სენატორი ტედ კრუზი საკუთარი ნებით კარანტინში მოთავსდა
Ted Cruz
ფოტო: Twitter
ტეხასის ამერიკელმა სენატორმა, ტედ კრუზმა გადაწყვიტა, რომ კარანტინში დარჩენილიყო მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. სენატორს ჯერჯერობით არანაირი სიმპტომი არ აქვს და თავს ჯანმრთელად გრძნობს, - ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
სენატორის თქმით, ის ესაუბრა კორონავირუსით დაავადებულს და ხელიც ჩამოართვა. სწორედ ამის გათვალისწინებით, კრუზმა გადაწყვიტა, რომ ყველასთვის და ასევე მისთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ დროებით კარანტინში დარჩებოდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
= #coronavirus case.
— = (@QuickTake) March 9, 2020
= @SenTedCruz said in a statement. More @business: https://t.co/mNYcJ3Kz3d pic.twitter.com/BD09JCOM7I
ყველა სიახლე
28 სექტემბერი 2026, 20:32
ეკონომიკა
ქონების გადასახადზე 40 ათას ლარიანი ზღვარი უქმდება - საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარლამენტი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას ხვალიდან იწყებს. ცვლილებების თანახმად ქონების გადასახადზე დაწესებული 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება, შესაბამისად ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 81 000 მოქალაქე.
28 სექტემბერი 2026, 20:31
პოლიტიკა
თბილისის მერის ვიზიტი ჩინეთში - „ქრონიკა“ შანხაიდან
თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთშია. კახა კალაძე შეხვდება ქალაქ ნანკინის მერს, ასევე ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ის და თბილისის მეტროპოლიტენისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.
28 სექტემბერი 2026, 20:25
საზოგადოება
წყნეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად წყნეთში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოწესრიგება დასასრულს უახლოვდება.
28 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე, პირიქით - ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის, აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია
ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ტირანაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სიტყვით გამოვიდა.
28 სექტემბერი 2026, 20:15
მსოფლიო
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს საკუთარი მარაგებიდან უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდების შესახებ ახალი განცხადებები არ გაუკეთებიათ
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს საკუთარი მარაგებიდან უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდების შესახებ ახალი განცხადებები არ გაუკეთებიათ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
28 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივებსა და იმ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც პარლამენტში უახლოესი პერიოდის განმავლობაშია დაგეგმილი.
28 სექტემბერი 2026, 20:13
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და კეთილდღეობის მინისტრ არსენ ტოროსიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური დაცვის პოლიტიკასა და სოციალურ მომსახურებას, მოქალაქეებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს.
28 სექტემბერი 2026, 20:11
პოლიტიკა
რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას 2028 წლისთვის - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გადალაგების ახალი სქემა შემუშავდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას 2028 წლისთვის - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გადალაგების ახალი სქემა შემუშავდება.
28 სექტემბერი 2026, 20:03
მსოფლიო
მაკრონი: სუვერენული და დემოკრატიული ევროპა, შთაგონებული მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტით, ევროპა, რომელმაც ხელახლა უნდა იპოვოს თავისი დამფუძნებლების სიმამაცე - სიმამაცე იმისა, რომ არ დაიხიოს უკან, არ აჰყვეს სხვათა მიუღებლობასა და ნაციონალიზმის დაბრუნებას, რაც საზოგადოებას ხლეჩს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპას მოუწოდა, ხელახლა იპოვოს დამფუძნებელთა „გამბედაობა“ და წინ აღუდგეს „ნაციონალიზმის დაბრუნებას“.
28 სექტემბერი 2026, 20:01
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაში დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.
28 სექტემბერი 2026, 19:47
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში
2026 წლის 28-29 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში.
28 სექტემბერი 2026, 19:26
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსებმა კიევის ცენტრში მდებარე კლინიკა „დობრობუტზე“ იერიში მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა დარტყმა მიაყენეს კიევის ცენტრში მდებარე სამედიცინო დაწესებულების შენობას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ში განაცხადა.
28 სექტემბერი 2026, 19:22
სპორტი
ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს
საბერძნეთმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების ფინალურ ეტაპს უმასპინძლა. ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირი ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
28 სექტემბერი 2026, 19:21
მსოფლიო
POLITICO: რომის პაპი უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარეებს დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებს
რომის პაპმა ლეო XIV-მ კომპრომისისკენ მოუწოდა და მეომარ მხარეებს უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად დათმობებზე წასვლისკენ მოუხმო, - წერს გამოცემა POLITICO.
28 სექტემბერი 2026, 19:18
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე: 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს
2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
28 სექტემბერი 2026, 19:14
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია მერაბ მეტრეველზე: სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება
სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
28 სექტემბერი 2026, 19:10
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის ახალი საგანგებო პროტოკოლის განხილვა დაიწყო
ორშაბათს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა პირველად იმსჯელეს უსაფრთხოების ახალ საგანგებო პროტოკოლზე. ინიციატივა ითვალისწინებს ერთობლივი მოქმედებებისა და პასუხების შემუშავებას რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის დივერსიებზე, საჰაერო სივრცის დარღვევებსა და ხანძრის გაჩენის დივერსიულ ფაქტებზე.
28 სექტემბერი 2026, 19:02
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური მდგრადობისა და ევროპული ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობებია. ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობის შენარჩუნება, ესკალაციის თავიდან აცილება და მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია
ევროპის უმთავრესი ძალა ყოველთვის მისი უნარი იყო, მრავალფეროვნებისა და განსხვავებების მიუხედავად, ერთიანობა შეექმნა - საერთო პრინციპების, თანაბარი წესებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას.
28 სექტემბერი 2026, 19:00
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულს ბრალი წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა დაზარალებულს მის საცხოვრებელ სახლში, მოკვლის განზრახვით, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდგეგ ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვისა და მტკიცებულებების განადგურების მიზნით, საძინებელ ოთახს ცეცხლი წაუკიდა.
28 სექტემბერი 2026, 18:58
რეგიონი
გარდაბნის კულტურის სახლში ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გარდაბნის კულტურის სახლში ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.


