imedi /  29 აპრილი 2020, 18:45 / სანდო წყარო

ავსტრიის პრეზიდენტის რეზიდენციაში აფეთქების საშიშროების გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ჰოფბურგი პოლიცია ბომბი ავსტრია

ვენაში, ჰოფბურგის სასახლეში, სადაც ავსტრიის პრეზიდენტის ოფისია განთავსებული, ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი ელექტრონული წერილი გახდა, რომელიც სასახლეში ბომბის შესახებ შეტყობინებას შეიცავდა. სამართალდამცველები ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2021, 16:54

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ბათუმში ასოცირების სამიტის ჩატარება შესთავაზა

„მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს, რომ ივლისში, როცა ჩვენი ბათუმის უკვე ცნობილი კონფერენცია ტარდება ევროკავშირთან, ეს კონფერენცია გადაიქცეს ასოცირების სამიტად და დავპატიჟოთ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ევროკავშირთან ერთად და ერთად ვიმსჯელოთ თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს ამ ფორმატმა, რომელიც ამ სამ ქვეყანასა და ევროკავშირს გვაკავშირებს და აქვს დიდი მომავალი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2021, 16:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეს შეთანხმება ასახავს მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის

ეს შეთანხმება ასახავს მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მსოფლიოში საქართველოს კრიზისზე უფრო დიდი მასშტაბის არაერთი კრიზისი არსებობს, მაგრამ ევროკავშირის ასეთი ჩართულობა არის უპრეცედენტო. ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რა სიახლოვე არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

დომინიკ რააბი

20 აპრილი 2021, 16:52

მსოფლიო

დომინიკ რააბი: ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებით

ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებით და სიტუაციის დეესკალაცია სურს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.

20 აპრილი 2021, 16:51

რეგიონი

თელავში მომხდარი ავარიის შედეგად ბავშვი დაშავდა

ბავშვს მსუბუქი მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ის ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. მოზარდს ფეხი დაუზიანდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე
 რან გიდორი

20 აპრილი 2021, 16:44

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ისრაელთან სამხედრო წარმოების კუთხით თანამშრომლობის პრიორიტეტულობაზეც ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ისრაელთან ერთობლივი საწარმოების შექმნაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

20 აპრილი 2021, 16:29

COVID19

ინდოეთში 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაციას დაიწყებენ

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია 1-ლი მაისიდან დაიწყება. ამ დრომდე, ქვეყანაში ვაქცინაცია 45 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის იყო ხელმისაწვდომი. როგორც ინდოეთის ხელისულფელბა განმარტავს, იმუნიზაციის სამიწნე ჯგუფის გაფართოების უმთავრესი მიზეზი რთული ეპიდვითარებაა; საავადმყოფოები გადავსებულია, დეფიციტშია საწოლები და ჟანგბადის მარაგები.

ანგელა მერკელი

20 აპრილი 2021, 16:29

მსოფლიო

ანგელა მერკელი: რუსეთთან უამრავი კონფლიქტი გვაქვს, თუმცა დიალოგი უნდა განვაგრძოთ

ალექსეი ნავალნის დევნა და უკრაინის მიმართ კრემლის პოლიტიკა ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობებს არსებითად აუარესებს, თუმცა ამ პირობებშიც საჭიროა დიალოგის შენარჩუნება, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

20 აპრილი 2021, 16:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ დაასახელა, რომელი ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა პირველი საქართველოში

ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს „ფაიზერთან“, ვაქცინების პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება ერთ მილიონ დოზაზე მიღწეულია და ამ ეტაპისთვის ჩვენ ვმუშაობთ დოზების და თარიღების დადგენაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ვაქცინების შემდეგ პარტიას მაისიდან მიიღებს.

ეკატერინე ტიკარაძე

20 აპრილი 2021, 16:18

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ორი დღეა ინდიკატორები მიგვითითებს, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება, სექტორი უკვე გაფრთხილებულია და მზაობა არის

„დამატებითი საწოლფონდის მობილიზება არ ჩაითვალა საჭიროდ. ჩვენ დღესაც ვთვლით, რომ მივდივართ თანმიმდევრული ნაბიჯებით. სწორედ მაშინ, როდესაც ეს საჭირო ხდება, გვაქვს ინდიკატორები ჰოსპიტალურ სექტორში და ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ორი დღეა, რაც ეს ინდიკატორები მიგვითითებს, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. სექტორი არის უკვე გაფრთხილებული და მზაობა სექტორის მხრიდანაც არის. დადგენილებაში შევა დამატებითი ცვლილება, რის შედეგადაც მივიღებთ გაფართოებულ საწოლფონდს, რაც ამ კონკრეტული ეპიდვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა ტიკარაძემ.

20 აპრილი 2021, 16:15

კულტურა

თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის ფარგლებში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ იხსნება

თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ იხსნება. გამოფენა ორნაწილიანია და ხელნაწერთა ცენტრის საცავებში დაცულ ყველაზე მნიშვნელოვან მასალას აერთიანებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2021, 16:13

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ბოკერია, უგულავა, ბურჯანაძე, კაპანაძე და ა. შ. ერთადერთი უმარტივესი მიზეზით არ შედიან პარლამენტში - ვერ მოხვდნენ

ბოკერია, უგულავა, ბურჯანაძე, კაპანაძე და ა. შ. ერთადერთი უმარტივესი მიზეზით არ შედიან პარლამენტში, ისინი უბრალოდ არ არიან პარლამენტის წევრები, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ლევან ნიკოლეიშვილს თავისი მოსაზრება აქვს ასევე ლეიბორისტების ლიდერის შალვა ნათელაშვილის შესახებაც.

20 აპრილი 2021, 16:09

პოლიტიკა

შარლ მიშელი: დღეს მძიმე სამუშაო იწყება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიყვანს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე შეხვედრას ეხმაურება.

თამარ ტალიაშვილი

20 აპრილი 2021, 16:04

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ზაზა გახელაძის უკანონო დატყვევება რუსეთის მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევის ნათელი მაგალითია

გასულ წელს, საოკუპაციო ძალამ დაჭრა და უკანონოდ, 12-ზე მეტი წლით დაატყვევა ზაზა გახელაძე. ეს ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ფუნდამენტური უფლებების, ასევე თავისუფლებების უხეში დარღვევის. ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მოვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შარლ მიშელი
სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2021, 15:52

პოლიტიკა

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდა. შეხვედრის შემდეგ ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

20 აპრილი 2021, 15:50

სამართალი

მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული კაცის ცხედარი მტკვარში იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული კაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მაშველებმა აქტიური სამუშაოების შედეგად, კაცის ცხედარი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, წყალში აღმოაჩინეს.

მარინა კალიურანდი

20 აპრილი 2021, 15:50

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მათ, ვინც შეთანხმებაზე ხელმოსაწერად არ მივიდა, შეუძლიათ ნებისმიერი რამ მოიმიზეზონ სახის გადასარჩენად

მე დავინახე ცერემონიაზე, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო. ვინც გუშინ არ მივიდა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ან ამ დრომდე აჭიანურებენ შეთანხმებას შეუერთდნენ, ისინი პირდაპირ გეტყვით არიან უმცირესობაში. მათ უკვე ნებისმიერი რამ შეუძლიათ თქვან, ნებისმიერი რამ მოიმიზეზონ სახის გადასარჩენად. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინიც საბოლოო ჯამში შეთნხმებას შეუერთდებიან და პარლამენტში შევლენ, მაგრამ ახლა ამას უკვე იმხელა დატვირთვა და მნიშვნელობა აღარ აქვს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განუცხადა და შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერის გაფორმება შეაფასა.

თამარ გაბუნია

20 აპრილი 2021, 15:47

COVID19

თამარ გაბუნია: ფართო მასშტაბის ლოკდაუნზე საუბარი არ არის

„დღეს მთავარი რჩება ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც გვაქვს. საბჭო მსჯელობს ბიზნეს გარემოში შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია და ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ღონისძიებების რეგულირებაზე. სხვა დამატებით შეზღუდვების ბრძანებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

20 აპრილი 2021, 15:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პრემიერის მეთაურობით ხვალ მოწვეულია კოვიდსაბჭო, რომელზეც დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან არის გამკაცრებული ღონისძიებები და ინტენსიური მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნდეს მსგავსი მიდგომა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა მოხდეს ინფექციის გავრცელების დროული შეკავება. დღეს გვქონდა 1 790 ინფიცირება, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე“.

ეკატერინე ტიკარაძე

20 აპრილი 2021, 15:36

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: 1700-მდე ადამიანს ვცრით ყოველდღიურად, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა საჭიროა დამატებითი მუშაობა

დღესდღეობით მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია და ჩვენ უკვე 1700 ადამიანამდე ვცრით ყოველდღიურად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა საჭიროა მეტი აქტიურობა.

20 აპრილი 2021, 15:24

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილმა და შალვა შავგულიძემ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი, შალვა შავგულძე და პარტია „ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტის ხელმომწერთა რიგებს შეუერთდნენ.