15 სექტემბერი 2020, 17:06 / სანდო წყარო

გერმანია საბერძნეთში მცხოვრებ 1 500 მიგრანტს შეიფარებს

გერმანიის მთავრობა გეგმავს, საბერძნეთის კუნძულებზე მცხოვრებ 1 500 მიგრანტს თავშესაფარი მისცეს, - ამის შესახებ France 24 წერს.

ოფიციალურმა ბერლინმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საბერძნეთში, „მორიას“ მიგრანტთა ბანაკი ხანძარმა გაანადგურა.

8 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის შემდეგ, 12 ათასამდე მიგრანტი თავშესაფრის გარეშე დარჩა. ისინი მიტოვებულ შენობებში, გზების პირას და სახურავებზე ათევენ ღამეს.

მიგრანტთა უმეტესობა აფრიკის ქვეყნებიდანაა.

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

22 ივლისი 2026, 14:18

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გერმანიასა და საქართველოს ისტორიულად აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მეთოდური ნგრევით იყო დაკავებული გერმანიის ყოფილი ელჩი, ბატონი ფიშერი, რომელსაც ელჩის სახელი უბრალოდ ჰქონდა თორემ სრულად გასული იყო დიპლომატიური ჩარჩოდან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინებზე საუბრობს.

22 ივლისი 2026, 14:18

საზოგადოება

დაპატიმრებამდე ვახო სანაია „იმედის“ ჟურნალისტისგან ითხოვდა იმის ახსნას, თუ რომელ სტატუსზე ედავებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჩემს ყველა სტატუსს ვაწერ ხელს, უბრალოდ თქვენთვის რა არის ამ სტატუსში კონკრეტულად შეურაცხმყოფელი?! სასაცილო მდგომარეობაში რომ ხართ ხვდებით?! - ასე მიმართა ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს.

მარკო რუბიო

22 ივლისი 2026, 14:09

მსოფლიო

მარკო რუბიო: რუსეთთან არ საუბარი ჩვენი მხრიდან იქნებოდა უგუნური და უპასუხისმგებლო ნაბიჯი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთთან არ საუბარი ამერიკის მხრიდან იქნებოდა უგუნური და უპასუხისმგებლო ნაბიჯი.

22 ივლისი 2026, 14:08

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ქართულმა წარმოებამ ღირსეული ადგილი დაიკავოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე ხილის გადამმუშავებელ საწარმოს შპს „ფი ემ გრუპი“ ეწვია.

22 ივლისი 2026, 13:55

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს ეხმაურება: ადგილი აქვს ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას ან არსებული ფაქტების დამახინჯებასა და არცოდნას

სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების (Animal Project, Zero Strays Georgia, Peteasy, „ცუკა“ ფონდი, „სამართალი ცხოველებისთვის“) მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას ან არსებული ფაქტების დამახინჯებასა და არცოდნას.

სერგეი ლავროვი მარკო რუბიო

22 ივლისი 2026, 13:51

მსოფლიო

ლავროვი და რუბიო 23 ივლისს ერთმანეთს შეხვდებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ის 23 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

22 ივლისი 2026, 13:38

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ეკა კვესიტაძის განცხადებაზე: უნიჭო პარაზიტი - ეს ხარბი კეკელა იმდენად ჭკუასუსტია, რომ ვერც კი ხვდება ამ პოსტით მხოლოდ საკუთარ სასოწარკვეთილებას რომ ავლენს

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის განცხადებას მის შესახებ, რომ ის „სინქრონულად ეთამაშება ივანიშვილის სურვილებს“ სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.

ილონ მასკი

22 ივლისი 2026, 13:34

ტექნოლოგიები

ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით „ოდისეას“ გადაღებას გეგმავს

„ამ წლის ბოლომდე Grok Imagine „ოდისეას“ მოტივებზე სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებს, რომელიც ისტორიულად ზუსტი და ჰომეროსის მხატვრული სტილის ერთგული იქნება“, - დაწერა მილიარდერმა. სოციალურ ქსელში X. მან ასევე გადააზიარა ერთ-ერთი მომხმარებლის ვიდეო, რომელშიც ნეიროქსელის მიერ გენერირებული „ოდისეას“ ფრაგმენტი იყო ასახული და კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ვლადიმერ პუტინი

22 ივლისი 2026, 13:22

მსოფლიო

Bloomberg: პუტინმა უკრაინასთან დაკავშირებით რიტორიკა გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ტრამპთან მოლაპარაკებები ჩაიშალა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დაბრუნების სცენარს აღარ განიხილავს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 13:10

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლიზა გეგეჭკორი

22 ივლისი 2026, 12:59

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: ვახო სანაიას ჯერ მიუსაჯეს ჯარიმა კანონის დარღვევის გამო, გაიმეორა იგივე დემონსტრაციულად და მიუსაჯეს 2 კვირიანი პატიმრობა, თუ ისევ იმავეს გააგრძელებს, უფრო დიდხანს მიუსჯიან - გეუბნებით უკვე დიდი ხანია, რომ მოგიწევთ ამ ქვეყანას და მის კანონებს პატივი სცეთ-მეთქი

ვახო სანაიას ჯერ მიუსაჯეს ჯარიმა კანონის დარღვევის გამო, გაიმეორა იგივე დემონსტრაციულად და მიუსაჯეს 2 კვირიანი პატიმრობა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

22 ივლისი 2026, 12:54

რეგიონი

წყალტუბო-ხონის დამაკავშირებელი გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

22 ივლისი 2026, 12:49

რეგიონი

ქუთაისის მერის მოადგილეები დავით ნიშნიანიძე და შალვა მშვილდაძე ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციის (ACES Europe) საექსპერტო კომისიის წევრებს შეხვდნენ

ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა. ფედერაციის საექსპერტო კომისია ქუთაისს შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით ეწვია.

22 ივლისი 2026, 12:41

კულტურა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართა. პროგრამაში იყო ჯუზეპე ვერდის რეკვიემი, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლას მადურო

22 ივლისი 2026, 12:34

მსოფლიო

Reuters: მადურო და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოს პროცესის დაწყებას 2027 წლის ივნისში სთავაზობენ

ვენესუელის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორებმა სასამართლოს შესთავაზეს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ნარკოტრეფიკინგის ბრალდებებზე 2027 წლის ივნისში დაიწყოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 12:33

კულტურა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო გამოფენა „ყვითელი მდინარიდან კავკასიამდე: ჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს საგანძური“ გაიხსნა

„შანსის მუზეუმის კოლექციის საქართველოში გამოფენა ქართველი დამთვალიერებლისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, გაეცნოს ჩინეთის ბრინჯაოს ცივილიზაციას - მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ასეთი პროექტები აძლიერებს თანამშრომლობას და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებს შორის, აღრმავებს საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული დიალოგის პროცესს“, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძემ გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე.

ნათია თურნავა

22 ივლისი 2026, 12:24

ეკონომიკა

ნათია თურნავა: Nasdaq Calypso - ს საზიარო პლატფორმის დანერგვა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი

Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით ინერგება და უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.

22 ივლისი 2026, 12:15

სამართალი

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

22 ივლისი 2026, 12:14

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და სანდოობასთან

„საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის გადამმუშავებელი სექტორის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფერმერებს, რათა ქართულმა საწარმოებმა დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები წარმოებაში და ორიენტირებული გახდნენ მხოლოდ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტის წარმოებაზე. საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და სანდოობასთან, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მარკო რუბიო

22 ივლისი 2026, 11:49

მსოფლიო

რუბიოს განცხადებით, აშშ ირანის კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი კვლავ მზად არის, ირანთან კრიზისის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები გამართოს, თუმცა, თეირანი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას არ ავლენს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.