imedi /  21 სექტემბერი 2020, 15:00 / სანდო წყარო

ბელარუსის შსს: კვირას საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 442 ადამიანი დააკავა

ბელარუსი აქცია დაკავება

ბელარუსის შს სამინისტროს ინფორმაციით, კვირას საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა 442 დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ Meduza წერს.

გამოცემის ცნობით, პოლიციაში აცხადებენ, რომ 20 სექტემბერს ქვეყანაში 24 დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 20 ათასმა ადამიანმა მიიღო. ყველაზე ხალხმრავალი აქცია დედაქალაქში, მინსკში გაიმართა და მას 18 ათასი ადამიანი დაესწრო.

უწყებაში ბრესტში ცრემლმდენი გაზის გამოყენებაც დაადასტურეს.

ამასთან, დამოუკიდებელი მედიის ინფორმაციით, მხოლოდ მინსკში კვირას საპროტესტო აქციაში მონაწილეობა 100-მა ათასმა ადამიანმა მიიღო.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. ევროპარლამენტმა არჩევნების შედეგები არ აღიარა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი ბრაზილია

21 ოქტომბერი 2020, 10:48

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსი კიდევ 23 227 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 23 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 661 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რობოტიზაცია

21 ოქტომბერი 2020, 10:47

ტექნოლოგიები

კვლევა: 2025 წლისთვის სამუშაო ამოცანების ნახევარს მანქანები შეასრულებენ

კვლევა მსოფლიოს 300 უმსხვილესი კომპანიაში ჩატარდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ „რობოტების რევოლუცია“ მსოფლიოს მასშტაბით 97 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის, მაგრამ დაახლოებით ამავე რაოდენობის ადამიანი სამსახურს დაკარგავს, რაც უამრავი ადამიანის კეთილდღეობას რისკის ქვეშ დააყენებს.

21 ოქტომბერი 2020, 10:37

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 54,044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 54,044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,651,108-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 717 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 115,914-ს აღწევს. ჯამში 6,795,103 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:22

თავდაცვა

საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის შეფასება გაიარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს. შსს-ს ინფორმაციით, შეფასების პროცესი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DRAGON-ის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ნიგერია საპროტესტო

21 ოქტომბერი 2020, 10:20

მსოფლიო

BBC: ნიგერიაში საპროტესტო აქციის 20-მდე მონაწილე მოკლეს

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დემონსტრანტებს ცეცხლი ჯარისკაცებმა გაუხსნეს. შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 50 კი დაიჭრა. Amnesty International-ში აცხადებენ, რომ დაღუპულების შესახებ უტყუარი ინფორმაცია აქვთ.

21 ოქტომბერი 2020, 09:51

COVID19

შსს-ს თანამშრომლები COVID19-ის პრევენციისთვის აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე მონიტორინგს ახორციელებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, COVID19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

21 ოქტომბერი 2020, 09:43

სპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონი „მანჩესტერმა“ გამარჯვებით დაიწყო

საფეხბურთო კლუბმა „იუნაიტედმა“ პარკ დე პრენსზე ტურნირის შარშანდელი ფინალისტი პსჟ ბრუნო ფერნანდეშისა და მარკუს რაშფორდის გოლებით დაამარცხა, მასპინძლებმა კი ერთადერთი ბურთი ანტონი მარსიალის ავტოგოლის შედეგად გაიტანეს და შეხვედრა 1:2 დასრულდა.

21 ოქტომბერი 2020, 09:26

სამართალი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

21 ოქტომბერი 2020, 09:17

რეგიონი

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე ​პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ.

21 ოქტომბერი 2020, 09:08

ტაბლოიდი

ჟან-კლოდ ვან დამმა ჩიხუახუას ლეკვი გადაარჩინა

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და რეჟისორმა ჟან-კლოდ ვან დამმა 3 თვის ჩიხუახუას ლეკვი, სახელად რაია სიკვდილისგან იხსნა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

21 ოქტომბერი 2020, 09:03

ტაბლოიდი

ბათუმის დელფინარიუმს კიდევ ერთი ბინადარი დაემატა

ახალშობილი დელფინი თავს კარგად გრძნობს და აუზში აქტიურად დაცურავს. ამჟამად დედა პატარა დელფინს სწორ სუნთქვასა და სინქრონულ ცურვას, ასევე კოორდინირებულ მოძრაობას ასწავლის.

ჯო ბაიდენი
დონალდ ტრამპი

21 ოქტომბერი 2020, 08:52

მსოფლიო

ბაიდენი ტრამპს რეიტინგში 9%-ით უსწრებს

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დონალდ ტრამპი ჯოზეფ ბაიდენს რეიტინგში 9%-ით ჩამორჩება.გამოკითხვა The New York Times-ის დაკვეთით კვლევითმა ჯგუფმა „სიენა-კოლეჯმა“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს მხარს რესპოდენტთა 50% უჭერს, დონალდ ტრამპს კი ხმას 41% აძლევს. გამოკითხვა 15-18 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 987-მა რესპოდენტმა მიიღო.

21 ოქტომბერი 2020, 08:41

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 ოქტომბერს საქართველოს ზოგ ქალაქში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქუთაისში დღისით ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მიცრე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +18 გრადუსამდე მოსალოდნელია დღის ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ბათუმში იწვიმებს +21 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

21 ოქტომბერი 2020, 08:33

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ​კორონავირუსი 133 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ოკუპირებულ რეგიონში სულ COVID-19-ით ინფიცირების 3 036 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, 31 გარდაიცვალა, 1 267 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მელანია ტრამპი

21 ოქტომბერი 2020, 08:17

მსოფლიო

მელანია ტრამპმა პენსილვანიაში ვიზიტი გადადო

ამერიკის პირველმა ლედიმ პენსილვანიაში წინასაარჩევნო ვიზიტი გადადო. ამის შესახებ მისი აპარატის ხელმძღვანელმა განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 08:08

COVID19

დღეიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინის წესები იცვლება

საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

21 ოქტომბერი 2020, 08:05

მსოფლიო

ისრაელმა ჰამასის ობიექტები დაბომბა

ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა. ავიადარტყმები რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. მანამდე ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რომელიც ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა.

21 ოქტომბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

სუპერმოდელი ირინა შეიკი Vogue-ს ყდაზე შიშველი გამოჩნდა

რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი Vogue Czechoslovakia-ს ყდაზე შიშველი გამოჩნდა. შეიკის ფოტო გამოცემის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

ტომ ფელტონი

21 ოქტომბერი 2020, 00:44

კულტურა

ტომ ფელტონი „ჰარი პოტერის“ პირველი ფილმის გამოსვლის წლისთავის აღსანიშნავად სერიის მსახიობების შეკრებას აპირებს

„სხვა მსახიობებთან ყოველთვის კავშირზე ვარ WhatsApp-ით მეშვეობით. ეს კარგია, იმიტომ რომ 14 ნოემბერს „ჰარი პოტერის“ პირველი ნაწილი 19 წლის გახდება და ონლაინ-ზეიმის მოწყობას ვაპირებ, ახლა კი ვცდილობ ყველა ერთად შევკრიბო“, - განაცხადა ფელტონმა.

ემი კონი ბარეტი

21 ოქტომბერი 2020, 00:40

მსოფლიო

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს 26 ოქტომბერს უყრის

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს 26 ოქტომბერს უყრის. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.