imedi /  27 ნოემბერი 2020, 11:24 / სანდო წყარო

მარადონა ბუენოს-აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს-აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაო „ბელა-ვისტაზე“ დაკრძალეს, სადაც დიეგოს მშობლები არიან დასაფლავებული. როგორც არგენტინული მედია იუწყება, დაკრძალვის ცერემონიაში მხოლოდ მარადონას ნათესავები და ახლობლები მონაწილეობდნენ.

მანამდე კი არგენტინის დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ლეგენდასთან გამოსათხოვარ ცერემონიას მასობრივი არეულობები მოჰყვა. სამოქალაქო პანაშვიდზე მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა, ცერემონიაზე მოხვედრა კი ბევრმა ვერ შეძლო და ამას პროტესტი და პოლიციასთან დაპირისპირებები მოჰყვა.

არგენტინის მთავრობამ დიეგოს გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

ფეხბურთის ღმერთად წოდებული დიეგო არმანდო მარადონა 25 ნოემბერს, გულის შეტევით, 60 წლისა გარდაიცვალა. „ნაპოლისა“ და „არგენტინის“ ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც საკუთარ სახლში იმყოფებოდა, გული გაუჩერდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედიკოსებმა დიეგოს გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ყველა სიახლე

ილია მეორე

26 ივნისი 2022, 12:25

საზოგადოება

ილია მეორე: ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი

სიონის ტაძრის მგალობელი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, ბოლო დროს კი საესტრადო ჟანრში მოღვაწე ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

26 ივნისი 2022, 12:09

ტაბლოიდი

აშშ-ში, ძაღლი შინაური ცხოველების სასტუმროდან გაიპარა, 3 კილომეტრზე მეტი იარა და სახლში დაბრუნდა. ვიდეო

აშშ-ში, კანზასის შტატში, შინაური ცხოველების სასტუმროში დატოვებული ძაღლი სახელად დექსტერი სასტუმროდან გაიქცა და, 3 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვის შემდეგ, სახლში დაბრუნდა.

დავით ქართველიშვილი

26 ივნისი 2022, 11:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია

„ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი-ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

26 ივნისი 2022, 11:37

საზოგადოება

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე JICA-ს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ჰიროიუკი მორს შეხვდა.

26 ივნისი 2022, 11:36

მსოფლიო

Reuters: გაერთიანებული სამეფო, აშშ, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ

გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავენ, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

26 ივნისი 2022, 11:34

სამართალი

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 3 ადამიანი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ., თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 16- დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 ივნისი 2022, 11:21

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 123-ე დღე

ომის123-ე დღე - უკრაინა ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს იგერიებს. რუსების კონტროლქვეშ გადავიდა ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. ომის მეთვრამეტე კვირას მძიმე ბრძოლები გრძელდება ლისიჩანსკისა და ბახმუტის მიმართულებით. პარალელურად, ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

ევგენი კორნიჩუკი

26 ივნისი 2022, 11:17

მსოფლიო

ისრაელში უკრაინის ელჩის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს

უკრაინამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს, - ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა განაცხადა.

26 ივნისი 2022, 11:08

საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მშობლიურ სოფელში, გომბორში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს კახეთში დაკრძალავენ. ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელ გომბორში გუშინ საღამოს გადაასვენეს. ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. 42 წლის ალუდა ზვიადაური სევეროდონეცკში საბრძოლო მოქმედებების დროს მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილის დახმარებას ცდილობდა. რუსეთ-უკრაინის ომს ჯამში 16 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

26 ივნისი 2022, 11:05

რეგიონი

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

26 ივნისი 2022, 10:51

რეგიონი

სოფელ უწერასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.

26 ივნისი 2022, 10:24

მსოფლიო

საფრანგეთში აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას გეგმავენ

ფრანგმა კანონმდებლებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს.

26 ივნისი 2022, 10:10

რეგიონი

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და შპს „ჯი ეს სერვის გრუპის” ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა.

26 ივნისი 2022, 10:01

მსოფლიო

BBC: რუსეთი ბელარუსს „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემების გადაცემას დაჰპირდა, რომელთაც ბირთვული ტიპის რაკეტების გასროლა შეუძლიათ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში ბელარუსს მცირე რადიუსის სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის.

26 ივნისი 2022, 09:49

საზოგადოება

მსჯავრდებულებმა ტრენინგის ფარგლებში ინიცირებული ბიზნესიდეები წარადგინეს

კომერციული საქმიანობის განვითარების, ორგანიზებისა და მართვის შესახებ, #17 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა ცოდნა გაიღრმავეს.

26 ივნისი 2022, 09:43

რეგიონი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე რიონი ადიდდა და გზის სავალ ნაწილზეა გადმოსული, სოფელ უწერასთან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ინტენსიური წვიმის შედეგად, მდინარე რიონი ადიდდა და გადმოსულია გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბონო

26 ივნისი 2022, 09:30

ტაბლოიდი

U2-ს წევრის, ბონოს განცხადებით, ჰყავს ნახევარძმა, რომლის არსებობის შესახებ ათწლეულების განმავლობაში არაფერი იცოდა

ლეგენდარული ირლანდიური ჯგუფის, U2-ს წევრმა, ბონომ მორიგ ინტერვიუში პირველად თქვა, რომ ჰყავს ნახევარძმა, რომლის არსებობის შესახებაც ათწლეულების განმავლობაში არ იცოდა.

26 ივნისი 2022, 09:14

მსოფლიო

Al Jazeera: შვეიცარიაში 3,1 ტონა რუსული ოქრო შეიტანეს

შვეიცარიის საბაჟო ორგანოები რუსეთში წარმოებული 3,1 ტონა ოქროს იმპორტის საკითხს განიხილავენ. ოქროს ღირებულება $202 მილიონია. ის შვეიცარიაში ბრიტანეთიდან მაისში შეიტანეს. ეს რუსული ოქროს შვეიცარიაში იმპორტის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

26 ივნისი 2022, 08:53

ტექნოლოგიები

კანადაში გამყინვარების ხანის მამონტი აღმოაჩინეს

ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში, იუკონის ტერიტორიაზე, ბეწვიანი მამონტის გაყინული ნეშტი იპოვეს. ცხოველი დაახლოებით 30 000 წლის წინ ცხოვრობდა. მისი სხეული ოქროს მაღაროში აღმოაჩინეს.

26 ივნისი 2022, 08:39

მსოფლიო

BBC: ესპანეთის ქალაქ მელილიაში შეღწევის მცდელობისას ათობით ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ აფრიკაში, ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ მელილიაში შეღწევის მცდელობისას, ათობით ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია სულ მცირე 23 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ზოგი სასაზღვრო ღობიდან ჩავარდა.