imedi /  03 დეკემბერი 2020, 11:48 / სანდო წყარო

იაპონიაში 2035 წლისთვის შიდა ბაზრიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ამოღება სურთ

2035 წლისთვის იაპონიის მთავრობა შიდა საავტომობილო ბაზრის რეგულირების წესების გამკაცრებას, კერძოდ კი, გაყიდვიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ამოღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს გეგმის თანახმად, ახალი ავტომობილები მხოლოდ ელექტრო ან ჰიბრიდული უნდა იყოს. შეზღუდვების საბოლოო მიზანია, რომ 2050 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა და სხვა სათბური გაზების ამოფრქვევა შეწყდეს.

ამჟამად იაპონურ ავტობაზარზე საკმაოდ ბევრი ჰიბრიდული ავტომობილია, ისინი თითქმის ყველა ავტომწარმოებლის ხაზებშია წარმოდგენილი. რაც შეეხება ელექტრომობილებს, ფართო მომხმარებისთვის ისინი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით იწარმოება.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 08:30

საზოგადოება

ბიბლიოთეკები მუშაობას დღეიდან, მუზეუმები კი ხვალიდან განაახლებენ

დღეიდან იხსნება ბიბლიოთეკები, სადაც იმოქმედებს დამატებითი რეგულაციები. პირბადე და დისტანციის დაცვა ბიბლიოთეკებშიც აუცილებელია. მომხმარებლებს სამკითხველო დარბაზის მაგიდებთან 2-მეტრიანი დისტანციით განათავსებენ. მანამდე ისინი დეზობარიერსაც გაივლიან.

01 მარტი 2021, 08:20

საზოგადოება

დღეიდან ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

01 მარტი 2021, 08:13

საზოგადოება

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში რეგულაციების დაცვით ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება. ამასთან, უნივერსიტეტებში განახლდება კლინიკური, ლაბორატორიული და საგამოცდო პროცესები, ლექციების ჩატარება კი 15 მარტამდე კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.

01 მარტი 2021, 08:07

საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს

ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში იმოქმედებს სპეციალური რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებთან, ინფექციონისტებთან და მედიკოსებთან ერთად შეიმუშვა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 07:58

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოში დღეს იწყებს. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 02:51

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა

თანამედროვე ისტორიაში, ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 02:25

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 01:56

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: წარმოუდგენელი მოგზაურობა, რომელიც ოთხი წლის წინ ერთად დავიწყეთ, შორსაა დასრულებისგან

ჯო ბაიდენს თანამედროვე ისტორიაში პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

ფოტო

01 მარტი 2021, 00:51

ტექნოლოგიები

ვებგვერდს MyHeritage ფოტოების „გაცოცხლების“ ფუნქცია დაემატ​​ა

ფუნქციის გამოსაყენებლად ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა და ფოტოს ატვირთვა არის საჭირო. დამუშავების შემდეგ ფოტო 15-წამიან ვიდეოდ გარდაიქმნება, რომელზეც ადამიანი იღიმის, თავს ატრიალებს, სხვადასხვა მხარეს იყურება. მომხმარებლებს ვიდეოს ჩამოტვირთვაც შეუძლიათ. Deep Nostalgia სრულიად უფასოა. ის ასევე ფოტოს ხარისხს აუმჯობესებს - ეს ფუნქცია მათთვის არის, ვინც ძველ ფოტოებს ატვირთავს.

01 მარტი 2021, 00:42

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

01 მარტი 2021, 00:36

კულტურა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

კომიტეტმა მის მიერ იანვარში გამოცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებისაგან მოისმინა.

01 მარტი 2021, 00:23

COVID19

ფლორიდელმა ქალმა 150-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

ფლორიდელმა კოვიდინფიცირებულმა ქალმა 150-დღიანი ბრძოლის შემდეგ ვირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ 55 წლის ქალი ვერ გადარჩებოდა, რადგან ის სიკვდილის პირას იყო.

პატარძალი

28 თებერვალი 2021, 23:55

ტაბლოიდი

ქართველი პატარძალი მაგისტრატურის გამოცდას პირდაპირ ქორწილიდან ონლაინ აბარებს 👰🎓ვიდეო

როგორც წყვილი განმარტავს, მათ ჯერ ქორწილის თარიღი დაგეგმეს, შემდეგ კი შეიტყვეს, რომ პატარძალს ამ დღეს გამოცდა დაუნიშნეს, თუმცა არც ქორწილის და არც გამოცდის გადატანა არ ისურვეს.

შარლ მიშელი დავით ზალკალიანი

28 თებერვალი 2021, 23:19

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებისადმი

„სიხარულით მივესალმები ევროპული კომისიის პრეზიდენტს საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებისადმი. ვიზიტი ითვალისწინებს შეხვედრებს მთავრობის წევრებთან, COVID-19-ის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვას“, - წერს ზალკალიანი.

იაგო ხვიჩია

28 თებერვალი 2021, 22:58

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის ვიზიტი კონფლიქტის განსამუხტად მნიშვნელოვანია

„თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რანგის სტუმარი ჩამოდის ქვეყანაში კრიზის დროს. წინასწარვე არსებობს მოლოდინები, რომ საუბარი შეეხება იმ მთავარ კრიზისს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ახლა არსებობს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დავით ზალკალიანი და შარლ მიშელი

28 თებერვალი 2021, 22:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, რეგიონში არსებული ვითარება და პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

დავით ზალკალიანი

28 თებერვალი 2021, 22:50

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ამ ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით, ასევე მჭიდრო კოორდინაციის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

28 თებერვალი 2021, 22:38

საზოგადოება

შატილის ტრაგედიის საქმე - რას ჰყვებიან გადარჩენილები და დაღუპულთა ახლობლები

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავმტომობილო გზის 64-ე კილომეტრი საბედისწერო აღმოჩნდა. 20 მგზავრიდან -17 ადგილზე დაიღუპა. მათ შორის, ასაკით ყველაზე ახალგაზრდა 19-ის, ყველაზე უფროსი კი 68 წლის იყო. მომხდარს სასწაულებრივად გადაურჩა 3 ტურისტი.

რუსთაველი

28 თებერვალი 2021, 22:29

პოლიტიკა

რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ხალხმრავალი საპროტესტო აქციების მოწყობას - ექსპერტების შეფასება

„საზოგადოებას არ აქვს საპროტესტო მუხტი, რაც დასტურდება იმით, რომ საზოგადოება არ იღებს იმ შინაარსს, რასაც ოპოზიციონერი ლიდერები აანონსებენ ტრიბუნებიდან, თორემ საქმე იმაში არ არის, რომ საზოგადოებას გარეთ გამოსვლა ეზარება, ან ეშინია, ან არ უნდა. საქმე იმაშია, რომ უბრალოდ არ იზიარებენ იმ შინაარსს, რასაც ოპოზიციის ლიდერები სთავაზობენ, თორემ იყო დრო, როდესაც საპროტესტო მუხტი ქვეყანაში მართლა არსებობდა და მილიონი ქართველი ახსოვს რუსთაველის გამზირს“, - აღნიშნავს გვიდიანი.

რამაზ საყვარელიძე

28 თებერვალი 2021, 22:16

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: შვილებზე, ცოლებზე, ნათესავებზე ნადირობა სტალინის დროს ჰქონდათ გამოცხადებული

პოლიტოლოგი ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების შესაძლო დაწესების თემის მედიაში წამოწევას ოპოზიციას უკავშირებს. „სანქციების თემის წამოწევა ასევე გვაგონებს ტერორისტების პრინციპს, როცა ანგარიშსწორება სხვასთან უნდათ და მისთვის საყვარელ არსებაზე აკეთებენ დარტყმას. აირჩიონ ამ იდეის ავტორებმა, სტალინის დროინდელ საბჭოთა რეჟიმთან ურჩევნიათ მათი დაკავშირება თუ ტერორისტებთან“, - აცხადებს საყვარელიძე.