imedi  /  03 ნოემბერი 2020, 19:49 / სანდო წყარო

მელანია ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი პალმ ბიჩში მდებარე საარჩევნო უბანში გააკეთა

მელანია ტრამპი

მელანია ტრამპი

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი ფლორიდის შტატში, პალმ ბიჩში მდებარე საარჩევნო უბანში გააკეთა.

24 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი ფლორიდის შტატში გააკეთა. ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ხმა მისცა ბიჭს, რომლის სახელი ტრამპია“.

დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.

ბოლო მონაცემებით, 100 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი უფლებით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა. ბოლო გამოკთხვის თანახმად, გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს ამომრჩევლების 51%, ხოლო დონალდ ტრამპს კი 43% უჭერს.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

24 ნოემბერი 2020, 01:05

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჯო ბაიდენი 2021 წელს ევროკავშირის სპეციალურ სამიტზე მიიწვია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საიუბარი გამართა.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ზუსტად გამოიკვეთა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად

ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ემოციური, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს უნდა, რომ წარმოაჩინოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბორის ჯონსონი

24 ნოემბერი 2020, 00:44

COVID19

ბორის ჯონსონი: დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

24 ნოემბერი 2020, 00:15

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 153 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

24 ნოემბერი 2020, 00:10

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს

39 წლის შვედი ფორვარდი იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში, „ნაპოლისთან“ მატჩის დროს დაშავდა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ზლატანს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რომლის მკურნალობასაც სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.

23 ნოემბერი 2020, 23:57

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 501 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

23 ნოემბერი 2020, 23:54

COVID19

ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

ლევან რატიანის თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ახალშობილთა რეანიმაციაში იმყოფება.

23 ნოემბერი 2020, 23:46

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 512 ადამიანი გარდაიცვალა.

23 ნოემბერი 2020, 23:41

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 206 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

23 ნოემბერი 2020, 23:36

მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა და ამერიკასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.

კახეთი

23 ნოემბერი 2020, 23:24

COVID19

კახეთში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 70-ით გაიზარდა და ვირუსის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2,711-ს მიაღწია. ბოლო ინფორმაციით რეგიონში კოვიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა - 158, გურჯაანი-569, დედოფლისწყარო -224, თელავი - 789, ლაგოდეხი - 297, საგარეჯო -257, სიღნაღი-177 და ყვარელი -240.

ესპანეთის მეფე ფილიპე VI

23 ნოემბერი 2020, 23:11

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე ფილიპე VI კარანტინში გადავიდა. ინფორმაციას ამის შსახებ ესპანეთის სამეფო სახლი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

23 ნოემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენის გარდამავალი გუნდი ავრცელებს.

23 ნოემბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

PACE: საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მანდატები მიიღონ და ახალ პარლამენტში შევიდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, საპარლამენტო მანდატები მიიღონ და პარლამენტში შევიდნენ.

თემურ ქეცბაია

23 ნოემბერი 2020, 22:05

სპორტი

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. გამოკითხვაში უმაღლესი დივიზიონის კლუბებიდან ყველა მისი კოლეგა მონაწილეობდა და 13 მწვრთნელიდან 12-მა ხმა ქართველ სპეციალისტს მისცა.

ლევან რატიანი

23 ნოემბერი 2020, 21:51

COVID19

ლევან რატიანი: თუ ერთმანეთზე მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩეთ

„ძალიან რთულია, როდესაც საშველად გთხოვს პაციენტი და ვერ ეხმარები. იმედია ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი - „ყველა უნდა გადავრჩეთ“! ხვალიდან ყველა ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ რომ ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს. ერთმანეთში ქიშპობით ქვეყანა უფსკრულისკენ წავალთ. თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

23 ნოემბერი 2020, 21:35

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეები კორონავირუსის პანდემიის დამარცხების იმედს იძლევა.

23 ნოემბერი 2020, 21:17

პოლიტიკა

ევროპარლამენტი: საქართველოში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს

ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ლევან ბერძენიშვილი

23 ნოემბერი 2020, 21:12

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მომხრეებზე განცხადების გამო, ლევან ბერძენიშვილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკრიტიკებს

ლევან ბერძენიშვილი „მთავარ არხთან“ გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში მოხვდეს. „ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამი იყო“, - ასე შეაფასა ლევან ბერძენიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ მომხრეების შესახებ გაკეთებული განცხადება „ქრონიკასთან“ სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი შუბაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე

23 ნოემბერი 2020, 21:01

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე: გაუგებარი საქციელია, როცა პარტიული კუთვნილების გამო მთელ ერს შეურაცხყოფ

„გაუგებარი საქციელი არ არის მთლად კარგი და მისასალმებელი რამ, პარტიამ ასეთ დღეში არ უნდა ჩაგაგდოს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში, არჩევნების დასრულების შემდეგ ერთმანეთს ხელს ართმევენ, არ აგინებენ ერთმანეთს, აბსოლუტურად არადემოკრატიული, არაევროპული და სამწუხაროდ, არავაჟკაცური საქციელია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.