http://imedi.ge/ /  27 სექტემბერი 2020, 18:48 / სანდო წყარო

ბელარუსში აქციის მონაწილეებს აკავებენ

ბელარუსი

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე პროტესტის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რუსულმა სააგენტოები იტყობინებიან, რომ დაკავებულია სულ მცირე 10 ადამიანი. რამდენიმე მეტროსადგური დაიხურა და მობილური ინტერნეტი მიუწვდომელი გახდა.

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

ყველა სიახლე

საფრანგეთი პოლიცია

22 ოქტომბერი 2020, 11:37

მსოფლიო

საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალი 7 ადამიანს წარედგინა

საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის, სამუელ პატის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალი 7 ადამიანს წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის ანტიტერორისტული პროკურატურა ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 11:27

სპორტი

23 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს გამათავს

23 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს გამათავს. ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებს 6 მორაგბე აკლია: ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარკაძე და ლაშა ხმალაძე.

ჯონდი ბაღათურია

22 ოქტომბერი 2020, 11:23

სამართალი

დავით გარეჯის საქმის გამოძიების ფარგლებში ჯონდი ბაღათურია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით მისი დეპუტატობის პერიოდში, 2012 წელს მაისში, „ქართული დასის“ სახელით პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო და პრეზიდენტი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა. მიზეზი გახდა ის, რომ იმ პერიოდში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვარზე გადმოიწიეს და სასაქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარი ქედზე გაავლეს, სადაც დავით გარეჯის მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკიც მოექცა.

ანრი ოხანაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 11:23

საზოგადოება

ანრი ოხანაშვილი: შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა

მეგობრებო, მჯერა, კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად მძიმე იქნებოდა ყველასთვის, ერთი მძევალი მაინც რომ დაღუპულიყო, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „მადლობა ღმერთს, რომ შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა. პოლიციელი გმირია! ავთანდილ გალდავა გმირია!“ - წერს ოხანაშვილი.

აშშ არჩევნები

22 ოქტომბერი 2020, 11:17

მსოფლიო

FBI: ირანმა და რუსეთმა ამერიკელი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს

რეტკლიფის თქმით, თეირანმა და მოსკოვმა ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ გარკვეული მონაცემები მოიპოვეს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლოა ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 11:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ,,ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ხაზია მუდმივი შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღემდე მტრობენ მართლმადიდებელ ეკლესიას. ადამიანი ან მორწმუნეა, ან არამორწმუნე. შეიძლება ადამიანი იყოს არამორწმუნე, მაგრამ თუ იგი რაციონალურია და რაღაც გრძნობები აქვს, ხომ უნდა აცნობიერებდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ სწამს, ესაა მისი ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ილია ჭავჭავაძემ სამ სიტყვაში ჩამოაყალიბა: მამული, ენა, სარწმუნოება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

British Airways

22 ოქტომბერი 2020, 11:12

ეკონომიკა

British Airways-ის მფლობელმა 1.3 მილიარდი ევრო იზარალა

British Airways-ის მფლობელმა (IAG) ფრენებზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო 1.3 მილიარდი ევრო დაკარგა. მესამე კვარტლის მონაცემი Reuters-მა კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1595 ადამიანს დაუდასტურდა, 398 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საართველოში კორონავირუსის 21-ი ათას 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ცხრა ათას სამი. გარდაცვლილია 172-ი, კარანტინის რეჟიმშია ოთხი ათას 462-ი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება სამი ათას 71-ი, კოვიდ სასტუმროში კი, ათას 772-ი პაციენტი იმყოფება.

22 ოქტომბერი 2020, 10:52

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11,287 ადამიანს დაუდგინეს, 30 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 10:44

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 55,838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 55,838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,706,946-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 702 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 116,616-ს აღწევს. ჯამში 6,874,518 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 10:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი

საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო სწორედ დავით გარეჯის ირგვლივ. ეს არის ჩვენი კულტურული მემკვდრეობა, ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ “იმედის“ ეთერში. მისი თქმით, დავით გარეჯის მიმართ უდიერი დამოკიდებულება, უკვე წყალგამყოფია.

ჯარედ ლეტო ჯოკერის როლში

22 ოქტომბერი 2020, 10:02

კულტურა

ჯარედ ლეტო ჯოკერის როლს დაუბრუნდება

ლეტო „სამართლიანობის ლიგის“ დამატებით გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას და ფილმი სურათ „თვითმკვლელთა რაზმის“ სიუჟეტურ ხაზს გააგრძელებს, რომელშიც ლეტომ DC-ის კომიქსების საკულტო გმირი პირველად განასახიერა.

ქართული ოცნება

22 ოქტომბერი 2020, 09:45

პოლიტიკა

დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თელავში საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს

ღონისძიება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. რიგით მეორე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებები.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 09:36

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,3 მილიონს გადააჭარბა

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (222 176). მეორე ადგილზე ბრაზილია (155 403), ხოლო მესამეზე ინდოეთი (115 914).

მერაბ ქვარაია

22 ოქტომბერი 2020, 09:19

რეგიონი

მერაბ ქვარაია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული

„ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს სამართალდამცველებმა, თორემ შეიძლება მართლაც ფატალური შედეგი დამდგარიყო, რადგან ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, ჩვენ ვადევნებდით თვალს და ვხედავდით, რომ ის არ იყო დილეტანტი, იყო საკმაოდ მომზადებული, პროფესიონალი. ნებისმიერ წუთს მოსალოდნელი იყო მძიმე შედეგით დასრულება ამ ფაქტის“, - განაცხადა დეპუტატმა.

კორონავირუსი ვაქცინა

22 ოქტომბერი 2020, 08:51

COVID19

ბრაზილიაში AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა

საუბარია შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს პრეპარატზე. მოხალისე - 28 წლის ბრაზილიელი ექიმი - 15 ოქტომბერს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე ცნობილია, რომ მან ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობა ივლისში მიიღო, რა დროსაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღო. სექტემბერში კაცს კორონავირუსი დაუდგინდა.

Show Me The Monet

22 ოქტომბერი 2020, 08:45

კულტურა

ბენქსის ნახატი 7.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ნახატი ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს ტილოს, „იაპონური ხიდის“ ანალოგია, თუმცა პეიზაჟის იდილიას საყოფაცხოვრებო ნარჩენები არღვევს. ხიდის ქვეშ ლილიების ნაცვლად მარკეტის ურიკები და საგზაო ნიშნები ყრია.

ბარაკ ობამა

22 ოქტომბერი 2020, 08:27

მსოფლიო

ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა

„მინდა დახმარება გთხოვოთ იმისათვის, რომ თეთრ სახლში ჯო ბაიდენი და კამალა ჰერისი შევიდნენ“, -განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ფილადელფიაში ბაიდენის მხარდამჭერ მიტინგზე. ობამამ ტრამპი სახელმწიფოს მართვის უუნარობისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თანამოქალაქეებს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ირაკლი კვარაცხელია

22 ოქტომბერი 2020, 08:17

რეგიონი

ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს

„თავიდან ის იყო ძალიან აგრესიული, მაგრამ საბედნიეროდ მძევლად ვინც იყო, ყველამ ერთად მოახერხა ის, რომ ეს ადამიანი კომუნიკაბელური გახდა უფრო მეტად. სამართალდამცველებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის დახმარებით. მძევალს დაარეკინა სადღაც და ჰქონდა ხმამაღალზე ჩართული, სპიკერზე და თვითონ უსმენდა, ეუბნებოდა რა გაეცა პასუხი. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა თვითონაც ჩაერთო ლაპარაკში, მაგრამ ეს იყო ერთეულები“, - განაცხადა კვარაცხელიამ.