„საქართველოდან გაქცეული პრეზიდენტის უკრაინულ-ქართული მაქინაციები" - უკრაინულმა სააგენტომ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა
მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: არქივი
თემაზე - „საქართველოდან გაქცეული პრეზიდენტის უკრაინულ-ქართული მაქინაციები", საინფორმაციო სააგენტო „ნოვინი უკრაინის“ დირექტორმა, ოლეგ დეინეკამ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე პრესკონფერენცია გამართა.
სააგენტოს დირექტორმა ოლეგ დეინეკამ განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე, რის ფარგლებშიც გამოვლინდა მისი ფარისევლური ქმედების დამამტკიცებელი ფაქტები.
დეინეკამ ისაუბრა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელურ დათვლაზე, კერძოდ, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ და აღნიშნა, რომ ხმის დათვლის ფორმულაში განზრახ შეტანილი შეცდომა ორგანიზაციის მიერ თავდაპირველად გავრცელებული არასწორი შედეგების საფუძველი გახდა.
ოლეგ დეინეკამ განმარტა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გასაჯაროებული მონაცემები „ქართული ოცნების“ მიერ დაგროვილი ხმების რაოდენობაზე 2 პროცენტით ნაკლები იყო. უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ირწმუნება სააკაშვილი, რომ მისმა პარტიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. დეინეკამ ასევე გაიხსენა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ორგანიზაციამ იგივე შეცდომა დაუშვა 2003 წლის არჩევნებში, რის შემდეგაც ორგანიზაციის მაშინდელი ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახდა. ოლეგ დეინეკა ირწმუნება, რომ არსებობს საფრთხე, სააკაშვილმა უკრაინაშიც იგივე სქემით იმოქმედოს და მცდარი საზოგადოებრივი აზრი შექმნას.
„ამ წუთებშიც მედიაში ვხედავთ თავად მიხეილ სააკაშვილის ფარისევლურ ქმედებებს . კერძოდ, სააკაშვილის ერთგულ ფეისბუქ გვერდებზე, როგორებიცაა „მიხეილ სააკაშვილი“, „ჩვენ ვირჩევთ მიხეილ სააკაშვილს“, „მიხეილ სააკაშვილი პრემიერად“, ვრცელდება ვიდეო-რგოლები, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ იგი იქნება უკრაინის პრემიერ-მინისტრი. ამის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა მისცა ინტერვიუ რადიო თავისუფლებას, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინული ხელისუფლების შემოთავაზებაზე, გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი , მან უარით უპასუხა. ვფიქრობთ ეს პოლიტიკოსის მხრიდან, ფარისევლობაა (თეატრალური დადგმაა). რადგან მისი ლოიალური ფეისბუქ ჯგუფები ხალხს მოუწოდებენ, დაუჭირონ სააკაშვილის კანდიდატურას მხარი. ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ საქართველოსთან. ამავე ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილი კომენტარს აკეთებს, რომ მან უარი განაცხადა გამხდარიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იმ არჩევნების შედეგების ფონზე, რომელიც ახლახანს დასრულდა საქართველოში. მისი ციტატა ასე ჟღერს: „მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის შედეგად, ჩემმა პარტიამ გაიმარჯვა , მე მაშინვე მივხვდი, რომ არ მსურდა პრემიერ-მინისტრობა.“ ძალიან რთულია ამ ახსნა-განმარტების გაგება, თუმცა მკაფიოდაა ნათქვამი, რომ მისმა პარტიამ გაიმარჯვა ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლით. საქართველოში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა ხმების პარალელური დათვლა. იმ ორგანიზაციამ, რომელმაც ჩაატარა ხმების პარალელური დათვლა, აღიარა, რომ მათი ანგარიში ფალსიფიცირებული იყო, უფრო მეტიც ორგანიზაციამ გამოასწორა თავიანთი შეცდომა და ოფიციალურად გაზარდა მმართველი პარტიის ხმების რაოდენობა არჩევნებში და შესაბამისად, შეამცირა ოპოზიციის ხმების პროცენტული მაჩვენებელი. თავად ამ ორგანიზაციამ და ამ ორგანიზაციას ჰქვია „სამართლიანი არჩევნები“, ლათინური ასოებით მათი აბრევიატურაა ISFED, ოფიციალურად განაცხადა, რომ ხმების დათვლის დროს , შეცდომა იყო დაშვებული ფორმულაში, რის გამოც შესაბამისად შემცირებული იყო მმართველი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და გაზრდილი იყო ოპოზიციის ხმები. საქართველოში არის ტელეკომპანია, რომელმაც გამოიძია ეს სიტუაცია და ტვ პირველის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ISFED-მა ეს შეცდომა გააზრებულად დაუშვა, რომ ეს არ იყო შეცდომა, არამედ იყო დაგეგმილი ქმედება, რამაც შედეგად გამოიღო იმ შედეგების გამოქვეყნება, რომლის შეცვლაც მოუხდა შემდეგ ორგანიზაციას. განაცხადა რა, რომ თითქოს ეს შეცდომა იყო. ის, ადამიანი, რომელმაც ამ ფორმულაში შეიყვანა შეცდომა, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ ორგანიზაციაში და ეს პიროვნება ახლა იმალება საქართველოს ხელისუფლებისგან, რადგან მისი სახელი და გვარი გასაჯაროვდა, რადგან სწორედ იგია ის პიროვნება, ვინც ხმების დათვლის ფორმულაში შეცდომა შეიყვანა.
სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, ქართველმა ჟურნალისტებმა დეტალური გამოძიება ჩაატარეს ამ ორგანიზაციაზე, რომელსაც ISFEd ჰქვია. ამის შემდეგ უკვე განაცხადა ორგანიზაციამ, რომ რეალურად მმართველმა პარტიამ 2 პროცენტით მეტი დააგროვა, თავდაპირველად ISFED-ი აცხადებდა, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო 45.8%, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებდა რომ ეს იყო 48.22%. თუმცა, ISFED-ის ახალი გასწორებული მონაცემებით, მმართველმა პარტიამ აიღო 47.6%, რაც პრაქტიკულად იგივე მონაცემია, რაც ცესკომ წარადგინა.
ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამავე ორგანიზაციამ, ასეთივე შეცდომა დაუშვა 2003 წელს, იმ არჩევნების დროს, რომელიც ვარდების რევოლუციით დასრულდა. მაშინ ამ კომპანიის დირექტორი იყო ზურაბ ჭიაბერაშვილი, ერომელიც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლისთანავე გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც ხელმძღვანელობდა დემონსტრანტებს, რომლებიც მაშინ პარლამენტში შეიჭრნენ. სწორედ მან უზრუნველყო რეჟიმის შეცვლა. ამას მოწმობს ჟურნალისტების მიერ მაშინ გადაღებული ვიდეო. სწორედ ჭიაბერაშვილის დამსახურებით გამოვიდა ეს მანევრი და ფარსი, შემდეგ იგი სააკაშვილის ადმინისტრაციაში იკავებდა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი იგი გაასამართლეს, კერძოდ, სწორედ ხმების დათვლასთან დაკავშირებული მაქინაციებისა და გაფლანგული 5 მილიონის გამო. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ეს ნაწილი მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ყოველივე ეს იყო აფიორა და ასეთივე აფიორა შესაძლოა მოხდეს უკრაინაში, რადგან მიხეილ სააკაშვილი მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანია IPSOS-ის უკრაინულ ფილიალთან. ეს კომპანია ცნობილი გახდა იმ სკანდალით, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდა, გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა ფრანგული კომპანია იფსოსი ატარებდა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევას და აღმოჩნდა, რომ ეს არ ტარდებოდა ფრანგული კომპანიის მიერ, ფრანგულმა კომპანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა რომ უკრაინულ ფილიალს მთავარი არხის დაკვეთით არ ჩაუტარებია ამოკითხვა, გაირკვა, რომ რეალურად კვლევა ჩაატარა საქართველოში დაქირავებულმა IPSOS ამ უკრაინული ოფისის ერთადერთმა წარმომადგენელმა. ჩვენ ახლა ვხედავთ იმის საფრთხეს, რომ სწორედ ეს სტრუქტურა გამოიყენოს უკრაინაშიც, თავისი სოციოლოგიური სტრუქტურით, რომ შექმნან მცდარი განწყობები ხალხში", - განაცხადა ოლეგ დეინეკამ.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 00:53
მსოფლიო
მელანია ტრამპი: დონალდ ტრამპი შეუჩერებლად მუშაობს, მასზე მეტი ენერგია არავის აქვს - დილიდან საღამომდე, უწყვეტ რეჟიმში შრომობს
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა FOX & Friends-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“.
24 სექტემბერი 2026, 00:43
საზოგადოება
კახა აბულაძე: თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია დედაქალაქში და ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რამდენიმე ბაგა-ბაღში ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე მსჯელობისას.
24 სექტემბერი 2026, 00:42
მსოფლიო
რუბიო: აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს
აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს, - განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
24 სექტემბერი 2026, 00:37
საზოგადოება
კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღებაზე: დავეყრდენით სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღონ რძის პროდუქტი
თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განმარტებით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების მიმდინარეობისას არ მიიღონ რძის პროდუქტი და სხვა ცხიმიანი საკვები.
24 სექტემბერი 2026, 00:33
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე: მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს?
მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე მსჯელობისას.
24 სექტემბერი 2026, 00:24
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება
ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
24 სექტემბერი 2026, 00:18
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის კონტროლის ზონიდან
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის, რომელსაც დიფ სტეიტს ეძახიან, კონტროლის ზონიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. მანჯავიძემ ევროკავშირზე საუბრისას, გაერთიანებასთან დაკავშირებით, ბუკოვსკის ცნობილი სიტყვებიც გაიხსენა.
24 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის. ეს გერმანულ პოლიტიკურ სისტემაში არსებული კრიზისის სიმპტომია
ნამდვილად კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რა შედეგებსაც AFD აჩვენებს, რისი სიმპტომია?
23 სექტემბერი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს
შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარებსა და მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა.
23 სექტემბერი 2026, 23:50
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს. ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ
ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ეს მიზანი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2022 წლის შემდეგ.
23 სექტემბერი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს
მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
23 სექტემბერი 2026, 23:29
პოლიტიკა
ვოლსკი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ოპოზიციის კამპანიურ განცხადებებზე: რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს
რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოკუპირებულ ტერიტორებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის კამპანიური განცხადებების შეფასებისას. მისი თქმით, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 35 000-მდე ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთ უფლებებში სერიოზულად არიან შეზღუდულები.
23 სექტემბერი 2026, 23:18
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე
შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის ბელგიაში ვიზიტის შესახებ. მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ შეხვედრას წინ უძღვის ვითარების მოდელირება იმის შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა საქართველოს მიმართ დღეს არსებული დამოკიდებულება, როცა საგარეო კურსის შეცვლის თაობაზე ლაპარაკს საფუძველი არ აქვს.
23 სექტემბერი 2026, 23:01
საზოგადოება
კახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ
ნოროვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
23 სექტემბერი 2026, 22:50
მსოფლიო
ზელენსკი: წელს რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე თითქმის 250 ათასი ადამიანი დაკარგა
მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე 248 964 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:41
მსოფლიო
ზელენსკის თქმით, „ნულოვანი პაციენტი“ პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება აქვს მას, „მით უფრო საშიში ხდება სამყარო ყველა დანარჩენისთვის“.
23 სექტემბერი 2026, 22:30
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის
უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:21
მსოფლიო
„მხოლოდ ერთ ადამიანს სურს ომი უკრაინაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის „დამამცირებელ მარცხზე“ საუბრობს
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან და ამ კონფლიქტის გაგრძელება მხოლოდ ერთ ადამიანს სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
ლავროვი: რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს
რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 21:31
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, იან ბეიტსონის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება.


