27 ოქტომბერი 2020, 18:44 / სანდო წყარო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 33 ადამიანი დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა გიულენისტურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETÖ) კავშირის ბრალდებით, 33 ეჭვმიტანილი დააკავა, - ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქოჯაელის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციისას შვიდი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის არიან სამხედრო ძალებიდან გარიცხული ლეიტენანტი და სამხედრო სკოლის ექვსი ყოფილი მოსწავლე.

გარდა ამისა, 26 პირია დაკავებული სტამბულში, ბურსაში, სამსუნში, ადანასა და ბალიქესირში.

თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. დაპირისპირებას მაშინ 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 200-მდე კი, დაშავდა. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, სახელმწიფო წესრიგის დამხობის მიზნით, გიულენის ორგანიზაცია გრძელვადიან კამპანიას აწარმოებდა. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ის ამ დრომდე აშშ-ში ცხოვრობს.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2021, 10:25

სამართალი

2020 წლის დეკემბერში თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ძებნილი ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2020 წლის დეკემბერში თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ძებნილი ორი პირი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 1978 წელს დაბადებულ, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევ ა.დ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

17 იანვარი 2021, 10:25

მსოფლიო

ფილიპინებზე საჰაერო ძალების ვერტმფრენის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ფილიპინებზე, ბუკიდნონის პროვინციაში საჰაერო ძალების ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერტმფრენს, კომუნისტ მეამბოხეებთან საბრძოლველად, სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა. ავიაკატასტროფის მიზეზად ძრავის პრობლემა სახელდება.

საქართველოს მთავრობა

17 იანვარი 2021, 10:21

COVID19

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასრულებულია

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

17 იანვარი 2021, 10:21

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა

2021 წლის 17-20 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ესპანეთის სამეფოს. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, სადაც მოხდება ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურის შერჩევა.

თავდაცვის სამინისტრო

17 იანვარი 2021, 10:18

პოლიტიკა

ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის გაცილების ცერემონიალი გაიმართა

NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), ამავე ცენტრის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

17 იანვარი 2021, 09:58

სპორტი

9 მედალი და გუნდური ჩემპიონობა - ქართველი სპორტსმენების შედეგი საფრანგეთის გრან-პრიზე

ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება დასრულდა, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ.

17 იანვარი 2021, 09:45

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 102 ადამიანი მკურნალობს, მათგან 90-ს კორონავირუსის დიაგნოზი უკვე დაუსვეს. სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 36 პაციენტი, გაგრის საავადმყოფოში - 26, ოჩამჩირეს საავადმყოფოში - 26, ტყვარჩელის საავადმყოფოში კი 15 პაციენტი მკურნალობს. კიდევ 57 კოვიდინფიცირებული სოხუმის რუსულ სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

მაია ჩიბურდანიძე

17 იანვარი 2021, 09:26

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მაია ჩიბურდანიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს

„ქართული სპორტი მდიდარია წარმატებული ადამიანებით, პროფესიონალებით, რომლებმაც საერთაშორისო სარბიელზე შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვეს. თუმცა მათ შორის არიან განსაკუთრებულად გამორჩეული სპორტსმენები, რომლებმაც გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მთელი ეპოქა შექმნეს“.

17 იანვარი 2021, 09:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 17 იანვარს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

17 იანვარი 2021, 08:56

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-ს მიუახლოვდა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 56 ადამიანი. უკვე დაფიქსირდა მიწისძვრის შემდგომი ბიძგებიც. ქალაქ მაჯინთან ახლოს, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირებული მიწისძვრის გამო, საცხოვრებელი სახლები უკვე 15 ათასამდე ადამიანმა დატოვა. დაშავებულია 820 ადამიანი.

17 იანვარი 2021, 08:39

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, გამთენიისას, თბილისის დროით 03:39 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება. ცენტრის ცნობით, მიწისძვრა 3.0 მაგნიტუდის (ML) სიდიდის იყო და ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით, 16 კმ-ში, სოფელ მამიშლართან მდებარეობდა.

17 იანვარი 2021, 08:29

მსოფლიო

მიწისძვრის შემდეგ, ინდონეზიაში ვულკანიც ამოიფრქვა

ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთით, ვულკანი სემერუ ამოიფრქვა. ამოფრქვევის შემდეგ, ვულკანურმა ფერფლმა და კვამლმა 5 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია.

17 იანვარი 2021, 08:13

სამართალი

ზუგდიდში ხანძარს 40 წლამდე კაცი ემსხვერპლა

ზუგდიდში უბედური შემთხვევა მოხდა. ბარამიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მისულ მაშველებს ბინაში მამაკაცის ცხედარი დახვდათ. სავარაუდოდ, მამაკაცი ძლიერი დაკვამლიანების გამო გარდაიცვალა. ადგილზე იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

17 იანვარი 2021, 08:02

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 94 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 94 465 774 შემთხვევა გამოვლინდა, 2 021 733 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 51 986 569 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 23 747 781 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 395 691 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

17 იანვარი 2021, 00:55

მსოფლიო

საფრანგეთში 1,5 მილიონი ადამიანი კავშირგაბმულობის სერვისის გარეშე დარჩა

საფრანგეთში 5G-ის ანძის დაწვის შედეგად, ქალაქ ლიმოჟთან 1,5 ადამიანი რამდენიმე დღეა კავშირგაბმულობის სერვისის გარეშეა დარჩენილი. კერძოდ, ისინი ვერ სარგებლობენ რადიო-ტელე და ინტერნეტ სერვისით. ამის შესახებ Le Figaro წერს.

მელბურნი

17 იანვარი 2021, 00:36

COVID19

ავსტრალიის ღია პირველობის 50 მონაწილე კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია

ავსტრალიის ღია პირველობის 50 მონაწილე კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჩოგბურთელები მელბურნში აბუ დაბისა და ლოს ანჯელესის რეისებით ჩავიდნენ და მათთან ერთად მგზარობდნენ კოვიდინფიცირებულები.

17 იანვარი 2021, 00:25

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მამა შვილზე და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

სასექსის ჰერცოგინია მაგან მარკლის მამა ტომას მარკლი შვილის და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ The Sun წერს. ტომას მარკლი ფილმის გადაღებას 2021 წელს დაასრულებს. ფილმში მოთხრობილი იქნება მეგანის დაბადებისა და მათი ურთიერთობების შესახებ.

17 იანვარი 2021, 00:06

მსოფლიო

ფრანკფურტის აეროპორტში სპეცოპერაცია დასრულდა

სპეცოპერაცია, რომელსაც ფრანკფურტის აეროპორტში პოლიცია ახორციელებდა დასრულდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის ადმინისტრაცია Twitter-ზე წერს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ფრანკფურტის აეროპორტი და რკინიგზის სადგური პოლიციამ საეჭვო ნივთის არსებობის გამო გადაკეტა. გავრცელდა ინფორმაცია ორი ადამიანის დაკავების შესახებ.

საფრანგეთი

16 იანვარი 2021, 23:58

COVID19

საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საფრანგეთი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ზომებს ამკაცრებს. დღეს საღამოს ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა. მოსახლეობას ქუჩაში გასვლა 18:00-დან 06:00-მდე ეკრძალება.

16 იანვარი 2021, 23:36

მსოფლიო

პარიზში საპროტესტო აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა. ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „გლობალური უსაფრთხოების კანონპროექტს“ პროტესტი პარიზის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა გამოუცხადა. საფრანგეთის შს მინისტრის, ჟერალდ დარმანენის ინფორმაციით, აქციაზე 12 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 75 აქტივისტი დააკავეს.