Reuters: იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მაშველები დანგრეული სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ
ფოტო: Reuters
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მაშველები გადარჩენილების ძებნის ოპერაციას კვლავ აგრძელებენ. სტიქიამ ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და რეგიონში გზების ნაწილი დააზიანა.
ქალაქ კუმამოტოს მახლობლად მდებარე ნაწილობრივ ჩამონგრეული სავაჭრო ცენტრის ნანგრევებიდან რვა ადამიანი გამოიყვანეს. შენობა, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად, მიწისძვრიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაინგრა.
„ამ დრომდე არიან ადამიანები, რომლებიც გადარჩენას ელოდებიან და ახლა ყოველი წუთი გადამწყვეტია. ადგილზე არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა და გამოყვანა შევძლოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ.
მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება სავაჭრო ცენტრში, რომელიც კომპანია Aeon-ს ეკუთვნის, სავარაუდო გაზის აფეთქებას იძიებს. იაპონიის მთავრობის მთავარი მდივნის მინორუ კიჰარას თქმით, მაშველებმა შენობაში გაზის სუნი იგრძნეს, თუმცა ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ დადგენილი არ არის.
საგანგებო სიტუაციების სამსახურების, პოლიციისა და დაახლოებით 170 სამხედრო მოსამსახურის ძალები კონცენტრირებული იყო შენობის იმ ნაწილებში, საიდანაც დახმარების შესახებ შეტყობინებები შევიდა. მთლიანობაში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში აღდგენით სამუშაოებში 4 500-ზე მეტი სამხედროა ჩართული.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, კიდევ შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც კომპანია Nippon Paper Industries-ის ქარხანაში საკვამური ჩამოინგრა. კიდევ ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა. საავადმყოფოებში ათობით დაშავებულს მკურნალობენ.
პრეფექტურაში, რომელიც ათი წლის წინაც დამანგრეველმა მიწისძვრამ დააზარალა, ხელისუფლებამ დაახლოებით 260 000 მცხოვრებს ევაკუაციის ცენტრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
ყველა სიახლე
29 ივლისი 2026, 10:32
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო დიპლომატია თანდათან ემზადება არა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, არამედ პირველი, ბევრად უფრო რეალისტური ნაბიჯისთვის - ცეცხლის შეწყვეტისთვის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას, რომლის შემდეგაც პრეზიდენტებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.
29 ივლისი 2026, 10:29
მსოფლიო
რუსეთში „ტელეგრამის“ დამფუძნებელს პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი წაუყენეს და ძებნა გამოაცხადეს
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მესენჯერ „ტელეგრამის“ დამფუძნებელს პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 10:24
კულტურა
ჯარედ ლეტოს სექსუალურ შევიწროებასა და დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ
BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი ქალი ამტკიცებს, რომ 17 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მეორემ სექსუალური ხასიათის მუქარებზე განაცხადა, ხოლო მესამემ მსახიობთან სექსუალურ ურთიერთობაზე ისაუბრა, როდესაც ის 17 წლის იყო. კიდევ ერთმა რესპონდენტმა ლეტო გრუმინგში (არასრულწლოვნის ნდობაში შესვლა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით) დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 16 წლის ასაკში მისგან გამომწვევ სატელეფონო ზარებს იღებდა. დოკუმენტურ ფილმში სულ 10 ქალი ჩნდება, რომელთაგან ცხრამ თავისი ისტორია საჯაროდ პირველად მოყვა.
29 ივლისი 2026, 10:01
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
29 ივლისი 2026, 10:00
მსოფლიო
CENTCOM: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ირანიდან ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ აშშ-ის ძალების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ამერიკული ჯარის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
29 ივლისი 2026, 09:32
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივლისს საქართველოში
სინოპტიკოსებით პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
29 ივლისი 2026, 09:29
კულტურა
გონიოს ციხემ გრანდიოზულ ქართულ გალაკონცერტს უმასპინძლა
„გონიოს ჰანგები“ - გონიოს ციხემ გრანდიოზულ ქართულ გალაკონცერტს უმასპინძლა. ისტორიული ციხის კედლებში საფუძველი ჩაეყარა ახალ საერთაშორისო ფესტივალს, რომლის მიზანია გონიოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ისტორიის გაცოცხლება.
29 ივლისი 2026, 09:28
რეგიონი
ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს
როგორც აღინიშნა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და რეგიონში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას.
29 ივლისი 2026, 09:27
რეგიონი
ძველ რუსთავში რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს
რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს ძველ რუსთავში. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიულ უბნებში 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციაზე არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით მუშაობს.
29 ივლისი 2026, 09:26
რეგიონი
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შეხვდა
შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქის განვითარების შესახებ საკუთარი იდეები და ინიციატივები წარმოადგინეს, შეავსეს ანკეტები და მათთვის მნიშვნელოვანი ის საკითხები განსაზღვრეს, რომლებიც, როგორც აღინიშნა, პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში იქნება გათვალისწინებული.
29 ივლისი 2026, 09:24
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო შესაძლოა მუშაობდეს საქმეზე, რომელიც დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU), შესაძლოა, მუშაობდეს საქმეზე, რომელიც ქვეყნის უმაღლეს რადაში მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს. ინფორმაციას გამოცემა censor.net ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 09:23
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი თინათინ რუხაძეზე: იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გამოსწორდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე
„იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გამოსწორდება მისი [თინათინ რუხაძის] ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე. ძალიან ბევრი საქმის ინიციატორი იყო - ძალიან ბევრი ფესტივალი ჩატარდა, ბევრი მიმართულებით გადაიგა ნაბიჯები. გვახსოვს მისი აქტიური ნაბიჯები კულტურული ძეგლების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
29 ივლისი 2026, 09:18
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი თინათინ რუხაძეზე: შეგვიძლია მას ვუსურვოთ წარმატება და ჯანმრთელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში საზოგადოებას ახსოვს არაერთი საინტერესო პროექტი, რომელიც განხორციელდა კულტურის სამინისტროს მხრიდან
შეგვიძლია მას [თინათინ რუხაძეს] ვუსურვოთ წარმატება და ჯანმრთელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
29 ივლისი 2026, 09:09
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დღეს ტროტუარებში საკაბელო არხების განთავსება იგეგმება
დედაქალაქის მთავარ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, იცვლება წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელები, დაწყებულია სანიაღვრეების მოწყობა.
29 ივლისი 2026, 09:07
სამართალი
თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო
თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით,თორნიკე თოხშუას 3000 ლარიანი, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს - 6000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ნატო ბოლქვაძეს 5-დღიანი, შაკო ბაღდოშვილს და ლაშა დგებუაძეს 10 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ; მარინე ნანავას - 5000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა; ისევე, როგორც სანდრო სეხნიაშვილს.
29 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ზელენსკისთან გამართულ შეხვედრას ძალიან კარგი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა.
29 ივლისი 2026, 08:59
რეგიონი
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც დაიწყო
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე საველე სამუშაოებში ჩართული პერსონალის შერჩევისა და დაკონტრაქტების პროცესი მიმდინარეობს. შერჩეული თანამშრომლები სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რაც პროგრამის ერთიანი სტანდარტებით და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.
29 ივლისი 2026, 03:09
მსოფლიო
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი: მშობელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, მიზეზი კი ცნობებია იმის შესახებ, რომ მოსწავლეებს შეხება ჰქონდათ სქესის შეცვლისთვის განკუთვნილ პრეპარატებთან და სექსუალიზებულ სასკოლო აქტივობებთან - დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ დავიცავთ მშობლების უფლებებს და სკოლებს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი დენვერის საჯარო სკოლებში მომხდარ ინციდენტს იძიებს. საქმე ეხება მასწავლებელს, რომელსაც ბრალად ედება, რომ სასკოლო დავალების ფარგლებში გოგონებს ერთმანეთის კოცნა აიძულა.
29 ივლისი 2026, 01:45
მსოფლიო
Sky News: ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის
Sky News-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის.


