imedi /  16 ივლისი 2020, 12:00 / სანდო წყარო

კანიე უესტი აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა

კანიე უესტი

კანიე უესტი

რეპერი კანიე უესტი ოკლაჰომის შტატის საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. ინფორმაცია ამის შესახებ კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

15 ივლისი ოკლაჰომაში დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა იყო. უესტმა საბუთების შეტანა მოასწრო და სარეგისტრაციო მოსაკრებელიც შეიტანა 35 ათასი დოლარის ოდენობით. საბუთებში რეპერმა აღნიშნა, რომ „დაბადების დღის პარტიას“ წარადგენს.

შედეგად, კანიე უესტის სახელი ოკლაჰომის შტატის ბიულეტენებში დაიბეჭდება, თუმცა აქამდე უცნობია მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას საარჩევნო რბოლაში. ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეპერმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

კანიე უსტმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 5 ივლისს განაცხადა. მას მხარდაჭერა მეუღლე კიმ კარდაშიანმა და ილონ მასკმა გამოუცხადეს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

კონსტანტინე გამსახურდია

24 მაისი 2026, 22:25

პოლიტიკა

კონსტანტინე გამსახურდია: გავლენის აგენტები ცდილობენ საქართველოში შექმნან სამოქალაქო ომის სიტუაცია, დაპირისპირება, შექმნან ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებაში დიალოგი ვერ ხერხდება, ხდება მუდმივი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია

1918 წლის 26 მაისს ხორცი შეესხა ქართული საზოგადოების, ქართველი ერის საკრალურ ოცნებას, დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამის გარდა რეალური ბრძოლის და მუშაობის დაწყებას ჭეშმარიტი სუვერენიტეტის მისაღწევად. გადაიდგა ნაბიჯები ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას.

ზაზა შათირიშვილი

24 მაისი 2026, 22:15

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმი, რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება

ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმის რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება, - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ სუვერენიტეტისთვის საქართველოს ბრძოლაზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 22:00

პოლიტიკა

პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა - ლევილის მამული, ადგილი, რომელიც მძაფრად ინახავს ემიგრანტების ტკივილს, სამშობლოს მონატრებასა და სიყვარულს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ლევილში, სამშობლოდან შორს, დევნილობაში, ქართველებმა შექმნეს „მიკრო საქართველო“ და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება შეძლეს. ლევილის ქართველთა მამული და შატო წლის ბოლოს ზუსტად იმ იერსახეს დაიბრუნებს, რომელსაც იმსახურებს ისტორიული ღირებულების გამო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, თითქმის დასრულებულია. პროექტის ფარგლებში სრულად აღდგა ისტორიული კომპლექსი, განახლდა სასახლე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ინფრასტრუქტურა.

სოზარ სუბარი

24 მაისი 2026, 21:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია

რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია, ისე უნდა დაესაჯათ ხალხი, რომ მინიმუმ ათეული წლის განმავლობაში ადამიანებს თავში აზრადაც ვერ მოსვლოდათ, რომ კიდევ ერთხელ გამოსულიყვნენ საპროტესტო აქციაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 21:40

მსოფლიო

ერთი სარტყელი და ერთი გზა - ბაქოსა და პეკინში განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსის ფონზე საქართველო საკუთარ გეოპოლიტიკურ როლს აძლიერებს და იმ ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში ევროპასა და აზიას აკავშირებდა როგორც რეგიონული სატრანზიტო და ენერგეტიკული ჰაბის ცენტრალური რგოლი.

ალექსანდრე დარახველიძე

24 მაისი 2026, 21:22

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენაზე: არაერთი ევროპული ქვეყანა მსგავს ქმედებას უმკაცრესად, სისხლის სამართლის წესით სჯის, მათ შორის 2 და 3 წლამდე პატიმრობაც კი არის გათვალისწინებული - საქართველოში ეს არის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებული საკითხი

როდესაც ადამიანი თავის მოსაზრებას და აზრს აფიქსირებს, იგი არის პასუხისმგებელი საკუთარ სიტყვებზე. რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებას, სახელმწიფო არის ვალდებული, დაიცვას მოქალაქის ღირსება, ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, აკრძალული ქმედება ძალიან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გაწერილია ჩვენს კანონმდებლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სიძულვილის ენასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 21:18

პოლიტიკა

საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - 26 მაისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თაობები იცვლებიან, მაგრამ ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. დამოუკიდებლობის მოპოვება რთული ისტორიული პროცესია, თუმცა მისი შენარჩუნება კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა.

24 მაისი 2026, 21:08

პოლიტიკა

სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი აღლუმი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„ნაცმოძრაობის“ დახასიათება ყველაზე მარტივი და ყველაზე მძიმეა იმ ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც რეჟიმს აღწერს. 15 წელი გადის ქართველი ხალხის საჩვენებელი დასჯიდან.

ნინო წილოსანი

24 მაისი 2026, 21:05

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საზოგადოება ხედავდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. ჩვენ შემდგომში დეტალურად ვიკვლევდით და ვააშკარავებდით, რომ ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“, ან პოლიტიკური აქტივისტი

ეს იყვნენ გვარამიას მეთაურობით აგრესიულად დამუხტული „ტვ პირველის“ თუ „ფორმულას“ ჟურნალისტები და მათ გვერდზე რა თქმა უნდა ის „ენჯეო“ სექტორი, რომელიც ერთ დროს გვეუბნებოდა, რომ ადამიანის უფლებებს იცავდნენ, იცავდნენ ქალების და ბავშვების უფლებებს. უცებ მათ ჩამოიხსნეს ნიღბები და ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველები, ადამიანის უფლებებზე პირველი თავდამსხმელები აღმოჩნდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენაზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

24 მაისი 2026, 20:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა - იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპული საზოგადოების უმრავლესობა დაიბრუნებს ღირებულებებს

ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა. მე შეგნებულად არ ვამბობ, რომ ევროპამ თქვა უარი ღირებულებებზე, რადგან მისი სახე ნამდვილად არაა მხოლოდ ევროკავშირი და ევრობიუროკრატია", - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დანიაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

24 მაისი 2026, 20:53

პოლიტიკა

არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება პოლიტიკური მიზნებით გაჯერებული აგრესია - დაფიქრდი, სანამ შეურაცხყოფ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

რეგულაცია, რომელიც „კლავიატურის ლომებს“ შეახსენებს, რომ კატისებრთა ოჯახს წარმოადგენენ - სოციალური ქსელები, რომელიც ერთ დროს თავისუფალი აზრისა და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნეოდა, დღეს უკვე ზიზღის, აგრესიისა და მიზანმიმართული შეურაცხყოფის პლატფორმად იქცა.

დავით ქართველიშვილი

24 მაისი 2026, 20:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს რუსეთის მიერ თავისი ბაზრის შეზღუდვას სომხური პროდუქციისთვის. ანალიტიკოსის აზრით, ესაა პირდაპირი გზავნილი ერევნისთვის, რათა შეცვალონ გეოპოლიტიკური კურსი.

24 მაისი 2026, 20:30

პოლიტიკა

სადაც მოზარდია და სადაც ჯანმრთელობაა, იქ არ არსებობს „ჩვენიანი“ და „თქვენიანი“. იქ მხოლოდ ღირსება და უანგარო თანადგომა უნდა არსებობდეს. დღეს ვხედავთ სრულიად საპირისპიროს. მცდელობას, რომ სახელმწიფოსა და პაციენტებს შორის ხელოვნური ბარიერები აღიმართოს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც პოლიტიკური თამაშები, სუბიექტური მიზნებით დივიდენდების მისაღებად დაგეგმილი პიარსვლები თუ პირადი ამბიციები, უბრალოდ დანაშაულის ტოლფასია და ეს ზღვარი, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გადის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

დანიის მოვლენები, ირაკლი კობახიძის ღია წერილი და ევროპის ორმაგი სახე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ევროპული ღირებულებების გამოცდა ევროკავშირმა რომ ვერ ჩააბარა, ეს ყველაზე უკეთ თავად რიგითი ევროპელების დამოკიდებულებაში და საკუთარი ხელისუფლებების მიმართ ნეგატიურ შეფასებებში ჩანს. სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში საქართველო არ ერევა, მაგრამ ძალადობის დაგმობას საზღვრები არ სჭირდება, ისევე როგორც იმის აღიარებას, რომ ევრობიუროკრატიამ ევროპული ფასეულობები მიწასთან გაასწორა.

ლაშა დოლიძე

24 მაისი 2026, 18:34

საზოგადოება

ლაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში

26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართ ღონისძიებებზე საუბრისას.

ბაჩო ოდიშარია

24 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში - ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა „ქართული ოცნების“ გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ

ძალიან გამიხარდა, როცა 2024-ში „ქართული ოცნების“ სია გამოქვეყნდა და იქ ვარლამ ლიპარტელიანიც იყო, ლაშა ტალახაძეც და გენო პეტრიაშვილიც, იმიტომ, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ადამიანები და ქართული სპორტის ბურჯები, ჩვენი ქვეყნის დროშის და ჰიმნის მსოფლიო ასპარეზზე გამტანი, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე.

ლაშა ბერულავა

24 მაისი 2026, 17:47

პოლიტიკა

ლაშა ბერულავა: გიორგი კარბელაშვილი ისევ ენმ-ს წარმოადგენს? - სამარცხვინოა, იმ ინციდენტის გამო, სადაც ტაქსის მძღოლს ძველბიჭური გარჩევები მოუწყო, მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“ - იქნებ, არ იცი, ამ ბიჭის მსგავსი მოქალაქეების ხმების დამსახურება იყო შენი დეპუტატობა?

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“

24 მაისი 2026, 17:32

კულტურა

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

კახა კალაძემ საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორ ლიკა ჭკუასელთან ერთად დაათვალიერა გამოფენა-ბაზრობა, რომელშიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური გალერეები და დამოუკიდებელი ხელოვანები მონაწილეობენ.

ემანუელ მაკრონი/ალექსანდრ ლუკაშენკო

24 მაისი 2026, 17:21

მსოფლიო

ემანუელ მაკრონსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის მიერ უკრაინაზე მიყენებული დარტყმების შემდეგ, მაკრონმა ლუკაშენკოს დაურეკა. ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა. ლიდერებმა რეგიონული პრობლემები და ბელარუსისა და ევროკავშირის, კერძოდ კი საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს.

24 მაისი 2026, 17:09

მსოფლიო

ზელენსკიმ კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებული ერთ-ერთ რაიონი მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსულმა ძალებმა სამი რაკეტა გაუშვეს წყალმომარაგების ობიექტის მიმართულებით, გადაწვეს ბაზარი, დააზიანეს ათობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა, გაუშვეს „ორეშნიკი“ ბილა-ცერკვას მიმართულებით. მოგვიანებით კი მომხდარის ფონზე დასავლეთის მიერ რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა