imedi /  16 ივნისი 2020, 18:01 / სანდო წყარო

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტისთვის გამოძიებამ 15-წლიანი პატიმრობა მოითხოვა

ალმაზბეკ ატამბაევი

ალმაზბეკ ატამბაევი

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევისთვის გამოძიება 15-წლიან პატიმრობას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საქმე კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის ციხიდან უკანონო გათავისუფლებას ეხება. ბატუკაევი ციხიდან 2013 წელს, ვადამდე გათავისუფლდა, ვინაიდან განუკურნებელი დაავადება აღმოაჩნდა. ამის შემდეგ ბატუკაევმა ყირგიზეთი დატოვა, შემდეგ კი გაირკვა, რომ მას დიაგნოზი შეცდომით დაუსვეს. ყოფილ პრეზიდენტთან ერთად განსასჯელთა სკამზე რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ექიმები და ყოფილი მაღალჩინოსნები აღმოჩნდნენ.

საქმეზე განაჩენს სასამართლო 22 ივნისს გამოაცახდებს.

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს ბრალი კორუფციის, მკვლელობის და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მუხლებით წარუდგინეს. 2019 წლის 8 აგვისტოს ატამბაევის დაკავების გასაპროტესტებლად ბიშკეკის ქუჩებში 1000-მდე ადამიანი გამოვიდა, პოლიციამ კი საპროტესტო აქცია ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაშალა.

ალმაზბეკ ატამბაევი ორდღიანი შტურმის შემდეგ დააკავეს. პირველი მცდელობისას სპეცრაზმმა მისი დაკავება ვერ შეძლო, რადგან იქ შეკრებილმა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. დაპირისპირებისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა, 80-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

27 ივნისს ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს იმუნიტეტი მოუხსნეს. ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყანას 2011-2017 წლებში მართავდა.

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2026, 13:26

მსოფლიო

Reuters: ნატოს მოკავშირეებმა რუსეთის მიერ წყალქვეშა კაბელების საბოტაჟისთვის მზადება ჩაშალეს

არქტიკის წყლებში, შორეულ სვალბარდის არქიპელაგთან ნატოს მოკავშირეებმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსული წყალქვეშა ნავების წვრთნა აღმოაჩინეს. დასავლელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი საიდუმლო იარაღის გამოყენებას ამუშავებდა, რომლის მიზანიც წყალქვეშა კრიტიკული კაბელების კვალის დატოვების გარეშე მწყობრიდან გამოყვანაა, იუწყება Reuters-ი.

10 სექტემბერი 2026, 12:53

საზოგადოება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით

საქართველო აქტიურად იცავს და უზრუნველყოფს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას. ეს ეხება საავიაციო სექტორსაც, - აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცოტნე ანანიძე

10 სექტემბერი 2026, 12:53

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: გვარამია დარწმუნდა, რომ ხელისუფლებას ვერ შეცვლის, ამიტომ ოპოზიციაში, პოზიციების დასაკავებლად, ცეცხლი გაუხსნა „თავის სააკაშვილს” და ზოგადად, ოპოზიციასაც

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიას ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

10 სექტემბერი 2026, 12:44

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმეების ნ. მ-ის (ქობულეთი, რუსთაველის მეორე ჩიხი N13) და ა. ნ-ის (ქობულეთი, თავისუფლების ქუჩა #26) კუთვნილ სასადილოებსა და მ. გ-ის კაფე-ბარში (ქობულეთი, აღმაშენებლის 376 ბ). დაფიქსირდა ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

მასუდ პეზეშკიანი სი ძინპინი

10 სექტემბერი 2026, 12:44

მსოფლიო

Reuters: როგორ შეინარჩუნა ირანმა ჩინეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონლის მიღება სანქციების გვერდის ავლით

ირანმა ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით ბარტერის მსგავს სქემას მიმართა, რომლის საშუალებითაც ჩინეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელს, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობას, ყიდულობდა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 12:27

ეკონომიკა

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ასტანის ფინანსური დღეების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანის ფინანსური სერვისების მარეგულირებელ ორგანოს (AFSA) შორის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომისა და აღიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

გაგა კირკიტაძე ლინგ ჭიფენგი

10 სექტემბერი 2026, 12:20

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გაგა კირკიტაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს, ლინგ ჭიფენგს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2026, 12:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილი პირველი საერთაშორისო სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის

სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს.

ხვიჩა კვარაცხელია

10 სექტემბერი 2026, 12:08

სპორტი

„ოქროს ბურთის“ ვებ-გვერდი: ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო „კვარადონამ“ ევროპა

Ballon d`O-ი ქართელ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას სათაურით „ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო „კვარადონამ“ ევროპა“ ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 11:57

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იტალიელ მეცნიერებთან თანამშრომლობით ვაზის ფიტოპლაზმურ დაავადებებს იკვლევს

საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების გავრცელებისა და მათი გენეტიკური თავისებურებების შესწავლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კვლევას ახორციელებს. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ოქროსფერი სიყვითლის (Flavescence dorée, FD) იდენტიფიცირება და მისი გავრცელების შესაძლო რისკების შეფასება.

10 სექტემბერი 2026, 11:42

ტექნოლოგიები

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

სამარხი მაღალჩინოსან იუნმენს ეკუთვნოდა, რომელიც ფარაონ ჯედკარა ისესის მმართველობის ხანაში მოღვაწეობდა. იმავე სამარხში დაკრძალულიყო მამამისი იტიც - შედარებით დაბალი რანგის მოხელე. არქეოლოგების ვარაუდით, ორმაგი სამარხი ასახავს იუნმენის სოციალურ დაწინაურებას ცენტრალურ ადმინისტრაციაში და მის სურვილს, პატივი მიეგო მამის ხსოვნისთვის.

10 სექტემბერი 2026, 11:29

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ხულოს მუნიციპალიტეტში გამოავლინა.

10 სექტემბერი 2026, 11:26

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

10 სექტემბერი 2026, 11:26

სამართალი

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.

გიორგი გაბუნია

10 სექტემბერი 2026, 11:21

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია მარტა კოსის განცხადებაზე: თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი

თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც თქვა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.

10 სექტემბერი 2026, 11:20

მსოფლიო

Reuters: ბრიტანეთის პოლიციამ „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გააფართოვა

ბრიტანეთის პოლიციამ ოპოზიციური პოპულისტური პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება გაფართოვდება და მასში შეიტანა დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებული ბრალდებებიც, რომელთა მიხედვითაც პარტიის წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების საკითხში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას გეგმავდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიაზე: ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის „ნაცმოძრაობას“. თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს

ოპოზიციაში არსებული კრიზისი ღრმავდება, ნიკა გვარამიას სამიზნე იაგო ხვიჩიასთან ერთად ისევ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“. გვარამიას მიაჩნია, რომ პარტია რეპუტაციას ვერ აღიდგენს და მათ საკუთარი თავი თავად დაიზიანეს. გვარამიას ასევე ფიქრობს, რომ იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობის“ დაშლისთვის მუშაობს.

10 სექტემბერი 2026, 11:06

ეკონომიკა

დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

დავით ქართველიშვილი

10 სექტემბერი 2026, 11:03

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი BBC-ზე: თუ ეს მედიაგიგანტი სერიოზულად ეკიდება საკუთარ სტანდარტებს, შემდეგი შიდა გამოძიების საგანი უნდა გახდეს არა მხოლოდ არდეის ისტორიის გაშუქებაში BBC-ის პასუხისმგებლობის ხარისხი, არამედ საქართველოში „კამიტის“ შესახებ მომზადებული მასალის სანდოობაც

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში BBC-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უნდა გადამოწმდეს ყველა ის გამოქვეყნებული მასალა, რომელიც კემბრიჯის პროფესორ ჯეისონ არდეის ეხებოდა, რათა დადგინდეს, ხომ არ შეუწყო ხელი ამ მასალების გამოქვეყნებამ პროფესორის ირგვლივ დატრიალებულ ტრაგედიას.

10 სექტემბერი 2026, 11:00

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

სააგანეტოს ინფორმაციით, როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება - სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას დეტალურად ეცნობიან და რეკომენდაციებს გასცემენ.