imedi /  23 სექტემბერი 2020, 10:15 / სანდო წყარო

ტასმანიაში ნაპირზე ვეშაპების რეკორდული რაოდენობა გამოირიყა

ვეშაპები გამორიყული ავსტრალია ტასმანია

ავსტრალიის შტატ ტასმანიაში ნაპირზე გამორიყული 470 ვეშაპის გადარჩენას ცდილობენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ტასმანიაში ნაპირზე გამორიყული ვეშაპების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ცხოველები შტატის დასავლეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს. ორშაბათიდან მაშველები 250 ძუძუმწოვრის გადარჩენაზე მუშაობენ, თუმცა გუშინ კიდევ 200-ზე მეტი ვეშაპი იპოვეს, რომლებიც პირველი ჯგუფიდან ოდნავ მოშორებით არიან გამორიყული. მათი უმეტესობა უკვე მოკვდა.

რაც შეეხება პირველ ჯგუფს, აქ დაღუპული ცხოველების რაოდენობა 90-ს შეადგენს. მაშველებმა და მოხალისეებმა 25 ცხოველი გადაარჩინეს, თუმცა უმეტესობა ტალღას გამოჰყვა და კვლავ წყალმარჩხობაზე აღმოჩნდა. ამის მიუხედავად სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ვეშაპების ნაპირზე გამორიყვა.

ყველა სიახლე

გურამ ნიკოლაშვილი

01 ნოემბერი 2020, 02:10

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების სტაბილურობა

„ქართულმა ოცნებამ“ ნებისმიერი გამოკითხვით ყველაზე მეტი ხმა აიღო და ბევრად მეტი, ვიდრე მისმა მდევარებმა. ანუ 2 პარტიაც კი ვერ აგროვებს იმდენს, რამდენსაც „ქართული ოცნება“. მოსახლეობამ დღეს დაინახა მთავარი, რომ უმრავლესობა არის „ქართული ოცნებისკენ“ და ეს ლეგიტიმაცია დადგეს ეჭქვეშ, - ამის შესახებ იმედის ერთ-ერთმა წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

01 ნოემბერი 2020, 01:44

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვნად გადასცდება მთავრობის დაკომპლექტებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას

„ხმების რაოდენობა პროპორციულ ნაწილშიც იმდენია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვნად გადაცდება მთავრობის დაკომპლექტებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში განაცხადა.

ვაკა გორგილაძე

01 ნოემბერი 2020, 01:43

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე POS-ის ეგზიტპოლზე: განსაკუთრებულ სიურპრიზს მე ვერ ვხედავ, ვერც მოულოდნელობას

„განსაკუთრებულ სიურპრიზს მე ვერ ვხედავ, ვერც მოულოდნელობას, ვინაიდან დღევანდელ ეგზიტპოლებს რომ შევეხოთ, ბუნებრივია ჩვენი არხის მიერ გაშუქებულზე შევჯერდები ამჯერად, არანაირი მოულოდნელობა - ის, რასაც ვიღებდით კვლევებში. 50%-ს ოცნება გადასცდებოდა, ამას გვეუბნებოდა Strategies. იგივეს გვეუბნებოდა მეორე, ჩვენს მეზობლად არსებულ არხზე, ასევე ძალიან გავლენიანმა და ავტორიტეტულმა კომპანიამ - Survation-მა. იქაც ტენდენცია, ცდომილების ფარგლებშიც კი ემთხვევა ერთმანეთს, არის 50%0ზე მეტი“, - განაცხადა გორგილაძემ.

მამუკა მდინარაძე

01 ნოემბერი 2020, 01:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მეათე მოწვევის პარლამენტში დესტრუქციის გარდა ოპოზიციისგან სხვას რას უნდა ველოდოთ?!

„ისინი (ოპოზიცია) მეათე მოწვევის პარლამენტში იგივე დესტრუქციას გააგრძელებენ, თუმცა აღარ ექნებათ ის ჟინი, რომელიც ჰქონდათ. გულწრფელად მაქვს სურვილი, ოპონირება გაგვიწიოს ისეთმა პოლიტიკოსებმა, რომელიც საგნობრივ დებატებში შემოვა და არა ისეთში, როგორსაც მთელი 4 წლის განმავლობაში ვხედავდით“.

მამუკა მდინარაძე

01 ნოემბერი 2020, 01:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ არჩევნებს დამაჯერებლად იგებს

ვერანაირი ალტერნატიული, დესტრუქციული, რევოლუციური სცენარი იმ რეალობას, რაც საბოლოოდ ოქმებში აისახება ვერ შეცვლის, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

ნიკოლო მეტრეველი

01 ნოემბერი 2020, 01:22

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საქართველოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი აჩევნები

მიუხედავად ამ პანდემიის პირობებისა, უამრავმა ადამიანმა დააფიქსირა თავისი არჩევანი დააფიქსირა და საზოგადოებრივი ვალი ღირსეულად მოიხადა, ეს ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა „ქრონიკში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

01 ნოემბერი 2020, 01:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მოქალაქეები შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს მართვას უკვე მესამედ განდობენ

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მოქალაქეები განდობენ შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს მართას უკვე მესამედ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს უპირველეს რიგში არის უდიდესი პასუხისმგებლობა შენი სამშობლოს წინაშე. და ამ პასუხისმგებლობას გამართლება უნდა, უკვე ამაზე ვიწყებთ ჩვენ ფიქრს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს წინ. პანდემიის წინაშე, ამ გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო. ჩვენ ეკონომიკა უნდა დავაბრუნოთ ჯერ იმ ნიშნულზე, რომელზეც იყო პანდემიამდელ პერიოდში და შემდეგ განვავითაროთ კიდევ უფრო სწრაფი დინამიკით, ვიდრე აქამდე ვითარდებოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ბრიუსელი

01 ნოემბერი 2020, 01:03

პოლიტიკა

ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე შედეგები ცნობილია

ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე, რეგისტრირებული 1427 ამომრჩევლიდან, 300-მა მისცა ხმა. 107 ხმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაგროვა, 93 - „ქართულმა ოცნებამ“. „გირჩი“ - 23. „ევროპული საქართველო“ - 15.

01 ნოემბერი 2020, 00:51

COVID19

ბორის ჯონსონმა ინგლისში ახალი ლოკდაუნის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა

ლოკდაუნის დროს მხოლოდ ის მაღაზიები იმუშავებს, რომლებშიც პირველი საჭიროების ნივთები იყიდება, სხვა სავაჭრო ობიექტები და ფუნქციონირებას ონლაინ-სივრცეში განაგრძობენ, ისევე როგორც პაბები და რესტორნები.

გია აბაშიძე

01 ნოემბერი 2020, 00:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რადიკალურ ოპოზიციას ვითარების ესკალაციის ძალა და რესურსი არ აქვს

„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა დღეს პარლამენტთან ტროტუარიც კი ვერ გაავსეს და მიხეილ სააკაშვილი მონიტორიდან მარტო ლაპარაკობდა,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა.

ლადო ბოჟაძე

01 ნოემბერი 2020, 00:36

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: ქვეყანამ დემოკრატიაზე ტესტი კიდევ ერთხელ წარმატებით ჩააბარა

მინდა საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, - ასე ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ნინო ლომჯარია

01 ნოემბერი 2020, 00:31

საზოგადოება

სახალხო დამცველი 31 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს ეხმიანება

სახალხო დამცველი 31 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი 31 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად ადევნებდა თვალს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

01 ნოემბერი 2020, 00:29

საზოგადოება

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ერთ-ერთი პარტია უკვე მესამედ რჩება ხელისუფლებაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი

„ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ერთ-ერთი პარტია უკვე მესამედ რჩება ხელისუფლებაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი თან არის იმიტომ, რომ ამ პანდემიის პირობებში და როცა გარშემო მძვინვარებს პანდემია და არის ეკონომიკური კრიზისი და გარდა ამისა რეგიონში არის დაძაბულობა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იგივე ხელისფულება რჩება. ეს არის სტაბილურობის შეგრძნება“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

ნიკუშა შენგელაია

01 ნოემბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: როცა დგებოდა გადამწყვეტი მომენტი, ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდა, რაც დღეს გამოიხატა ამ პროცენტებში

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ კამპანია კლასიკურად ჩაატარა და ეს მოსახლეობამ კარგად დაინახა. „ისინი ხალხს უყვებოდნენ რა გაკეთდა, რას გააკეთებენ და როგორ გააკეთებენ. მე მაგალითად პირველად მოვისმინე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომ რა რესუსრებით რა შეუძლიათ გააკეთონ“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

დავით მაღრაძე

01 ნოემბერი 2020, 00:15

საზოგადოება

დავით მაღრაძე დიმიტრი შაშკინსა და კახა ოქრიაშვილზე: შეიძლება 7 ნოემბრის ვეტერანები არიან ან 26 მაისის რბევის, თორემ არავის ახსენდება, ნამდვილ ვეტერანებს

„ვეტერანების სახელით საუბრობენ და ჩემს მეგობრებში ვიკითხე. არც აფხაზეთში ახსოვს არავის, არც ცხინვალში და ალბათ ვეტერანობენ, შეიძლება 7 ნოემბრის ვეტერანები არიან ან 26 მაისის რბევის, თორემ ვეტერანობით არავის ახსენდება, ნამდვილ ვეტერანებს“, - განაცხადა მაღრაძემ.

01 ნოემბერი 2020, 00:08

პოლიტიკა

სამართლიანი არჩევნები: საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა ძირითადად კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა.

ოთარ კახიძე

01 ნოემბერი 2020, 00:03

პოლიტიკა

ოთარ კახიძე: საბოლოოდ ყველაფერს მეორე ტურები გადაწყვეტს

მისი თქმით, საბოლოოდ ყველაფერს მეორე ტურები გადაწყვეტს. „ყველა ჩვენი კომისიის წევრი რჩება საარჩევნო უბნებზე, ჩვენ ვიბრძოლებთ , მნიშვნელოვანია საქართველოში დასრულდეს ბიძინას პერიოდი და წავიყვანოთ საქართველო წინ. საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება“,- აღნიშნა ოთარ კახიძემ.

დავით მაღრაძე

01 ნოემბერი 2020, 00:03

საზოგადოება

დავით მაღრაძე: ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომელსაც ძალიან უნდა თავისი წარსული და ბიოგრაფია წაშალოს

„ისეთი ავკაცობა, ისეთი აღვირახსნილობა და ისეთი რეპრესიები აქვს გატარებული საქართველოში, რომ პოლიტიკური ეპიტაფია გახდება მათი ეს ცოცხები და ციხის კადრები და ყველა ის აღვირახსნილი რბოლა, რაც მათ ჩაიდინეს. საქართვლოს მოსახლეობამ უკულტურობას დაუპირისპირა მაღალი კულტურა“, - განაცხადა მაღრაძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ნოემბერი 2020, 00:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ მედიას 13 ოლქის ოფიციალური პირველადი მონაცემები გააცნო, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატები პირველ ტურში იმარჯვებენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მედიას ზოგიერთი რეგიონის ოფიციალური მონაცემი გაააცნო. საარჩევნო უბნებიდან მიღებული მონაცემებით, ირაკლი კობახიძემ 13 მაჟორიტარის შედეგზე ისაუბრა.

გოგა ხაინდრავა

31 ოქტომბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ეს არჩევნები ორი სიმბოლოთი დარჩება ქართულ საზოგადოებას - ბუბა კიკაბიძის რუსულად ნამღერი „თბილისო“ და შაშკინის იარაღი

„თავისუფლების მოედანზე, ზუსტად იმ მოედანზე სადაც 100 წლის წინ ორჯონიკიძემ კრემლში გაგზავნა დეპეშა „ლენინს, სტალინს თბილისზე ფრიალებს წითელი დროშა“, ზუსტად იმ ადგილზე იმღერა ბუბა კიკაბიძემ „თბილისო“ რუსულად. არც ერთმა ადამიანმა, ვინც იმ მოედანზე იყო შეკრებილი ეს არ გააპროტესტა, მეტსაც გეტყვით, ყველამ იმღერა, იცეკვა, დროშებიც ააფრიალეს, ე.ი ეს იქ შეკრებილი ადამიანის მსოფლმხედველობისთვის აბსოლუტურად მისაღები იყო.