imedi /  17 ოქტომბერი 2020, 08:24 / სანდო წყარო

საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის სასტიკის მკვლელობის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთი პოლიცია

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში სკოლის მასწავლებლის სასტიკის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ფრანგული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდაა, რომელიც 2002 წელს მოსკოვში დაიბადა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეების მშობლები ისტორიის მასწავლებელს მანამდეც ემუქრებოდნენ და პედაგოგმა მუქარების შესახებ პოლიციას შეატყობინა.

16 ოქტომბერს ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში პოლიციამ ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვა. ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილებზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა. პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში აღმოაჩინა. ის სამართალდამცველებს ცივი იარაღით დაემუქრა, რის შემდეგაც პოლიციამ ის ადგილზე მოკლა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2020, 17:46

COVID19

ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, როგორი პირბადეა კორონავირუსისგან დაცვისთვის ყველაზე ეფექტიანი

დღეისთვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე უფრო ეფექტურია სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგ ეფექტურობით გამოირჩევა ორშრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა​ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 17:43

სამართალი

გიორგი გახარია: შსს-ს ჰქონდა კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და მან ეს დავალება პირნათლად შეასრულა

„ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოთარ ერანოსიანი

27 ოქტომბერი 2020, 17:35

სპორტი

ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. პიტბულის მეტსახელით ცნობილმა ქართველმა მოკრივემ არგენტინელი ემილიანო გარსია მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. 27 წლის ქართველმა მეტოქე ჯერ კიდევ მე-2 რაუნდში დააგდო. ეს გამეორდა, მესამე და მეოთხე რაუნდებში, სანამ რეფერი ამ სასტიკ ცემას შეწყვეტდა. მომდევნო ბრძოლას ოთარ ერანოსიანი 20 ნოემბერს გამართავს, მისი მეტოქე კი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

გივი მიქანაძე

27 ოქტომბერი 2020, 17:35

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დააკვირდება არჩევნებს

„ცოტა ხნის წინ იყო ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, აწერდა ხელშეკრულებას ხელს, რომლითაც ლობისტებთან გარკვეულ გარიგებაში შედიოდნენ. დღეს კი აღმოვაჩინეთ, რომ ათეულობით ბათუ ქუთელია გვყოლია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აკვირდება ამ არჩევნებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 17:25

რეგიონი

გიორგი გახარიამ ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გახსნა

ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს საზღვაო კარიბჭე. მომავალშიც ფოთმა ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს, რაც შეუძლებელია მაღალკვალიფიციური კადრების გარეშე. სწორედ ამიტომ აქ გაჩნდა ბათუმის 100 წლის ისტორიის მქონე საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელშიც ერთდროულად 1000 სტუდენტი ისწავლის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთში, საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 17:25

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება

„რამდენჯერმე განვიხილეთ ეს საკითხი, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ საველე ჰოსპიტლების მოწყობას, საქართველოში ბევრია ჰოსპიტლების რაოდენობა, სადაც შესაბამისი სივრცეებია და ვგეგმავთ მათ გაძლიერებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

27 ოქტომბერი 2020, 17:24

სპორტი

ეკატერინე ფიფია მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული ეკატერინე ფიფია გახდა. 17 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართულ შეჯიბრში მან 8 ქულა დააგროვა და 40 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 17:18

COVID19

ამირან გამყრელიძე: ბინაზე დატოვებულ კოვიდინფიცირებულებს განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ, მთავარია თითოეულ მათგანს ოჯახის ექიმთან ჰქონდეს ხშირი სატელეფონო კონტაქტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე იმის შესახებ ისაუბრა, თუ რამდენად მიზანშეწონილია ბინაზე მყოფმა კოვიდინფიცირებულმა სხვადასხვა მედიკამენტი მიიღოს. მისი განმარტებით, სიმპტომების მიხედვითა და ექიმის დანიშნულებით, აღნიშნული მედიკამენტების მიღება აკრძალული არაა.

27 ოქტომბერი 2020, 17:08

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს. მთავრობის მეთაურმა და შს მინისტრმა ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო.

კორონას ვაქცინა

27 ოქტომბერი 2020, 17:07

COVID19

პაატა იმნაძე: საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება

საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე ერთ-ერთ თემას კორონავირუსის ვაქცინის შექმნის საკითხი წარმოადგენდა.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 17:02

COVID19

ამირან გამყრელიძემ ის ასაკობრივი ჯგუფი დაასახელა, რომელშიც საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

„0-დან 1 წლამდე ჩვენ გვყავს 1%, 433 ინფიცირებული ბავშვი, 2-დან 18 წლამდე 13% (4058), 19-დან 29 წლამდე 16 % (5 000) და ყველაზე დიდი ჯგუფი გახლავთ 30-დან 59 წლამდე - 50% ინფიცირებულებისა მოდის ამ ასაკობრივ ჯგუფში (16 075). 60-დან 69 წლამდე არის 18% და 80 წელს ზემოთ გვყავს 2% ინფიცირებულების“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მაიკ რაიანი

27 ოქტომბერი 2020, 17:01

COVID19

ჯანმო: ამჟამად, ევროპის რეგიონი კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, ევროპის კონტინენტი კორონავირუსის დაავადების ეპიცენტრი ხდება.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:58

COVID19

ამირან გამყრელიძემ ტაძრებში წირვა-ლოცვის დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე ისაუბრა

წირვა-ლოცვების მრევლის გარეშე ჩატარებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები იგივე რჩება, რაც აღდგომის წინა დღეებში იყო - დავიცვათ დისტანცია, ვიყოთ პირბადით და რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 16:57

საზოგადოება

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ანგარიში წარადგინა

ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ჩართულობით, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, არაერთი ხელშემწყობი ღონისძიების სამართლებრივი რეგლამენტირება მოხდა:

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:53

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯანდაცვის სექტორი ვალდებულია, ამ დიდ გამოწვევას გაუძლოს

ჩვენ არ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, როდესაც ჯანდაცვის სისტემას ინფიცირებულთა მართვა გაუჭირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:48

COVID19

ამირან გამყრელიძე: სამედიცინო საზოგადოება მუდმივად გადის ტრენინგს ინფექციის კონტროლის საკითხებთან მიმართებაში, რათა რაც შეიძლება მინიმალურად დაზიანდეს სამედიცინო პერსონალი

„რა თქმა უნდა, უფრო დიდი არის ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული გამოწვევა. მე ციფრები დაგისახელეთ, რამდენი გვყავს დღეს - 1678 ინფიცირებული (მედპერსონალი). ეს არის 5.2% მთლიანად ინფიცირებულებიდან. აქედან უკვე დიდი ნაწილი გამოჯანმრთელებულია და დაუბრუნდა თავის სამუშაო პირობებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი სამედიცინო საზოგადოება მუდმივად გადის ტრენინგს ინფექციის კონტროლის საკითხებთან მიმართებაში, რათა რაც შეიძლება მინიმალურად დაზიანდეს სამედიცინო პერსონალი, რომლებიც კრიტიკულები გახლავთ ამ პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა გამყრელილძემ.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:45

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში დაახლოებით 8 ათასამდე საწოლის მობილიზება შეიძლება

ცოტაა თუ ბევრი 249 თავისუფალი საწოლი, საწოლფონდისა და საავადმყოფოდან გაწერის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 16:43

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო განყოფილება თვითიზოლაციაში გადავიდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო განყოფილება თვითიზოლაციაში გადავიდა. ისინი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ. მიზეზი კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევებია. COVID-19 საფინანსო განყოფილების 2 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაიტესტა, პასუხებს ხვალ გახდება ცნობილი. შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:42

COVID19

ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, თრომბოემბოლია, რომელიც საკმაოდ იშვიათი გართულებაა, დამახასიათებელია კორონავირუსისთვის

სამწუხაროდ, თრომბოემბოლიური გართულება, რომელიც საკმაოდ იშვიათია, დამახასიათებელია კორონავირუსისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 16:40

COVID19

ამირან გამყრელიძე: ახალ ინფიცირებულთა შორის ყველაზე მეტი, 1 469 სიმპტომიანი პაციენტია

ახალ ინფიცირებულთა შორის ყველაზე მეტი, 1 469 სიმპტომიანი პაციენტია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.