imedi /  10 მაისი 2020, 20:22 / სანდო წყარო

თურქეთის ინტერესების დარტყმის ქვეშ დაყენების შემთხვევაში ანკარა ხალიფა ჰაფთარს კანონიერ სამიზნედ ჩათვლის

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხალიფა ჰაფთარს ლიბიაში თურქეთის წარმომადგენლობის დარტყმის ქვეშ დაყენების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება. ამის შესახებ Anadolu წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ ჰაფთარის ძალების დარტყმები თურქეთის ინტერესებს დააზიანებს, ანკარა მას კანონიერ სამიზნედ ჩათვლის.

„9 მაისს, ჰაფთართან დაკავშირებულმა ელემენტებმა ტრიპოლის ცენტრის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს და ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი აწარმოეს. თავდასხმის შედეგად, რომლის სამიზნე დიპლომატიური მისიები, მათ შორის ტრიპოლიში ჩვენი საელჩო, მიტიგას აეროპორტი და სხვა სამოქალაქო ნაგებობები ინფრასტრუქტურა გახდა, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ და დაშავდნენ. ლიბიაში თურქეთის წარმომადგენლობა და ინტერესები დარტყმის ქვეშ თუ დადგება, ხალიფა ჰაფთარის ფორმირებას კანონიერ სამიზნედ ჩავთვლით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხალიფა ჰაფთარის ძალები დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას უარყოფენ.

9 მაისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ტრიპოლიში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ.

აპრილის ბოლოს ხალიფა ჰაფტარმა განაცხადა, რომ ლიბიის მართვაზე კონტროლს ჯარი აიღებს.

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც ხალიფა ჰაფტარის და მისი ჯარის მომხრეა.

ყველა სიახლე

თინა ბოკუჩავა

27 მაისი 2020, 14:31

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა გააკრიტიკა

„კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა ზუსტად 3 თვე დღემდე საქართველოს არც ერთი მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც არ მიუღია. ჩემი აზრით, ეს არის ეს ფუნდამენტური კითხვა, რომელსც თქვენ უნდა უპასუხოთ. იცით, რომ ეპიდემიას მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგით? რომ 10-დან 7 ეპიდგამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა? რატომ გათვალეთ თქვენი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის დაახლოებით 10%-ზე, მაშინ როდესაც 90%-ის უდიდესი ნაწილი ასევე სიღარიბეშია?“ - კითხულობს ბოკუჩავა.

ირაკლი მეზურნიშვილი

27 მაისი 2020, 14:29

საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი: ის ტაქტიკა, რომელიც აირჩია საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმატებული აღმოჩნდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისთვის პრემიერ-მინისტრს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, პრემიერ-მინისტრო, საკოორდინაციო საბჭოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ურთულეს პროცესში ბოლო თვეების განმავლობაში. დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ერთად შეძელით ის, რომ დღეს გლობალური პანდემიის პირობებში საქართველო მსოფლიოს მასშტაბით არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მაისი 2020, 14:27

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას მადლიერება ერთხელაც არ გამოუხატავს - ეს სამწუხაროა

„იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ პანდემიას გაუმკლავდნენ, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა საქართველოა და ეს აუცილებლად აღსანიშნავია და ამას გვერდს ვერ ავუვლიდი, განსხვავებით ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციისა, რომელმაც ვერა და ვერ გამოხატა მადლიერება. ერთადერთი ელენე ხოშტარია იყო წინა სხდომაზე ვინც გაბედა და მთავრობას მადლობა გადაუხადა. ჩვენგან წასული დეპუტატებისგან არ გამიგია მთავრობის მიმართ მადლობის გადახდა - ეს სამწუხაროა“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

27 მაისი 2020, 14:23

საზოგადოება

Georgian Airways-ი ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ დროისათვის წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას გეგმავს.

27 მაისი 2020, 14:20

ეკონომიკა

კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები გონივრულ მინიმალურ ხელფასად საშუალოდ 854.1 ლარს ასახელებენ

საქართველოს მოქალაქეები გონივრულ მინიმალურ ხელფასად საშუალოდ 854.1 ლარს ასახელებენ, რაც ოთხჯერ აღემატება დღევანდელ საარსებო მინიმუმს და ასევე მხარს უჭერენ მინიმალური ხელფასის იდეას, - ამის შესახებ ინფორმაციას fes-caucasus ავრცელებს. ეს შედეგი აჩვენა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC Georgia) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის (Friedrich-Ebert-Stiftung) მიერ განხორციელებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომლის პრეზენტაციაც დღეს თბილისში იმართება. რესპონდენტებს ჰკითხეს აგრეთვე, თუ რა რაოდენობის ხელფასს ელიან ისინი შესაბამისი დასაქმების სფეროებში. „ქართველები საშუალოდ 1200-დან 1400 ლარამდე დაურიცხავ ხელფასს სამართლიანად მიიჩნევენ“, - აღნიშნა ფელიქს ჰეტმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა.

გიგა ბოკერია

27 მაისი 2020, 14:16

პოლიტიკა

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიტიკაში მოსვლის უფლება აქვს

„საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, რომ იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ან მოვიდეს პოლიტიკაში. ბატონი მაჩალიკაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას მისთვის პასუხები სწრაფად გაეცა და არ დაეწყო სამარცხვინო პროპაგანდა, კიდევ უფრო მეტ მსხვერპლად აქცია. მას, რა თქმა უნდა, უფლება აქვს პოლიტიკაში მოსვლის“, - განაცხადა ბოკერიამ.

27 მაისი 2020, 14:13

პოლიტიკა

დევნილთა ბინებით უზრუნველყოფისთვის დამატებით 150 მილიონი ლარი გამოიყოფა

გამოყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს ლტოლვილთა ბინებით უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

ჯეიმს აპატურაი

27 მაისი 2020, 14:10

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი „ღია ცის“ ხელშეკრულებაზე მოსკოვის პოზიციის შესახებ: ისე ჩანს, თითქოს რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით წინ გადადგა ნაბიჯი, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არაა

„ჩანს, თითქოს რუსეთმა [საქართველოსთან მიმართებით] წინ გადადგა ნაბიჯი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არაა, - ასე გამოეხმაურა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები 10 - კილომეტრიან ზონებში.

გიგა ბოკერია

27 მაისი 2020, 14:10

პოლიტიკა

გიგა ბოკერია პრემიერს: ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ და ერთი ისევ ციხეშია, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს?

„თქვენ იცით, რომ პანდემიის გარდა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ჩვენ შორის არის. ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, რომ ერთი პოლიტპატიმარი ისევ ციხეშია. თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, იძახით, რომ შეთანხმება არ ყოფილა. მე უბრალოდ მინდა, რომ თქვენ გითხრათ: რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს?“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 14:04

COVID19

გიორგი გახარია: ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მათ სწრაფ რეაგირებას

„ამ ბრძოლაში პირველი დარტყმა მიიღო ინფექციური საავადმყოფოების იმ ქსელმა, რომელიც იყო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ძალზედ სწრაფად გადაეწყო ინფექციური საავადმყოფოს ყაიდაზე რუხის კლინიკა და ბათუმის ინფექციური“, - აღნიშნა პრემიერმა.

27 მაისი 2020, 14:00

საზოგადოება

გაჩერებებზე მგზავრთა ნაკადს საპატრულო პოლიციაც გააკონტროლებს

საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გაჩერებებზე მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან შეცვლილი პრინციპით იმუშავებს და მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ გაჩერებებზეც. „იქნება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

27 მაისი 2020, 13:53

ეკონომიკა

გიორგი გახარია: სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ბინას დეველოპერებისგან წლის ბოლომდე შეიძენს

დღეიდან წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისა და მშენებლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დახმარება. ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომელთაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან უკვე ამ პროცესში შესულები არიან და პირველი შენატანი აქვთ განხორციელებული, ან უკვე მათ დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა, ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული.

გორის ჰოსპიტალი

27 მაისი 2020, 13:52

COVID19

გიორგი გახარია გორის ჰოსპიტალზე: ინფექციასთან ბრძოლაში იგი საუკეთესოდ მომზადებული და ორგანიზებული სამედიცინო დაწესებულებაა

„მადლობა 4 800 ქართველ სამხედროს, რომლებმაც დისლოკაციის ადგილები დატოვეს და ეხმარებოდნენ ქვეყანას არა მხოლოდ როგორც უბრალოდ ბლოკ-პოსტების მენეჯმენტის ნაწილში, ეს იყო მაღალი კვალიფიკაციის ექიმები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:50

COVID19

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, ოპოზიციას შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა

„გამოვიყენოთ ეს 3 თვე იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, გავაძლიეროთ ჩვენი ლაბორატორიების ქსელი, გავაძლიეროთ ჩვენი სამშენებლო სექტორი, გავაძლიეროთ ჩვენი ფინანსური სექტორი. ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გლობალურ კონკურენციაში, როდესაც გაჩნდება ვაქცინა, როდესაც მსოფლიო იქნება უკვე სხვა, როდესაც ყველა დაითვლის, ვინ რა შედეგით გამოვიდა ამ კრიზისიდან, საქართველო საშუალო განვითარების იმ დონიდან, რომელიც იყო როდესაც შევედით კრიზისში, რამდენიმე საფეხურით იყოს წინ. ეს ჩვენი შესაძლებლობა არ არის მხოლოდ, ეს არის ჩვენი ვალდებულება“, - აღნიშნა პრემიერმა.

27 მაისი 2020, 13:39

COVID19

პრემიერ-მინისტრი პოლიციელებზე: ეს ხალხი ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იყო და მათ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით

„ამ ბრძოლაში ჩართული იყო 10 ათასი ქართველი პოლიციელი და ისინი 130-ზე მეტ ბლოკ-პოსტს იცავდნენ, არაფერს ვამბობ კომენდანტის საათის და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიკური ფუნქციის შესრულებაზე. ეს ხალხი იყო ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და მათ, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:33

COVID19

გიორგი გახარია: საქართველო მსოფლიოს ნაწილია და შეუძლებელი იყო, გლობალურ კრიზისს ზეგავლენა არ მოეხდიანა ჩვენს ეკონომიკაზე

„ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით - საკმაოდ ღარიბი და ეკონომიკურად სუსტი ნაწილი. შეუძლებელი იყო, გლობალურ ეკნომიკურ კრიზისს ზეგავლენა არ მოეხდიანა ჩვენს ეკონომიკაზე“.

27 მაისი 2020, 13:31

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოში დავაბრუნეთ 12 720 ადამიანი, უცხო ქვეყანაში მყოფმა 21 198-მა მოქალაქემ კი მიიღო დახმარება

სახელმწიფოს დახმარებით, ორგანიზებულად, სულ დღეს საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი, უცხო ქვეყანაში მყოფმა 21 198-მქ მოქალაქემ კი მიიღო დახმარება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მაისი 2020, 13:27

საზოგადოება

მიკროავტობუსებში შესაძლოა მგზავრების ფეხზე დგომა აიკრძალოს

„მაგალითად, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ და მძიმე სურათი რომ არ მივიღოთ. როგორც იანვარში იყო, 100%-იანი, სრული გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ მოხდება. თუმცა, ტრანსპორტი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმები იქნება იგივე. ჩვენი მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს. თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაც ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, - განაცხადა ხმალაძემ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:23

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეს დახმარება სჭირდებოდა

„ქვეყანას აქვს შეზღუდული რესურსი და ჩვენი ამოცანა, როდესაც არ ვიცით მსოფლიოში ვერავინ აკეთებს ზუსტ პროგნოზს, ეს პანდემია რა პერიოდით გაგრძელდება, როდის იქნება ვაქცინა, იქნება მეორე ტალღა თუ არ იქნება, ჩვენ კი არა, ბევრად უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები ხან მეორე და ხან მესამე ტალღაზე საუბრობენ. და ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ერთადერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ. ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას და საშუალებას“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 13:22

COVID19

გიორგი გახარია: stopocov.ge-ს შექმნა იყო უსწრაფესად მიღებული გადაწყვეტილება და ეს იყო პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი პირველი ვირტუალური სივრცე, რომელიც შეიქმნა საქართველოში

მარტის შუა რიცხვებში შეიქმნა სპეციალური საიტი, stopocov.ge და ეს იყო უსწრაფესად მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ვირტუალური სივრცე შექმნილი პანდემიასთან ბრძოლის, რომელიც შეიქმნა საქართველოში და რომელიც ნათარგმნია ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე.