imedi /  14 მაისი 2020, 14:05 / სანდო წყარო

ჰილარი კლინტონი: ვერ ვიჯერებ, რომ ამის დაწერა მიწევს, მაგრამ პრეზიდენტის სიძე ვერ გადაწყვეტს, თუ როდის ჩატარდება არჩევნები

ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლისა და სიძის, ჯარედ კუშნერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გადავადება არ გამორიცხა.

„ვერ ვიჯერებ, რომ ამის დაწერა მიწევს, მაგრამ პრეზიდენტის სიძე ვერ გადაწყვეტს, თუ როდის ჩატარდება არჩევნები“, - დაწერა ჰილარი კლინტონმა Twitter-ზე.

ჟურნალ Time-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯარედ კუშნერმა დაუშვა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნების გადავადება გამორიცხული არ არის.

„ამ ეტაპზე ჩვენი გეგმაა, რომ არჩევნები 3 ნოემბერს უნდა ჩატარდეს, თუმცა რაიმე გარანტიას ვერ მოგცემთ. თან, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის“, - განაცხადა ჯარედ კუშნერმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შეცვლას კონგრესის მიერ ცალკე აქტის მიღება სჭირდება.

ყველა სიახლე

02 სექტემბერი 2026, 17:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.

02 სექტემბერი 2026, 17:37

მსოფლიო

კიევში დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა

უკრაინული მედია და თვითმხილველები იუწყებიან, რომ კიევის დესნიანსკის რაიონში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მონაცემებით, ინციდენტი შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ერთ-ერთი მებრძოლის გაუჩინარებას უკავშირდებოდეს.

გიორგი პატარიძე

02 სექტემბერი 2026, 17:33

სამართალი

გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.

02 სექტემბერი 2026, 17:26

მსოფლიო

ესტონეთის ახალ პრეზიდენტად იულე მადიზე აირჩიეს

51 წლის იულე მადიზე იუსტიციის სამინისტროში, პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიაში, სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მთავარ კონტროლიორად, პრეზიდენტის იურიდიულ მრჩევლად მუშაობდა, 2015 წლიდან კი იუსტიციის კანცლერის თანამდებობას იკავებდა. 2021 წლის ბოლოს ის ამ პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.

02 სექტემბერი 2026, 17:16

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპირისპიროდ - „ქრონიკამ“ ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი მოიპოვა, სადაც ის ლაზარე ჯორბენაძის მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და შფოთვით აშლილობაზე საუბრობს

ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც გამოქვეყნებულ განცხადებაში ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, პასუხს ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი სცემს.

02 სექტემბერი 2026, 17:13

მსოფლიო

გერმანიამ ლაიფციგში დივერსიის მოწყობაში რუსეთი დაადანაშაულა

გერმანიამ, რუსეთი დივერსიის მოწყობაში დაადანაშაულა, საქმე 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში დრონების აღმოჩენას ეხება. ინციდენტზე ერთობლივ რეაგირებას დღეს ირლანდიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ.

02 სექტემბერი 2026, 17:09

მსოფლიო

რუსული იერიშის შედეგად კიევში უნივერსიტეტის შენობა დაზიანდა

კიევზე რუსული იერიშის შედეგად ერთ-ერთი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმა დღისით მოხდა, როდესაც უნივერსიტეტში მეცადინეობები მიმდინარეობდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია - დარტყმის მომენტში სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლის პერსონალი თავშესაფარში იმყოფებოდნენ, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ უნივერსიტეტზე განხორციელდა თავდასხმა, თუმცა მედიის ცნობით, ეს კვების ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტია.

02 სექტემბერი 2026, 17:00

მსოფლიო

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ​, Pegasus-მა რუსეთში რეისები გააუქმა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ Pegasus-მა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რეისები გააუქმა. რუსული მედიის ცნობით, ავიაკომპანიამ მგზავრებს განუმარტა, რომ რეისის შესრულებას თურქული მხარე კრძალავს.

02 სექტემბერი 2026, 16:46

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის სისტემატური შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის სისტემატური შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

02 სექტემბერი 2026, 16:42

კულტურა

ანსამბლ „მართვეს“ მოსამზადებელ ჯგუფებში მოსწავლეთა მიღება დაიწყო

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მოსამზადებელ ჯგუფებში.

02 სექტემბერი 2026, 16:33

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ვლადიმერ ბოჟაძე

02 სექტემბერი 2026, 16:29

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ირაკლი ღარიბაშვილს: იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სახლში მალავდით

მთავარი კითხვა, რომელსაც ვერანაირი სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, იმაში მდგომარეობს, თუ საიდან დააგროვეთ ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდით, - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე.

02 სექტემბერი 2026, 16:29

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

02 სექტემბერი 2026, 16:09

ეკონომიკა

საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა

საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების გზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კავშირების გამყარების თაობაზე.

თამარ ჩერგოლეიშვილი

02 სექტემბერი 2026, 16:07

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში - 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

„ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნანა ჟორჟოლიანს “სუნიან გოიმს” და “41 ნომერ კალოშს” უწოდებს და მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ-ნახვების სტატისტიკას აკრიტიკებს.

02 სექტემბერი 2026, 15:56

კულტურა

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იქნება გადატანილი, სადაც მისი მეცნიერული კვლევა გაგრძელდება, შემდგომში კი ამ ექსპონატებს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ვიხილავთ

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალას ადგილზე გაეცნო.

02 სექტემბერი 2026, 15:45

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების წესი დაამტკიცა

სტაბილური ვირტუალური აქტივებისა და მათი სარეზერვო აქტივების მუდმივი და გამჭვირვალე მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების ახალი წესი დაამტკიცა. წესი მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რისკების პრევენციას, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

02 სექტემბერი 2026, 15:29

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ხორცის გადამმუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისში, შპს „ველდან მით ფექტორი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქუჩა N184), ხორცის წარმოება-გადამუშავების ობიექტი შეამოწმეს.

02 სექტემბერი 2026, 15:00

ეკონომიკა

საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime: მოსალოდნელია, რომ პორტი შუა დერეფნის, ანუ ევროპის, ცენტრალური აზიისა და მის მიღმა არსებული რეგიონების დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის, ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე გახდება

საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე წერს, სადაც დაღრმავებითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტატიის თანახმად, Jan De Nul-მა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ტალღმტეხელის, შესასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის მშენებლობისთვის ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები დაიწყო.

სკოტ ბესენტი

02 სექტემბერი 2026, 14:43

მსოფლიო

სკოტ ბესენტი: თუ მხარეები არ ისაუბრებენ, თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ეს საშინელი კონფლიქტი?

„20-დან 19 ქვეყანა თანახმაა, რომ მინისტრის მონაწილეობამ დიდი ოცეულის სამუშაო ვითარება საერთოდ არ შეცვალა. როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, მას ყველასთან კარგი ურთიერთობა მოსწონს. თუ მხარეები არ ისაუბრებენ, თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ეს საშინელი კონფლიქტი? ვიცი, რომ ზოგიერთი ევროპელი უკმაყოფილოა, მაგრამ ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საშინელი კონფლიქტი არასოდეს მოგვარდება“, - განაცხადა ბესენტმა.