imedi  /  15 ივნისი 2020, 16:32 / სანდო წყარო

მაიკ პომპეო: რუსეთისგან პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

აშშ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

„აშშ აღშფოთებულია რუსული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც საიდუმლო სასამართლო პროცესისა და საიდუმლო მტკიცებულებების საფუძველზე შედგა. ჩვენ პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 3 იანვარს დააკავეს. პოლ უილანის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით.

„იმედგაცრუებული ვარ. ამერიკის მოქალაქეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რომელშიც მისი მონაწილეობა ვერ დაამტკიცა ბრალდების მხარემ“, - განაცხადა ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ბოლომდე არ გაასაჯაროვა საქმის გარემოებები. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ პოლ უილანი ჯაშუშური აქციის დროს დააკავეს. თავად პოლ უილანი აცხადებს, რომ ის პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.

ყველა სიახლე

მოსკოვი

10 ივლისი 2020, 19:18

COVID19

რუსეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას 15 ივლისიდან დაიწყებს

რუსეთი სხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენას 15 ივლისიდან დაიწყებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. ფრენების აღდგენა იმ ქვეყნებთან იგეგმება, სადაც კორონავირუსის გავრცელება ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 40 შემთხვევას არ აღებამატება.

10 ივლისი 2020, 19:08

მსოფლიო

ათენი აია-სოფიასთან დაკავშირებით თურქეთის გადაწყვეტილებას პროვოკაციად მიიჩნევს

საბერძნეთის კულტურის მინისტრი თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება, ცივილიზებული სამყაროს წინაშე „ღია პროვოკაციად“ აფასებს.

გენერალური პროკურატურა

10 ივლისი 2020, 19:01

სამართალი

ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სკოლა „ალბიონის“ პედაგოგებს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

შემოსავლების სამსახური

10 ივლისი 2020, 19:00

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჟურნალისტის ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება

შემოსავლების სამსახური მცდარ ბრალდებებს უწოდებს ელისო კილაძის განცხადებას, რომ მას ჟურნალისტური გამოძიების პროცესში, სამსახურის წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ, - ამის შესახებ ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემოსავლების სამსახური ჟურნალისტის მიერ, სოციალურ ქსელ facebook-ზე ატვირთულ ვიდეომასალაში გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

10 ივლისი 2020, 18:59

ტაბლოიდი

Apple-მა IOS 14-ის პირველი საჯარო ბეტა-ვერსია გამოუშვა

Apple-მა IOS 14-ისა და iPadOS 14-ის პირველი საჯარო ბეტა-ვერსია გამოუშვა. მისი ჩამოტვირთვა Apple-ის ბეტა-ტესტირების ვებგვერდზეა შესაძლებელი. iOS 14 და iPadOS 14 ივნისის ბოლოს წარადგინეს, რის შემდეგაც მას დეველოპერები ტესტავდნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

10 ივლისი 2020, 18:58

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების თაობაზე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების თაობაზე.

მირიან ნიკოლაძე

10 ივლისი 2020, 18:48

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ექსპერტიზით დადგენილია, რომ დაზიანებები ვერ გამოიწვევდა გიორგის გარდაცვალებას, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ და ვივარაუდოთ, რომ ბავშვი, ჯერ კიდევ ცოცხალი გადააგდეს არაგვში და იქ დაიხრჩო

ოჯახმა მესამე დღეს იცოდა, გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზიც, ჩვენ ეს არ გავახმაურეთ, რომ გზა-კვალი არ აბნეოდა არც გამოძიებას და არც საზოგადოებას და არ გაკეთებულიყო აქცენტები, მხოლოდ წყლით დახრჩობის ფაქტზე. ასევე ვიცოდით გიორგის დაზიანებებზე ყველა გარემოება, - ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ, დღეს, მაედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

10 ივლისი 2020, 18:45

COVID19

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 543 000-ს გადააჭარბა

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 543 136-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ინფექციით 12 474 ადამიანი გარდაიცვალა, 265 810 კი გამოჯანმრთელდა.

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 18:31

საზოგადოება

ნინო წილოსანის თქმით, საწვავის ხარისხის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება

დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე პირველად გავიდა ინიციატივა საწვავის ხარისხის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ. ეს შეეხება როგორც რეალიზატორს, ასევე მწარმოებელსა და იმპორტიორს. იმდენად იზრდება ადმინისტრაციულ კოდექსში ჯარიმები, რომ ეს დარღვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შემოვიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ენტონი ფაუჩი

10 ივლისი 2020, 18:31

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვცდილობ გავარკვიო, საიდან მოიტანა პრეზიდენტმა, რომ კორონავირუსის შემთხვევების 99% აბსოლუტურად უვნებელია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ იმის გარკვევას ცდილობს, თუ საიდან მოიტანა პრეზიდენტმა ტრამპმა ის, რომ კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების 99% აბსოლუტურად უვნებელია.

10 ივლისი 2020, 18:29

სამართალი

თელავი-გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო მაგისტრალზე. ერთმანეთს ნისანის და ფორდის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რა დროსაც სატვირთო მანქანა ამოტრიალდა. ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ყველა მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 18:29

ეკონომიკა

ნინო წილოსანი: დაახლოებით 3 ათას ტონა თევზის პროდუქტებს ვაწარმოებთ და 10-ჯერ მეტის პოტენციალი გვაქვს

აკვაკულტურის შესახებ კანონი უკვე მიღებულია. ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანას პრიორიტეტად დაესახა აკვაკუტურა, რაც გულისხმობს თევზპროდუქტების ხელოვნურად მოშენების პოლიტიკას - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

10 ივლისი 2020, 18:26

COVID19

უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 52 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 819 შემთხვევა გამოვლინდა, 18 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.ქვეყანაში კოვიდინფიცირების 52 043 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 345 ადამიანი, 24 800-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

10 ივლისი 2020, 18:22

COVID19

ინფიცირებული აბიტურიენტი გარდაბნის მკვიდრია და კორონავირუსი მას ბებიისგან გადაედო

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის და კორონავირუსი ოჯახის წევრისგან, კერძოდ კი ბებიისგან გადაედო. როგორც imedinews-ს გარადაბნის მერმა განუცხადა, ბებიის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია.

ირაკლი კოვზანაძე

10 ივლისი 2020, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, დაბეგვრის ნაწილში, თითქმის შესრულებულია

„პარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურია, ფაქტიურად კომიტეტმა დაბეგვრის ნაწილში ვალდებულებები შეასრულა“.

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 18:13

რეგიონი

ნინო წილოსანი: RMG-მ ჩაატარა ძალიან დიდი სამუშაო და ჩამომდინარე წყლების პრობლემა უკვე აღმოფხვრილია

გარემოს დაცვა და ეკოლოგია არ არის ტრაფარეტული სიტყვები, მას აქვს პირდაპირი კავშირი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან და ისევე, როგორც ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობითა თუ სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ეკოსისტემის რღვევა ახდენს გავლენას ადამიანს სიცოცხლეზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

10 ივლისი 2020, 18:03

სპორტი

საქართველოს მოქმედმა და ვეტერანმა კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ვიდეო

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ვეტერანი და მოქმედი კალათბურთელები გამოეხმაურნენ და სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, ისინი შენგელიას სრულ მხარდაჭერას აღუთქვამენ და მათთვის მიუღებელია ის უარყოფითი დამოკიდებულებები რაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ვრცელდება.

კრისტიან ურსე; დავით ზალკალიანი

10 ივლისი 2020, 18:01

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი სტრატეგიული თანამშრომლობის პროგრამული ინსტრუმენტის - ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას.

10 ივლისი 2020, 17:53

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ოჯახის პოზიციაა, რომ ექვს პირს, რომლებიც ბავშვებს და გიორგის დაედევნენ, ბრალი უნდა დაუმძიმდეთ

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, რომ ექვს პირს, რომლებიც ბავშვებს და გიორგის დაედევნენ, ბრალი უნდა დაუმძიმდეთ. ამის შესახებ, მან დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალეკო გეჯაძე

10 ივლისი 2020, 17:47

სამართალი

დამოუკიდებელი ექსპერტი: ნაკლებსავარაუდოა, რომ თუკი ეს დაზიანებები გიორგი შაქარაშვილმა ცემის შედეგად მიიღო, ისინი ერთ ადამიანს მიეყენებინა

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ექსპერტიზა იმისთვის, რომ დადგინდეს კონკრეტულად რა საგნით არის დაზიანებები მიყენებული.