IMEDI /  03 აგვისტო 2020, 22:37 / სანდო წყარო

ინდოეთში, სერიული მკვლელი ნიანგებს მსხვერპლთა ცხედრებით კვებავდა

ინდოეთში დააკავეს სერიული მკვლელი, რომელმაც მსხვერპლთა ცხედრებით ნიანგებს კვებავდა. ამის შესახებ CNN იუწყება.

1995 წელს დევანდრა შარმა თაღლითებს ემსხვერპლა და გაკოტრდა. ამის შემდეგ მან ცხოვრება კრიმინალებს დაუკავშირა. ჯერ გაზის ფალსიფიცირებული ბალონებით ვაჭრობდა, შემდეგ კი ორგანოებით ვაჭრობის შავ ბაზარზე მუშაობდა. სერიული მკვლელი აღიარებს, რომ ორგანოების მოპოვების მიზნით 125 არალეგალური ოპერაცია ჩაატარა.

ინდოეთში, შტატ უტარ-პრადეში ის დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ტაქსის იძახებდა, უკაცრიელ ადგილზე მიდიოდა, მძღოლს კლავდა, ცხედარს ნიანგს აჭმევდა, მანქანას კი ყიდდა. მან აღიარა, რომ ამ სქემის გამოყენებით 50 ადამიანი მოკლა. თითო მკვლელობიდან, ის გასამრჯელოს სახით $270 იღებდა.

2004 წელს შარმა დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2020 წელს დროებით გაათავისუფლეს. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 დღეში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ეს არ გააკეთა. ის გაქცევიდან 6 თვეში დააკავეს. 62 წლის შარმა დელიში ჩავიდა, ქვრივ ქალზე დაქორწინდა და გისოსებს მიღმა დაბრუნებას აღარ გეგმავდა.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2026, 11:35

საზოგადოება

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი მცირერიცხოვანთა ჯგუფი იმ მოქალაქეებს უპირისპირდებოდა, რომლებიც „ქრონიკას“ ინტერვიუს აძლევდნენ

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი მცირერიცხოვანთა ჯგუფი იმ მოქალაქეებს უპირისპირდებოდა, რომლებიც „ქრონიკას“ ინტერვიუს აძლევდნენ.

09 აპრილი 2026, 11:33

საზოგადოება

იაპონიის ქალაქ სენდაიში ქართული ღვინო წარადგინეს

სენდაიში ქართული ღვინის წარდგენას Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა, რომელმაც ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციების, ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესახებ.

ამირან სალუქვაძე

09 აპრილი 2026, 11:32

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკური პროვოკაციები, ბილწსიტყვაობა, აქციები ვერ მართლდება ვერანაირი არგუმენტებით. თუმცა, იმ აკაცუკებს რაზე უნდა ესაუბრო, ვინც 9 აპრილის მემორიალზე ფეხებით ადის და ტინგიცობს?!

9 აპრილს 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკური პროვოკაციები, ბილწსიტყვაობა, აქციები ვერ მართლდება ვერანაირი არგუმენტებით. თუმცა, იმ აკაცუკებს რაზე უნდა ესაუბრო, ვინც 9 აპრილის მემორიალზე ფეხებით ადის და ტინგიცობს?!- ამ სიტყვების ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს.

09 აპრილი 2026, 11:30

სამართალი

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ,,სარფისა“ და ,,ბათუმის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა 100 გრამზე მეტი ,,კოკაინი“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ბათუმის პორტი“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ,,კოკაინის“ და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციაას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 11:30

ეკონომიკა

გიორგი დოლიძე: სახელმწიფო კერძო სექტორის პულსს უსმენს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებმა მიმდინარე გლობალური კრიზისი ნაწილობრივ შეამსუბუქა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო არსებული გლობალური რისკ-ფაქტორების გავლენის შეფასებასა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომლებიც ტურიზმის სექტორს ადაპტაციასა და მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

09 აპრილი 2026, 11:18

მსოფლიო

Lufthansa-ს ბორტგამცილებლებმა გაფიცვა გამოაცხადეს

Lufthansa-ს ბორტგამცილებლებმა 10 აპრილისთვის გაფიცვა დააანონსეს. პარასკევს დაგეგმილი ერთდღიანი საპროტესტო აქციისკენ გერმანიის მთავარი ავიაკომპანიისა და მისი შვილობილი კომპანია Cityline-ის თანამშრომლებს ბორტგამცილებელთა პროფკავშირმა UFO-მ მოუწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ ჩიხში შევიდა.

09 აპრილი 2026, 11:13

პოლიტიკა

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც. მმართველი გუნდის წევრები სოციალურ ქსელში 37 წლის წინ მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ეხმაურებიან

09 აპრილი 2026, 10:36

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 2006 წელს დაბადებული ბ.რ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

საპატრულო მანქანა

09 აპრილი 2026, 10:32

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

09 აპრილი 2026, 10:32

კულტურა

უნგრეთში ვარაუდობენ, რომ ვან გოგის უცნობი ნამუშევარი აღმოაჩინეს

გამოცემა Blikk-ის ინფორმაციით, ნამუშევარი ბუდაპეშტში იმ ექსპონატებს შორის აღმოაჩინეს, რომლებიც უცხოელმა კოლექციონერმა ექსპერტიზისთვის გადასცა. საუბარია ნახატის „საცეკვაო დარბაზი არლში“ ვერსია, რომლის ორიგინალიც ორსეს მუზეუმში ინახება.

09 აპრილი 2026, 10:31

პოლიტიკა

სიტყვიერი დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან - აქციებისას დაკავებულების მშობლები და მათი მხარდამჭერები 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

სიტყვიერი დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან. აქციებისას დაკავებულების მშობლები და მათი მხარდამჭერები 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი კი მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუები გახდა.

დონალდ ტრამპი

09 აპრილი 2026, 10:30

მსოფლიო

ტრამპი: წარუმატებელმა New York Times-მა და ყალბი ამბების შემქმნელმა CNN-მა გამოაქვეყნეს ირანთან მოლაპარაკებების სრულად გაყალბებული ათპუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანი სამშვიდობო პროცესში მონაწილე ადამიანების დისკრედიტაცია იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოცემა The New York Times-ი და ტელეკომპანია CNN კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

09 აპრილი 2026, 10:25

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

09 აპრილი 2026, 10:18

პოლიტიკა

ისრაელის საელჩო: 9 აპრილს პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების დაცვის გზაზე. თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს ორ ერსა და ისტორიებს აერთიანებს

საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ეხმაურება.

დაკავება

09 აპრილი 2026, 10:18

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.ს., 2005 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ო. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ა.გ. სხვადასხვა დროს თბილისსა და ბათუმში დააკავეს.

09 აპრილი 2026, 10:15

პოლიტიკა

აშშ-ს საელჩო: ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში 9 აპრილის შესახებ წერს.

09 აპრილი 2026, 10:15

ტაბლოიდი

გერმანიაში თევზის ყველაზე გრძელი ბუტერბროდი მოამზადეს🥪

საფეხბურთო კლუბმა „ჰანზა როსტოკმა“ და ქეითერინგულმა კომპანიამ w.Holz, როსტოკის „ოსტზეეშტადიონზე“ ტრადიციული ჩრდილოგერმანული თევზის სენდვიჩი მოამზადეს. მასში თევზთან ერთად სალათის ფოთლები, კიტრი, ხახვი და სოუსი რემულადი იყო გამოყენებული.

09 აპრილი 2026, 10:14

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 107.4%-ით ანუ 30.5 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 441.3 მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (410.8 მლნ ლარი) 30.5 მილიონი ლარით მეტია. ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს მიერ მიღწეული შედეგი აქტიური მუშაობის შედეგია. მისი თქმით, პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და ათვისებულმა თანხამ დაახლოებით 442 მილიონ ლარს მიაღწია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უწყებას კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს, განსაკუთრებით მეორე და მესამე კვარტალში, როდესაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყება.

კეშ პატელი

09 აპრილი 2026, 09:54

მსოფლიო

FBI-მ აშშ-ის სპეცოპერაციების სარდლობის თანამშრომელი მედიისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სპეცოპერაციების სარდლობის თანამშრომელი მედიისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას FBI-ს დირექტორი, კეშ პატელი ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 09:47

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.