imedi  /  30 ივნისი 2020, 15:25 / სანდო წყარო

ჩინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო

ჩინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ჰონგ-კონგის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTHK ავრცელებს.

აღნიშნული კანონი ჩინელმა კანონმდებლებმა ერთხმად მიიღეს. კანონი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

კანონი მიმართულია ჰონგ-კონგის მთავარი კანონის 23-ე მუხლის განხორციელებისკენ. ეს მუხლი ადმინისტრაციულ რაიონს ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით „დივერსიული საქმიანობის“ წინააღმდეგ კანონების მიღებას ავალდებულებს. უფრო კონკრეტულად, ეს კანონი ჰონგ-კონგში სეპარატიზმსა და ბუნტს კრძალავს.

27 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ჰონგ-კონგი უკვე აღარაა ჩინეთისგან ავტონომიური.

„ადგილზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე დღეს კონგრესს შევატყობინე, რომ ჰონგ-კონგი უკვე აღარაა ჩინეთისგან ავტონომიური. აშშ მხარს უჭერს ჰონგ-კონგელ ხალხს. ოფიციალური პეკინის კატასტროფული გადაწყვეტილება უახლესია იმ ქმედებების რიგში, რომლებიც ძირს უთხრიან ჰონგ-კონგის ავტონომიასა და თავისუფლებას, ასევე ჩინეთის პირობას, რომელიც მან ჰონგ-კონგელ ხალხს მისცა საერთაშორისო შეთანხმების თანახმად“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

04 ივლისი 2020, 12:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა აშშ-ს მსოფლიოს ყველაზე სამართლიანი ქვეყანა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკას მსოფლიოს ყველაზე სამართლიანი ქვეყანა უწოდა. New York Post-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის მთასთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კალაძე

04 ივლისი 2020, 12:08

პოლიტიკა

კახა კალაძემ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

აშშ 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღევანდელი დღე მიულოცა. მისი თქმით, ეს დღე მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიის პრინციპები.

04 ივლისი 2020, 11:52

მსოფლიო

მექსიკაში ნარკოკარტელის 12 წევრი მოკლეს

მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე, ქალაქ ნუევო-ლარედოში მექსიკის პოლიციამ ნარკოკარტელის 12 წევრი მოკლა. ოფიციალური უწყებების ცნობით, ადგილობრივ პოლიციელებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.

რუსეთი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 11:50

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 674 515-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მარიო ბალოტელი

04 ივლისი 2020, 11:48

სპორტი

მარიო ბალოტელი შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდეს

„ინტერისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ კარიერა შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელოს. ამის შესახებ გამოცემა Football Italia იტყობინება. მისი ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა არგენტინულ კლუბში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა. მოლაპარაკებებს „ბოკა ხუნიორსთან“ მისი აგენტი მინო რაინოლი აწარმოებს.

არჩილ თალაკვაძე

04 ივლისი 2020, 11:40

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გვეამაყება, რომ ქართველი და ამერიკელი ერები ერთმანეთის მხარდაჭერით იღწვიან თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! გვეამაყება, რომ ჩვენი ერები ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით იღწვიან თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი მეგობრობა ძლიერია!“ - წერს თალაკვაძე Facebook-ზე.

სომხეთი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 11:38

COVID19

სომხეთში კორონავირუსით კიდევ 580 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, მათ შორის ერთის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადება“ სახელდება. სულ კი COVID-19-ს ქვეყანაში 447 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსი 11 331 პაციენტმა დაამარცხა.

დავით ზირაქაშვილი

04 ივლისი 2020, 11:34

სპორტი

დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის გუნდის, „ლა როშელის“ შერკინების კონსულტანტად იმუშავებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის გუნდის, „ლა როშელის“ შერკინების კონსულტანტად იმუშავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას La Montagne ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაცია კლუბის სარაგბო დირექტორმა ჯონ გიბსმა დაადასტურა. ამავე გუნდის სამწვრთნელო შტაბში კიდევ ერთი ქართველი აქვსენტი გიორგაძე მუშაობდა, თუმცა პოსტი კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წლით ადრე დატოვა.

დინამო თბილისი

04 ივლისი 2020, 11:27

სპორტი

„დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ დამარცხების შემდეგ „ლოკომოტივსაც“ დიდი ანგარიშით მოუგო

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ დამარცხების შემდეგ „ლოკომოტივსაც“ დიდი ანგარიშით მოუგო. მეოთხე ტურის შეხვედრაში, კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა მეტოქე 4:0 დაამარცხა. „დინამოელები“ მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა ანგარიშის გახსნა მხოლოდ 62-ე წუთზე მოახერხეს.

დავით ზალკალიანი

04 ივლისი 2020, 11:27

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ზალკალიანის თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები თავისი შინაარსითა და ხასიათით გამორჩეულია. როგორც მან აღნიშნა, ის მოხარულია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკას შორის უმაღლეს ნიშნულზეა.

04 ივლისი 2020, 11:24

მსოფლიო

ალაბამაში სროლას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ალაბამაში სროლის ხმა ისმოდა. თავდასხმა ქალაქ ჰუვერის სავაჭრო ცენტრში განხორციელდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სროლას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი დაშავდა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

04 ივლისი 2020, 11:23

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა 87% გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დამარცხება კიდევ 4-მა პაციენტმა შეძლო, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 825-ს გაუტოლდა, მათი პროცენტული წილი კი 87.2%-ია.

ჭაკუა ექსტრადირება

04 ივლისი 2020, 11:22

სამართალი

„ქრონიკამ“ დავით ჭაკუას ექსტრადირებისას გადაღებული ექსკლუზიური კადრები მოიპოვა

„ქრონიკამ“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირებისას გადაღებული ექსკლუზიური კადრები მოიპოვა, რომელიც ბერლინი-ბათუმის სპეცრეისის ბორტზეა გადაღებული. კადრები „ქრონიკას“ ბორტზე მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა მიაწოდა.

04 ივლისი 2020, 11:21

საზოგადოება

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე აბიტურიენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და შექმნილი ვითარების გამო ვერ ახერხებენ საქართველოში შემოსვლას, გამოცდების ჩაბარების მიზნით, დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ.

სალომე ზურაბიშვილი

04 ივლისი 2020, 11:20

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ასევე, მივულოცო დღევანდელი დღე ქართველებს, ვინც ამერიკაში ცხოვრობენ და ვისაც ამერიკა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბერლინი სპეცრეისი

04 ივლისი 2020, 11:20

საზოგადოება

საქართველოში მორიგი ჩარტერული რეისი ბერლინიდან შესრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი განხორციელდა. თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისს 175 მგზავრი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი გაყვა, საქართველოში კი ავიარეისით 180 მგზავრი ჩამოვიდა.

04 ივლისი 2020, 11:17

COVID19

დონალდ ტრამპის ვაჟის შეყვარებული კორონავირუსით დაინფიცირდა

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრი კიმბერლი გილფოილი კორონავირუსით დაინფიცირდა. აღსანიშნავია, რომ ის ამავდროულად დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟის შეყვარებულია, - ამის შესახებ გამოცემა The New York Times იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გილფოილმა ტესტი სამხრეთ დაკოტაში გამგზავრებამდე ჩააბარა, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

მარინა ეზუგბაია

04 ივლისი 2020, 11:11

COVID19

კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეისთვის კოვიდცენტრებში 106 ინფიცირებული მკურნალობს.

04 ივლისი 2020, 11:08

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლის მთავარი მიზანი იყო გასულ წლებში ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ერთგვარი შეჯამება/ანალიზი და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.

04 ივლისი 2020, 11:00

რეგიონი

რუისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივებმა სარწყავი წყლის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები ტაშისკრის არხზე, სარწყავი წყლის აღდგენას ითხოვენ, რომელიც 2 კვირაა არ მოედინება, რაც მოსახლეობას მოსავლის განადგურების საფრთხე უქმნის. ადგილზე იმყოფებიან მელიორაციის სამსახურისა და ქარელის საკრებულოს წარმომადგენლები.