imedi /  11 ივნისი 2017, 21:45 / სანდო წყარო

ეგზიტპოლი: მაკრონის პარტია საპარლამენტო არჩევნების I ტურში 32%-ს აგროვებს

ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტია "წინ რესპუბლიკა" საპარლამენტო არჩევნებში სავარაუდოდ, ხმათა 32%-ს მიიღებს. ასეთია ეგზიტპოლის მონაცემები, რომელსაც ბელგიური გამოცემა RTBF აქვეყნებს.

გამოკითხვების მიხედვით, "წინ რესპუბლიკა" ხმათა 32%-ს მიიღებს, რესპუბლიკელები 20.5%-ს, "ნაციონალური ფრონტი" 18%-ს, "მეამბოხე საფრანგეთი" 11%-ს, ხოლო სოციალურ პარტია ხმათა 6%-ს.

დღეს, საფრანგეთში პარლამენტის ქვედა პალატის - ნაციონალური ასამბლეის - არჩევნების პირველი ტურია. ფრანგებმა 7,8 ათასი პრეტენდენტიდან 577 დეპუტატი უნდა აირჩიონ.

წინასწარი გამოკითხვებით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობას 31%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის 577 ადგილიდან შეიძლება 397-დან 427-მდე ადგილი მიიღოს. ოპოზიციურ "რესპუბლიკელების" პარტიას და მის მოკავშირეებს რესპონდენტების 22% უჭერს მხარს (95-დან 115-მდე ადგილი), ხოლო "ნაციონალურ ფრონტს" ამომრჩევლების 17% (5-დან 15-მდე ადგილი).

საპარლამენტო არჩევნების საბოლოო გამარჯვებული მეორე ტურში 18 ივნისს გაირკვევა.

7 მაისს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა.​ 

ყველა სიახლე

10 აპრილი 2026, 11:45

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის ფონზე რუსული გაზის იმპორტს ზრდის

ევროკავშირმა მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რუსული თხევადი გაზის იმპორტი გაზარდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მსოფლიო მიწოდების ჯაჭვებზე ზეწოლას ახდენს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

10 აპრილი 2026, 11:41

რეგიონი

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

აბას არაღჩი

10 აპრილი 2026, 11:28

მსოფლიო

ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე ჩავიდა

ირანის დელეგაცია პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ამერიკულ მხარესთან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

10 აპრილი 2026, 11:19

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: განვითარება და ომი - ეს ორი რამ შეუთავსებელია. საქართველო თავისი იმპროვიზაციული პოლიტიკით სწორი მიმართულებით მიდის

საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის როლზე ისაუბრა მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ მხოლოდ მშვიდობაა ის აუცილებელ პირობა, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კირილ დმიტრიევი

10 აპრილი 2026, 11:18

მსოფლიო

Reuters: პუტინის სპეცწარმომადგენელი, დმიტრიევი აშშ-შია და ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრებს მართავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება და პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 აპრილი 2026, 11:18

რეგიონი

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია, სადაც რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.

10 აპრილი 2026, 11:06

ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა. ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალ პროდუქტიულობას ასახავს.

დიმიტრი ხუნდაძე

10 აპრილი 2026, 11:02

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მართალია მსოფლიო არაპროგნოზირებადია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ საზოგადოებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ თავად ევროპაშიც უკვე ყელში ამოუვიდა ფსევდო ღირებულებები და ცვლილებების ჟინმა მთლიანად ევროპა მოიცვა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაციებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

ჯონ კერი

10 აპრილი 2026, 10:39

მსოფლიო

ჯონ კერი: ნეთანიაჰუ ობამას ირანზე თავდასხმას სთხოვდა, მაგრამ უარი მიიღო

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს შეერთებულ შტატებს ირანზე თავდასხმას სთხოვდა, თუმცა მაშინ მან უარი მიიღო.

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანი

10 აპრილი 2026, 10:12

მსოფლიო

ტრამპი უნგრელებს არჩევნებში ვიქტორ ორბანისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს, - „ის დაუღალავად იბრძვის და მას უყვარს თავისი დიდებული ქვეყანა და ხალხი, როგორ მე მიყვარს ამერიკის შეერთებული შტატები“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრელებს საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.

10 აპრილი 2026, 09:40

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში დღეს თურქეთის ნაკრებს შეხვდება

წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება. მერვედფინალური მატჩი დღეს თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში კანადისა და უკრაინის ნაკრებებს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

10 აპრილი 2026, 09:33

კულტურა

სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 14 აპრილს ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 14 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. ფესტივალი გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით „აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი.’’ სპექტაკლი ფარაჯანოვის უკანასკნელი კინოსცენარის მიხედვითაა დადგმული.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2026, 09:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: The Wall Street Journal-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაზუსტი „სარედაქციო საბჭოა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოცემა The Wall Street Journal-ი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაზუსტი „სარედაქციო საბჭოა“.

10 აპრილი 2026, 09:18

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

10 აპრილი 2026, 09:09

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ტრამპის მტკიცებით, ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნის ვალდებულებას არ ასრულებს, - „ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ!“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ირანის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თეირანი შეთანხმების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ და უსაფრთხო ნაოსნობას არ უზრუნველყოფს.

კაია კალასი

10 აპრილი 2026, 08:53

მსოფლიო

კაია კალასი: ევროპაში ჩვენ გვაქვს რუსეთის ომი და არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება იქ, არ შეიძლება ეს იყოს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა

ტრამპის ადმინისტრაციისა და სპარსეთის ყურის ზოგიერთი ოფიციალური პირის კრიტიკა იმის შესახებ, რომ ევროპამ საკმარისი არ გააკეთა ირანთან ომის დროს მათ მხარდასაჭერად, უსამართლოა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

10 აპრილი 2026, 08:41

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის „მიწის ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ჯეი დი ვენსი მოლაპარაკებებში თავად რომ მონაწილეობდეს, უფრო ღრმად გაერკვეოდა, რა არის მიწის ნაკუწი და რა არის უკრაინის ტერიტორია.

ფრიდრიხ მერცი

10 აპრილი 2026, 08:33

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნატოს ერთიანობა შენარჩუნდეს და შეერთებულმა შტატებმა ალიანსი არ დატოვოს

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნატოს ერთიანობა შენარჩუნდეს და შეერთებულმა შტატებმა ალიანსი არ დატოვოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.

10 აპრილი 2026, 08:23

საზოგადოება

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.