Imedi /  13 ივნისი 2017, 23:27 / სანდო წყარო

სეშნსი: რუს დიპლომატებთან არჩევნების თაობაზე არასდროს მისაუბრია

ჯეფ სეშნსი

ჯეფ სეშნსი

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშსნმა, სენატის კომიტეტის ჩვენებაზე განაცხადა, რომ არასდროს ულაპარაკია რუსეთის წარმომადგენლებთან აშშ-ის არჩევნების შესახებ. ინფორმაციას ავრცელებს BBC.

"არასდროს შევხვედრილვარ არც რუს და არც სხვა უცხოური ქვეყნის წარმომადგენელს, ამერიკული არჩევნების თაობაზე", - განაცხადა სეშნსმა. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ "რუსეთის მიერ, აშშ-ის არჩევნებში შემოჭრა - მიუღებელია". 

სეშნსმა ასევე უარყო სასტუმრო Mayflower-ში, რუსეთის ელჩ, სერგეი კისლიაკთან შეხვედრის ბრალდებაც. 

დღეს, სენატის დაზვერვის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. Washington Post-ის ინფორმაციით, შარშან, ჯოზეფ სეშნსი რუსეთის ელჩს აშშ-ში კისლიაკს ორჯერ ელაპარაკა. გაზეთი იუსტიციის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის კონგრესში, სეშნსის კანდიდატურის განხილვისას, მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა კონტაქტი რუსეთის წარმომადგენლებთან, რაზეც მან უარყოფითად უპასუხა და კონგრესს დაუმალა კისლიაკთან კავშირის შესახებ.

8 ივნისს, სენატის წინაშე ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმღძვანელი ჯეიმს კომი წარსდგა. კომიმ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ FBI სამუშაოს შესაბამისად ვერ ასრულებს, ტყუილია. კომიმ სენატში განაცხადა, რომ პრეზიდენტი მას „კარგი მუშაობისთვის“ ხშირად აქებდა. FBI-ს ყოფილი უფროსი ფიქრობს, რომ მისი გადაყენებით ტრამპი შეცადა მისი რუსეთთან კავშირების შესახებ გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენა მოეხდინა.  

10 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ის "100%"-ით მზად არის ფიცის ქვეშ, FBI-ის ყოფილ ხელმძღვანელ ჯეიმს კომიზე, ჩვენება მისცეს. თეთრ სახლში პრესკონფერენციის დროს, მან უარყო, რომ კომის ერთგულება სთხოვა ან რუსეთთან დაკავშირებით გამოძიების შეწყვეტა მოსთხოვა. "კომიმ დაადასტურა ბევრი რამ, რაც მითქვამს, მაგრამ იყო ბევრი ტყუილიც", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2026, 11:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი

ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2026, 11:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ სცადონ რევოლუციის მოწყობა, ეს არ ცხრება, ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლად, არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმატებას

გვარები იცვლება, მაგრამ ინტერესი, რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სცადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა, ეს ინტერესი არ ცხრება და ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2026, 11:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საკადრო ცვლილებების საფუძველი ძალიან მარტივია - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის და ახლა გვაქვს უკვე საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა

საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

23 აპრილი 2026, 11:51

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: 1992 წლის 23 აპრილს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, შტატებმა თბილისში საელჩო გახსნა. 34 წლის შემდეგ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

23 აპრილი 2026, 11:50

ეკონომიკა

ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, ველური ვაზის შესწავლის ღონისძიებები გრძელდება

ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ველური ვაზის შესწავლის მიზნით საველე ექსპედიციები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევები განხორციელდა მესხეთის, რაჭის, ლეჩხუმის, იმერეთის, ქართლისა და კახეთის მევენახეობის ზონებში, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2026, 11:49

პოლიტიკა

პრემიერი: როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია - ის არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ

როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

23 აპრილი 2026, 11:48

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს KIU-ს სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის აკადემიური განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრაციას, პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას.

23 აპრილი 2026, 11:38

რეგიონი

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზა განახლდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ1–კმ5) პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაასრულა.

ზვიად შალამბერიძე

23 აპრილი 2026, 11:37

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე იგორ ბლაჟევიჩზე: ყველა ასეთ შემთხვევაზე საქართველოს და ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება და მე დარწმუნებული ვარ ეს შემთხვევაც არ დარჩება რეაგირების გარეშე

თამამად შეგვიძლია პარალელები გავავლოთ იმ სიტუაციებთან, რომელიც იყო თუნდაც რამდენიმე თვის წინ, წინასაარჩევნოდ, როდესაც ბლაჟევიჩის მსგავსი ადამიანები ჩამოდიოდნენ და კონკრეტულ მითითებებს აძლევდნენ ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ ადამიანებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2026, 11:34

პოლიტიკა

პრემიერი: „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას, ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება - ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება

დღეს ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ლოჯისტიკური სირთულეები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღეს მთელი მსოფლიოსთვის უმთავრესი გამოწვევაა. ეს ვითარება ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებას, ახალი ბაზრების ათვისებას და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ გაძლიერებას მოითხოვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

23 აპრილი 2026, 11:30

მსოფლიო

მედია: სლოვაკეთმა ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიღება დაიწყო

სლოვაკეთმა თითქმის სამთვიანი წყვეტის შემდეგ დღეს დილიდან ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიღება დაიწყო. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 11:30

რეგიონი

აჭარის პოპულარიზაცია ყაზახეთში მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამ ეტაპზე, უწყება აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს ყაზახ ვიზიტორებს აცნობს. ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, სადაც დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს, ვიზიტორებს საშუალება აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით.

პაველ ჰერჩინსკი

23 აპრილი 2026, 11:22

პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ეს განცხადება პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გააკეთა, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2026, 11:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი - დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა მიზნობრივი და დავაჩქაროთ პროექტების დაფინანსების პროცესი

უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2026, 11:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, ჩვენ სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება

სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახა კალაძე

23 აპრილი 2026, 11:14

პოლიტიკა

კახა კალაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს

ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო - საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ეკუთვნის თუ არა ის ევროპული ქვეყნების ოჯახს“.

კახა კალაძე

23 აპრილი 2026, 11:11

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსის უთანხმოებაზე: დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა

„დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ალიანსსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

23 აპრილი 2026, 11:09

საზოგადოება

გარემოსდაცვით თემებზე მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა, რომელიც გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 11:07

საზოგადოება

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს

ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 11:04

პოლიტიკა

პრემიერის მონაწილეობით აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს. LIVE

პრემიერის მონაწილეობით აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს.