დავით ზალკალიანი: საუბარია არა რიგით მოქალაქეზე, არამედ მსჯავრდებულ და ძებნილ ადამიანზე, რაც საფუძვლიანად ცვლის სურათს
დავით ზალკალიანი
ფოტო: IMEDI
რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს უფლება დანიშნოს ამა თუ იმ თანამდებობაზე ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ როდესაც საუბარია მსჯავრდებულ და ძებნილ ადამიანზე, რომლის ექსტრადიციის თხოვნითაც ჩვენ კიევს მივმართეთ, ეს საფუძვლიანად ცვლის საერთო სურათს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ მე მქონდა ძალიან საგნობრივი და შინაარსობრივი საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. რადაში განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ უკრაინის მმართველ პარტიაში არის საღი ძალა, რომელიც კარგად აცნობიერებს, რა შეიძლება მოჰყოლოდა სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ სააკაშვილისთვის შეთავაზებული თანამდებობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული და ოფიციალურად ძებნილი ადამიანის დანიშვნა შეკითხვებს იწვევს. ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის თაობაზე. ეს დიპლომატიური ნაბიჯი მიანიშნებს იმაზე, რომ ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. მიუხედავად კიევის მიერ მიღებული ამ დასანანი გადაწყვეტილების ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ განვიხილავთ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ვინაიდან ეს არ შეესაბამება ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ის ასევე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც ოფიციალურმა კიევმა თავისი პოზიციის არგუმენტები განმარტა.
„საერთოდ, ეს თანამდებობა და მისი შინაარსი იმდენად ბუნდოვანია, რომ მე არასერიოზულადაც კი მეჩვენება, თუ როგორ შეიძლება ამ პოზიციიდან სააკაშვილმა უკრაინას სარგებელი მოუტანოს. ეს საბჭო წინა პრეზიდენტის დროსაა შექმნილი და 2018 წლის შემდეგ ამ უწყების სხდომები არც ჩატარებულა. თუმცა ეს მათი საქმეა, მაგრამ არის კიდევ ერთი არსებითი მნიშვნელობის საკითხი. ჩვენ ვსაუბრობთ არა სააკაშვილზე, როგორც უკრაინის რიგით მოქალაქეზე, არამედ როგორც ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ადამიანზე. სააკაშვილი რომ უბრალოდ უკრაინის მოქალაქე ყოფილიყო და მასზე არ გვქონდეს გამოცხადებული ოფიციალური ძებნა და მიმართვა ექსტრადიციის შესახებ, ეს სულ სხვა საკითხი იქნებოდა. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს უფლება დანიშნოს ამა თუ იმ თანამდებობაზე ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ როდესაც საუბარია მსჯავრდებულ და ძებნილ ადამიანზე, რომლის ექსტრადიციის თხოვნითაც ჩვენ კიევს მივმართეთ, ეს საფუძვლიანად ცვლის საერთო სურათს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
7 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 13:18
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
უაღრესად კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებითა და პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობით. მტკიცედ მწამს, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, მომავალშიც განვაგრძობთ სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.
26 მაისი 2026, 13:17
საზოგადოება
პაატა სალია: ეს დღე გვასწავლის იმას, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა და იქ, სადაც არ არის თავისუფლება, შეუძლებელია საუბარი განვითარებასა და კეთილდღეობაზე
იუსტიციის მინისტრმა 26 მაისი მიულოცა ყველა იმ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
26 მაისი 2026, 13:08
საზოგადოება
თინათინ რუხაძე: დღეს მართლა სიყვარულის დღეა და მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობიან, განვითარებულ, ეკონომიკურად მდგრად, სტაბილურ ქვეყანაში გვეცხოვროს და მთელი მსოფლიოსთვის ხმამაღლა გვეთქვას - ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ისტორია და ეს არის ჩვენი ტრადიციები, რაზეც გავიზარდეთ
კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ „იმედის“ ეთერიდან საზოგადოებას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მინისტრს მიაჩნია, რომ საამაყოა ის, რომ ერთიანობით შეძლეს ქართული საუკეთესო ტრადიციების წარმოჩენა და ისტორიისთვის ხაზის გასმა.
26 მაისი 2026, 13:03
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: გერმანია მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსკენ ისწრაფვის
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელ X-ში ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
26 მაისი 2026, 12:36
საზოგადოება
შიო მესამე: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის
„დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება“, - განაცხადა პატრიარქმა.
26 მაისი 2026, 12:35
რეგიონი
შსს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს გორში მასპინძლობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქ გორში მასპინძლობს. ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 12:00 საათიდან მიმდინარეობს. სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საგამოფენო სივრცეებს დილიდან აქტიურად სტუმრობენ როგორც ადგილობრივები, ასევე, ქალაქის სტუმრები, სადაც მათთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ინტერაქციული და საინფორმაციო აქტივობა
26 მაისი 2026, 12:33
საზოგადოება
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილს: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ პირადად თქვენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 12:32
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: გელოდებით ყველას ამბროლაურის ცენტრალურ ბულვარში, რათა ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 26 მაისს წარმოდგენილია რაჭაში, ამბროლაურის, ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
26 მაისი 2026, 12:31
პოლიტიკა
საქართველოში ისრაელის ელჩი: ამ განსაკუთრებულ დღეს მთელი გულით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს
საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს.
26 მაისი 2026, 12:31
პოლიტიკა
კატარის პრემიერი მაკა ბოჭორიშვილს: მეგობარი ქვეყნის - საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, გულთბილი მილოცვები და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კატარის სახელმწიფოსა და მეგობარ საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს
კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 12:27
საზოგადოება
პატრიარქი: ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს - მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას
დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, არამედ მშვიდობის, პასუხისმგებლობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად უნდა ექცეს თანამემამულეებს, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში წვევამდელებმა ფიცი დადეს.
26 მაისი 2026, 12:19
პოლიტიკა
პაატა სალია: ეს დღე სიმბოლოა იმისა, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა
მინისტრმა იმ ღონისძიების შესახებაც ისაუბრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში გამართავს. მისი თქმით, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციებს და მიიღოს ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელთაც უწყება აწვდის მოქალაქეებს.
26 მაისი 2026, 12:18
საზოგადოება
პატრიარქი: დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობასა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს
დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობასა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
26 მაისი 2026, 12:18
საზოგადოება
პრემიერი: ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება ვერასოდეს დაამარცხებს
დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ხალხისა და დიდი მოღვაწეების სიმამაცესა და სიბრძნეს, და იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა ეროვნული ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 მაისი 2026, 12:18
საზოგადოება
პატრიარქი: წელს აღვნიშნავთ 1 700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ეს თარიღი მხოლოდ ისტორიული მოვლენა არ არის, ის შეგვახსენებს იმ სულიერ საფუძველს, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერის თვითმყოფადობა, კულტურა და სახელმწიფოებრივი ცნობიერება
„ამ ღირებულებებით განმსჭვავლუმა ქართველმა ერმა გაუძლო მრავალ ქარტეხილსა და ქრისტეს რწმენით განმტკიცებული კვლავ აღდგა, გაძლიერდა და არა თუ გადარჩა და შეინარჩუნა თავისი იდენტობა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სულიერებისა და კულტურის საგანძურში“, - აღნიშნა პატრიარქმა.
26 მაისი 2026, 12:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა
დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 მაისი 2026, 12:15
საზოგადოება
შიო მესამე: 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში წვევამდელებმა ფიცი დადეს.
26 მაისი 2026, 12:12
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, რომ შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი ეროვნული ნების, თავისუფლების სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
26 მაისი 2026, 12:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
„კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ და ერთიან საქართველოს, ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედაეკლესია და ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა პრემიერმა.
26 მაისი 2026, 12:08
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი
თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ: დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა - დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


