imedi /  12 ივნისი 2020, 16:52 / სანდო წყარო

ფრანგმა პოლიციელებმა პარიზში საპროტესტო აქცია გამართეს

საფრანგეთი პოლიცია აქცია

ფრანგმა პოლიციელებმა პარიზში საპროტესტო აქცია გამართეს. Le Figaro-ს ცნობით, რამდენიმე ათეულმა პოლიციელმა შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის განცხადება გააპროტესტა, რომელმაც რასიზმის გამოვლინებების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობისკენ მოუწოდა.

პოლიციელთა მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ დასრულდა.

„საუბარი არაა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრზე. გვსურს ვუთხრათ პრეზიდენტ მაკრონს, რომ მან პოლიციას მხარი უნდა დაუჭიროს, პატივი სცეს და მისი აზრი გაითვალისწინოს. პოლიცია არა რასისტული, არამედ რესპუბლიკურია. პოლიციელი არ ირჩევს, ვინ და რომელი რასის წარმომადგენელი იქნება დამნაშავე. სიცოცხლის გადარჩენის დროს არც ერთი პოლიციელი არ ფიქრობს იმაზე, თუ რომელი რასის წარმომადგენელს სჭირდება დახმარება“, - განაცხადა პოლიციელების პროფკავშირ Alliance-ის გენერალურმა მდივანმა, ფაბიენ ვანჰემელრიკმა.

პროფკავშირებში კასტანერს სუსტ მინისტრს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს, ვინაიდან პოლიციის ინსტიტუტი საფრთხის ქვეშ დააყენა.

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

ყველა სიახლე

06 ივლისი 2020, 11:55

COVID19

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 500-ს მიუახლოვდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 330 ადამიანს დაუდგინეს, 7 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსი უკვე 28 936 ადამიანს დაუდასტურდა, 491 ინფიცირებული გარდაიცვალა, 16 302 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

06 ივლისი 2020, 11:50

რეგიონი

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას.

06 ივლისი 2020, 11:47

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 24 248 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

სოფო კილაძე  რან გიდორი

06 ივლისი 2020, 11:44

პოლიტიკა

სოფო კილაძე ისრაელის სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ისრაელის სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა. მან დიპლომატს კომიტეტის საქმიანობა გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პიტერ სიიარტო საპატრიარქოში

06 ივლისი 2020, 11:35

პოლიტიკა

კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში პიტერ სიიარტო მიიღო

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო საპატრიარქოში ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესა და უნეტარეს, ილია მეორეს ხვდება. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ოფიციალური ვიზიტთ საქართველოში დღეს ჩამოვიდა. პანდემიის შემდეგ ის პირველი მაღალი რანგის სტუმარია.

06 ივლისი 2020, 11:35

COVID19

BBC: როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში

„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული მაუწყებელი და მკითხველს ქართველ ეპიდემიოლოგებზე უყვება. „საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. სამეულში არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე.

06 ივლისი 2020, 11:33

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 კოვიდინფიცირებული რჩება

ჩვენს ცენტრში 24 კოვიდინფიცირებული რჩება, გუშინ პაციენტები არც დაგვმატებია და არც გაგვიწერია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათი უმრავლესობა საშუალოდ და საშუალოზე მსუბუქადაა.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 11:24

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: უნგრეთის სახით ევროკავშირში ჩვენ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი გვყავს

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც უნგრეთიდან გვაქვს. უნგრეთის სახით ევროკავშირში ჩვენ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლიკვ ბრიფინგზე განაცხადა.

ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა

06 ივლისი 2020, 11:22

საზოგადოება

ფანასკერტელის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა ტროტუარი და 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

მარინა ეზუგბაია

06 ივლისი 2020, 11:15

COVID19

მარინა ეზუგბაია: ორივე ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია

ორივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია და ისინი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. ბოლო 2 კვირაზე მეტია ძირითადად სულ გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და ესენი ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

06 ივლისი 2020, 11:15

სპორტი

ნიკლას ბენდტნერს პოკერში საერთო ჯამში 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს წაგებული

წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ნიკლას ბენდტნერმა განაცხადა, რომ პოკერში, საერთო ჯამში, 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს წაგებული. დანიელ თავდამსხმელს სიმართლის თქმა სამშობლოში, ერთ-ერთ რეალითი შოუში სტუმრობისას მოუწია.

06 ივლისი 2020, 11:12

სპორტი

NBA-მ მოსამზადებელ ეტაპზე გასამართი მატჩების კალენდარი გამოაქვეყნა

22 ივლისს, ადგილობრივი დროით, 15:00-ზე ერთმანეთს „ორლანდო“ და „კლიპერსი“ შეხვდებიან. 15:30-ზე „ვაშინგტონი“ და „დენვერი“ დაუპირისპირდებიან. 19:00-ზე „პელიკანსი“ და „ნეთსი“ მატჩი გაიმართება, ხოლო 20:00-ზე „საკრამენტო“ და „მაიამი“ ითამაშებენ.

მიხეილ ჩხენკელი

06 ივლისი 2020, 11:07

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. პირველ გამოცდას დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 11:06

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: Wizz Air-ი არსად გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას

Wizz Air-ი არსად გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

06 ივლისი 2020, 10:54

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 გრადუსამდე ტემპერატურის გამო 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს

საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს. მათ 38 გრადუსამდე ჰქონდათ ტემპერატურა და არ აღმოაჩნდათ PCR-ტესტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განუცხადა. მისი თქმით, გამოცდებზე აბიტურიენტთა 93% გამოცხადდა, სარეზერვო სივრცეში კი 4 აბიტურიენტია.

ენიო მორიკონე

06 ივლისი 2020, 10:54

კულტურა

იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა. ის 91 წლისა იყო. ამის შესახებ Corriere della Sera წერს. ენიო მორიკონე მრავალი ჯილდოს, მათ შორის 2 ოსკარის მფლობელია.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 10:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​უნგრეთთან წარმატებით ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ გვაქვს კიდევ უფრო მეტი ამბიცია, რომ ეს თანამშრომლოა გაღრმავდეს

მისივე თქმით, დღეს ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმსა და დამატებით პროტოკოლს განათლების სფეროში ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენტიის მინიჭებაზე და ასევე კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 10:51

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ გამორჩეულ მეგობარს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს. ეს არის პირველი მაღალი რანგის ვიზიტი საქართველოსი, რომელიც ამ უპრეცენდენტო გლობალური გამოწვევის, პანდემიის ფონზე ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

პიტერ სიიარტო

06 ივლისი 2020, 10:42

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო: ჩვენ გვსურს რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში იყოს ჩქარი და უპრობლემო

აღმოსავლეთისკენ გახსნის პოლიტიკა, ჩვენთვის, უნგრელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ახალი ძალები წარმოიქმნენ. ევროპას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, ამ მსოფლიოში პოზიციების დაკავება, თუ გვერდზე ბევრ ქვეყანას დაიყენებს. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში იყოს ჩქარი და უპრობლემო, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტო ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

პიტერ სიიარტო

06 ივლისი 2020, 10:36

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო: პანდემიის დროს საქართველოსა და უნგრეთის მეგობრობა უფრო გაღრმავდა

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პატივი დაგვდო და ამ პანდემიის პირობებში, ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომლის წარმომადგენელსაც აქ ჩამოსვლის უფლება მიეცა. საქართველომ ამ სფეროში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. 100-ადამიანზე გაანგარიშებით, საქართველოს, ევროპაში, ყველაზე მცირე რაოდენობით ინფიცირებული ჰყავს“.