imedi /  23 ივლისი 2020, 14:25 / სანდო წყარო

უკრაინელი ჟურნალისტები: მიხეილ სააკაშვილის ახლოს მყოფ ჟურნალისტებსაც კი ეშინიათ, გახდნენ მისი მსხვერპლი

უკრაინელი ჟურნალისტები

ვალერი ტოვმაჩი და ოლეგ დეინეკა

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილ-ადეიშვილს შეხება აქვთ გიორგი გაბუნიას მკვლელობის ორგანიზებასთან, რათა ეს ფაქტი, საქართველოში პოლიტიკური რევანშისთვის გამოიყენონ.

„სამი ჟურნალისტი, სამი გიორგი: გიორგი სანაია, გიორგი ღონღაძე, გიორგი გაბუნია. თითოეული მათგანის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას და პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლას”, - ამბობენ გამომძიებელი ჟურნალისტები გადაცემაში "МОЛНІЯ".

მათივე თქმით, ივნისის შუა რიცხვებიდან, მიხეილ სააკაშვილის ახლოს მყოფ ჟურნალისტებსაც კი ეშინიათ გახდნენ მისი მსხვერპლი. კერძოდ, ვინც სააკაშვილის კუთვნილ ქართულ ტელეარხ „მთავარზე“ მუშაობს და ყოველდღე მაუწყებლობს სააკაშვილის მოწოდებებს საპასუხო რეაგირებებზე საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ.

როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, მიმდინარე წლის 15 ივნისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელი შეუშალა "მთავარი"-ს ყველაზე ოდიოზური ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას, რომელიც მსოფლიო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი პრეზიდენტ პუტინისადმი მისი უხამსი ბილწსიტყვაობის წყალობით.

„მკვლელის დაჭერიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა, სპეციალურ ბრიფინგზე თავად აღიარა, რომ მან იცოდა კოლეგის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ. უკვე ჟურნალისტის ლიკვიდაციის სავარაუდო შემსრულებლის სიტყვებიდან გახდა ცნობილი, რომ იგი მრავალთვიან მომზადებას გადიოდა უკრაინის დედაქალაქში, და მისი სასწრაფო გამგზავრების შესახებ საქართველოში, კარანტინის წინა პერიოდში. ამავდროულად, მიმდინარე წლის თებერვლიდან, მზადდებოდა ფართომასშტაბიანი მედია და მომავალი მსხვერპლის პოლიტიკური გაპიარება საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებში. მზადდებოდა გიორგი გაბუნიას, როგორც ქართული ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის, ადგილობრივ ჟურნალისტებთან, აქტივისტებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრები”, - ამბობენ ჟურნალისტები.

მათი თქმით, დაქირავებული მკვლელის ხელით ქართველი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობამ განაპირობა ვარდების რევოლუციის დაწყება, რომელიც დაფინანსდა ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის მიერ, ხოლო ედუარდ შევარდნაძის წასვლა მთიანი რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან, რომელიც დაიკავა „ვარდების რევოლუციის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა.

„საქართველოში უკვე აპრობირებულმა პოლიტიკურმა ტექნოლოგიამ შემდგომში უკრაინაშიც იმუშავა. გიორგი ღონღაძის თავმოკვეთილ ცხედარზე - ქართული წარმოშობის უკრაინელ ჟურნალისტზე, რომელსაც სააკაშვილი აფხაზეთში საომარი მოქმედებებიდან იცნობდა. ჟურნალისტი გიორგი ღონღაძის მკვლელობამ საფუძველი ჩაუყარა იგივე ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ აქციას - „უკრაინა კუჩმას გარეშე“ და შემდგომ „ნარინჯისფერ რევოლუციას“, რომელმაც სახელმწიფოს სათავეში სააკაშვილის დიდი ხნის მეგობარი, იულია ტიმოშენკო მოიყვანა უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ხოლო სააკაშვილის შვილის მომავალი ნათლია - ქვეყნის პრეზიდენტად”, - ამბობენ გადაცემის ავტორები.

იყო თუ არა გიორგი გაბუნიას ლიკვიდირების გეგმა დაკავშირებული სააკაშვილ-ადეიშვილ-გვარამიას პოლიტიკურ მიზნებთან და რა წინადადებით დაუკავშირდა საქართველოს 2 წარმომადგენელი უკრაინელ ჟურნალისტებს, საქმის ამ დეტალებზე
ვალერი ტოვმაჩმა და ოლეგ დეინეკამ ექსკლუზიურად „იმედის კვირასთან“ ივნისის ბოლოს ისაუბრეს. ისინი ფიქრობენ, რომ სააკაშვილს, ადეიშვილს და გვარამიას გათვლა ახალგაზრდებზე ჰქონდათ, რომლებსაც გაბუნიაზე შესაძლო თავდასხმის შემდეგ მწვავე რეაქცია ექნებოდათ.

ყველა სიახლე

29 ივლისი 2026, 21:45

მსოფლიო

ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“

ევროპაში ტყის ხანძრების გაზრდილი რისკების, ასევე ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“.

29 ივლისი 2026, 21:09

მსოფლიო

POLITICO: მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ

ექსტრემალური სიცხისა და გვალვის შედეგად უმართავი ტყის ხანძრები, ერთი შეხედვით, ნაკლებად ჰგავს იმ თემას, რისი საარჩევნოდ გამოყენებაც საფრანგეთის უკიდურეს მემარჯვენეებს შეეძლებათ - მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“ წლები აქვს გატარებული „მწვანე“ რეგულაციების მოწინააღმდეგეთა რიგებში, თუმცა, ახლა პარტია ოსტატურად იყენებს ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს იმის დასამტკიცებლად, რომ ემანუელ მაკრონის მთავრობა კრახს განიცდის თავის უმთავრეს მოვალეობაში: მოქალაქეებისა და მათი საკუთრების დაცვაში, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ“.

29 ივლისი 2026, 21:02

რეგიონი

ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ახალი მიმართულებების პოპულარიზაცია - ტური იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმერეთში ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის სამდღიანი საინფორმაციო ტური გაიმართა. სტუმრები რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, ქუთაისის ახლად გახსნილ ტექნოლოგიურ ჰაბსა და ჭიათურაში მოწყობილ სათავგადასავლო მარშრუტებს გაეცნენ.

29 ივლისი 2026, 20:54

საზოგადოება

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა - სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა მიაგეს. დღეს ქვეყანა კიდევ ერთხელ იხსენებს ადამიანებს, რომლებმაც პროფესიულ მოვალეობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

29 ივლისი 2026, 20:48

რეგიონი

ინფრასტრუქტურული პროექტები და სტიქიის შედეგების აღმოფხვრა - მინისტრები კახეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კახეთში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა და ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაში შედის. თელავში გამაგრებითი და პრევენციული სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო.

29 ივლისი 2026, 20:44

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.

მამუკა მდინარაძე

29 ივლისი 2026, 20:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას, მადლობა ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, იქ მუშაობენ გმირები, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ, რომ წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში

მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია, - განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

29 ივლისი 2026, 20:34

მსოფლიო

უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო კორუმპირებული თანამდებობის პირების წინააღმდეგ - მიზანში დავით არახამიაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კიდევ ერთი კორუფციული სკანდალი - უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობას სწავლობს.

29 ივლისი 2026, 20:25

სამართალი

სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. დეტალები „ქრონიკაში“

სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სოციალური ქსელების მონიტორინგს განაგრძობს.

ირაკლი კობახიძე

29 ივლისი 2026, 20:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას

რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

29 ივლისი 2026, 20:20

პოლიტიკა

ჯო უილსონი სიძულვილის მხარეს - კონგრესმენის მიერ დაანონსებული მორიგი კანონპროექტი და მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ჯო უილსონი, როგორც მაშველი რგოლი - ამერიკელი კონგრესმენის მიერ დაანონსებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოში სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება, „ქართულ ოცნებაში“ ლობისტურ პროექტად აფასებენ.

29 ივლისი 2026, 20:14

პოლიტიკა

ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ხელისუფლების პრინციპული გამარჯვება და არაღიარების პოლიტიკის შედეგი - ნაურუს რესპუბლიკამ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებთან ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვიტა.

29 ივლისი 2026, 20:05

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: მიშას ორი ავატარი მე უკვე ამოვიცანი. ერთი წითლიძეა, მის ახალგაზრდობას გვახსენებს უფრო, მეორე ნანულა ჟორჟოლიანი, რომელიც უფრო ჰგავს სააკაშვილს 50 წლის ასაკში... არაა ბევრი ფიქრი საჭირო

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი „ავატარი“ მზადდება.

მამუკა მდინარაძე
ირაკლი კობახიძე

29 ივლისი 2026, 20:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

დონალდ ტრამპი

29 ივლისი 2026, 19:37

მსოფლიო

ტრამპი ირანის მიერ განხორციელებულ იერიშზე: ჩვენ მათ სულს ამოვხდით, ძალიან მაგრად დავარტყამთ, მაგრად მოხვდებათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანულ სარაკეტო იერიშს, რომელიც ამერიკულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს, მკაცრ პასუხს გასცემს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 ივლისი 2026, 19:19

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა - დაგეგმილია შეხვედრა დონალდ ტუსკთან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა. ლუბლინში ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება.

29 ივლისი 2026, 19:16

რეგიონი

იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეცნობიან

ტურის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებსა და მომსახურების მიმწოდებლებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების შესახებ, რაც მომავალში დაეხმარებათ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნასა და ვიზიტორებისთვის ტურისტული პროდუქტის სწორად შეთავაზებაში.

პიტერ მადიარი

29 ივლისი 2026, 19:12

მსოფლიო

Radio France Internationale: საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე, - წერს ფრანგული მედიასაშუალება Radio France Internationale-ი.

29 ივლისი 2026, 19:01

რეგიონი

ელისო ბოლქვაძე: ,,გონიოს ჰანგები”გახდება კულტურული დიალოგის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა და ხელოვნთა შთაგონების ოაზისი

ფესტივალი გახსნა აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ. მან მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ფესტივალის შექმნის იდეის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ „გონიოს ჰანგები“ გახდება კულტურული დიალოგის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა.

ნიკოლ ფაშინიანი

29 ივლისი 2026, 18:28

მსოფლიო

ფაშინიანი: თუ სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება

სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების ირგვლივ შექმნილი ვითარება არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრობლემაცაა - თუ საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს შესაძლოა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისად იქცეს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.