imedi /  14 მარტი 2020, 08:40 / სანდო წყარო

თურქმენეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას ვირუსებთან საბრძოლველად მარიამსაკმელას წვა ურჩია

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მოსახლეობას ვირუსებისგან ძველი სახალხო საშუალებით, სამკურნალო მცენარე მარიამსაკმელას წვით მკურნალობა ურჩია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის ლიდერის თქმით, ათასწლეულების განმავლობაში თურქმენებმა სხვადასხვა ინფექციური დაავადების პროფილაქტიკის ეროვნულ მეთოდებს ქმნიდნენ. ბერდიმუჰამედოვის განცხადებით, მარიამსაკმელას სამკურნალოდ გამოყენების ინსტრუქციების მის მიერ დაწერილი მრავალტომეულის, „თურქმენეთის სამკურნალო მცენარეების“ პირველ ტომში არის მოყვანილი.

„ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ტრადიცია, როდესაც მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მარიამსაკმელას წვავდნენ. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. მარიამსაკმელას კვამლი ადამიანის ორგანიზმში ვირუსების შეღწევას აფერხებს“, - განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.

თურქმენეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

10 მაისი 2021, 10:41

მსოფლიო

იტალიაში, კუნძულ ლამპედუზაზე ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა

იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე 1 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მიგრანტთა უმეტესობა აფრიკის ქვეყნებიდანაა. მხოლოდ ერთ ნავში, რომელიც კუნძულის სანაპიროს მიადგა, 400-მდე კაცი, ქალი და ბავშვი იმყოფებოდა. ლამპედუზას სანაპიროზე არის პორტი, რომელიც იმ მიგრანტების პირველი დანიშნულების ადგილია, რომელთაც ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლა სურთ.

10 მაისი 2021, 10:24

მსოფლიო

აშშ-ში, დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ კოლორადო-სპრინგზში, დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა ჯერ 6 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მოკლულის მეგობარი ბიჭია. დღესასწაული ტრაილერში მოწყობილ მობილურ სახლში იმართებოდა და სროლისას მასში ბავშვებიც იყვნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაშავებულა, ყველა დაღუპული ზრდასრული ადამიანია.

10 მაისი 2021, 10:22

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 786 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 786 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 994 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

10 მაისი 2021, 10:18

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 6 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 251 ადამიანი გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:14

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 31 591 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 31 591 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 934 ადამიანი კი გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:13

კულტურა

თეა წულუკიანი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმების მდგომარეობას გაეცნო

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმები 2019 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები გახდნენ და ორივე მუზეუმს აქვს როგორც შენობის, ასევე საცავების მნიშვნელოვანი პრობლემა. სწორედ ამ საკითხზე და მუზეუმების განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს თეა წულუკიანმა და გიორგი კალანდიამ.

10 მაისი 2021, 10:08

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 366 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 366 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 754 ადამიანი გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:03

COVID19

ზუგდიდსა და ჩხოროწყუში მასწავლებლებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ

მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

10 მაისი 2021, 09:54

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 მაისს ქუთაისში +13 გრადუსი და უმეტესად წვიმიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ასევე წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

10 მაისი 2021, 09:39

სპორტი

რომის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

იტალიის დედაქალაქ რომში 1000 ქულიანი მასტერსი სტარტს დღეს აიღებს, ხოლო საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე ხვალ, 1/32 ფინალიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ადგილობრივი მატეო ბერეტინი იქნება, რომელიც ATP-ის მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანია.

10 მაისი 2021, 09:22

რეგიონი

სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

კახეთის რეგიონში სტიქიამ ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები, ერთწლოვანი კულტურები და ხეხილი.

ნიკა მელია

10 მაისი 2021, 09:00

სამართალი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესის თარიღი დღეს გახდება ცნობილი

როგორც ცნობილია, მელიას თანხმობის შემდეგ, ევროკავშირმა 40 000 ლარის ოდენობის გირაო მისი წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, 8 მაისს გადაიხადა, მიზანი 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების შესრულება იყო.

10 მაისი 2021, 08:54

პოლიტიკა

დღეს კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება

როგორ აცხადებენ, ისინი შეხვედრაზე კომისიების დაკომპლექტების პრინციპებსა და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ცვლილებებთან, მათ შორის ბიულეტენის ახალ ფორმასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ კონსულტაციები გაგრძელდება როგორც ოპოზიციასთან, ისე სამოქალაქო სექტორთან.

10 მაისი 2021, 08:30

COVID19

დამატებით რამდენი იმუნიზაციის კაბინეტის გახსნა იგეგმება საქართველოში

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში არსებობს იმის რესურსი, რომ ვაქცინების რაოდენობამ მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, კაბინეტების დამატება კი, მეტი გარანტია იმისათვის, რომ ქვეყანამ მალე შეძლოს პანდემიის დამარცხება.

10 მაისი 2021, 08:19

COVID19

„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა.

სალომე ზურაბიშვილი

10 მაისი 2021, 08:02

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს - შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

ნოა რუიზი

10 მაისი 2021, 00:52

ტაბლოიდი

აშშ-ში 4 წლის ბიჭმა მშობლების დაუკითხავად 51 ყუთი ხილის ნაყინი შეუკვეთა

ნოა რუიზის საყვარელი მულტფილმი „ღრუბელი ბობია“, ამიტომ, როცა ის დედის Amazon Prime-ის ანგარიშზე შევიდა და საყვარელი გმირის ფორმის ხილის ნაყინის რეკლამა დაინახა ცდუნებას ვერ გაუძლო და 918 ნაყინი შეუკვეთა. შეკვეთის საერთო ღირებულებამ 2 619 დოლარი შეადგინა.

10 მაისი 2021, 00:30

ტექნოლოგიები

კომპანია Eachnight მოხალისეებს ძილში ფულს გადაუხდის

„30 დღის განმავლობაში ჩვენი მოხალისეები სხვადასხვა თეორიის ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დაადგენ რამდენსაათიანი ძილია საჭირო დასვენებისთვის, რა გავლენა აქვს დღისით ძილს მეხსიერებაზე, მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე“, - აცხადებენ კომპანიაში.

შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2021, 00:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება

„მომავალ კვირას, უქმეების შემდეგ, პარლამენტი უკვე დაიწყებს ამნისტიის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს და შემდეგ უკვე, პროცედურების შესაბამისად, ამას მოჰყვება სასესიო კვირაში პლენარულ სხდომაზე განხილვა. პროცედურების შესაბამისად მოხდება ამნისტიის კანონპროექტის მიღება. იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას, საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვებიან და შევძლებთ შეთანხმებული ვარიანტის მიღებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

09 მაისი 2021, 23:37

მსოფლიო

ქაბულში, სკოლასთან მომხდარი აფეთქებებისას დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

სამი ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა მოსწავლეები სკოლის შენობას ტოვებდნენ. სამი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან ერთ-ერთი ავტომობილში იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა უმეტესობა გოგოა. მთავრობა მომხდარს „თალიბანს“ უკავშირებს, თუმცა ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თავდასხმა 8 მაისს მოხდა.