imedi /  21 აპრილი 2020, 11:38 / სანდო წყარო

ფხენიანი უარყოფს, რომ კიმ ჩენ ინის მდგომარეობა მძიმეა

კიმ ჩენ ინი

კიმ ჩენ ინი

ფხენიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი წერს.

„არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ინის მდგომარეობა გაუარესდა. ეს ტყუილია“, - აცხადებს სააგენტოს წყარო. ამას ადასტურებენ აგრეთვე სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მდგომარეობა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ დამძიმდა.

ყველა სიახლე

გიორგი ვაშაძე

18 აპრილი 2021, 19:30

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, შეთანხმება უნდა შედგეს, ეს პოზიცია აქვს მედიატორებსაც

ვფიქრობ, რომ შეთანხმება უნდა შედგეს. ვიმედოვნებ, რომ საერთო გზით შეგვეძლება შეთანხმების მიღება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა „დღეს გადამწყვეტი დღეა და მოდით, დღევანდელ დღეს ვისურვებდი, რომ დაგვერქმია „შეთანხმების დღე“, რომ შეთანხმება ნამდვილად მოხდეს, ისევე როგორც ამას გვთხოვს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი.

სალომე სამადაშვილი

18 აპრილი 2021, 19:30

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შეთანხმების დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ასახვა

„იმ დოკუმენტიდან, რომელიც უკანასკნელი მოლაპარაკებების დროს იყო, ორი პუნქტი მისაღები არ არის. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული თემა. ამიტომ ველოდებით, რა იქნება განახლებული მოლაპარაკებების დოკუმენტი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

18 აპრილი 2021, 19:21

ეკონომიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: იმედი მაქვს, ეს შეხვედრა ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები

„ნებისმიერ შემთხვევაში, ასე მკაფიო არასოდეს ყოფილა პოზიცია, რომელსაც ჩვენი მოდერატორები აფიქსირებენ და მე ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ჩემი კოლეგების პოზიციებს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძე

18 აპრილი 2021, 19:13

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: იმედი მაქვს, შეხვედრაზე ხელმოსაწერად ახალი ტექსტი დაგვხვდება და იგივე არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე იყო

იმედი მაქვს, ახალი ტექსტი დაგვხვდება და იგივე არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე, - ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა ტექსტი იქნება, წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდაზე.

ხათუნა სამნიძე

18 აპრილი 2021, 19:05

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი შანსია შევძლოთ შეთანხმება

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის საკითხი, რასაც ელოდება დღეს ჩვენი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები, გადაწყდება და ორივე მხარე შეძლებს გამონახოს საერთო ენა და დათმობებით მივიდეს შეთანხმებამდე. ევროპა და ამერიკა არიან ჩვენი მეგობრები. მათი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას, ამიტომ ჩემი მოლოდინიც არის. ყველა რაუნდის წინ ვიყავი პოზიტიურად განწყობილი და იქვე ვამატებდი, რომ ეს იქნებოდა ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი შანსია, რომ შევძლოთ შეთანხმება“, - განაცხადა სამნიძემ.

ენრიკო ვალვოსი; თეა წულუკიანი

18 აპრილი 2021, 18:52

კულტურა

თეა წულუკიანმა იტალიის ელჩთან ერთობლივი პროექტები განიხილა

შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და Covid-19-ის პანდემიის პირობებში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. არაერთი მნიშვნელოვანი განხორციელებული პროექტისთვის ენრიკო ვალვოს მინისტრმა მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

ჯონ კერი

18 აპრილი 2021, 18:08

მსოფლიო

აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად ითანამშრომლებენ

კერი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელია, რომელიც ჩინეთს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი კლიმატის შესახებ ვირტუალური სამიტისთვის მომზადებაა, რომელიც 22-23 აპრილს გაიმართება. სამიტზე ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინია დაპატიჟებული.

18 აპრილი 2021, 17:40

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2,144 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2,144 ადამიანს გამოუვლინდა, 33 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 300,666 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,140 ადამიანი. ვირუსისგან 264,403 პაციენტი განიკურნა.

გიორგი ღოღობერიძე

18 აპრილი 2021, 17:25

COVID19

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოს ვაქცინირებულმა სამედიცინო დაწესებულებას - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

„ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ვაქცინით გამოწვეული პროთრომბოზური თრომბოციტოპენია. ეს არის დაავადება, რომელიც „ასტრაზენეკათი“ ასევე, კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინაციას ახლავს“, - განაცხადა ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას. მისი თქმით, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში საქართველო იყო ის ქვეყანა, სადაც ანაფილაქსიური შოკით ადამიანი გარდაიცვალა. ამდენად, მან ისაუბრა კიდევ ერთ გართულებაზე, რომელიც იშვიათია, თუმცა თუ მოქალაქე ამის შესახებ ინფორმირებული იქნება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გარდაცვალების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

თეა წულუკიანი; გელა კანდელაკი

18 აპრილი 2021, 17:15

კულტურა

თეა წულუკიანი ჩრდილების თეატრის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ ჩრდილების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს „აფხაზეთი“ ესტუმრა. მინისტრმა მის სულისჩამდგმელთან გელა კანდელაკთან და მსახიობებთან შეხვედრა გამართა რუსთაველის თეატრის შენობაში, სადაც თეატრი, შენობის საკითხის მოგვარებამდე მუშაობას აგრძელებს.

18 აპრილი 2021, 17:01

პოლიტიკა

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა 19:00 საათამდე გადაიდო

დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდეს ხელი მოაწეროს შეთანხმებას.

საბაგირო თბილისი

18 აპრილი 2021, 16:53

საზოგადოება

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ხვალიდან ამოქმედდება

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

„ქართული ოცნება“

18 აპრილი 2021, 16:53

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტზე ჩვენი ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია - ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატის განხორციელებაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა მზადყოფნა, ჩართულიყო მხარეებს შორის მედიაციაში. პრეზიდენტმა მიშელმა გამოაგზავნა მისი წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი, რომელმაც ევროკავშირის ეგიდით შეაფასა მხარეთა პოზიციები და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის სამართლიანი შეთანხმების პირობებს ადგენდა.

18 აპრილი 2021, 16:39

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათის ტერიტორიაზე გამოვლენილ ობიექტებზე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

„რამდენიმე მედიასაშუალება ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“.

ჩარლზ გეშკე

18 აპრილი 2021, 16:34

ტექნოლოგიები

Adobe-ის თანადამფუძნებელი და PDF​-ფორმატის შემქმნელი ჩარლზ გეშკე გარდაიცვალა

„ეს დიდი დანაკარგია Adobe-ისთვისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიისთვის, რომლისთვისაც გეშკე ათწლეულების განმავლობაში გმირი და მაგალითი იყო“, - დაწერა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შანტანუ ნარაიენმა.

გუმათჰესი

18 აპრილი 2021, 16:34

რეგიონი

გუმათჰესის ხიდიდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა

გუმათჰესის ხიდიდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა. ის მდინარიდან ჰესის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. შემთხვევა რიონის ხეობის მცველების პროტესტის ადგილთან ახლოს მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი შეშას აგროვებდა, ხიდზე ჩატეხილი ჯებირის ადგილას სიმძიმემ გადასძლია და მდინარეში გადავარდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

18 აპრილი 2021, 16:32

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ამერიკის საელჩოს მოწოდება ხელი მოაწერონ დოკუმენტს, ოპოზიციისთვის არაფერს ნიშნავს, მთავარია რას ეტყვის მათი კურატორი მოსკოვში

ახლა, ამ წუთებში, ამერიკის საელჩომ ოფიციალურად და ცალსახად მოუწოდა ოპოზიციას, რომ მოაწერონ ხელი მედიაციის შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც უკვე ხელმოწერილია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს განცხადება, რომელიც „ფეისბუკშია“ გამოქვეყნებული, არაფერს ნიშნავს ოპოზიციისათვის. მთავარია რას იტყვის მათი კურატორი მოსკოვში, ლუბიანკაზე, ფეესბეს მაიორი ივან ლეონიდოვიჩი, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

18 აპრილი 2021, 15:31

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლები: მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერები საქართველოში ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

18 აპრილი 2021, 15:27

რეგიონი

„ბულვარი ბათუმის ნამოხვანია“, - ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ბულვარი ბათუმის ნამოხვანია“, „გაბედე შენც“, „არ დავთმობთ ბულვარს“ - ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ბულვარის ტერიტორიაზე შეუსაბამო მშენებლობებს აპროტესტებენ. ამბობენ რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე დაუშვებელია მაღალსართულიანი შენობების აშენება. აქცია ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღეს სიმბოლურად დაამთხვიეს.

18 აპრილი 2021, 15:12

პოლიტიკა

თანაინვესტირების ფონდი: ტელეკომპანია პირველმა შეგნებულად დაამახინჯა ინფორმაცია საინვესტიციო პროექტებზე, რათა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ეხმაურება 17 აპრილს, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნაჩვენებია, რომ თითქოს, ჟურნალისტების გარკვეულმა ჯგუფმა მიაკვლია ბიძინა ივანიშვილის გადამალულ ქონებას საქართველოში.