imedi /  12 ოქტომბერი 2020, 15:49 / სანდო წყარო

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმდნენ

ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სასანქციო სიაში შეყვანზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ AFP-ი წერს.

ლუკაშენკოს წინააღმდეგ შეზღუდვებისკენ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰაიკო მაასმა მოუწოდა.

ყველა სიახლე

09 ივნისი 2026, 13:21

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ არა მუდმივი დაძაბულობა, კატასტროფის პროგნოზები და ნეგატიური დღის წესრიგი, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და შედეგი

ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი - თუ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობებს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ააწყობდა, ქვეყანას აღარ ეყოლებოდა პარტნიორები, შეწყდებოდა ინვესტიციები და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 13:21

პოლიტიკა

პრემიერი: არიან ადამიანები, ძალები ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, რომლებიც არიან მტრულად განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ და რომლებსაც აღიზიანებთ ბიძინა ივანიშვილის ეს როლი, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის გარანტის როლი, ამ როლს ის ასრულებს მას შემდეგ, რაც ჩაერთო პოლიტიკაში

„დღეს მთავრობაში პროცესები წარიმართება კონსტიტუციური წესების შესაბამისად, იგივე ხდება პარლამენტში და ყველა კონსტიტუციურ ორგანოში. ამასთან ერთად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ის არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ასევე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, 2024 წელს, როცა ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ამ მოცემულობით წარვდექით საზოგადოების წინაშე. მთელი ეს კონფიგურაცია საზოგადოებამ იცოდა, ვინ იქნებოდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ იქნებოდა მთავრობის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე და შესაბამისად, ამ მოცემულობას მიანიჭა პირდაპირი მანდატი და ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ჩარჩოებში მოქცეული და ეს ჩარჩოები არის კონსტიტუციური ჩარჩოები. ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ამასთან დაკავშირებით ობიექტურად ვერავითარი კითხვის ნიშნები ვერ იქნება. უბრალოდ, არიან ადამიანები, ძალები ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, რომლებიც არიან მტრულად განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ და რომლებსაც აღიზიანებთ ბიძინა ივანიშვილის ეს როლი, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის გარანტის როლი. ამ როლს ის ასრულებს მას შემდეგ, რაც ჩაერთო პოლიტიკაში. 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო პოლიტიკაში, ქვეყანას სუვერენიტეტი არ ჰქონდა. ქვეყანას მართავდა ადგილობრივი აგენტურა, უცხოური ძალების აგენტურა და ამ აგენტურამ რა მოუტანა ქვეყანას - ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, 2 ისტორიული რეგიონის ოკუპაცია“, - განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძე

09 ივნისი 2026, 13:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონი რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გავლენას ახდენს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი და არა გარედან მიღებული მითითებები.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 13:20

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ინვესტორების მოსაზიდად და ეს სწყინთ ზოგიერთებს, მაგალითად - EMAAR-ის, Eagle Hills-ის ინვესტიცია განსაკუთრებულად ეწყინათ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს და მთელი აქციებიც კი მოაწყვეს, ასევე, დიდად არ ესიამოვნათ Tether-ის შემოსვლა საქართველოში

საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ინვესტორების მოსაზიდად და ეს სწყინთ ზოგიერთებს, მაგალითად - EMAAR-ის, Eagle Hills-ის ინვესტიცია განსაკუთრებულად ეწყინათ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს და მთელი აქციებიც კი მოაწყვეს, ასევე, დიდად არ ესიამოვნათ Tezer-ის შემოსვლა საქართველოში, ჩვენი ქვეყნის იმიჯი იცვლება იმ ფონზე, როდესაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ინვესტორების ინტერესები ბუნებრივადაც იზრდება, რაც ოპტიმისტურად განგვაწყობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

09 ივნისი 2026, 13:20

პოლიტიკა

კახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებმა აღიარეს ის, რაც საზოგადოებამ ისედაც დაინახა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს

4 ოქტომბერს რა პროცესები მიდიოდა და რევოლუციის მოწყობას რომ გეგმავდნენ, ეს ყველამ კარგად დაინახა, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 8 პირის საპროცესო შეთანხმების გაფორმების ფაქტს.

09 ივნისი 2026, 13:15

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 10 ივნისს, 13:00 საათზე, მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 10 ივნისს, 13:00 საათზე, მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

09 ივნისი 2026, 13:09

კულტურა

„დრაკონის სახლის“ ახალი სეზონის პრემიერა გაიმართა

ლონდონში HBO-ს სერიალის, „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის საპრემიერო ჩვენება გაიმართა. შოუს ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს და შეკრებილ ფანებთან ერთად ფოტოები გადაიღეს. მათ შორის იყვნენ: მეტ სმიტი, ​ემა დ'არსი, ​ოლივია კუკი, ფაბიენ ფრანკელი, ტომ გლინ-კარნი, იუან მიტჩელი და სხვები ახალი სეზონის პრემიერა 2026 წლის 21 ივნისს არის დაგეგმილი. ის 8 ეპიზოდისგან შედგება. სერიალის შემქმნელებმა მანამდე განაცხადეს, რომ ეკრანებზე „დრაკონის სახლის“ მეოთხე სეზონიც გამოვა, რომელიც ფინალური იქნება.

ჭოუ ციენი

09 ივნისი 2026, 12:43

პოლიტიკა

ჩინეთის საელჩო: ჩინეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთმანეთს მილოცვები გაუზიარეს და ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ განაცხადეს

საქართველოში ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, 9 ივნისს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავის აღსანიშნავად ერთმანეთს მისალოცი შეტყობინებები გაუგზავნეს.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 12:26

პოლიტიკა

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილმა წლებით აჩვენა გუნდსაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ მის რჩევას აქვს განსაკუთრებული ფასი, სწორედ მისი პირადი კომპეტენციის შედეგია ის, რაც საქართველოს აქვს დღეს, ეს არის 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სწრაფი ეკონომიკური ზრდა

დიდი ხანია, გვესმის საუბარი ერთმმართველობაზე, ავტოკრატიაზე, ივანიშვილის რეჟიმზე, ეს ტერმინები გამოიყენება, თუმცა როცა ფაქტებით ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს გვიპირისპირებენ. მთავარია ფაქტები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

დონალდ ტრამპი

09 ივნისი 2026, 12:25

მსოფლიო

Reuters: ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტესთან ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტები უსაფრთხოდ არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მიდამოებში ჩამოვარდნილი Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები კატასტროფას უვნებლები გადაურჩნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 12:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, გვაქვს კონკრეტული საუბრები და გვაქვს იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს, შედეგი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება

„ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა /საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლდება. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი. ჯო უილსონზე მე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, რომელიც საქართველოს უწოდებს პროირანულს, პროჩინურს, პრორუსულს ხომ ადრე იძახდა და ახლა პროირანული გავხდით, შეიძლება, ასეთი კაცი სერიოზულად მიიჩნიოს ვინმემ? რომელიც გამოდის და საქართველოს უწოდებს პროირანულ ქვეყანას. არასერიოზული კაცია. კაცი, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პროირანული, რამდენად არასერიოზულია, ხომ ხედავთ. ასეთი არასერიოზული განცხადების გამკეთებელი კაცი როგორ შეიძლება, ვინმემ სერიოზულად მიიჩნიოს. ხვალ გამოვა და იტყვის, რომ პროკამბოჯური ხელისუფლება ვართ. საოცრებაა. ასეთი არასერიოზული მე არაფერი მინახავს და თქვენ შეგიძლიათ, ხშირად იმეოროთ ჯო უილსონის არასერიოზული ციტატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

09 ივნისი 2026, 12:19

ეკონომიკა

2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა, რაც ინვესტორთა ნდობასა და ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურ მოლოდინებზე მიანიშნებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა, შემდეგ მოდის აშშ, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი და ა.შ.

09 ივნისი 2026, 12:13

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაუტარდათ

სწავლების თეორიული ნაწილი მოიცავდა ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის, ევაკუაციის პროცედურებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ. პრაქტიკული ნაწილი კი სიმულაციური სწავლების ფორმატში გაიმართა, სადაც ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 3 ერთეული სახანძრო ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

09 ივნისი 2026, 12:12

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

09 ივნისი 2026, 12:09

რეგიონი

რუსთავის N31 საბავშვო ბაღში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

გამწვანების პროცესში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 12:08

პოლიტიკა

პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე: ძალიან კარგია, რომ მათ აღიარეს დანაშაული, გამოხატეს სინანული, ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვისაც და პირადად მათთვისაც, არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ეს განცხადება - თუ იქნება სინანული, აღიარება, რაც ვიხილეთ კონკრეტულ შემთხვევებში 4 ოქტომბრის საქმეზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება. არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში. მათ მიმართაც რეაგირება გვექნება შესაბამისი, თუ იქნება სინანული, აღიარება, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის, იმისათვის, რომ ასეთ რამ აღარ განმეორდეს. სახელმწიფომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ზომები, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას, დასტაბილურებას, მათ შორის, ეს იყო ის, რომ სამართალი სათანადოდ აღსრულდა რევოლუციის შემთხვევებთან დაკავშირებით. 30-ზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული 4 ოქტომბრამდე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის. ასევე, 4 ოქტომბერზე სათანადო რეაგირებაც მნიშვნელოვანი იყო პრევენციისთვის. ბუნებრივია, სახელმწიფო უნდა დადგეს თავის ადგილზე. რა თქმა უნდა, ჰუმანურობაც არის ის, რაც სახელმწიფომ, ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს სათანადო პირობების არსებობისას. ესეც არის ჩვენი ჰუმანური მიდგომის გამოხატულება. კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ეს პირობა - თუ ვინმე გამოხატავს სინანულს, თუ ვინმე აღიარებს საკუთარ დანაშაულს, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება. მოვიქცევით ისე, როგორც მოვიქეცით ამ კონკრეტული პატიმრების შემთხვევაში. ძალიან კარგია, რომ მათ აღიარეს დანაშაული, გამოხატეს სინანული. ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვისაც და პირადად მათთვისაც“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

09 ივნისი 2026, 12:07

სამართალი

მიმდინარე წლის მაისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 695 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 695 ფაქტი გამოავლინეს.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 12:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე, პირადად მისი როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებულია და მადლობა მას ამისთვის

პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე და ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 12:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიასა და ადგილობრივ აგენტურაში, შანტაჟი ვერ გაჭრის

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როდესაც ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანობაში შექმნილი ერთი მხრივ, ევროპულ ბიუროკრატიაში, მეორე მხრივ, ადგილობრივ აგენტურაში. მძიმე ვითარებაა ისინი ხალხზე ზეწოლით და მუქარით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ჩვენს გარშემო, აქედან გამომდინარე შანტაჟი ვერ გაჭრის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის სისუსტის შედეგი, როგორც ორგანიზმი მთლიანად სუსტდება იმუნიტეტის დაქვეითების პირობებში, ასეთი რაღაც დაემართა რადიკალურ ოპოზიციას, არც რადიკალიზმი გამოდის, არც რაიმე სხვა, ეს არის სისუსტის გამოვლინება

ოპოზიციაში ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის სისუსტის შედეგი, როგორც ორგანიზმი მთლიანად სუსტდება იმუნიტეტის დაქვეითების პირობებში, ასეთი რაღაც დაემართა რადიკალურ ოპოზიციას, არც რადიკალიზმი გამოდის, არც რაიმე სხვა, ეს არის სისუსტის გამოვლინება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.