imedi /  12 ივლისი 2020, 19:17 / სანდო წყარო

სუდანში ქალთა წინდაცვეთის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

სუდანი ქალები

ისლამური მმართველობის 30 წლის შემდეგ სუდანში სამართლებლივი ცვლილებები ამოქმედდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რამდენიმე მკაცრი აკრძალვა მოიხსნა. კერძოდ, ქვეყანაში არამუსლიმებს ალკოჰოლის მოხმარების ნება დართეს, სასჯელის სახით გაროზგვა აიკრძალა, ქალთა წინდაცვეთის პრაქტიკა კი დანაშაულებრივი ქმედება გახდა. ასევე გაუქმდა სასიკვდილო განაჩენი მათთვის, ვინც ისლამს უარყოფს. მანამდე ასეთ ადამიანებს ქვებით ჩაქოლვით სჯიდნენ.

ცვლილებები ჯერ კიდევ აპრილში დამტკიცდა, თუმცა ძალაში დღეს შევიდა. სუდანის იუსტიციის მინისტრის თქმით, რეფორმის მთავარი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაა.

„ყველა ამ ცვლილების მიზანი კანონის წინაშე თანასწორობის მიღწევაა. უარი ვთქვით ყველა მუხლზე, რომელიც დისკრიმინაციას იწვევს. ჩვენს ხალხს გარანტიას ვაძლევთ, რომ სამართლებლივი რეფორმა მანამ გაგრძელდება, სანამ არ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც სუდანში ადამიანის უფლებებს არღვევს“, - აღნიშნა ნასრედინ აბდულბარიმ.

ქვეყანაში რეფორმები დიდი ხნის ლიდერის, ომარ ალ-ბაშირის გადადგომას მოჰყვა, რომელსაც ძალაუფლება შარშან, მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ ჩამოართვეს.

ყველა სიახლე

06 აგვისტო 2020, 16:31

რეგიონი

რაჭაში მოსახლეობამ სტიქიის ზონაში სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით 243-ჯერ ისარგებლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით პროდუქტების, მედიკამენტების, საწვავისა და მოქალაქეების ტრანსპორტირება 243-ჯერ განხორციელდა, მათ შორის 149-ჯერ სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადატანა მოხდა, ხოლო 94-ჯერ მოქალაქეებმა ისარგებლეს საბაგირო მაგისტრალებით, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

06 აგვისტო 2020, 16:19

კულტურა

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ახალი გამოცემა და ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა

„ილია და თბილისი“ მუზეუმების გაერთიანების რიგით მეშვიდე გამოცემაა, რომელიც სერია „თბილისის“ მეორე წიგნია. სერიის პირველი გამოცემა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი „გალაკტიონი და თბილისია“. გარდა სამუზეუმო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებისა, გაერთიანება აქტიურად მუშაობს საგამომცებლო მიმართულებით.

ბეირუთი აფეთქება

06 აგვისტო 2020, 16:19

მსოფლიო

ევროკავშირი ლიბანს დახმარების სახით 33 მილიონ ევროს გამოუყოფს

ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლიბანის მთავრობის მეთაურთან, ჰასან დიაბთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. მან ასევე დააზუსტა, რომ ბეირუთისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 16:16

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია, მინდა, მას თვალებში ჩავხედო

მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია. მინდა, ამ ადამიანს თვალებში ჩავხედო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბავშვები საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სოციალური დახმარების მიზნობრიობაც სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრა.

ბექა ლილუაშვილი

06 აგვისტო 2020, 16:12

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: დღეს რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ეს არის მასშტაბით უპრეცედენტო

დღეს რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ეს არის მასშტაბით უპრეცედენტო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

06 აგვისტო 2020, 16:11

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება მთავრობამ განახორციელა მაქსიმალურად რაციონალურად, რესურსების მიზნობრივად გამოყენებით

მთავრობისთვის ორი მთავარი პრიორიტეტი იყო ის, რომ პირველ რიგში ეზრუნა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და შემდეგ - ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაზე; პარალელურად, მთავრობა დგამდა ნაბიჯებს იდენტიფიცირებული გამოწვევების საპასუხოდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლილუაშვილის განმარტებით, დღეს შესამჩნევია, რომ გარემო გაუარესდა და ამას მოწმობს საერთაშორისო მასშტაბით არსებული გაურკვევლობის მაღალი ხარისხი.

06 აგვისტო 2020, 16:01

სამართალი

ექსპერტიზის დასკვნით, მანქანაში აღმოჩენილი წერილი თამარ ბაჩალიაშვილმა დაწერა

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მანქანაში ამოღებული წერილი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დაწერილია - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

06 აგვისტო 2020, 15:56

მსოფლიო

ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

კორონავირუსის პანდემიის გამო, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიებები წელს იაპონიაში მცირე მასშტაბით და უსაფრთხოების წესების დაცვით იმართება. ჰიროსიმაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბი 1945 წლის 6 აგვისტოს ჩამოაგდო, რასაც 140 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა დიდ ნაწილს მშვიდობიანი მოსახლეობა შეადგენდა.

06 აგვისტო 2020, 15:42

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე განმეორებით კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით განმეორებით აცხადებს. კონკურსის თემებია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი; დედამიწის დღე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება და სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოუშვას ამ თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რაც მიზნად ისახავს ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას.

მიხეილ ჩხენკელი

06 აგვისტო 2020, 15:34

თავდაცვა

მიხეილ ჩხენკელი: ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას, გულისხმობს მრავალმხრივ განვითარებულ, თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ ჯარს

„ჩვენი ქვეყნის განვითარების, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სამხედრო ძალებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მისივე თქმით, იგი მიესალმება თავდაცვის მინისტრის ინიციატივას, რომელიც ჯარისკაცზე ორიენტირებულ ახალ სოციალურ პოლიტიკას დაუდებს სათავეს.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 15:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ბიუჯეტში 130 მლნ Stopcov-ის ფონდის თანხაა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი შემოწირულობა

„ანტიკრიზისული გეგმის მესამე, ახალი ეტაპის მთლიანი საბიუჯეტო პაკეტი 410 მლნ ლარია, საიდანაც 130 მლნ ლარი Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხებია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ 410 მლნ ლარში, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება ამ პროგრამის დასაფინანსებლად, 130 მლნ ლარი არის Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხები და, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი შემოწირულობის სახით - 100 მლნ ლარის ოდენობის შენატანი, ასევე სხვადასხვა ქართული ბიზნესის მიერ გაღებული შენატანები. ეს თანხები რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის 17 წლის ჩათვლით ბავშვების 200-ლარიან დახმარებაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

06 აგვისტო 2020, 15:16

რეგიონი

გუდაურში სასმელი წყლის დებიტის გაზრდის მიზნით ახალი ჭაბურღილების მოწყობა მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანია დაბა გუდაურში წყლის ჭაბურღილების მოწყობას მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაასრულებს. სამუშაოებს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 1 600 000 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ახალი ჭაბურღილების მშენებლობას, რომლის მეშვეობითაც სათავე ნაგებობაზე გაიზრდება სასმელი წყლის დებიტი.

თამარ ბაჩალიაშვილი

06 აგვისტო 2020, 15:07

სამართალი

რა წერია ექიმის დასკვნაში თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე

„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია თამარ ბაჩალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დასკვნა ექიმ ხათუნა ჩაფიძის მიერ, 2012 წელს არის შედგენილი. ექიმი დეტალურად აღწერს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თამარ ბაჩალიაშვილი მასთან მისვლის დროს. როგორც ექიმი განმარტავს, ის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხშირ შემთხვევაში იყო უკონტაქტო, გამოირჩეოდა აგრესიულობით. მედიკოსი ამბობს იმასაც, რომ სავარაუდოდ, ეს ფონი ოჯახური მდგომარეობით იყო განპირობებული. უფრო ზუსტად, გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გამოირჩეოდა აგრესიულობით, ხშირად ეტანებოდა ალკოჰოლს და ამის გამო კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან. ექიმის თქმით, ამ ყველაფრის გამო თამარ ბაჩალიაშვილის მაშინდელი ფსიქიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

არჩილ თალაკვაძე

06 აგვისტო 2020, 15:03

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ ოჯახზე და ერთად შევძლებთ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვას

„როგორც ჩანს, პანდემიის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე კიდევ გაგრძელდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა, ადამიანები დაბრუნდნენ სამსახურებში, აღდგეს სასწავლო პროცესი, ყველა სოციალური, ეკონომიკური ფუნქცია განახლდეს ისე, როგორც ეს პანდემიამდე იყო, თუმცა, გვესმის, რომ ამას დასჭირდება დრო, ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ მოქალაქეზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

06 აგვისტო 2020, 14:58

პოლიტიკა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური ასამბლეის რიგით 55-ე სესია ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური ასამბლეის რიგით 55-ე სესია ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. „მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ გარკვეულწილად შეცვალა ასამბლეის მუშაობის დღის წესრიგი, ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან თემებზე შევძელით მუშაობა და იმედი მაქვს, რომ მომავალში საქართველო ეფექტურად გამოიყენებს ამ ფორმატს, რათა ჩვენი სტრატეგიული ინტერესები, ასევე, რეგიონის სტრატეგიული ინტერესები იყოს მაქსიმალურად შეთანხმებული პარტნიორ ქვეყნებს შორის“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 55-ე სესიაზე საუბრისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

06 აგვისტო 2020, 14:55

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ახალი ანტიკრიზისული პაკეტი არის სამართლიანი, მიზნობრივი და მიმართულია იმ ფენებზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობას პანდემიის პერიოდში და აღნიშნა, რომ სწორედ ივანიშვიკლის ოჯახის მიერ სპეციალურ ფონდში ჩარიცხული 130 მილიონი ლარის ფარგლებში მოხერხდა 17 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება.

06 აგვისტო 2020, 14:49

სპორტი

ბელგიის საფეხბურთო კლუბმა „გენტმა“, ახალი სეზონისთვის მზადება „სერენთან“ ამხანაგური შეხვედრით დაასრულა

ბელგიის საფეხბურთო კლუბმა „გენტმა“, ახალი სეზონისთვის მზადება „სერენთან“ ამხანაგური შეხვედრით დაასრულა. ბელგიის ვიცე-ჩემპიონმა მეტოქე 2:1 დაამარცხა, თუმცა თავდაპირველად გიორგი მიქაუტაძის ბურთით მარცხდებოდა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა და ამ კლუბში იჯარით „მეცმა“ გაუშვა.

ნიკოლოზ კაჭარავა

06 აგვისტო 2020, 14:47

სპორტი

ნიკოლოზ კაჭარავა კვიპროსის „ანორთოსისს“ გამარჯვებაში დაეხმარა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკოლოზ კაჭარავა კვიპროსის „ანორთოსისს“ გამარჯვებაში დაეხმარა. „ომონიასთან“ გამართული ამხანაგური შეხვედრა თემურ ქეცბაიას მომზადებულმა გუნდმა 2:1 მოიგო, გადამწყვეტი ბურთი კი 47-ე წუთზე ფამაგუსტას გუნდის 26 წლის ქართველმა ფორვარდმა გაიტანა. თორნიკე ოქრიაშვილმა პირველ ტაიმში ითამაშა, კაჭარავა კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და გამოსვლიდან ორ წუთში გაიტანა.გიორგი ლორიასა და ბუბა დაუშვილს არ უთამაშიათ.

06 აგვისტო 2020, 14:46

სპორტი

ტყიბულის „მეშახტეში“ იაპონელი ფეხბურთელი ტაიგა ვატაბე გადავიდა

ტყიბულის „მეშახტეში“ იაპონელი ფეხბურთელი ტაიგა ვატაბე გადავიდა. 28 წლის ნახევარმცველმა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ თანაგუნდელებთან ერთად უკვე ორჯერ ივარჯიშა. ვატაბემ სამშობლო 10 წლის წინ დატოვა და უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ტაილანდის ჩემპიონატში გამოდიოდა. ის ოთხ ენაზე საუბრობს და საფეხბურთო ტანსაცმლის მაღაზიათა ხაზი აქვს. მესამე დივიზიონში „მეშახტე“ სამი ტურის შემდეგ 1 ქულით მეცხრე ადგილზეა და ტყიბულელები ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

გიორგი ვოლსკი

06 აგვისტო 2020, 14:46

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უკანონო ბორდერიზაცია კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ დანაშაულებრივ შეცდომებს, რომელიც ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ ჩაიდინა

უკანონო ბორდერიზაციას იწვევს უკანონო ქმედებები, რომელიც აგრესორმა ქვეყანამ ჩაიდინა. 8 აგვისტოს წინ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს უკანონო ბორდერიზაცია კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ დანაშაულებრივ შეცდომებს, რომელიც ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ ჩაიდინა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.