IMEDI /  11 იანვარი 2021, 19:06 / სანდო წყარო

მოსკოვში ავარიას 4 სამხედრო ემსხვერპლა. არიან დაშავებულები

მოსკოვის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

ინციდენტი ნოვორიჟის ავტომაგისტრალზე მოხდა, სადაც სატვირთო მანქანა სამხედრო ავტობუსების კოლონას შეეჯახა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. რა გახდა ავარიის მიზეზი, უცნობია.

ყველა სიახლე

08 ნოემბერი 2024, 09:07

მსოფლიო

კალიფორნიის შტატში მეორე დღეა ტყის მასივები იწვის

კალიფორნიის შტატში მეორე დღეა ტყის მასივები იწვის. ცეცხლი ლოს ანჯელესის მახლობლად მძვინვარებს, რის გამოც 10 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ნოემბერი 2024, 09:00

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა უნგრეთთან ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი ნატოზე

უკრაინის ხელისუფლება უნგრეთთან თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი ბუდაპეშტის მხარდაჭერაზე კიევისადმი ნატოში ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მხარეებმა ორმხრივ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყეს, როცა კიევს ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მიერ მხარდაჭერა უკრაინისადმი ევროკავშირის გზაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ნატოს გზაზე. დღესდღეობით დოკუმენტში არ წერია უნგრეთის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ნატოს გზაზე. და რადგან ეს არ წერია, დოკუმენტი არ იქნება ხელმოწერილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

08 ნოემბერი 2024, 08:57

პოლიტიკა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევიდან 17 წელი გავიდა

17 წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევიდან - სტუდენტებმა 2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დარბევა დაგმეს და 8 ნოემბერს აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს, რა დროსაც მათ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა.

08 ნოემბერი 2024, 08:49

არჩევნები 2024

ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა, რომლის მიხედვით, ზუგდიდში დიდი უპირატესობით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა

ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა. შემაჯამებელ ოქმს დაერთო 3 ოპოზიციური პარტიის განსხვავებული აზრი.

08 ნოემბერი 2024, 08:43

არჩევნები 2024

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი შედგა

შემაჯამებელი ოქმი შედგა გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზეც. კომისიამ გამოაცხადა შედეგები, რომლის მიხედვით გორის ოლქში ყველაზე მეტი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა. მას ამომრჩეველთა 56,86%-მა დაუჭირა მხარი.

08 ნოემბერი 2024, 08:38

არჩევნები 2024

ცესკოს პრესსპიკერი: ხელოვნურად ატეხილი ხმაური იმასთან დაკავშირებით, რომ უფლებამოსილ პირებს ეზღუდებათ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინფორმაციაა

ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან, სადაც ოქმების შეჯამების პროცესი მიმდინარეობდა ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რასაც პოლიციასთან შელაპარაკება მოჰყვა. ხელოვნურად ატეხილ ხმაურს ცესკოში გამოეხმაურნენ, სადაც განმარტეს , რომ კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ოლქში მხოლოდ აკრედიტებული პირები დაიშვებიან.

არჩილ გორდულაძე

08 ნოემბერი 2024, 08:29

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე: ამბობდნენ, რომ არ ენდობიან საგამოძიებო სამსახურებს და უცხოეთიდან მოწოდების შემდეგ, რომ თუ მართლები ხართ მაშინ ითანამშრომლეთ გამოძიებასთანო, იკადრეს და უწყებაში მივიდნენ

ეს ადამიანები, ჯერ ამბობენ, რომ არ ენდობიან საგამოძიებო სამსახურებს და უცხოეთიდან მოწოდების შემდეგ, რომ თუ მართლები ხართ მაშინ ითანამშრომლეთ გამოძიებასთანო, იკადრეს და მივიდნენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ არჩევნებში დარღვევების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებზე საუბრისას.

სოზარ სუბარი

08 ნოემბერი 2024, 08:19

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ევროპელი ლიდერების ულტიმატუმზე: ეს არის უსამართლობისა და ორმაგი სტანდარტის პიკი, ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს მომავლით ვაჭრობას

ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს მომავლით, ქართული სარწმუნოებით, ტრადიციებით ვაჭრობას, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა. დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისრისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების ულტიმატუმს, რომ საქართველომ გააუქმოს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონები, რის შემდეგაც გაგრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი.

ლევან მაჭავარიანი

08 ნოემბერი 2024, 08:11

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროპელი ლიდერების განცხადებებზე: ძალიან უცნაურია, როცა ასეთი რანგის პოლიტიკური ფიგურები ტოლობის ნიშნებს სვამენ გაუმჭვირვალობას, ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის

ძალიან უცნაურია, როცა ასეთი რანგის პოლიტიკური ფიგურები ტოლობის ნიშნებს სვამენ გაუმჭვირვალობასა და ევროპას შორის, ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის

08 ნოემბერი 2024, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 ნოემბერს ქუთაისში +16 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

08 ნოემბერი 2024, 03:21

არჩევნები აშშ

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სუზი უაილსი თეთრი სახლის აპარატის უფროსი გახდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, სუზი უაილსი თეთრი სახლის აპარატის უფროსი გახდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ნოემბერი 2024, 01:40

მსოფლიო

ზელენსკი: ომის სწრაფად დასრულება უკრაინისთვის დანაკარგებს ნიშნავს - ერთი რამ ჩემთვის ნათელია, ტრამპს ნამდვილად სურს ომის დასრულება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირებაზე, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მერაბ ფაჩულია

08 ნოემბერი 2024, 01:15

არჩევნები 2024

მერაბ ფაჩულია: მეთოდოლოგიის მიხედვით ჩვენ გვქონდა ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 100 საარჩევნო უბანი და კვლევაში მონაწილეობა მიიღო 12 549 ამომრჩეველმა

„გორბის“ დამოუკიდებლად მხოლოდ სამი ეგზიტპოლი აქვს ჩატარებული საქართველოში 2017, 2021 და 2024 წელს, დანარჩენი დეზინფორმაციაა, - განაცხადა „გორბის“ დამფუძნებელმა მერაბ ფაჩულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ვლადიმირ პუტინი

08 ნოემბერი 2024, 01:09

არჩევნები აშშ

პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

მერაბ ფაჩულია

08 ნოემბერი 2024, 01:09

არჩევნები 2024

GORBI-ის დამფუძნებელი: ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს წამოყვანილი „ქართულ ოცნებას“, ვინც 2020-ში „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი ამომრჩევლის უმრავლესობა მიიყვანა არჩევნებზე, - განაცხადა საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) დამფუძნებელმა მერაბ ფაჩულიამ „იმედი LIVE“-ში. „ეს შედეგი გამოწვია ადგილობრივ დონეებზე ძლიერმა კამპანიამ, სადაც „ქართული ოცნების“ მთელი ხელმძღვანელობა მონაწილეობდა, აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის შეუდარებლად გაზრდილმა ჩართულობამ ამ პროცესებში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე და არა მარტო.. და ასევე იმ გზავნილებმა, რასაც სლოგანებს ვუწოდებთ“, - აღნიშნა მერაბ ფაჩულიამ.

დონალდ ტრამპი

08 ნოემბერი 2024, 00:58

მსოფლიო

ტრამპი პუტინზე: ვფიქრობ, ჩვენ ვისაუბრებთ

ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი კომუნიკაცია რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შედგება.

მერაბ ფაჩულია

08 ნოემბერი 2024, 00:52

არჩევნები 2024

GORBI-ის დამფუძნებელი: „ქართული ოცნების“ ლიდერებს აქვთ დადებითი რეიტინგი. ოპოზიციის ლიდერებს - უარყოფითი. ბრიტანელი და ამერიკელი მრჩევლების გამო ოპოზიციამ ბილბორდებზე და სხვა პლატფორმებზე ლიდერების სურათები აღარ გამოფინა

„ქართული ოცნების“ ლიდერებს აქვთ დადებითი რეიტინგი. ოპოზიციის ლიდერებს - უარყოფითი. ეს მე არ ვამბობ დამალულ, საკრალურ ინფორმაციას. თუ დააკვირდით, ბრიტანელი და ამერიკელი მრჩევლების გამო ოპოზიციამ ბილბორდებზე და სხვა პლატფორმებზე ლიდერების სურათები აღარ გამოფინა. გამოფინა დადებითი, ნეიტრალური ადამიანების ფოტოები. ეს პირდაპირი ინდიკატორი იყო ჩემთვის, რომ ნახეს, რომ დიდი პრობლემა აქვთ და ეს იყო კლასიკური, სწორი მიდგომა, თუმცა არა ოპოზიციონერი ლიდერებისთვის. წარმოიდგინეთ, იხდით ფულს და თქვენი სურათი არ არის ბილბორდზე გამოკიდული“, - აღნიშნა მერაბ ფაჩულიამ.

08 ნოემბერი 2024, 00:44

არჩევნები აშშ

თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიცია ისევ ატყუებს ხალხს. ტრამპი მშვიდობის პოლიტიკით მოვიდა, რაც არ ითვალისწინებს არც ომს, არც სანქციებს, არც შანტაჟს და ქვეყნის იზოლაციას

"მშვიდობის პოლიტიკა. მხოლოდ მოლაპარაკების სტრატეგიაზეა დაფუძნებული და ყველა დავა შეთანხმებით წყდება. "- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია საზოგადოებას მორიგ დეზინფორმაციას აწვდის და ატყუებს, თითქოს დონალდ ტრამპი ბაიდენის მსგავს პოლიტიკას განაგრძობს საქართველოს მიმართ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გამო

გელა ნიკოლაიშვილი

08 ნოემბერი 2024, 00:43

პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი: იმ რეჟიმის მიზანი იყო ადამიანების „დაჩმორება“. ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ისე დაშინებულები, რომ სიტყვა ვერ ეთქვათ ხელისუფლების წინააღმდეგ

ყველაფერი დილიდან დაიწყო, ჯერ კიდევ მეძინა, როდესაც ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ნანა კაკაბაძე მირეკავდა და მითხრა, რომ დილით დაარბიეს ხალხი და წაიყვანეს ზოგი სად, ზოგი სად, მოსაძებნია, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მიმოხილვის დროს.

08 ნოემბერი 2024, 00:41

პოლიტიკა

GORBI-ის დამფუძნებელი: აგვისტოში მოსახლეობის 59% ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა. თვითონ მოსახლეობაც დარწმუნებული იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა გაემარჯვა და მხოლოდ მცირე ნაწილია გაკვირვებული არჩევნების შედეგებით

„2022 წლამდე, საშუალოდ 27% ფიქრობდა, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. 2023 წელს იყო 42% და 2024-ში 47%. ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში მოსახლეობის 30-31% ფიქრობს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. ამას გარდა, რამდენიმე მდგენელია, რაც პოლიტიკური პარტიის წარმატებას განსაზღვრავს. აგვისტოში მთლიანი მოსახლეობის 59% ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, 4% ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი პარტიები 3-4%. თვითონ მოსახლეობაც დარწმუნებული იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა გაემარჯვა და მხოლოდ მცირე ნაწილია გაკვირვებული მოსახლეობის, არჩევნების შედეგებით. 83% აპირებდა, ვინც ემხრობა „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მისვლას და ყველაზე მოტივირებული სწორედ მათი მხარდამჭერები იყვნენ“, - აღნიშნა სოციოლოგმა.