10 ივნისი 2020, 09:15 / სანდო წყარო

რუსეთის დამსახურებულ არტისტ მიხეილ ეფრემოვს 5-დან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება

ფოტო:Rbc.ru

ფოტო:Rbc.ru

სასამართლომ 9 აგვისტომდე შინაპატიმრობა მიუსაჯა რუსეთის დამსახურებულ არტისტს მიხეილ ეფრემოვს, რომლის მონაწილეობით მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად მეორე მანქანის მძღოლი დაიღუპა, - იუწყება BBC-ი.

8 ივნისს ეფრემოვის Jeep Grand Cherokee-ი მოძრაობის საპირისპირო ზოლში დიდი სიჩქარით გადავიდა და Lada-ს ფირმის ფურგონს შეეჯახა. ეფრემოვი მსუბუქად დაშავდა, ხოლო 57 წლის სერგეი ზახაროვი ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად 9 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ავარიის შემდეგ ჩატარებული ტესტით დადგინდა, რომ მიხეილ ეფრემოვის სისხლში ალკოჰოლის დონე 1,05 მგ/ლ. იყო, რაც სიმთვრალეს ნიშნავს. ამავე დროს, სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკების: კოკაინისა და მარიხუანას კვალიც. ეფრემოვი ბრალს აღიარებს. მას 5-დან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სიმთვრალის გამო ეფრემოვი ყურადღების ცენტრში ადრეც რამდენჯერმე აღმოჩნდა. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, მთვრალი მსახიობი, მისი თამაშის ხარისხით უკმაყოფილო მაყურებელს სცენიდან დაუპირისპირდა.

მიხეილ ეფრემოვი 170-ზე მეტ ფილმშია გადაღებული და მრავალი როლი აქვს სხვადასხვა თეატრის სცენაზე შესრულებული. დიმიტრი ბიკოვთან ერთად აკეთებდა პოლიტიკური სატირის ჟანრის პროექტს „მოქალაქე პოეტი“.

ყველა სიახლე

გიორგი მიქაუტაძე

15 ივლისი 2020, 17:06

სამართალი

გიორგი მიქაუტაძე: 16 900-ზე მეტი სასამართლო სხდომა დისტანციური წესითაა ჩატარებული

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება, რომელიც სასამართლო პროცესების დისტანციურად ჩატარებას ეხება. გიორგი მიქაუტაძის თქმით, მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სასამართლო სისტემამ უმოკლეს ვადებში შეძლო სწრაფი მანევრირება და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძებების კვალდაკვალ მობილიზება.

კახა კუჭავა

15 ივლისი 2020, 17:02

პოლიტიკა

კახა კუჭავასა და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავასა და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ჰეიდი ჰაუტალას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები იყო.

15 ივლისი 2020, 16:59

საზოგადოება

ერგნეთში ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

„თავისუფლება ზაზა გახელაძეს და ხვიჩა მღებრიშვილის“, „შეწყდეს ოკუპანტების თარეში“, „რუსეთი მტერია“ - ამ ლოზუნგებით ერგნეთში აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ გააქტიურონ საერთაშორისო კავშირები და ყველა ბერკეტი გამოიყენონ მათ სასწრაფოდ გასათავისუფლებლად.

მამუკა მდინარაძე

15 ივლისი 2020, 16:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მაჟორიტარებზე პრაქტიკულად ჩამოყალიბებული ვართ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება. ასევე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარტიაში მაჟორიტარებზე თითქმის ჩამოყალიბდნენ და მუშაობა საარჩევნო სიასთან დაკავშირებითაც მიდის.

მამუკა მდინარაძე

15 ივლისი 2020, 16:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: უთანხმოება აქვთ იმის გამო, რომ ადგილები ვერ გაიყვეს, დიდი ბრძოლაა შიგნით

ისინი ერთმანეთს ებრძვიან პარლამენტში ადგილებისთვის, მეტი მიზანი არ გააჩნიათ. დიდი ბრძოლაა შიგნით, ცდილობენ, ეს არ გამოვიდეს, მაგრამ მაინც გამოდის გარეთ- ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მარიჩკა პადალკო

15 ივლისი 2020, 16:55

ტაბლოიდი

უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა. ვიდეო

უკრაინული ტელეარხის „1+1“ წამყვანს მარიჩკა პადალკოს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა. უხერხული ინციდენტი ახალი ამბების გამოშვების მიმდინარეობისას მოხდა, თუმცა ტელეწამყვანი არ დაიბნა, კბილი ხელში დამალა და ახალი ამბების კითხვა განაგრძო.

ჯო იანგი

15 ივლისი 2020, 16:49

სპორტი

ჯო იანგმა ჩინეთის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში 74 ქულა დააგროვა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა ვარსკვლავმა, ჯო იანგმა ჩინეთის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში 74 ქულა დააგროვა. „მალკი კინგი“, სადაც იანგი გამოდის, „შანდუნ გოლდენ სტარზთან“ 110:125 დამარცხდა. ამერიკელმა კალათბურთელმა კი, 39-დან 21 ორქულიანი, 11-დან 6 სამქულიანი, 15-დან 14 საჯარიმო გამოიყენა და 48 წუთში 74 ქულა მიითვალა. ჯო იანგმა NBA-ში სახელი „ინდიანა პეისერსში“ თამაშით გაითქვა, სადაც 2015-2018 წლებში გამოდიოდა.

გიორგი ვოლსკი

15 ივლისი 2020, 16:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი პარტიის ლიდერია და აუცილებელი არ არის სიის პირველ ნომრად დაასახელო

ბიძინა ივანიშვილი პარტიის ლიდერია და აუცილებელი არ არის სიის პირველ ნომრად დაასახელო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება.

15 ივლისი 2020, 16:45

საზოგადოება

ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 5 ათასამდე წერილობითი საჩივარი შევიდა

ენერგოომბუდსმენმა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 5 ათასამდე წერილობითი საჩივარი შევიდა. აქედან, წყალმომარაგების სექტორი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა და მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის გეგმური და ავარიული სამუშაოების გაჭიანურება და გრაფიკის დაუცველობა სახელდება. გარდა ამისა, პრობლემად რჩება წყალმომარაგებისა და წყალანირების ქსელზე მიერთების ვადების დარღვევაც.

15 ივლისი 2020, 16:44

რეგიონი

აშშ-ის ელჩი სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას ესტუმრა

სანაპირო დაცვის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსმა, II რანგის კაპიტანმა, ნინო კალანდარიშვილმა კი მართვის ცენტრში გეგმიური ბრიფინგი ჩაატარა. კელი დეგნანი პირადად შეხვდა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართულ აბორდაჟის ჯგუფის წევრებს და მათი აღჭურვილობა დაათვალიერა.

15 ივლისი 2020, 16:41

რეგიონი

ბათუმში, აქციაზე მოქალაქეები კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვენ

ბათუმში, მიმდინარეობს აქცია სადაც მოქალაქეები ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს მათ ქონება უკანონოდ წაართვეს. აქციის ორგანიზატორია ე.წ. ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი ყოფილი მეპატრონე. დავით ანანიძე ქონების დაბრუნებას ითხოვს. აცხადებს, რომ ქონება წინა ხელისუფლების დროს შანტაჟის გზით უკანონოდ ჩამოართვეს.

მორის როევზი

15 ივლისი 2020, 16:37

კულტურა

შოტლანდიელი მსახიობი მორის როევზი გარდაიცვალა

60-წლიანი კარიერის განმავლობაში მორის როევზმა 100-ზე მეტ ფილმში, სერიალსა და თეატრალურ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა. მან როლები ისეთ სერიალებში შეასრულა, როგორებიცაა „დოქტორი ვინ“ და „ვარსკვლავური ომები“.

15 ივლისი 2020, 16:36

საზოგადოება

კრეატიული ინდუსტრიების განვითარების გამოწვევებზე პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა​

საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების სფეროში არსებული მეკობრეობის პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე. კანონმდებლების, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლოს, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის განმსაზღვრელი და მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლების, დარგის ექსპერტების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გაიმართა .

ეიფელის კოშკი

15 ივლისი 2020, 16:33

მსოფლიო

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის სრულად გაიხსნა

ეიფელის კოშკის მესამე სართული ვიზიტორებისთვის გაიხსნა, რაც ღირსშესანიშნაობის სრული დატვირთვის ამოქმედებას ნიშნავს. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს. ეიფელის კოშკის მესამე სართულზე ასვლას ტურისტები ბოლო 4 თვის განმავლობაში პირველად შეძლებენ. პირველი ორი სართული ვიზიტორებისთვის 25 ივნისს, ნაწილობრივ გაიხსნა. გარდა ამისა, გარკვეული დროის განმავლობაში მეორე სართულზე ასვლა ხმოლოდ ფეხით იყო შესაძლებელი, ლიფტი კი უსაფრთხოების ზომების გამო არ მუშაობდა.

კორონავირუსი სინჯარა

15 ივლისი 2020, 16:23

COVID19

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნელი ხიზაშვილის ინფორმაციით, მცირეწლოვანი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

15 ივლისი 2020, 16:22

საზოგადოება

ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდნენ. კრისტიან ურსეს საქართველოში სამუშაო ვადის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მიმდინარე საერთო აქტივობებზე ისაუბრეს. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს​ მადლობა გადაუხადა მათ მიერ საქართველოს პროკურატურისთვის გაწეული დახმარებისთვის.

15 ივლისი 2020, 16:22

საზოგადოება

გუგული მაღრაძემ კვლევითი პროექტის, „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ შესრულებული კვლევითი პროექტის, „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა. განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდების წარმომადგენლები, ექსპერტები. ასევე, კონფლიქტის ზონებიდან ამ საკითხებზე მომუშავე ინდივიდები და ორგანიზაციები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცლებს.

ირაკლი სესიაშვილი; რან გიდორი

15 ივლისი 2020, 16:15

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ელჩი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკით დაინტერესდა.

კელი დეგნანი

15 ივლისი 2020, 16:13

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო აჭარის რეგიონში კელი დეგნანის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ელჩის, კელი დეგნანის აჭარის რეგიონში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, ბათუმში პირველი ვიზიტისას ელჩი დეგნანი შეხვდა განათლების სფეროს მოღვაწეებს, ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. მისმა ვიზიტმა დემონსტრირება მოახდინა შეერთებულ შტატებსა და აჭარას შორის არსებული მტკიცე კავშირის მასშტაბისა, რომელიც მოიცავს განათლების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა და მრავალ სხვა სფეროს.

15 ივლისი 2020, 16:05

მსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ასამის შტატში სტიქიამ 2 მილიონ ადამიანზე მეტი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ ათასობით სოფელი დატბორა. წვიმის სეზონი წელიწადის ამ დროს ინდოეთში ჩვეული მოვლენაა, თუმცა ამჯერად მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავება კორონავირუსის პანდემიის ფონზე უწევს.