7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს
ფოტო: Shutterstock.com
7-8 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) გაიმართება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.
GIMF 2026 საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატი დაესწრება. GIMF 2026-ში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მათ შორის, საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წლიდან იმართება. წელს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „შუა დერეფნის“ განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და სხვ.
ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
მედია: სამართალდამცველებმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი დააკავეს
სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი ქვეყნის ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 10:43
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
იმის გასაგებად, მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და პაროლი.
25 აგვისტო 2026, 10:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა; განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია
„სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ! თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე ეტაპი.
25 აგვისტო 2026, 10:29
მსოფლიო
POLITICO: ესპანეთის პრემიერი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას მიგრაციული კრიზისის დაწყებიდან 26-ე დღეს იწვევს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტეში შექმნილ მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას გამართავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 10:23
ეკონომიკა
2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივლისის მდგომარეობით 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 10:23
კულტურა
ნიკოლას ჰოლტს „ჰარი პოტერში“ კიტ ჰარინგტონი ჩაანაცვლებს
კიტ ჰარინგტონი ტელესერიალ „ჰარი პოტერის“ სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდა. ცნობილია, რომ ის HBO-ს შოუში პროფესორ გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს. ჰარინგტონი ამ როლზე ცოტა ხნით ადრე დამტკიცებულ ნიკოლას ჰოლტს ჩაანაცვლებს, რომელიც სერიალის მეორე სეზონში გადაღებას სხვა პროექტში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს. ჰარინგტონი, რომელიც ცნობილია ჯონ სნოუს როლით სერიალში „სამეფო კარის თამაშები“.
25 აგვისტო 2026, 09:39
სპორტი
აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა - ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ, აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ტურნირზე ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
25 აგვისტო 2026, 09:27
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-დან 35 გრადუსამდე იქნება.
25 აგვისტო 2026, 09:24
პოლიტიკა
ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება
ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
25 აგვისტო 2026, 09:19
მსოფლიო
Bloomberg: ბრიტანეთის პრემიერი მომავალ თვეს ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ის და სხვა ევროპელი ლიდერები მომავალ თვეში აშშ-ში ჩასვლას გეგმავენ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრის მოახლოებამდე Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მარაგიდან ნაწილის ხელმისაწვდომობის ნებართვა სთხოვონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა, რომელიც უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.
25 აგვისტო 2026, 09:13
პოლიტიკა
ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე და ურთიერთობების გაღრმავების მზაობა დაადასტურეს.
25 აგვისტო 2026, 09:10
პოლიტიკა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას უკრაინის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 09:06
პოლიტიკა
საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას
საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ერთობლივ განცხადებას, საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, ასევე ავსტრალია, კანადა, ჰონდურასი, ისლანდია, იაპონია, ახალი ზელანდია, პანამა და სამხრეთ კორეა უჭერენ მხარს.
25 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 04:23
მსოფლიო
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.
25 აგვისტო 2026, 04:14
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:57
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის
უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:40
მსოფლიო
The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის
აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.


