09 აგვისტო 2020, 13:52 / სანდო წყარო

ლიბანის დასახმარებლად, მსოფლიო ლიდერები ონლაინკონფერენციას გამართავენ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ბეირუთში მომხდარი აფეთქებით დაზარალებული ლიბანის დასახმარებლად, დღეს ონლაინკონფერენციას გამართავენ, - ამის შესახებ BBC წერს.

ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. ქვეყნების პირველი პირები იმის შესახებ იმსჯელებენ, თუ როგორ გაუწიონ ერთობლივი დახმარება დაზარალებულ ქვეყანას.

კონფერენციაზე დასასწრებად, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, ჩინეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუსეთისა და სხვა არაერთი ქვეყნის ლიდერია მიწვეული.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ გეგმავს, კონფერენციას შეუერთდეს.

კონფერენცია, ლიბანის დროით, 14:00 საათზე დაიწყება.

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 158 ადამიანი. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. მომხდარს ლიბანში ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. მოქალაქეები ხუთი დღის წინ მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ცოტა ხნის წინ ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა.

6 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს ვიზიტით ეწვია და დემონსტრანტებს ამ სიტყვებით მიმართა: „მე აქ ვარ და ჩემი ვალდებულებაა დაგეხმაროთ მედიკამენტებითა და საკვებით უზრუნველყოფაში. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს დახმარება კორუმპირებულ ხელებში არ აღმოჩნდება“.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2020, 18:39

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს

„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი მიესალმება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ, საქართველოში 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის გახსნას და დარწმუნებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“.

მარკ მედოუსი

25 სექტემბერი 2020, 18:38

მსოფლიო

თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი: დონალდ ტრამპი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის ვალდებულებას აიღებს, თუ არჩევნები სამართლიანი იქნება

თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა, მარკ მედოუსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის ვალდებულებას აიღებს იმ პირობით, თუ არჩევნები სამართლიანი იქნება.

25 სექტემბერი 2020, 18:34

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა

ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იქნება სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვით განპირობებული, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათთან სასწავლო პროცესის საუნივერსიტეტო სივრცეში გაგრძელების დეტალები განიხილა.

25 სექტემბერი 2020, 18:34

საზოგადოება

ვახტანგ აბაშიძე: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით, რაც ჩვენი უპირატესობაა ჩამოვყალიბდეთ რეგიონის ციფრულ ჰაბად

„საქართველოს გარანტირებული უპირატესობა აქვს, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს უკვე არსებული განვითარებული სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და კომერციული კონტრაქტები, რათა აქტიურად განავითაროს კორიდორი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის“.

კახა კუკავა

25 სექტემბერი 2020, 18:32

პოლიტიკა

კახა კუკავა: „თავისუფალი საქართველო“ მიხეილ სააკაშვილთან თანმიმდევრულ ოპოზიციაშია

მე ვარ ცოცხალ პოლიტიკოსებს შორის სააკაშვილის ყველაზე ძველი ოპონენტი. ყველა დანარჩენი პარტია იყო სააკაშვილთან შეკრული. მერე ზოგს რაღაც ეწყინა და ზოგიც სააკაშვილმა გამოაგდო, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარტია „თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავამ გააკეთა.

25 სექტემბერი 2020, 18:28

საზოგადოება

მთაწმინდაზე, ოლივერ უორდროპის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, ჟვანიას ქ. N3-ში, ოლივერ უორდროპის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 1 800 კვ. მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განახლდება არსებული შადრევანიც. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოებიც.

25 სექტემბერი 2020, 18:24

საზოგადოება

ხვალ კახეთსა და მთიან რეგიონებში იწვიმებს - მოსალოდნელია სეტყვაც

26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

თამარ გაბუნია

25 სექტემბერი 2020, 18:17

COVID19

თამარ გაბუნია: აჭარაში შექმნილი ეპიდვითარება ცალსახად გამოწვეულია იმით, რომ დავივიწყეთ პირბადის გამოყენება და წესების დაცვა

აჭარაში შექმნილი ეპიდვითარება ცალსახად არის გამოწვეული ზაფხულის არდადეგების ეფექტით, როდესაც დავივიწყეთ პირბადის გამოყენება, წესების დაცვა და უფრო თავისუფალი სოციალური აქტივობები იმართებოდა ამ პერიოდში. ასევე ყველა ხედავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც არ ხდებოდა პირბადეების გამოყენება ისე, როგორც საჭიროა და სწორედ ამიტომ შეეხო ახალი შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 18:16

COVID19

ინდონეზიაში ზედიზედ მე-3 დღეა კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

ინდონეზიაში ზედიზედ მე-3 დღეა კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 4,823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 113 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 266,845 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 196,196-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,218 ადამიანი ემსხვერპლა.

25 სექტემბერი 2020, 18:16

სამართალი

პენიტენციური სამსახური: ადვოკატმა კობაიძემ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე უარი განაცხადა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.

25 სექტემბერი 2020, 18:10

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 101 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,787 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 583 ადამიანი. ვირუსისგან 37,392 პაციენტი განიკურნა.

25 სექტემბერი 2020, 18:08

COVID19

კალიფორნიის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კალიფორნიის შტატში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა.

თამარ გაბუნია

25 სექტემბერი 2020, 18:00

COVID19

თამარ გაბუნია: იმედი გვაქვს, რომ ორი კვირის შემდეგ ბათუმში შემთხვევების რიცხვის შემცირებაზე ვისაუბრებთ

იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ორი კვირა იქნება გარდატეხის პერიოდი და შემდეგ ბათუმში შემთხვევების რიცხვის შემცირებაზე ვისაუბრებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 17:45

სამართალი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობებში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელსაც 1-ელ თებერვალს მომხდარ, განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდსა და პოლიციელზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 17:38

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველო არ არის ერთადერთი გამონაკლისი და მისიები სხვა ქვეყნებშიც იგზავნება

ახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ პანდემიის ფონზე სადამკვირვებლო მისიებს მხოლოდ საქართველოში გზავნიან, ტყუილი და სპეკულაციაა.

25 სექტემბერი 2020, 17:37

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება

რთველის საკოორდინაციო შტაბი მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულებთან კოორდინირებული მუშაობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რათა რეგიონში რთველის პიკური პერიოდის დროს ქარხნებთან რიგებში დგომა დიდხანს არ მოუწიოთ. ამ თემაზე პრესკონფერენცია რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან მევენახეებს რიგში დგომა უწევთ.

25 სექტემბერი 2020, 17:33

მსოფლიო

ლონდონში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრეს

დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ ლონდონში, პოლიციის ოფიცერი დაჭრეს. სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა კროიდონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაკავებულმა, 23 წლის პირმა გახსნა. ის თავადაც დაჭრილია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25 სექტემბერი 2020, 17:29

საზოგადოება

Times Higher Education ქუთაისის უნივერსიტეტზე: „მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“

„მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით“ - ამ სათაურით გამოცემა Times Higher Education-ი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ხვიჩა მღებრიშვილი

25 სექტემბერი 2020, 17:22

სამართალი

ხვიჩა მღებრიშვილი​: ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა, რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ ის ერგენთის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, ქართულ მხარეს გადმოსცეს. ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალი აბსურდულ ბრალდებას უყენებდა და ლუგარის ლაბორატორიაში ჩაბარების მიზნით ღამურების დაჭერას ედავებოდა. ის მოგვიანებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გაასამართლეს. ამ დროისათვის გათავისუფლებული პირი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში გადაიყვანეს. ის ოჯახში სწორედ, სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდება. მღებრიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 17:19

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში არჩევნებს ეუთო/ოდირის წარმომადგენლები დააკვირდებიან

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი დამკვირვებლების ნაწილი ჩამოსულია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა.