორი ანზორ მელია, კლინიკის 40 ექიმი და 45 ექთანი ინფიცირებულია

კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ კლინიკაში მომუშავე 40 ექიმსა და 45 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულია კლინიკის გენერალური დირექტორი ანზორ მელიაც. ამის შესახებ ანზორ მელიამ „პრაიმტაიმთან“ თავად განაცხადა.

მარინა ენდელაძე

26 ნოემბერი 2020, 12:05

COVID19

მარინა ენდელაძე: უსიმპტომო პაციენტი, კოვიდინფექციის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ აღარ არის გადამდები

„რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ სიმპტომები, შესაბამისად, კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ აღარ არიან გადამდები, ითვლებიან გამოჯანმრთელებულად, შეუძლიათ, შეუერთდნენ საზოგადოებას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

იაგო ხვიჩია

26 ნოემბერი 2020, 12:04

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსების მიღება ბოიკოტთან შეუთავსებელია

„არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად დაფინანსების მიღება იმ ფონზე, როდესაც თავად არჩევნების შედეგებს პარტია არ აღიარებს, ბოიკოტთან შეუთავსებელია“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა

26 ნოემბერი 2020, 11:51

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 15,331 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 15,331 ადამიანს დაუდასტურდა, 225 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კორონავირუსი

26 ნოემბერი 2020, 11:51

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 524 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 38 062 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 1 685 492 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

26 ნოემბერი 2020, 11:48

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,785 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,785 ადამიანს დაუდასტურდა, 28 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 130,870 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,068 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 103,055.

26 ნოემბერი 2020, 11:46

COVID19

კახეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კოვიდინიფიცრებულთა მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ახმეტა-199, თელავი -890, ყვარელი -256, ლაგოდეხი - 366, გურჯაანი-601, სიღნაღი-196, დედოფლისწყარო -277 და საგარეჯო -296.

26 ნოემბერი 2020, 11:35

COVID19

აჭარაში კოვიდინფიცირების 475 შემთხვევა დაფიქსირდა, 384 კი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსისგან 384 პაციენტი გამოჯანმრთელდა და რეგიონში სულ გამოჯანმრთელებულია - 16 712 პირი. ინფიცირებულთან რაოდენობა 475-ით გაიზარდა. რეგიონში ჯამში 6 740 კოვიდპაციენტია რეგისტრირებული.

ფრინველის გრიპი

26 ნოემბერი 2020, 11:33

მსოფლიო

ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება იაპონიის მესამე რეგიონშიც დაფიქსირდა

იაპონიის ერთ-ერთ რეგიონში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

26 ნოემბერი 2020, 11:23

COVID19

სამეგრელოში კოვიდინფიცირების 371ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 140 ადამიანი იმყოფება. რუხის კლინიკაში იმყოფება - 144 კოვიდპაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 80. „სენა-მედის“ კლინიკაში იმყოფება - 32 კოვიდპაციენტი. ფოთის კლინიკაში იმყოფება - 41 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 16 პაციენტი. გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა - 2-ია.